როგორც „ბათუმელებს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს, პაციენტები ამბობენ, რომ სწრაფი კვების ობიექტში შაურმით მოიწამლენ. სურსათის უვნებლობის სამსახური ინტოქსიკაციის გამომწევევ მიზეზს იკვლევს. ამ დროისთვის ერთი პაციენტი სტაციონარშია მოთავსებული, ექვს ადამიანს კი ამბულატორიული დახმარება გაუწიეს.
მოწამლულთა უმრავლესობა ახალგაზრდებია და როგორც მათ ექიმებს უთხეს, შაურმა ერთი და იგივე ობიექტზე იყიდეს. ინტოქსიკაციის გამომწვევ მიზეზს 24 საათში დაადგენენ.