ნეტგაზეთი • RU

საკრებულო ბულვარის დაბრუნების საკითხს განიხილავს

 

დღეს ბათუმის საკრებულოს რიგგარიშე  სხდომაზე ბათუმის ბულვარის  მერიის მართვაში დაბრუნების საკითხს განიხილავენ. ბათუმის ბულვარი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს თვითმმართველი ქალაქის, ბათუმის საკუთრებაშია და მას  საკრებულოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრო მართავს.

 

საკრებულოს წევრები მიიჩნევენ, რომ წლების წინ ბულვარის სამინისტროსთვის გადაცემა არასწორი გადაწყვეტილება იყო და ბათუმის მერისა მისი წარმატებულად მართვისთვის მეტი რესურსი აქვს. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით ბათუმის ბულვარში არაერთი ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა თუ ისევ იგეგმება, რასაც საზოგადოებაში დიდი პროტესტი მოჰყვა და დღესაც აპროტესტებენ. ამის მიუხედავად ბულვარის ფაქტობრივ მესაკუთრეს, ბათუმის საკრებულოს დღემდე არ უზრუნია ბულვარის უკან დაბრუნებაზე.

 

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ამ წუთებში დაიწყება, ბულვარის შესახებ საკითხი დღის წესრიგში მეოთხე საკითხადაა შეტანილი.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე