სიახლეები

ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი უფროსი დააკავეს

24.04.2014 • 1570
ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი უფროსი დააკავეს

 

დავით ხალვაშმა 2004 წლის შემდეგ საქართველში დაბრუნება პირველად 2014 წლის 6 მარტს სცადა, როდესაც ის სარფში ჩამოვიდა. მისი ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ ჟურნალისტებსაც, რომლებიც სარფში სამართალდამცავებთან ერთად ელოდნენ დავით ხალვაშს. უცნობია, რამდენად იქონია გავლენა ამ ფაქტმა დავით ხალვაშის გადაწყვეტილებაზე იმ დღეს აღარ შემოსულიყო საქართველოში.

 

პროკურატურამ დავით ხალვაშის მიმართ დევნა 2004 წელს დაიწყო.  

საქმის მასალების მიხედვით, დავით ხალვაშს ბრალად ედება 2004 წელს აქციების დარბევის ორგანიზება-მონაწილეობა (მათ შორის იმ აქციის დარბევა, რასაც ევროსაბჭოს გენერალური მდივნის – ვალტერ შვიმერის ბათუმში ვიზიტი დაემთხვა).

დავით ხალვაში ასლან აბაშიძის ხელისუფლების კიდევ ერთ ჩინოვნიკთან – დავით ბაკურიძესთან ერთად ბრალადებულია ბიზნესმენ თამაზ გელაძის გატაცებაში, მისთვის 800 ათასი დოლარის ღირებულების ქონებისა და ასევე ფულის გამოძალვაში. მას სახელმწიფო ასევე ედავება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას. დავით ხალვაში ფიგურირებს ასევე ასლან აბაშიძის სისხლის სამართლის საქმეშიც, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლო წლებია უკვე განიხილავს. 

 

დავით ხალვაში 2004 წელს „აჭარის ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ასლან აბაშიძესთან ერთად წავიდა მოსკოვში.

კონკრეტულად   რა ვითარებაში დააპატიმრეს დავით ხალვაში, პროკურატურის პრესცენტრი”ბათუმელების” ამ კითხვას  ჯერჯერობით არ პასუხობს.

 

 

აქციის დარბევა ბათუმში, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის - ვალტერ შვიმერის ვიზიტისას. ფოტო ბათუმელების არქივიდან. 2004 წელი.
აქციის დარბევა ბათუმში, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის – ვალტერ შვიმერის ვიზიტისას. ფოტო ბათუმელების არქივიდან. 2004 წელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: