სიახლეები

რა შემთხვევაში შეუძლია უმაღლეს საბჭოს არჩილ ხაბაძის გათავისუფლება

27.08.2014
რა შემთხვევაში შეუძლია უმაღლეს საბჭოს არჩილ ხაბაძის  გათავისუფლება

 

აჭარის კონსტიტუციის მიხედვით, იმისთვის, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უნდობლობა გამოუცხადო, მინიმუმ შვიდმა დეპუტატმა წერილობით უნდა მოითხოვოს უნდობლობის საკითხის გამოცხადებაზე პროცედურის დაწყება. ეს განცხადება რეგისტრირდება უმაღლეს საბჭოში, შემდეგ იურიდიულ კომისიას გადაეცემა დასკვნისთვის. თუ იურიდიული კომისია ხუთი დღის ვადაში დადებით დასკვნას დადებს, განაცხადის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში, უმაღლესი საბჭო უნდა შეიკრიბოს და კენჭი უყაროს მთავრობის თავმჯდომარის უნდობლობის გამოცხადების საკითხს.

 

იმისთვის, რომ მთავრობის თავმჯდომარეს უნდობლობა გამოუცხადო საჭიროა ხმების 2/3 (ამ შემთხვევაში საჭიროა უმაღლესი საბჭოს 14 წევრი). თუ საკითხი ჩავარდება სხდომაზე, 6 თვის განმავლობაში ხელახლა უნდობლობის გამოცხადების პროცედურის უფლება დეპუტატებს არ ექნებათ“.

 

 

აჭარის კონსტიტუციის 30-ე მუხლში ეს საკითხი ასეა ჩამოყალიბებული: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედით უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უფლებამოსილება უწყდება“.

 

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ აჭარის უმაღლესი საბჭო მოახერხებს არჩილ ხაბაძისთვის უნდობლობის გამოუცხადებას? – საქართველოს პრეზიდენტ ნიშნავს აჭარაში თავის რწუმუნებულს, რომელიც თავის ადმინისტრაცასთან ერთად ახორციელებს უფლებამოსილებას. პრეზიდენტი გარკვეულ ვადის შემდეგ უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მთავრობის თავმჯდომარეობის ახალ კანდიდატურას. თუ ორჯერ ზედიზედ უარს იტყვის უმაღლესი საბჭო პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურის დამტკიცებაზე, მაშინ პრეზიდენტი დაითხოვს უმაღლეს საბჭოს ან მესამედ წარუდგენს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას.

 

ამ ეტაპზე აჭარის უმაღლესი საბჭოშ ხუთი ფრაქცია მუშაობს: ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ – (8 წევრი); ფრაქცია „ქართული ოცნება“ – (7 წევრი); „ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები – (3-წევრი); შერეული ფრაქცია რესპუბლიკელები-კონსერვატორები-მრეწველები –  (3-წევრი).

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: