11 თვის ბონდო ექიმთან ვერ მიჰყავთ

ოქტომბერში ბონდო 1 წლის გახდება. თუ დედას გზის ფული ექნება, ბონდოს თბილისში წაიყვანენ და ოპერაციას გაუკეთებენ, რის შემდეგადაც იგი ჭამას თავისუფლად შეძლებს. ბონდოს იშვიათი, თანდაყოლილი დაავადება აქვს, ე.წ. „მგლის ხახა“ და მას პლასტიკური ოპერაციის გაკეთება ესაჭიროება. მას ჟვანიას კლინიკაში მკურნალობდნენ, სადაც ბონდოს დედას, 32 წლის ნონას უთხრეს, რომ ოპერაციიას მას შემდეგ გაუკეთებდნენ, როცა ბავშვის წონა მინიმუმ …

ჭავჭავაძის ქუჩის გზაგამყოფზე ლითონის ღობე გაკეთდება

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე [ბარათაშვილის ქუჩიდან – წრიულიდან] 26 მაისის ქუჩამდე] მდებარე გზაგამყოფზე ლითონის ღობე მოეწყობა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ბოლო დროს გახშირდა ავტოსაგზაო შემთხვევები, რომლის დროსაც დაიღუპა და დაშავდა არაერთი ქვეითი. მიუხედავად, იმისა, რომ აქ არის ზებრა-გადასასვლელები, ქალაქის საზოგადოების ერთ-ერთი მოთხოვნა – გზის აღნიშნულ მონაკვეთში ავტოავარიების პრევენციის მიზნით – სწორედ ღობის მოწყობა იყო. ლითონის ღობის მოწყობაზე ბთუმის მერიამ ტენდერი უკვე …

ბათუმში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი მოეწყო

ბათუმში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი მიმდინარე წლის 8 აგვისტოს გაიხსნება. მემორიალი ფაქტობრივად უკვე მოწყობილია და მიმდებარე სკვერის მოწესრიგებაც თითქმის დასრულებული. მერიის ინფორმაციით, 8 აგვისტოს „ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება, სადაც მოწვეული იქნებიან დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრები“. მემორიალი ჯავახიშვილის ქუჩაზე, აგვისტოს ომში დაღუპულთა სკვერში მდებარეობს. მის მოწყობაში, ესკიზის ჩათვლით, ბათუმის მერიამ ქალაქის ბიუჯეტიდან 104 764 ლარი დახარჯა. აქედან, …

„მის და მისტერ პლანეტა“ – რაში დახარჯავს ბათუმის მერია 61 ათას ლარს

ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა  3 აგვისტოს, ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც მერიის აპარატის შესყიდვების განყოფილებას კონკურსის – „Miss & Mister Planet“-ის ორგანიზებისთვის დაევალა: გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მიღების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის მიმართვა; სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში კი, კონკურსის ორგანიზების გამარტივებული შესყიდვით განხორციელების ღონისძიებების გატარება. ბათუმის მერიამ შესყიდვების სააგენტოს გუშინვე მიმართა. მერია სააგენტოსგან ითხოვს თანხმობას, რათა კონკურსის ორგანიზების მიზნით …

ბულვარში იასონ გორდეზიანის ქანდაკებას დადგამენ

ბათუმის ბულვარში ცნობილი მებაღე-დეკორატორის, იასონ გორდეზიანის ბრინჯაოს ქანდაკება დაიდგმება. მთლიანობაში ძეგლისთვის [განთავსების ჩათვლით] მაქსიმუმ 130 ათასი ლარია გათვალისწინებული. ძეგლისთვის შერჩეულია სავარაუდო მდებარეობაც – ის ბულვარის კოლონადების გვერდით [მარცხნივ] განთავსდება. ბულვარის ტერიტორიაზე იასონ გორდეზიანის საპარკე ქანდაკების საუკეთესო ესკიზის გამოვლენასა და მის საფუძველზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ 4200 ლარი გამოყო. ესკიზს და შესაბამის ხარჯთაღრიცხვას ბულვარი ტენდერის საშუალებით შეისყიდის. …

როდის ვერ გათიშავს კომპანია დენს, წყალსა და გაზს დავალიანების გამო

საქართველოს  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] შესაბამისი დადგენილებებით ცვლილებები შევიდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში. აღნიშნული ცვლილებებით დენის, გაზისა და წყლის დავალიანების გადაუხდელობის გამო შესაბამისი კომპანიები აბონენტებს დენს, გაზსა და წყალს ვერ გაუთიშავენ: [checklist] საღამოს; შაბათ-კვირას; უქმე დღეებში; უქმე დღეების წინა დღეებში. [/checklist] სემეკში აცხადებენ, რომ ასეთი ჩანაწერი მიწოდებისა და მოხმარების წესებში აქამდე …

ქედაში ყადირ შერვაშიძის ბიუსტს დადგამენ

ყადირ შერვაშიძის ბიუსტი დაბა ქედაში, კოსტავას ქუჩაზე არსებულ პარკში განთავსდება და ის ქედაში პირველი საზოგადო მოღვაწის ბიუსტი იქნება. ბიუსტის დამზადება-განთავსება ქედის გამგეობას გამარტივებული შესყიდვით უნდოდა, თუმცა გამგეობამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობა ვერ მიიღო. გამგეობის სურვილი იყო, ბიუსტი მიმდინარე წლის 30 ივლისს გაეხსნათ. წელს ყადირ შერვაშიძის დაბადებიდან 130 წელი სრულდება. ქედის გამგებლის მოადგილის, მამუკა ფარტენაძის ინფორმაციით, ყადირ შერვაშიძის …

ყოფილი კომბინატის სოციალურ სახლად გადაკეთებაში ქედის გამგეობა ნახევარ მილიონს დახარჯავს

დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი „ადგილმრეწველობის კომბინატის“ შენობაში სოციალური სახლი მოეწყობა. ყოფილი კომბინატის ორსართულიანი შენობის სოციალურ სახლად გადასაკეთებლად ქედის გამგეობამ 545 070 ლარი გამოყო. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, არსებული შენობის ფართობი შენარჩუნდება, საცხოვრებელ ბინებად გადაკეთდება და სოციალურ სახლად ქცეულ ყოფილ კომბინატის შენობაში, საცხოვრებელ ფართობს უსახლკარო სტატუსის მქონე რვა ოჯახი მიიღებს. ბინას აქ ის ორი ოჯახიც მიიღებს, რომლებიც …

ბსუ-ს 22 წლის სტუდენტს მოულოდნელად უმძიმესი დიაგნოზი დაუდგინდა

22 წლის მინდია ცეცხლაძეს მოულოდნელად დაუდგინდა უმძიმესი დიაგნოზი. მინდია ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის [ბსუ] ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტია. ის უკვე გადაყვანილია სტამბულის ერთ-ერთ კლინიკაში. მინდიას ესაჭიროება სასწრაფო გადაუდებელი მკურნალობა, რისთვისაც საჭიროა 90 000 $. როგორც ბსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ლალი ანთიძე წერს, „მიუხედავად ბსუ-სა და ბათუმში თურქეთის კონსულის დიდი დახმარებისა, უახლოეს დღეებში აუცილებელია თანხის გარკვეული ნაწილის …

ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციიდან ხის გადატანის პროცესი დასრულდა

ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიიდან, ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში, სადაც ბიძინა ივანიშვილის პარკს აშენებს, მრავალწლოვანი ხეების გადატანის პროცესი დასრულებულია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, რეზიდენციის ტერიტორიიდან 2 მრავალწლოვანი ხე გაიტანეს, ამჟამად კი ლანდშაფტის აღდგენისა და ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორია, სადაც მრავალწლოვანი ხეები ამოიღეს, წარმოადგენს არქეოლოგიური მემკვიდრეობის არეალს. აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები პეტრას არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლის განუყოფელი ნაწილია. …

სანაგვე ურნების დაწვასთან დაკავშირებით მერია განცხადებას ავრცელებს

„ბათუმის ქუჩებში ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა. დამწვარია 60 სანაგვე ურნა და ათამდე მიწისქვეშა კონტეინერი. დაზიანებული და დამწვარი ურნების შედეგად მიყენებული ზარალი 130 ათას ლარს აღემატება. ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ სამშენებლო ნარჩენებისა და ცეცხლმოკიდებული ნივთების სანაგვე ურნებში ჩაყრისაგან“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „სანდასუფთავება“: ბათუმში რვა მიწისქვეშა სანაგვე ურნა დაწვეს დამწვარი ურნები ბათუმში …

თამბაქოს კვამლი სკოლის ტუალეტიდან

პირველი სიგარეტი თემო სკოლის მოსწავლეა, 17 წლისაა და უკვე რამდენიმე წელია სიგარეტს ეწევა. 13 წლის იყო, როცა სიგარეტი გასინჯა, ინტერესის გამო. შემდეგ, ამბობს, რომ ჩვევად ექცა. თემომ იცის, რომ სიგარეტი მავნეა მისი ჯანმრთელობისთვის, თუმცა თავს ვერ ანებებს. „მშობლებმაც იციან, რომ ვეწევი, მაგრამ… უკვე შეეგუენ“, – ამბობს ის. საქართველოში თამბაქოს კონტროლის ალიანსის ცნობით, ქვეყანაში 1 700 …

ბოსტნები შუაგულ ბათუმში [ფოტოამბავი]

ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროდან 10 წუთის სავალზე თუ გრიბოედოვის ქუჩაზე ჩაუხვევთ, მაღალსართულიანი კორპუსების მიღმა ბოსტნებს იპოვით. ქალაქების ურბანული განაშენიანება, ერთი შეხედვით, ბოსტნების მოსაწყობად არახელსაყრელია, თუმცა ადამიანები მაინც ახერხებენ თავიანთი მიკროკლიმატი შექმნან.      

„ჯერ საპენსიო ასაკისაც არ ვართ“ – სამნიძეების გასაჭირი

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, სოფლის განაპირა მხარეს, სამნიძეების სამსულიანი ოჯახის ხის ორსართულიანი სახლია. სახლის პირველ სართულზე, შესასვლელში, აივანი ნახევრად ჩამოშლილია, მორყეულია აივანთან დამაკავშირებელი ხის კიბეებიც.  მეორე სართულზე შენობას კარ-ფანჯარა არ აქვს და სიცარიელეს ალაგ-ალაგ მიფარებული ხის ძელები ფარავს. გაუმართავი და ნახევრად ჩამოშლილია მეორე სართულზე შენობის მთავარი საყრდენი კედლებიც. ამ სახლში თინა თებიძე ქმართან და მცირეწლოვან …

თხევადი აირი ვეტერანებისთვის ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა, წელს პირველად, ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, 10 კილოგრამ თხევად აირს ერთჯერადად უფასოდ მიაწვდის. ხულოს გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, რამაზ შავაძის ინფორმაციით, ბენეფიციარებს თხევადი აირის ტალონი გადაეცემა, რომლის გამოყენება ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ. ხულოში სულ 250 ვეტერანი და მასთან გათანაბრებული პირი ცხოვრობს. „გამომდინარე იქედან რომ ამ ოჯახებს უჭირს, გადავწყვიტეთ პროგრამა შეგვემუშავებინა და მცირედით …

მგზავრობის საფასური და შეღავათები ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში 

ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ ბათუმის საკრებულომ ახალი დადგენილება დაამტკიცა. შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის, პაატა დუმბაძის განცხადებით, დადგენილების მიღება აუცილებელი გახდა იმისთვის, რომ მოქალაქეებმა, რომლებსაც ეკუთვნით შეღავათიანი მგზავრობა, სამგზავრო პლასტიკური ბარათები ყოველგვარი ცნობის წარდგენის გარეშე აიღონ უშუალოდ იმ ბანკში, რომელთანაც კონტრაქტი აქვს გაფორმებული „ბათუმის …

ხუთი ბავშვი კომპანიის გადაწყვეტილებას ელოდება

ბათუმში, მწვანე კონცხზე [მახინჯაური], ყოფილი სანატორიუმ „კოლხიდას“ შენობა, რომელშიც ოთხი დამეწყრილი ოჯახი ცხოვრობს, აჭარის მთავრობამ პირობიანი აუქციონის წესით გაყიდა. ქონების ახალი მესაკუთრე „ჯეო დეველოპმენტია“. შენობაში მცხოვრებ ოთხ ოჯახში ხუთი არასრულწლოვანია. აუქციონის პირობებში მითითებული იყო იმის შესახებ, რომ შენობა მესამე პირს ჰქონდა დაკავებული, თუმცა კომპანიას სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულება მის მიერ შეძენილ შენობაში მცხოვრები ოჯახების მიმართ არანაირ …

გონიოში გასაყიდ შენობას მოსახლეობისგან პოლიცია იცავს

ბათუმში, გონიოს დასახლებაში, აფსაროსის მე-3 ჩიხში მდებარე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებულ შენობას დაცვის სამსახური დაიცავს. სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 7 აპრილს, ღამით მოქალაქეთა ჯგუფი შეეცადა ამ შენობის თვითნებურად დაკავებას. „აღნიშნული ობიექტის [ყოფილი სასადილოს] მეორე სართული არ წარმოადგენს საცხოვრებელ ფართობს, არ არის შესაბამისად მოწყობილი, გააჩნია დიდი ზომის ღიობები (ფანჯრები) და კედლები ამოშენებულია მხოლოდ პერიმეტრზე, ამავდროულად …

რა პრობლემების მოგვარება სთხოვა ქედის მოსახლეობამ დავით გაბაიძეს

31 მარტს, ქედის მუნიციპალიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ქედის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობამ, ძირითადად, სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. ადგილობრივებმა ძირითად პრობლემად უხარისხო პესტიციდები, ადგილზე არარსებული სანერგე მეურნეობები, სახელმწიფოს  მიერ წლების წინ „მისაკუთრებული მამაპაპისეული ტერიტორიები“ დაასახელეს და …

ბათუმის მერის მოადგილის გამოხმაურება: „ქორეოგრაფიული ჯგუფი რუსეთში არ მიდის“

ბათუმის მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშვილი გამოეხმაურა „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას მერიის ქორეოგრაფიული ანსამბლის რუსეთში დაგეგმილ გასტროლთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ გასტროლი დაგეგმილი არ ყოფილა. „ბათუმელებმა“ ინფორმაცია დღეს მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ბიუჯეტის ცვლილებების პროექტზე საკრებულომ იმსჯელა და დაამტკიცა. „…როდესაც აიპი კულტურის ცენტრის რომელიმე შემოქმედებითი კოლექტივი გადაადგილდება საზღვარგარეთ, ამისთვის საჭიროა მერის ან მერიის რომელიმე კურატორის წერილობითი თანხმობა, რომელიც …

„ზებრები“ ბათუმში საიდანაც ტროტუარზე ვერ გადიხარ [ფოტო]

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილი „ზებრადან“ ტროტუარზე ვერანაირად ვერ გახვალ. საპირისპირო მხრიდან კი, „ზებრაზე“ ვერ მოხვდები ტროტუარიდან. აქ, „ზებრაზე“ მიმავალმა ადამიანმა ტროტუარზე მოსახვედრად „შემოვლითი გზა“ უნდა გამოიყენოს, სადაც წესით, ქვეითად მოსიარულე არ უნდა დადიოდეს. ჭავჭავაძის ქუჩაზე არის გადასასვლელები, რომელთა ბოლოშიც „ბარიერები“ დაგხვდებათ:

საქართველოში ანტისტიგმა მოძრაობა იწყება

„დაინახე ყველაფერი“ – ასე ქვია ანტისტიგმა მოძრაობას, რომელიც ევროკავშირის, იუნისეფის, USAID-ის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით იმართება. კამპანიის მიზანია  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობების შეცვლა. „წამოწყება მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულებებისა და ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას“. პროექტის მხარდამჭერ ორგანიზაციათა …

ახალი სპორტსკოლის მშენებლობისთვის ხარჯთაღრიცხვა ორ თვეში უნდა მომზადდეს

„სპორტული კომპლექსი წარმოადგენს არაოლიმპიურ საწვრთნელ ე.წ. „სასპორტო სკოლის“ კომპლექსს, სამაყურებლო დარბაზით“ – აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, სადაც შპს „სტადიონს“ ბათუმში  სპორტსკოლის მშენებლობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი აქვს გამოცხადებული. სპორტული კომპლექსი ბათუმში ლეონიძის ქუჩაზე აშენდება. აქ 15 000 კვ/მ მიწის ნაკვეთი საქართველოს მთავრობამ აჭარას საკუთრებაში მიმდინარე წლის 11 იანვარს გადასცა. სავარაუდო საერთო სამშენებლო ფართობი კი 21 …

სახურავიდან თოვლდამჭერი თოვლთან ერთად ჩამოვარდა

ბათუმის მერია ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე სახლებზე თოვლდამჭერების დამონტაჟებას იწყებს. უკვე დასრულდა ტენდერი 120 კორპუსზე მოწყობილობის დასამონტაჟებლად, რომელიც თოვლის მასის დაცურებას შეუშლის ხელს. თუმცა გასულ წელს ბათუმში, ბარცხანაში, მდებარე კორპუსზე დამონტაჟებული თოვლდამჭერმა მოწყობილობამ თოვლს ვერ გაუძლო და დღეს, 2 თებერვალს, მოსკდა და კორპუსის პირველ და მეორე სართულზე მიშენება, რომელსაც საცხოვრებელ ფართობად იყენებენ, დააზიანა. „თოვლი მოაწვა თოვლდამჭერს, არ …

სამინისტროს განცხადებით დედა-შვილი ელექტროენერგიის თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობდა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის  ბინაში გარდაცვლილ დედა-შვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „ოჯახი 2006 წლიდან ფიქსირდებოდა სოციალურად დაუცველთა ბაზაში და მუდმივად იყო საარსებო შემწეობის მიმღები. მათ საარსებო შემწეობის თანხა 2017 წლის იანვარშიც ჩაერიცხათ. ოჯახში რეგისტრირებულია 3 პირი – 78 წლის ქალბატონი და მისი 2 ვაჟი ( 53-51 წლის პირები). შვილებს …

„გოდერძიზე“ გარდაცვლილი თემურ გაბაიძის მეუღლე კურორტის სამედიცინო დაწესებულებას უჩივის

13 იანვარს, კურორტ გოდერძიზე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი თემურ გაბაიძის მეუღლე, ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე  სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართავს, თხოვნით, სააგენტომ შეისწავლოს ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში არსებული ვითარება. მიმართვაში, რომელიც ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ ფეისბუქზე გამოაქვეყნა, ვკითხულობთ: „თემურ გაბაიძე აღნიშნულ სამედიცინო პუნქტში შევიდა შემდეგი გარემოებებითა და სიმპტომებით: ძლიერი დარტყმა თავის მარჯვენა არეში, დარტყმის შედეგად გონების კარგვა რამოდენიმე …

ქვემო თხილვანა – რა წერია გეოლოგიურ დასკვნაში და რამდენად ადეკვატურია მთავრობა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში მეწყერი მიმდინარე წლის 10 იანვარს განვითარდა. გეოლოგიური დასკვნით, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 1200-1500 მეტრში, დაგროვილია ნახევარ მილიონ კუბურ/მეტრზე მეტი მიწის მასა. ეს მეწყრულ-ღვარცოფული  მასა შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიძრას, რაც საფრთხეს უქმნის მთლიანად სოფელს. ოჯახების გაყვანა უსაფრთხო ადგილას აუცილებელია, მათთან პირობებზე შეთანხმებას კი მთავრობა დღემდე ვერ ახერხებს. მეტიც, აჭარის მთავრობას სტიქიიდან ორი კვირის …

ფასები იზრდება, დაფინანსება არა – რა ხდება განათლების სამინისტროს პანსიონებში

აჭარაში საპანსიონო მომსახურებას ოთხი საჯარო სკოლა ახორციელებს. ოთხივე სკოლა-პანსიონი აჭარის განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან გასულ წელს ჯამში დაახლოებით 767 ათასი ლარით დაფინანსდა, მიმდინარე წელს კი ეს თანხა მხოლოდ 51 ათასამდე ლარითაა გაზრდილი. ამასთან, ერთ პანსიონს, მაგალითად ჩაისუბანში, დაფინანსება შეუმცირდა, სალიბაურში კი იგივე დარჩა, რაც შარშან. „ბათუმელები“ დაინტერესდა, თუ რამდენად სრულყოფილად განახორციელებენ ეს სკოლები საპანსიონო მომსახურებას ინფლაციის …

ადამიანის უფლებების დარღვევის გახმაურებული შემთხვევები აჭარაში 2016 წელს

ავღანეთში, ISAF -ის სამხედრო მისიის შესრულების დროს გონიოელი რამაზ ბერიძე ნაღმზე აფეთქდა. იმავე დღეს მეორეჯერ მოხვდა ნაღმზე, როცა ის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავდათ. რამაზმა ცალ ყურში მთლიანად დაკარგა სმენა, მეორეში – ნაწილობრივ. ავღანეთიდან დაბრუნებულ ოთხი ომის მონაწილეს და ათწლიანი სამხედრო გამოცდილების მქონე ვეტერანს თავდაცვის სამინისტრომ 2014 წელს ისე შეუწყვიტა ხელშეკრულება, რომ კომპენსაციაც არ გადაუხადა. რამაზ ბერიძის …

რა ვერ გაკეთდა წელს აჭარაში

აჭარის მთავრობამ დაპირებული სტადიონის მშენებლობა 2016 წელსაც ვერ დაიწყო, ვერც ბათუმის მერიამ მოაბა თავი „იაფი სახლის“ მშენებლობის დაწყებას. ბიუჯეტიდან კერძო კომპანიებისთვის ავანსად ჩარიცხული მილიონები ისევ სადავოა. ბათუმში უკანონოდ დაანგრიეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ვერც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაიცვა და ვერც მერიამ. მუსლიმები  კი მეჩეთის ასაშენებლად სახელმწიფოსგან დახმარებას აღარ ელოდებიან – კიდევ ვინ, რას და რატომ ვერ …

აჭარის მთა ისევ ინტერნეტის გარეშე

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „დელტა კომი“ აჭარის მთის სოფლების ბოჭკოვანი ინტერნეტით დაფარვას 2015 წლისთვის აანონსებდა, ამ ტიპის ინტერნეტი სოფლებისთვის დღემდე ხელმიუწვდომელია. კომპანია „დელტა კომმა“ ბოჭკოვანი ინტერნეტის მაგისტრალის გაყვანა ბათუმიდან ახალციხის მიმართულებით 2013 წელს დაიწყო. აჭარის მთაში მცხოვრები მოსახლეობა „ჯეოსელისა“ და „მაგთის“ მოდემის ინტერნეტით სარგებლობს. მომხმარებლების თქმით, ეს ინტერნეტსერვისი არის ძალიან ძვირი, ლიმიტირებული და დაბალსიხშირიანია. ამასთან, …

პიროტექნიკის ხარისხსა და უსაფრთხოებას ისევ არავინ აკონტროლებს

საახალწლო განწყობის „ხლაფუშკების“ აფეთქებით შექმნის პარალელურად, დაშავებულები წელსაც არსებობენ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მოზარდს „ხლაფუშკა“ ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე აუფეთქდა და ქუჩაში მდგომი  წინასწარი დაკავების იზოლატორის დაცვის თანამშრომელი თვალის არეში მსუბუქად დაშავდა. ამის შესახებ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში გვითხრეს. პიროტექნიკის გამოყენებაზე რეგულაციებს ხელისუფლება დღემდე არ აწესებს. „ვინმეს არ მოუცია ნებართვა, ჩემით მოვედი და დავდექი“, – გვითხრა „ბათუმის კარიბჭესთან“ …

სამუშაოები ბათუმის ქუჩებში [ფოტო]

თორნიკე თავაძის ფოტორეპორტაჟი ბათუმის ქუჩებიდან. ფოტოები წინასაახალწლო დღეებში იმ ქუჩებზეა გადაღებული, სადაც სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.  

აქცია ბათუმში – „რელიგიური განსხვავებულობა გვაახლოვებს“

29 დეკემბერს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წევრი, საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანი“ სააქციო საზოგდოება „მეტრო ჯორჯიას“ ხელშეწყობით საყოველთაო აქციას –  „რელიგიური განსხვავებულობა გვაახლოებს“ გეგმავს. აქციის ორგანიზატორის თიკო აბაშიძის განმარტებით, აქციის მიზანია, აჩვენოს საზოგადოებას რომ განსხვავებული აღმსარებლობა, ეროვნულობა და შეხედულებები ადამიანებს ჰარმონიულ ურთიერთობებში ხელს არ უშლის. „ვაპირებთ დავამზადოთ სტიკერები – „მე ვარ ქრისტიანი“, „მე ვარ მუსლიმი“, „მე ვარ …

შობა ბათუმში

25 დეკემბერს მსოფლიოს ქრისტიანთა უმრავლესობა იესო ქრისტეს შობის დღეს ზეიმობს. ქრისტეს შობა აღნიშნეს ბათუმშიც. კათოლიკურ ეკლესიაში ღვთისმსახურების ცერემონია 24 დეკემბერს საღამოს ათ საათზე დაიწყო.  ღვთისმსახურება პადრე გაბრიელ ბრაგანტინმა აღავლინა. საშობაო წირვას ჩვენს ქალაქში მყოფი უცხოელი კათოლიკეებიც ესწრებოდნენ. ბათუმის წმინდა სამების პროტესტანტულ ეკლესიაში კი საშობაო მსახურება დღეს, 25 დეკემბერს, 11:00 საათზე დაიწყო. საშობაო ქადაგების შემდეგ  საკვირაო …

ბათუმის მერია: 24 დეკემბერს გოგებაშვილის ქუჩის ნაწილი ცალმხრივად ჩაიკეტება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, „გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 24 დეკემბერს, 08:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე სატრანსპორტო მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება გოგებაშვილის ქუჩაზე, გოგებაშვილისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში არსებული წრიულიდან [„რედისონის“ მიმდებარედ] ჭავჭავაძის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში – ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით. სატრანსპორტო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტით, რუსთაველიდან დემეტრე თავდადებულის, გორგილაძისა და ბარათაშვილის ქუჩების გავლით“. რაც შეეხება ჭავჭავაძისა და …

Exit mobile version