მხოლოდ „განცხადების დაწერით“ დანიშნული ვიცე-მერი

 

გიორგი ერმაკოვი, რომელსაც პოლიციასა და ფინანსურ სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება აქვს, ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა. ის მეორე კადრია ზურაბ პატარაიას შემდეგ, ვინც მერის, ჯემალ ანანიძის შემცვლელად დასახელდა, შემდეგ კი მის მოადგილედ დაინიშნა. ითქვა იმაზეც, რომ პირადად ირაკლი ღარიბაშვილისგან მიიღო აჭარის მთავრობამ გიორგი ერმაკოვის მერად დანიშვნაზე მოთხოვნა. თავის მხრივ აჭარის მთავრობამ ეს დავალება საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი ჩავლეიშვილს გადასცა… ამ ამბავს ყველა უარყოფს. ფაქტი კი ის არის, რომ ამ ეტაპზე გია ერმაკოვის გამერებას დიდწილად ბათუმის საკრებულოს წევრებმა შეუშალეს ხელი.  

ბათუმელი მეთევზეების პრობლემები

 

 

ბათუმი ყოველდღიურად ხუთ ტონა თევზს მოიხმარს. მოსახლეობა, რესტორნები, კაფე-ბარები შავ ზღვაში დაჭერილი თევზით მარაგდება. შავი ზღვის სანაპიროზე 200-მდე თევზმჭერი ბრიგადაა, მათ თევზაობა ლიცენზიის გარეშე შეუძლიათ. თევზჭერის გრძელვადიანი ლიცენზია კი 5 კომპანიას აქვს. მეთევზეთა ორივე ჯგუფს,  ლიცენზიანტებსაც და თევზმჭერ ბრიგადებსაც საერთო პრობლემა აქვთ –  არ ჰყოფნით სივრცე, რომელიც მათ სათევზაოდ აქვთ გამოყოფილი. 

საბჭოური სვირინგების ისტორიები

 

 

სვირინგი საბჭოთა ადამიანის სხეულზე ხშირად სასჯელის მოხდასთანაა გაიგივებული. თუმცა, იმ დროს სვირინგებს მეზღვაურები, სამხედროები, მუსიკოსები ან უბრალოდ, რომანტიკული მოზარდებიც იხატავდნენ. შესაბამისად, საბჭოთა სვირინგი ჟანრობრივად მრავალფეროვანია, სტილისტურად კი _ ერთფეროვანი.

უკრაინული საღამო პრესკაფეში

 

 

ყვითელი და ცისფერი სამაჯურები; უკრაინის დროშის ფერებში გადაწყვეტილი ლარნაკები და ყვავილები; ორი ფერის მენიუ, უკრაინული კერძები; უკრაინული მუსიკა და საინფორმაციო რგოლი უკრაინაზე –  უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერი საღამო  „პრესკაფეში“ ამ წუთებშიც გრძელდება.

სოციალურად დაუცველები ფინანსთა მინისტრს პასუხს სთხოვენ

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ხელვაჩაურის ყოფილ ტერიტორიაზე თვითნებურად ჩასახლებულმა მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი მინისტრისგან პასუხს მოითხოვდნენ, რადგან მათ დღემდე არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.  ამ პრობლემის მოგვარება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჯერ კიდევ 17 იანვარს დაავალა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, რადგან ტერიტორია, სადაც თვითნებურად ჩასახლებული მოსახლეობა ცხოვრობს, ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. 

ჩაიშლება თუ არა კონკურსი უმაღლეს საბჭოში

 

 

აჭარის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები მხოლოდ ერთმა კონკურსანტმა გააპროტესტა. საჩივარი  უკვე განიხილა საპრეტენზიო კომისიამ. 

65 000 ლარი საჩუქრებისთვის მერიისგან

 

2014 წლის შესყიდვების დოკუმენტში მერიამ სასაჩუქრე პაკეტების შესაძენად 65 000 ლარი გაითვალისწინა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მერია ამ თანხით ბათუმში  ოფიციალურ შეხვედრებზე ჩამოსული დელეგაციების წევრებისთვის  სიმბოლურ საჩუქრებს შეიძენს. 

ახალი შადრევნები ბათუმში

 

ბათუმის ქუჩებში, პარკებსა და სკვერებში სასმელი წყლის შადრევნები გამოჩნდება. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით გადაწყვეტილება მერიაში მოსახლეობის თხოვნით მიიღეს.

ბათუმის მერია საწვიმარ ლაბადებს შეიძენს

 

 

ბათუმის მერია ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებისთვის და ასევე მერიის იმ თანამშრომლებითვის, რომლებსაც ცუდ ამინდში მუშაობა ქუჩაში უწევთ, საწვიმარ ლაბადებს შეიძენს.  მერიამ ლაბადების შესაძენად წელს ბიუჯეტში 800 ლარი გაითვალისწინა. 

კონფერენცია კლიმატის ცვლილებებზე

 

ბათუმი კლიმატის ცვლილებების შესახებ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.  ,,ქალაქების დამეგობრება კლიმატის დაცვისათვის“   – ბათუმის მერიისა და ასოციაცია ,,კლიმატის ალიანსის“ ორგანიზებით  13 – 14  თებერვალს გაიმართება. 

აქცია- „მშვიდობის პარკი“ ბათუმში

 

 

10 თებერვალს 17:00 საათზე ჭაჭის შადრევანის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაა დაგეგმილი. ჭაჭის შადრევანის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკის გაშენების იდეით საინიციატივო ჯგუფი  ბათუმის მერიას მიმართავს.   

 

ხანძრის მიზეზები ისევ დაუდგენელია

 

 

ქობულეთის დაცული ტერიტორიაზე, ისპანის ჭაობში გუშინ გაჩენილი ხანძრის მიზეზები ამ დრომდე უცნობია. როგორც დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ხანძარი გუშინ დაახლოებით რვა საათისთვის გაჩნდა. მიზეზები ამ დრომდე უცნობია. 

დახარჯული მილიონი და მაინც უწყლოდ

 

 

სოფელ ბუკნარის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ერთი კვირაა წყალი არ მიეწოდებათ. სოფლის მაცხოვრებლებმა რედაქციას წერილობით მიმართეს, სადაც ვკითხულობთ:

ტურიზმი და პრობლემები გომარდულში

 

 

ტურისტულ სოფელ გომარდულში მცხოვრებლები, ისე როგორც კოტეჯების მფლობელები, ტურისტების ნაკლებობას და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას უჩივიან; ცოტა ხნის წინ გომარდულში არსებული კოტეჯების მფლობელების საბანკო ანგარიშებს სახელმწიფომ ინკასო დაადო. ბიზნესმენები სახელმწიფოს აღებული ვალდებულებების გადავადებასა და  მიწის გადასახადისგან გათავისუფლებას ითხოვენ. 

მილიონები გარეგანათებისთვის და შიშველი კაბელები

 

ბათუმის ქუჩებში ბევრი ადგილია სადაც ელექტროსადენები (შესაბამისად ადამიანების უსაფრთხოება) არ არის დაცული. ელექტრობოძებს მომძვრალი აქვთ შესაბამისი დამცავი ხუფები. საიზოლაციო ლენტებით შეხვეული კაბელები კი პოლიეთილენის ბოთლებითაა „დაცული“ (ალბათ, უფრო წვიმისგან).

მარიამ კოჩალიძის ოჯახი გამოიებას მარიამის ნივთებს სთხოვს


<!** Image 1 align="left" alt="მარიამ კოჩალიძე" sub="მარიამ კოჩალიძე" width="300" height="1365" >

ბათუმში, ზღვის სანაპიროზე მოკლული მარიამ კოჩალიძის ოჯახი გარდაცვლილის ნივთების დაბრუნებას ითხოვს. უზენაესი სასამართლოს განმარტებით კი, ვიდრე მკვლელობაში ბრალდებულს არ დააპატიმრებენ და გამოძიება საქმეზე სასამართლოს ყველა ინსტანციაში არ დასრულდება, პროკურატურა მარიამის ნივთებს, ტანსაცმელს, ჩანაწერების რვეულს და კომპიუტერს ოჯახს ვერ დაუბრუნებს.

ევრომეიდანი ევროპული გზის ასარჩევად – ბათუმელი ფოტოგრაფი კიევიდან


<!** Image 1 align="left" width="300" height="600" >

რა ხდება კიევში, ევრომაიდანზე, კამერებს მიღმა და როგორია ამ დროისათვის უკრაინელების განწყობა – ამ თემებზე „ბათუმელები“ ფოტოგრაფს, ირაკლი ძნელაძეს ესაუბრა, რომელიც უკვე ორი თვეა ევრომაიდანზე მიმდინარე მოვლენებს ფოტოზე აღბეჭდავს. 

 

 

კონკურსის შედეგი – მოვალეობის შემსრულებლები თანამშრომლებად

 

 

აჭარის მთავრობასა და სამინისტროებში ორმოც ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში, მხოლოდ ცხრა ახალმა კონკურსანტმა შეძლო თანამდებობის დაკავება. 31 ვაკანსიაზე კი თანამდებობა იმ პირებმა შეინარჩუნეს, რომლებიც ვაკანტურ ადგილებზე მოვალეობის შემსრულებლად იყვნენ დანიშნულნი. სამთავრობო უწყებების მიერ გამოცხადებულ კონკურსში 1300  აპლიკანტი დარეგისტრირდა.  

სპორტული ფორმები და ფულადი ჯილდოები სპორტში მიღწეული წარმატებებისთვის

 

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, 2014 წლისთვის სპორტულ ფორმებს შეიძენს აჭარის ნაკრები გუნდების წევრების, პირველობების გამარჯვებულების, პრიზიორების და მათი მთავარი მწვრთნელებისთვის. 

სოლიდარული გადასასვლელი ბათუმში

 

დღეს ბათუმში ორგანიზაცია CAUCULT-ის აჭარის ჯგუფმა  აქცია გამართა სახელწოდებით _  „ქვეითს აქვს უფლება“. ერას მოედანთან,  ბარათაშვილისა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში სიმბოლურად დახაზეს ქვეითთა ფერადი „სოლიდარული გადასასვლელი“.

286 ათასი ლარი კობალაძის ქუჩას

 

კობალაძის ქუჩის კეთილმოწყობისთვის ბათუმის მერიამ 286 915 ლარად ღირებული ტენდერი გამოაცხადა.

ფინანსური მხარდაჭერა ვეტერან სპორტსმენებს

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტიდან მწვრთნელთა, მსაჯთა და სპორტსმენთა  სოციალური მხარდაჭერისა და წახალისებისთვის 72 300 ლარი ლარი დაიხარჯება. თანხა გადანაწილდება  საპენსიო ასაკის, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებისა და პრიზიორებისთვის, სპორტის დამსახურებულ მუშაკთა და მწვრთნელთა ფინანსური მხარდაჭერისთვის.

განათლების სამინისტრო სასკოლო კლუბების ინიციატივებს დააფინანსებს

 

სამინისტრო სკოლაში ზოგადი განათლების ხარისხის განვითარებისა და სასკოლო ცხოვრების გააქტიურების მიზნით სასკოლო კლუბების ინიციატივებს დააფინანსებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 35 ათასი ლარია გამოყოფილი.

ბათუმის ქუჩები ძველი ბათუმის მიღმა

 

ბათუმის მერია ძველ ბათუმში ქუჩების გაფართოებას აპირებს. დაგეგმილია ქუთაისის, მემედ აბაშიძისა და ზვიად გამსახურდიას ქუჩის სავალი ნაწილების გაფართოება.  “ბათუმელები” გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, თუ  როგორ გამოიყურება ბათუმის ქუჩები ძველი ბათუმის მიღმა.

2 125 400 ლარი აჭარის სკოლებისთვის

 

მიმდინარე წლისთვის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ინვენტარით აღჭურვისთვის 2 125 400 ლარი გამოიყო.

ადამიანები გააქტიურებული მეწყრის ზონიდან


<!** Image 1 align="left" width="300" height="576" >

გეოლოგებმა ქედის მუნიციპალიტეტში დამეწყრილი კერების შესწავლა დაიწყეს. სოფელ აგარაში მცხოვრები 11 ოჯახი აცხადებს, რომ სტიქია სოფელს ხშირად უტევს და ხელისუფლებას სოფლიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ თემის ადმინისტრაციულ ცენტრში საერთო საცხოვრებლის აშენებას სთხოვენ.

დაჯარიმებულები პრეზიდენტის პასუხს ელიან

 

ქედაში მოქალაქეები ხე-ტყის უკანონო გაჩეხისთვის დააჯარიმეს, მოვალეობის არასათანადო შესრულებისთვის კი, რამდენიმე ტყის მცველი სამსახურიდან  აითხოვეს. სოფლების რწმუნებულების აზრით, უკანონო ჭრა სოციალური ჭრისთვის ნებართვის იმ ადგილზე გაცემამ გამოიწვია, სადაც ავტომობილი ვერ მიდის. დაჯარიმებულებმა დახმარების თხოვნით ქვეყნის პრეზიდენტს მიმართეს. 

აჭარაში კინოპროექტებს დააფინანსებენ

 

აჭარაში კულტურული ცხოვრების გააქტიურებისა და პოპულარიზაციისთვის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ბიუჯეტში მიმდინარე წელს 852 000 ლარია გათვალისწინებული.

საშემსრულებლო ხელოვნებისა და ფოლკლორის ხელშეწყობა

 

2014 წელს, აჭრაში იგეგმება საშემსრულებლო ხელოვნებისა (პროგრამის ბიუჯეტი 170 000 ლარი) და ფოლკლორის ხელშეწყობის (120 000 ლარი) პროგრამების განხორციელება;
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში საშემსრულებლო ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა მოიცავს ბრიტანეთის და აჭარის თეატრების პარტნიორობას.

დახმარება სტუდენტებისა და პროფესორებისთვის

 

აჭარის განათლების სამინისტრო მიმდინარე წელს სტუდენტების დახმარებისთვის ბიუჯეტიდან მილიონამდე ლარს გამოყოფს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, გაიზრდება უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა სტუდენტებისათვის მაღალმთიანი აჭარიდან, ობოლი, მრვალაშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.

დიდთოვლობა და დახმარების მოლოდინი

 

გასული წლის დეკემბერში სტიქიის შედეგად აჭარის მაღალმთიანეთში შვიდი საცხოვრებელი სახლი დაინგრა, ექვსი კი _ დაზიანდა.  საცხოვრებელი სახლების გარდა სტიქიამ მწყობრიდან გამოიყვანა დამხმარე ნაგებობებიც. სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა სახელმწიფოსგან კომპენსაციას ელის. ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელ კომისიას ზარალის ზუსტი ოდენობა ამ დრომდე არ დაუთვლია.

ტესტი დემოკრატიაში, თავისუფლებასა და სამართლიანობაში

 

ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრება-ში დგება პერიოდი, როდესაც მას უწევს გამოცდის ჩაბარება ღირსებაში, პროფესიონალიზმში, პატიოსნებასა და სამართლიანობაში. ეს საგამოცდო პერიოდი თავისით, უნებლიედ დგება. ამას წინასწარ ვერ გათვლი. სწორედ ამიტომაც არის ასეთი გამოცდა ყველაზე მკაცრი და ამავდროულად ობიექტურიც. 

უსაფრთხოა თუ არა ხორცი ბათუმის ბაზარში

 

ბათუმში ციმბირული წყლულით ადამიანების დაავადების ორი შემთხვევა გასული წლის ბოლოს გამოვლინდა. ფაქტიდან გამომდინარე, სურსათის უვნებლობის სამსახურმა ქალაქის მთავარ ბაზარში ხორცის ყველა სექცია დახურა. ხოლოიმის დასადგენად, მოხდა თუ არა ციმბირული წყლულით დაავადებული ხორცის  ბათუმის ბაზრიდან რეალიზაცია, მონაცემები ლაბორატორიაში გადაიგზავნა. დადასტურდა თუ არა ჯილეხისვირუსის არსებობა ბაზრიდან გაყიდულ ხორცში? _ “ბათუმელების” კითხვებს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს აჭარისრეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელმა ილია სირაბიძემ უპასუხა.

3D ფილმი მხედველობის პრობლემების აღმოსაჩენად

 

თუ თქვენ ან თქვენს შვილს ვერ  გაგიგიათ რატომ კრთება მთელი დარბაზი ჰობიტის ან სხვა 3D ფილმების ყურებისას, რას ნახულობენ გასაოცარს ეკრანზე, მაშინ როცათქვენ თავის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება და თვალების წვა გაწუხებთ, დროა თქვენი  ბინოკულარული მხედველობა შეამოწმოთ.

საქართველოში – მეექვსე, 51-ე მსოფლიოში

„თავიდან გაინტერესებს, მერე გიტაცებს, შემდეგ უკვე  შენს სამსახურად იქცევა. საერთო  ჯამში, აკეთებ საქმეს, რომელიც გიყვარს და რომლის გარეშეც ცხოვრება წარმოუდგენელი ხდება. ჭადრაკი მხოლოდ სპორტი არ არის, ეს ხელოვნებაა, პარტიის თამაშისას აკეთებ გათვლებს, აჩვენებ შენს შემოქმედებას.’’ _ 26 წლის ბათუმელი მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი საერთაშორისო დიდოსტატია ქალთა შორის. ნინო „ბათუმელების’’ მკითხველს საკუთარ პროფესიად ქცეულ ჰობზე მოუთხრობს.

<!** Image 1 align="left" width="600" height="600" >

Exit mobile version