ნეტგაზეთი • RU

„მოკითხვა ბათუმიდან“ – ანკარაში

 

დღეს, 30 მაისს, თურქეთში, ანკარაში, სასტუმრო „შერატონში“ ბათუმელი რეჟისორებისა და ფოტოგრაფების, შოთა გუჯაბიძისა და გიორგი გოგიბერიძის ფოტოგამოფენა – „მოკითხვა ბათუმიდან“ გაიხსნება.  

 

 

ბათუმელი ფოტოგრაფების გამოფენით დახურება ღონისძიებათა ციკლი, რომელიც თურქეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღასანიშნავად, რამდენიმე დღის მანძილზე მიმდინარეობდა თურქეთში საქართველოს საელჩოსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტს სამინისტროს მხარდაჭერით.

 

გამოფენაზე – „მოკითხვა ბათუმიდან“, შოთა გუჯაბიძისა და გიორგი გოგიბერიძის მიერ მაღალმთიან აჭარაში გადაღებული ფოტოების გარდა, ხარიტონ ახვლედიანის სახელმწიფო მუზეუმში დაცულ მინის ნეგატივებზე აღბეჭდილი ბათუმისა და აჭარის ფოტოკადრებიც გამოიფინება, რომელთა ციფრული ვერსია სტუდია „იალონმა“ მოამზადა.

 

 

 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"