წიგნის პრეზენტაციას საქართველსო პარლამენტის წევრები და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციაზე იმყოფებოდა გრიგოლ ვოლსკის შვილთაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი.
მწერალი რამაზ სურმანიძის თქმით ის წიგნზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. გრიგოლ ვოლსკის ცხოვრება-მოღვაწეობას კი 1967 წლიდან სწავლობს. გრიგოლ ვოლსკი პროფესიით ექიმი იყო, პარალელურად კი პუბლიცისტურ საქმიანობას ეწეოდა.
წიგნის 1000 ეგზემპლარი, ბათუმის მერიის პროგრამის „კულტურის განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში გამოიცა.