ნეტგაზეთი • RU

საქველმოქმედო სპექტაკლი მახოს სკოლაში

 

მახოს საჯარო სკოლაში სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო სპექტაკლი სახელწოდებით  „დავიწყებული წარსული“  გამართეს. 

 

პიესის ავტორი თამაზ მჟავანაძეა, რომელიც  არასამთავრობო ორგანიზაცია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის“ ხელმძღვანელია. მისი ნაწარმოების მიხედვით სპექტაკლი პირველად დაიდგა.

 

როგორც თამაზ მჟავანაძე ამბობს, საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარება სხვადასხვა სკოლებშიც იგეგმება,   შემოსული თანხა კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მოხმარდება.

 

 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი