ბატონო რომან არჩევნებში მონაწილეობა რატომ გადაწყვიტეთ, რას გააკეთბთ საკრებულოში?
პოლიტიკაში მოსვლა განაპირობა იმან, რომ ქვეყანაში ორმმართველობითი სიტუაციაა. არიან „ნაციონალები“ და არის „ქართული ოცნება“. ამ ორი პოლიტიკური პარტიიდან არც ერთმა არ იკადრა, რომ მეთევზე ან ამ პროფესიასთან მიახლოებული ადამიანი ყოფილიყო მთავრობაში, საკრებულოში ან სადმე ვარგისიან ადგილზე, სადაც მეთევზეების სატკივარს მიიტანდა. ფატობრივად ასეთი არ ყოფილა. იყო განსხვავებული კადრები, რომლებსაც შეხება არ ჰქონიათ არც ნადირობასთან არც თევზაობასთან. უკვე იმდენი სატკივარი დაგროვდა, რომ მეთევზეობა, როგორც სფერო, აჭარაში უკვე გადაჯიშების გზაზეა მისული.
რა პრობლემები აქვთ მეთევზეებს, რომელთა მოგვარებაც საკრებულოდან შეიძლება?
მე ვარ მონადირეთა და მეთავზეთა ასოციაციის პრეზიდენტი 2005 წლიდან. ჩვენ გვაქვს სასროლი სტენდის პრობლემა. არ გვაძლევენ არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთს, ჩვენ დაახლოებით ერთი ჰექტარი არასასოფლო სამეუნეო ნაკვეთი გვჭირდება, მთავრობისთვის დაფინანსება არასდროს მოგვითხოვია. მათი შემოწირულობა, როგორც მათხოვრებს გადაუგდებენ, არც მაწყობს და არც მინდა, ფაქტობრივად სახელმწიფოდან ერთი თეთრი არ მიმიღია არასდროს. გაცემული კი მაქვს ბევრი სახელმწიფოს და ხალხის სასარგებლოდ. სასროლი სტენდი ახალგაზრდებისთვის გვინდა, რომელსაც შეიძლება სულ არ უნდა რესტორანში დაჯდომა. ეს არის ანბანი დამწყები მეთევზისთვის, ამისთვის გვჭირდებოდა ფართი. ამათ კი ის უნდათ, რომ ფართები მიყიდონ ირანელებს, თურქებს და სხვებს.
საკრებულომ რა უნდა გააკეთოს მეთევზეებისთვის?
უნდა უზრუნველყოს ის, რომ მერიამ თანხა გამოყოს მეთევზეების მხარდასაჭერად, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ზღვისპირის ზოლი გვინდა.
თქვენ ამბობთ რომ 2500-მდე მეთევზეა დღეს აჭარაში. არ შეიძლება ერთმანეთს დაუკავშირდნენ და თავადაც სცადონ პრობლემების მოგვარება? სახელმწიფომ უსასყიდლოდ რატომ უნდა გადასცეს მათ ფართი, ეს ხომ კერძო ბიზნესია?
მსოფლიოს სხვა ქვეყნებში სპორტულ სახეობებს სახელმწიფო აფინანსებს. მეთევზეობა და მონადირეობაც სპორტულ დარგებშია. აქ არ არის საუბარი მილიონებზე.
თქვენ პირადად რას გააკეთებთ საკრებულოდან ამ მიმართულებით?
მივიტან ჩემს სათქმელს, რომ აჭარის მეთევზეები ძალიან შავ დღეში ვიმყოფებით, ლიცენზია გაცემულია 2016 წლამდე, ამბობენ, რომ ქართულ კომპანიაზეა გაცემული. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თურქული კომპანიაა.
საზღვაო ადმინისტრაციაში არის აუარებელი შტატი, რატომ არაფერს აკეთებენ მეთევზის უფლებების დასაცავად? გამოდის, რომ გასაუქმებელია. ლიცენზია კვოტირებულია. მაგალითად მე შემიძლია გამოვიტანო ორმოცდაათი ტონა ხამსა, უფრო მეტი თუ დავიჭირე, გარემოს დაცვა დამაჯარიმებს.
ანტიდისკრიმინაციულ კანონზე თქვენი მოსაზრება როგორია, მხარს დაუჭერდით?
მე არ დავუჭერდი მხარს ამ კანონს, იმიტომ რომ საქართველო არ არი ამ კანონის ღირსი. ამ თემაზე საუბარი საქართველოში საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო, ზოგი ამბობს ოცდამეერთე საუკუნეაო და ასე შემდეგ. ხომ შეიძლება სხვა კანონი მიეღოთ?- მაგალითად როგორ გავახანგრძლივოთ ადამიანის ბედნიერება, როგორ მოვუმატოთ ხელფასი. მამამ თავი მოიკლა იმის გამო, რომ შვილს ოპერაცია ვერ გაუკეთა. ხომ შეიძლება ჩვენ რაღაც მაიმუნურ საკითხებზე არ ვიმსჯელოთ.
რომან ჯიქია
თქვენ ამბობთ რომ განსხვავებულის დევნა უნდა ხდებოდეს?
მე ჩაგვრაზე არ ვსაუბრობ. საერთოდ არ წამიკითხავს ეს კანონი, იმიტომ რომ არ მგონია რომ პატრიარქზე ჭკვიანი იყოს უსუფაშვილი ან ღარიბაშვილი. პატრიარქის ნათქვამი განხილვას არ ექვემდებარება. სამღვდელოება განუდგა ამ კანონს და ჩვენ ვინ ვართ უბრალო მოკვდავები. მე ბიჭი მეზრდება.
ანუ?
ანუ დამთავრდა. მე მინდა რომ ოჯახი იყოს ტრადიციული კაცი ქალი და ბავშვები და ჯანმრთელობა.
მიგაჩნიათ, რომ თქვენს ბიჭს შეიძლება ამ კანონმა რამე საფრთხე შეუქმნას?
კომუნისტები შტერი ხალხი არ იყო, ასეთ უაზრო კანონებს არ იღებდა. ეს ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა ახალგაზრდობაზე. რატომ უნდა შთააგონო ახალგაზრდობას ისეთი უაზრობა. თამარ მეფის, ერეკლე მეფის ისტორია შთავაგონოთ.