15 მაისს, ქედის კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში ხულოს, შუახევისა და ქედის შემოქმედებითი ჯგუფებისთვის, აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის მეორე ტურს გაიმართა.
მეორე ტური ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ბათუმის შემოქმედებითი ჯგუფებისათვის 23 მაისს, ორთაბათუმის კულტურისა და სპორტის ცენტრში ჩატარდება.
ოლიმპიადის ფინალი 25 მაისს ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება.
მეორე ტურის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ.