აჭარის მთავრობის განკარგულებით, მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესით დაკავებული მოსახლეობისთვის, ლიბერთი ბანკი 6 მილიონ ლარს გამოყოფს. პროგრამის მიხედვით, ერთ მოქალაქეს განაცხადის გაკეთება დაახლობეით 200 ათას ლარზე შეუძლია.
სუბსიდირების ფარგლებში, სესხების აღება იმ მოქალაქეებსაც შეეძლებათ, რომლებმაც 2008 წელს ტურისტული ბიზნესის განვითარების მიზნით ბანკებიდან სესხი აიღეს, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ განვითარებული ტურისტული პრობლემების გამო, სესხის გადახდა ვერარ შეძლეს.