ნეტგაზეთი • RU

სარკინიგზო გადასასვლელზე მძღოლს ავტომობილი ჩაუქრა

 

ჩაქვში  სამგზავრო მატარებელი ავტომობილს შეეჯახა. 

 

აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსის მამუკა თურმანიძის ინფორმაციით „ავტომობილის მძღოლს სარკინიგზო გადასასვლელზე მანქანა ჩაუქრა, რა დროსაც მას სამგზავრო მატარებელი შეეჯახა“. 

 

ავტომობილში მამაკაცი, ქალი და ბავშვი იმყოფებოდნენ. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი