სპორტი

ბათუმის დინამო ჯერ-ჯერჯერობით ეკიპირებისა და ანტალიის გარეშე რჩება

23.01.2014
ბათუმის დინამო ჯერ-ჯერჯერობით ეკიპირებისა და ანტალიის გარეშე რჩება

 

 

ამ შეთავაზებით ჯერჯერობით არავინ დაინტერესებულა. წინადადებების მიღების ვადა კი დღეს იწურება. კლუბის მიერ გამოცხადებული ტენდერის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 45-კაციანი შემადგენლობის ანტალიაში შეკრება 8-22 თებერვალს, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავება სამჯერადი კვებით, ფეხბურთელების უზრუნველყოფა უმაღლესი ხარისხის სავარჯიშო მინდვრით, ორჯერადი წვრთნის და ოთხი მოსამზადებელი თამაშის (სპარინგი) ორგანიზება და ამხანაგური თამაშები აღმოსავლეთ ევროპის კვალიფიციურ გუნდებთან. სატენდერო პირობების თანახმად, აუცილებელია გუნდი განთავსდეს ერთ სართულზე; სასტუმრომ ულიმიტოდ უნდა უზრუნველყოს სასმელები (ყავა, ჩაი, წვენი, კოლა, წყალი სასტუმროს ბარში) გარდა სპირტიანი სასმელებისა; 90 წუთიანი ვარჯიში; ტრანსფერი სავარჯიშო მოედნებზე; საუნა და თურქული აბანო; დაფარული საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი; მოწყობილობები და მასაჟის ოთახები; უნიფორმის გარეცხვა დღეში ორჯერ; შეხვედრის ოთახი; ულიმიტო წყალი ვარჯიშისთვის; მინერალური წყლები და წყალი მინი ბარში (დღეში ერთხელ); გამოყოფილი ადგილი რესტორანში; ოთხი ამხანაგური მატჩი (მსაჯები, ტრანსფერი, მოედანი); ჯგუფური ტრანსფერი გუნდისთვის (სასტუმრო-აეროპორტი-სასტუმრო); ერთი ოთახი (ერთ კაცზე) უფასოდ.

 

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში გამარჯვებული ვერ გამოვლინდება, საფეხბურთო კლუბი მერიის თანხმობით, სავარუდოდ შეკრებაზე გამგზავრების საკითხს ერთ პირთან მოლაპრაკების გზით გადაწყვეტს.

 

აღსანიშნავია, რომ „დინამო ბათუმი“ ჯერ-ჯერობით ახალი ეკიპირების გარეშეა დარჩენილი. სპეციალური ტანსაცმელის, აქსესუარების, ფეხსაცმელისა და გასართობი მომსახურებების (სულ 954 ერთეული 47 დასახელების საქონელი) შეძენაზე გამოცხადებული ტენდერი შეწყდა. როგორც სატენდერო კომისიაში აცხადებენ დაზუსტება და სრულყოფა მოითხოვა სატენდერო დავალებამ. კერძოდ: შესასყიდი ეკიპირების რაოდენობამ და მომსახურების გაწევის ვადამ. ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა გუნდის წევრთა რაოდენობა გაიზარდოს. ბათუმის დინამოს ეკიპირებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 60 ათასამდე ლარი უნდა დაიხარჯოს. შეწყვეტილ ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა („Umbro-Georgia“, „პინაკი“, „მორვილი“). მათგან შეთავაზებული ყველაზე დაბალი ფასი კი, 54 990 ლარი იყო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: