აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე საკრებულოს მიერ ბათუმის ბულვარის თვითმმართველობისთვის გადაცემის საკითხს გამოეხმაურა.
„ბულვარს ყოველწლიურად ახლავს განსახორციელებელი პროექტების დეფიციტი, ფინანსური ნაწილის მხრივ. მას ჩვენ ყოველთვის ბიუჯეტიდან ვუმატებთ თანხებს. შესაბამისად ბულვარის წაღების შემთხვევაში დაახლოებით ექვსი – შვიდი მილიონი ლარი დამატებითი რესურსი იქნება საჭირო, რომელიც ბულვარს უნდა მოხმარდეს.
ბულვარის შემოსავლები წლის განმავლობაში 550 000 ლარიდან 600 000 ლარამდე მერყეობს და ეს შემოსავლები ვერ უზრუნველყოფს ბულვარის მოვლა-პატრონობას,“ – აცხადებს მინისტრი.