სიახლეები

ბათუმის რიგ უბნებში საარჩევნო პლაკატების განთავსების წესი შეიცვალა

24.04.2014
ბათუმის რიგ უბნებში საარჩევნო პლაკატების განთავსების წესი შეიცვალა

 

დღემდე მოქმედი წესით ძველი ბათუმის ტერიტორიაზე და ქალაქის ცენტრალურ უბნებში საარჩევნო-სააგიტაციო მასალის განთავსება,  შენობა-ნაგებობების კედლებზე აკრძალული იყო. ცვლილების მიხედვით კი ამიერიდან დაიშვება გამონაკლისი. კერძოდ: დასაშვები ხდება ბათუმის ცენტრალურ ზონაში მდებარე საარჩევნო სუბიექტების  (პარტიების) ოფისებზე სააგიტაციო მასალების გამოფენა.  რაც შეეხება დანარჩენ შენობებს, მოქმედი წესი უცვლელი რჩება და სააგიტაციო მასალის გამოკვრა ძველ ბათუმში შენობებზე აკრძალულია.

 

ცვლილების აუცილებლობა საკრებულოში ასე განმარტეს: „როგორც წესის მიღების შემდეგ ჩატარებულმა არჩევნებმა ცხადყო, იმის გამო რომ  აკრძალულ ზონაში მდებარეობს საარჩევნო სუბიექტების უმრავლესობის პარტიული ოფისები, მაინც ხდებოდა ოფისების შენობა ნაგებობებზე სააგიტაციო მასალის განთავსება“.

 

2012 წლის აგვისტოში ბათუმის საკრებულომ მიიღო დადგენილება „საარჩევნო პლაკატების განთავსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“. ამ დადგენილებით ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ძველ ბათუმში, ბულვარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობეზე აკრძალული იქნა სააგიტაციო მასალის გამოფენა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.