სიახლეები

ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მურმან დუმბაძეს გამოეხმაურა

25.03.2013
ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მურმან დუმბაძეს გამოეხმაურა

 

 

„ …  მაშინ როცა ბათუმის მაჟორიტარი გამოდის და წინა ხელისუფლებას უგუნურს ეძახის, მართლა უუნაროა სამწუხაროდ დღევანდელი აჭარის ხელისუფლება, მაშინ როცა დამტკიცებულ და შეთანხმებულ პროექტებს  ვერ იცავს. 2012 წლის დეკემბრის ბოლოს, როცა ახალ ბიუჯეტს ამტკიცებდნენ ბათუმის მაჟორიტარმაც  დიდი ზარზეიმით დაუჭირა მხარი მას.  ამ ბიუჯეტით  ბათუმს   ათეულობით მილიონი ლარი დააკლეს, რაც სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად იყო გათვლილი. გარდა გზებისა, ხიდისა თუ სტადიონის მშენებლობასა,  გააუქმეს ასევე პროგრამა, რომელიც ბათუმის სანაპირო ზოლზე   ნაპირსამაგრი სამუშაოების წარმოებას გულისხმობდა. “ –  განაცხადა გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე.

 

 

განცხადება იმის შესახებ, რომ ზარალი, რომელიც აჭარის სანაპირო ზოლს მიადგა, წინა ხელისუფლების „უგუნური ქმედებების“ შედეგია, მურმან დუმბაძემ დღეს გამართულ  ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით  აჭარის სანაპირო ზოლის გასწრივ, ნაპირსამაგრი სამუშაოები რომ ჩატარებულიყო, ბათუმს ასეთი ზარალი არ მიადგებოდა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: