სიახლეები

იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციის თანამშრომლები დააჯილდოვა

30.05.2014 • 1360
იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციის თანამშრომლები დააჯილდოვა

გარდა ამისა იუსტიციის მინისტრი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კანდიდატებზე ზეწოლის საკითხსაც გამოეხმაურა და ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციები უწყებათშორის კომისიაში განიხილება.

თეა წულუკიანის თქმით, პროკურატურა ფაქტების ადგენს და კანდიდატზე ზეწოლის დადგენის შემთხვევაში, მკაცრ ზომებს მიიღებენ.

“თითოეული ის ინფორმაცია, რომელიც ეხება რომელიმე პარტიის რომელიმე კანდიდატზე ზეწოლას, შემოდის უწყებათაშორის კომისიაში. თითოეული ეს ინფორმაცია გადაცემულია პროკურატურისთვის, რომელიც აწარმოებს ფაქტების დადგენას. თუ გამოვლინდება, რომ ვინმეზე იყო ზეწოლა, ვინმეს მხრიდან, ვინც არ უნდა იყოს ზეწოლის ავტორი, რა თქმა უნდა რეაგირება იქნება მკაცრი. ჯერჯერობით, ფაქტები დადგენის პროცესშია” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საარჩევნო სიებში, საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებულ ცდომილებებზე იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დამისამართების პრობლემები, არა მხოლოდ თბილისსა და ბათუმში, არამედ ყველგან საქართველოში. მისივე თქმით საარჩევნო სიების დახვეწის მიზნით, წელს პირველად საქართველოს ექნება ფოტოიანი საარჩევნო სია და სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს დღესაც, უსაბუთო ადამიანების მოდინება იუსტიციის სახლებში, რომ მათ უფასოდ აიღონ პირადობის მოწმობები.

 

“რაც შეეხება ამ არჩევენბისთვის დამისამართების პრობლემებს, სულ რამდენიმე დღე დარჩა და მე მინდა ყველას მოვუწოდო პარტიებს, მოქალაქეებსა და მედიას, მიგვითითონ კონკრეტული პრობლემები, კონკრეტულ მისამართებთან დაკავშირებული და ჩვენ ამის შედეგად გავასწორებთ მონაცემებს” – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

გადაბეჭდვის წესი