ნეტგაზეთი • RU

ხულოსა და შუახევში აგროსერვისცენტრის შენობები გაიხსნა

 

დღეს ხულოსა და შუახევში აგროსერვისცენტრის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების რეაბილიტირებული შენობები გაიხსნა.

 

გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე სოფო ქემხაძე, ევროკავშირის პროექტების მენეჯერი სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ხუან ეჩანოვე და გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 დღესვე ხელი მოეწერება „ENPARD Ajara სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“ ხელშეკრულების გაგრძელებას, რომელიც რეგიონში აგროსექტორის განვითარებასა და მცირე ფერმერთა გაძლიერებას ითვალისწინებს.

 

აღნიშნული პროგრამის ღირებულება 3,3 მილიონ ევროს შეადგენს და ის აჭარაში გასული წლის 18 ივნისს ამოქმედდა. 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"