ნეტგაზეთი • RU

ბათუმის მერი საკადრო ცვლილებებზე

 

პირველივე სამუშაო დღეს ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა ბრიფინგი გამართა.  ერმაკოვის თქმით, იმ 13-ი თანამდებობის პირიდან, რომლებმაც თვითმმართველობის შესახებ ახალი კოდექსის თანახმად არჩევნების შემდეგ თანამდებობები დატოვეს, ზოგიერთი ყოფილი ხელმძღვანელი თანამდებობაზე დაბრუნდება.  

 

 

ბათუმის მერია
ბათუმის მერია

 

თუმცა კონკრეტულად რომელ სამხახურებში დაბრუნდებიან ყოფილი ხელმძღვანელები, ქალაქის მერი არ აკონკრეტებს.

 

საუბარი შეეხო ვიცე-მერების ვაკანტურ თანამდებობასაც, მერის თქმით, ვიცე-მერებს ის ზეგ, ექვს აგვისტოს დაასახელებს.

 

გიორგი ერმაკოვის განცხადებით, იგეგმება რესტრუქტურიზაციაც. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე