სიახლეები

საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერის მოვალეობას შეასრულებს

12.02.2014
საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერის მოვალეობას შეასრულებს

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე  მერის ჯემალ ანანიძის გადადგომის საკითხს მხარს დაუჭერს, ის ამბობს რომ „სხვა გზა არ აქვს, რადგან ეს ჯემალ ანანიძის სურვილია და მას ხელოვნურ  ბარიერებს ვერ შეუქმნის.“

 

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი ადასტურებს, რომ ბათუმის მერის პოსტზე ჯემალ ანანიძეს გიორგი ერმაკოვი ჩაანაცვლებს.

 

„ შევთავაზე დავით ლეკვეიშვილსაც, რადგან ის უფრო გამოცდილია, მაგრამ როგორც მითხრა ცოტა ხნით საზღვარგარეთ აპირებს წასვლას. ზურაბ პატარაია კი ტერიტორიული ორგანოს პრობლემების მოგვარებაშია ჩართული.“

 

 

„მე ვამბობ, რომ არ ვარ პარტიული, თუმცა ჩემს საქმიანობას მაინც პარტიას მიაწერენ ხოლმე“ – ასე ახსნა ჯემალ ანანიძემ სამსახურიდან წასვლის მიზეზი.

 

 

„ჩვენ არა მერის წასვლას, არამედ მერის გადაყენებას მხარს არ დავუჭერთ. გადაყენება, ეს ტერმინი არის ამ შემთხვევაში აბსოლუტურად სწორი, რადგან მივიჩნევთ რომ ახლა მერის გადაყენება არ არის სწორი გადაწყვეტილება. “  – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე „ნაციონალური მოძრაობიდან“  ჯუმბერ კახიძე. მისი ინფორმაციით მერის გადადგომის საკითხს მხარს არც  ის ფრაქციები დაუჭერენ, რომელებიც საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით მუშაობენ.

 

ბათუმის მერის ჯემალ ანანიძის გიორგი ერმაკოვის კანდიდატურით ჩანაცვლებაზე  გაზეთი „ბათუმელები“  მანამდე წერდა ვიდრე ჯემალ ანანიძე თანამდებობის დატოვებაზე დაწერდა განცხადებას. მაშინ ის „ბათუმელებთან“ აცხადებდა, რომ თანამდებობიდან წასვლას არ აპირებდა. მალევე მან ხელი მოაწერა გიორგი ერმაკოვის ვიცე-მერად დანიშვნას, რამდენიმე დღეში კი განცხადება დაწერა თანამდებობიდან წასვლაზე. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: