განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, აჭარაში არსებული შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლებისთვის, საქართველოსა და საერთაშორისო ფესტივალებში, კონკურსებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობის კონკურსი გამოაცხადა.
საკონკურსო განაცხადები მიმდინარე წლის ყოველი თვის ბოლოს მიიღება და 2014 წლის საკონკურსო ბიუჯეტის ამოწურვამდე დაახლოებით 6 პროექტი დაფინანსდება.
თითოეულ პროექტზე საშუალოდ 13 500 ლარი გაიცემა.
2014 წლის საკონკურსო ბიუჯეტი 81 000 ლარით არის განსაზღვრული.