ნეტგაზეთი • RU

საპროტესტო აქცია ბათუმი-ხულოს მაგისტრალზე

 

ამ წუთებში ხელვაჩაურში, 53 ბატალიონის ტერიტორიაზე  ჩასახლებული ოჯახები საპროტესტო აქციას მართავენ, ისინი ბათუმი-ხულოს მიმართულებით გზის გადაკეტვასაც აპირებენ

 

  აქციის ერთ-ერთი მონაწილის მარინა ბერიძის განცხადებით, საპროტესტო აქცია ხელისუფლების უმოქმედობას უკავშირდება:

 

„როცა სახალხო დამცველი ჩამოსულიყო იყო ბათუმში, ჩვენ შევხვდით მას და შეგვპირდა რომ შეიქმნებოდა სპეციალური კომისია, რომელიც ჩასახლებული ოჯახების მდგომარეობას შეისწავლიდა. პროცესები კი ისევ არ დაძრულა. მოვითხოვთ, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ, უფლება მისცეს ადგილობრივ ხელისუფლებას, ჩვენი მდგომარეობა დროულად შეისწავლოს და ბოლოს და ბოლოს გაარკვიოს, ვის ეკუთვნის ფართის დაკანონება და ვის არა“.

 

მარინა ბერიძე აცხადებს, რომ დღის ბოლოს, ისინი ბათუმი-ხულოს მიმართულებით ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვასაც აპირებენ: „ეს იმიტომ, რომ ხელისუფლება დროულად გამოფხიზლდეს“. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე