“ქართული ოცნების” ბათუმის საარჩევნო სიაში პირველი აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ირაკლი ჭეიშვილია. აჭარის მთავრობაში ის ერთ-ერთ გავლენიან პირად მიიჩნევა. “ოცნებაში” მას ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მოიაზრებენ. თუმცა ამაზე ოფიციალურად არავინ საუბრობს. ამ თანამდებობაზე “რესპუბლიკელები” მოქმედ თავმჯდომარეს ირაკლი ჩავლეიშვილს განიხილავენ.