ნეტგაზეთი • RU

ხვალ ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება

 

ხვალ, 31 მაისს „საოცრებათა პარკში“ საზაფხულო სეზონი გახსნისნება. სეზონის ოფიციალური გახსნა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ადგილებში ერთდროულად, სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.

11:30 – მზადება ღონისძების დასაწყებად, მუსიკალური გაფორმება. ღონისძიების წამყვანი: კოტიკო თოლორაია და ნუკი კოშკელიშვილი.

11:45 – პარკის ტერიტორიაზე დასარტყამი ინსტრუმენტებით კოსტუმირებული მსახიობების შემოსვლა. საკარნავალო მსვლელობა სანაპიროსთან მოწყობილ სცენამდე.

12:00 – სამაშველო სამსახური ჩაატარებს მცირე სწავლებებს დამსვებელების უსაფრთხოების წესების შესახებ.

12:00 – ბენდი Cuba Band –დაუკრავს ცოცხალ მუსიკას.

12:30 – თამაშების დაწყების წინ დაუკრავს მოწვეული Dj.

13:30 – სრულდება სპორტული ღონისძიებები.

13:40 – მოეწყობა  საზაფხულო კაბებისა და საცურაო კოსტუმების ჩვენება პოდიუმზე.

14:00 – გამოვლენილი გამარჯვებულების დაჯილდოვება.

21:00 –  კონცერტი დათო ხუჯაძისა და გუფი ლენდის მონაწილეობით.

23:00 –  ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნა ბულვარის ცენტრალურ ფანტანებთან ფოიერვერკით დასრულდება.

გარდა ამისა საოცრებათა პარკის მიმდებარე სანაპიროზე მოეწყობა ფრენბურთის მოედანი, მაგიდის ჩოგბურთი, ტანმოვარჯიშეების მოედანი, ქუჩის კალათბურთისა და ხელბურთის სივრცეები. სანაპიროზე გაიშლება შეზლონგები, ზღვაში კი მოეწყობა ბილიკები მოცურავეთათვის და წყალბურთის მოედანი.

მოედანზე მოწყობილ ფოტო სტენდებთან შესაძლებელი იქნება გადაღება ცოცხალ მიმებთან. ასევე შესაძლებელი იქნება სხეულისა და სახის მოხატვა.

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"