სიახლეები

პოლიტპატიმრების აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან

05.04.2013
პოლიტპატიმრების აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან

 

აქციის მონაწილეთა თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა, ნაცმოძრაობამ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 9-წლიან მმართველობასა და პოლიტიკური მოტივით ადამიანების უკანონო დაკავებაზე.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ, აღიაროს და აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ წლების მანძილზე ადამიანებს დევნიდნენ და აპატიმრებდნენ არა დანაშაულის გამო, არამედ პოლიტიკური მოტივაციის გამო“, -აღნიშნა ყოფილმა პოლიტპატიმარმა ცოტნენ ანანიძემ.

მისივე თქმით, ის 26 მაისის აქციებში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს.

როგორც ცოტნე ანანიძე აღნიშნავს, ისინი „პოლიტიკური ბრძოლის გზებით“ შეეცდებიან, რომ ნაციონალურ მოძრაობას აღიარებინონ საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობა.

აქციაზე მყოფმა ადა მარშანია კი ნაცმოძრაობის გასამართლება მოითხოვა., „ერთად მოვსთხოვოთ საქარველოს პარლამენტს, რომ პოლიტიკური შეფასება მიეცეს ნაციონალური მოძრაობის ქმედებებს 9 წლის განმავლობაში“, – მოუწოდა მან აქციის მონაწილეებს.

აქციის მონაწილეებს ნაცმოძრაობის ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

 

კირთაძის შეფასებით, მოქალაქეებს აქვთ უფლება გამოხატონ პროტესტი, თუმცა მსგავს აქციებს ორგანიზებას მთავრობა არ უნდა უკეთებდეს: 
„პირველ რიგში ჯუმბერ თავართქილაძესვგულისხმობ, რომელიც დღეს აქციაზე იმყოფებოდა, ის „ხალხის პარტიას“ წარმოადგენს, რომელი კოალიციასთან ასოცირდება“.

ამასთან, გიორგი კირთაძე მთავრობას მოუწოდა, „ხალხისთვის დანაპირებების შესრულებაზე იფიქროს და არა ნაცმოძრაობის ოფისებთან აქციების გამართვაზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: