ქარტია დაკავებული ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაკავებული ჟურნალისტის, გიორგი მამნიაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. „ტვ პირველის“ ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი აქციაზე დააკავეს. „ტვ პირველის“ ინფორმაციით ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი პოლიციამ 22 ნოემბერს, საღამოს,  აქციაზე დააკავა. “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის თქმით, ამ დროს გიორგი მამნიაშვილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და ადგილზე პირდაპირ ჩართვაზე მყოფი ჯგუფის პარალელურად მუშაობდა. …

თბილისში აქციაზე 13 დემონსტრანტი დააკავეს ადმინისტრაციული წესით

წუხელ, 19 ნოემბრის ღამეს, პოლიციამ თბილისში პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავა. შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 13 მოქალაქე ადმინისტრაციული წესით. შსს წერს, რომ „დაკავებული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს“. 19 ნოემბერს, 19:00 საათზე, თსუ-დან დაანონსებული იყო პატიმრობაში მყოფი 21 წლის მათე დევიძის მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა. …

ბრალდებულებმა ავტომობილის ჩამოსაყვანად მოქალაქეს 50 000-მდე აშშ დოლარი გამოართვეს და მიისაკუთრეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული ა.ფ. და 1995 წელს დაბადებული რ.გ.  ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1996 წელს დაბადებულ ნ.მ. – ს , რომელიც ავტომობილის შეძენით იყო დაინტერესებული, მანქანის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანაში დახმარების სანაცვლოდ, მოტყუებით, თაღლითურად გამოართვეს და მიისაკუთრეს დიდი ოდენობით თანხა, ჯამში – 50 000 …

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომლის თანახმადაც საგზაო წესების დარღვევისათვის ჯარიმები იზრდება. კერძოდ, შსს-ს თანახმად: 100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით; 50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის; 50 ლარამდე იზრდება …

ბათუმში მეზობლის დაჭრის ბრალდებით კაცი დააკავეს

ბათუმში პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავა 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ბ.. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, მეზობლად მცხოვრებ – 1978 წელს დაბადებულ ი.მ. -ს დანის გამოყენებით, სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უწყების ინფორმაციით, დაშავებული კაცი კლინიკაში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა, ხოლო …

ბათუმში არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 30 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში დააკავეს 30 წლის კაცი არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით. ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მცირეწლოვანი გოგონას მიმართ სქესობრივი ხასიათის დანაშაული ჩაიდინა,“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137 -ე მუხლის მე–4 ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, დაკავებულს 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ელოდება.  

„ლიკვიდირებულია ერთი თავდამსხმელი, სპეცრაზმელი დაიჭრა“ – შსს აცხადებს, რომ 34 პირი დააკავა

ლაგოდეხში, სპეცოპერაციის მიმდინარეობისას ერთი პირი მოკლეს. როგორც შსს აცხადებს, სპეცოპერაციისას მძიმედ დაიჭრა ერთი სპეცრაზმელი. ამის შესახებ დღეს, 5 ნოემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა ბრიფინგზე. ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციითვე, სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 34 პირი დააკავეს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც 5 სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად ე.წ. „ქურდული …

დააკავეს 73 წლის კაცი, რომელსაც არასრულწლოვანის გაუპატიურება ედება ბრალად

კასპში დააკავეს 73 წლის კაცი, რომელსაც არასრულწლოვანი თანასოფლელის გაუპატიურებას ედავებიან. ინფორმაცია 1952 წელს დაბადებული მ.ნ.-ს არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დაკავების შესახებ შსს-მ დღეს გაავრცელა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 3 ნოემბერს დააკავეს. დღესვე, პროკურატურამ დაკავებულს არასრულწლოვანის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძალადობით, ძალადობის მუქარით და ასაკობრივი უმწეობის გამოყენებით არასრულწლოვანი თანასოფლელი გააუპატიურა და …

რუსთაველის ხელმეორედ გადაკეტვისთვის მოქალაქე სისხლის სამართლის წესით დააკავეს 

თბილისში, რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საბაბით შსს-მ მოქალაქეების დაკავება უკვე სისხლის სამართლის წესით დაიწყო. „ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული ახალი, რესპრესიული კანონმდებლობით გზის გადაკეტვა ხელმეორედ უკვე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. რუსთაველის ქუჩის ხელმეორედ გადაკეტვის გამო  შსს-მ პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილე, ზურაბ მენთეშაშვილი დააკავა. მისთვის პოროკურატურას ბრალი ჯერ არ წარუდგენია. შსს ზურაბ მენთეშაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, რომ გამოძიება …

შსს 1 მილიონი ლარის დრონებს იყიდის – ტენდერი გამოცხადდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სტრუქტურული დანაყოფების მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, უპილოტო საფრენი აპარატების [დრონი] შესყიდვაზე“ ტენდერი გამოაცხადა. შსს სხვადასხვა ზომის 40 დრონში მაქსიმუმ 1 მილიონ 66 ათას ლარს გადაიხდის. ტენდერიც ამ თანხითაა გამოცხადებული. შესასყიდი დრონები: მცირე ზომის მაღალი კლასიფიკაციის მქონე – 26 ცალი; მოზრდილი ზომის – 12 ცალი დიდი ზომის – 2 ცალი. „შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი, …

აჭარის საპატრულოს უფროსი გიორგი ხურცია აღარ არის

აჭარის საპატრულოს უფროსი გიორგი ხურცია აღარ არის. ამ ეტაპზე ეს თანამდებობა ვაკანტურია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გიორგი ხურცია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს. გიორგი ხურცია ბათუმის საპატრულოს უფროსად 2023 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა. გიორგი ხურცია აქტიურად მონაწილეობდა ბათუმის პროევროპული აქციების მონაწილეების დაჯარიმება-დასჯის პროცესში.

შსს 1 მილიონად იყიდის სკანერებს თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების ამოსაცნობად

შინაგან საქმეთა სამინისტრო 25 კომპლექტ დაქტილოსკოპიურ სკანერს გამარტივებული წესით, უტენდეროდ შეისყიდის, რაშიც მაქსიმუმ 1 მილიონ 38 ათას ლარს გადაიხდის. შსს ამბობს, რომ სკანერების შესყიდვის „საჭიროება კვლავ დადგა“, საქართველოში აღნიშნული სკანერების გაყიდვის ექსკლუზიური უფლებამოსულება კი, მხოლოდ ერთ კომპანიას აქვს. შსს-ს ინფორმაციით, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ფუნქციონირებს ავტომატიზებული საიდენტიფიკაციო დაქტილოსკოპიური პროგრამა „DACTO-2000“, რისთვისაც შეძენილი აქვთ ამ სისტემასთან თავსებადი დაქტილოსკოპიური …

3 დღეში 60 ადამიანი დააკავეს „გზის გადაკეტვის“ საბაბით – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში, შეკრება – მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, აქციის 60 მონაწილე დააკავეს. „მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ მოუწოდეს, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რადგან მათი რაოდენობა არ იძლეოდა გზის გადაკეტვის კანონიერ უფლებას, დემონსტრანტები სამართალდამცველთა მოწოდებას არ დაემორჩილნენ, კვლავ გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი …

ბათუმში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირები დააკავეს – შსს

შს სამინისტროს ცნობით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები – 1998 წელს დაბადებული მ.თ., 1993 წელს დაბადებული ო.უ. და 1975 წელს დაბადებული ი. ქ. დააკავეს. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მ.თ. განზრახ მკვლელობის, ო.უ. ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ხოლო ი.ქ. ნარკოტიკების ან მასტიმულირებელი ნივთიერებების კომერციალიზაციის/გაყიდვის ან მიწოდების ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ. …

აჭარაში 2 პირი დააკავეს თაღლითობის ბრალდებით – საქმე უძრავი ქონების შეძენას ეხება

შს სამინისტროს ცნობით, აჭარაში პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით 2 პირი: 1980 წელს დაბადებული რ.კ. და 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ლ. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, აჭარაში, სხვადასხვა დროს, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს, მოტყუებით გააფორმებინეს ნასყიდობის ხელშეკრულებები და აღნიშნული გზით დაეუფლნენ მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – ჯამში 148 042 აშშ …

თბილისში პოლიციამ მოქალაქეს პირბადის მოხსნა და კბილის ჩვენება მოსთხოვა

21 ოქტომბერს, ღამით, თბილისში 10-მდე პოლიციელმა პირბადის ტარების გამო გააჩერა და შეამოწმა ორი გოგო. როგორც ჩანს, პოლიციამ ჩათვალა, რომ ისინი პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ გოგოებმა პოლიციელებს უთხრეს, რომ K-POP კონცერტიდან მოდიოდნენ. შემთხვევა მეტრო „თავისუფლების“ მიმდებარედ მოხდა. მოქალაქემ განმარტა, რომ სამედიცინო პირბადე იმიტომ ეკეთა, რომ კბილებს იკეთებდა, თუმცა პოლიციამ მას პირბადის მოხსნა …

შსს 1200 ცალ რკინის ხელბორკილს ყიდულობს – ცალში 58 ლარს იხდის

შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 200 ცალ რკინის ხელბორკილს ყიდულობს და ერთ ცალში მაქსიმუმ 58 ლარის გადახდას აპირებს. ხელბორკილების შესყიდვაზე შსს-მ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის მთლიანი ღირებულება 69 600 ლარია. შესასყიდი ხელბორკილების ტექნიკური მახასიათებლები: 100% უჟანგავი ფოლადი; ორმაგი ჩაკეტვის სისტემით; 2 საკეტი; საკეტის ჩაკეტვის პოზიცია – არანაკლებ 20 კბილანა; წონა – არანაკლებ 340 გრამი; მაჯის ღიობი …

აჭარის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა,  გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით 1975 წელს დაბადებული რ.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის  პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს მოსამსახურე რ.დ.-მ, შს სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ პერსონალური ინფორმაციის  გადამოწმების და მოქალაქე რ.კ.-სთვის უკანონოდ …

ბათუმში თაღლითობის მუხლით ორი პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1988 წელს დაბადებული გ.ზ. და 2000 წელს დაბადებული ბ.ხ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამინისტროს ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული გ.ზ. მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ  მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ-ერთი მოქალაქის …

თბილისში პოლიციელი ყელის არეში დაჭრეს. ბრალდებული დაკავებულია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში 1991 წელს დაბადებული მ.გ. პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი 1993 წელს დაბადებული ბ.ბ ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში დაჭრა. დაშავებული სამართალდამცველი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“ – იუწყება შსს. …

დაშავებული სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – ექიმი

შსს-ს ინფორმაციით 4 ოქტომბერს, თბილისში გამართული საპროტესტო აქციისას დაშავდნენ სამართალდამცველები. დღეს, 5 ოქტომბერს, დაშავებული სამართალდამცავის შესახებ კომენტარი გააკეთა ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა ანი დალაქიშვილმა. ექიმის თქმით,  კლინიკაში შეყვანილ ერთ პოლიციელს ქალა-ტვინის კეროვანი ტრავმა აქვს. „გუშინ კომპიუტერული ტომოგრაფიით პაციენტთან გამოვლინდა ქალა-ტვინის კეროვანი ტრავმა, თუმცა დღეს დილით ჩაუტარდა განმეორებითი ტომოგრაფია სადაც დინამიკა გვაქვს დადებითი. რაიმე …

4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები დააკავეს, ბრალი 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებული არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე, სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალების შესწავლის …

შსს აცხადებს, რომ დღეს აქციაზე რამდენიმე პირია დაკავებული

დღეს, 4 ოქტომბერს, ღამით, შსს-ში ბრიფინგი გაიმართა. „რამდენიმე პირია დაკავებული,“ – აცხადებს „ოცნების“ შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და არ აკონკრეტებს, რამდენი პირია დაკავებული, ასევე – რა სამართლებრივი საფუძვლით. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლის შესაბამისად უკვე დაწყებულია. „თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის …

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს, 4 ოქტომბერს საგანგებო განცხადებას ავრცელებს. „მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები. ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, …

შსს 94,5 ათასი ლარის საკვებს იყიდის პოლიციელებისთვის რეგიონებში არჩევნების დღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტები რეგიონებში [თბილისის გარდა] ჯამში 94 ათას 593 ლარის საკვებს ტენდერის გარეშე იყიდიან პოლიციელებისგან სპეციალურად საარჩევნოდ შექმნილი ჯგუფებისთვის. სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს „2025 წლის 4 ოქტომბერს გასამართი არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად შექმნილი სპეციალური საპოლიციო ძალების კვებით უზრუნველყოფა“ შს მინისტრის 2025 წლის 30 სექტემბრის ბრძნებით დაევალათ. „ზემოაღნიშნულმა ჯგუფებმა მათზე …

სუს-ის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღის ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს ჩაქვში

გუშინ, პირველ ოქტომბერს, ჩაქვში, ყოფილი ტურბაზის შენობაში, შუახნის კაცი, სუს-ის თანამშრომელი, გარდაცვლილი იპოვეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს ჭრილობა მიყენებული. სუს-ში ამბობენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ჯერჯერობით განიხილება მხოლოდ ერთი, სუიციდის ვერსია. უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბათუმში დააკავეს პირი, რომელმაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს და პოლიციას აგინა

დღეს, 1 ოქტომბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს პირი, რომელიც საპროტესტო აქციის მონაწილეებთან მივიდა და მათ პროვოცირებას შეეცადა. მან ჯერ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი, როცა აქციის მონაწილეებმა მისი აქციიდან გარიდება სცადეს, სხვებსაც. აქციის მონაწილეებმა მიმართეს პოლიციას, რომელიც ბათუმში ყველა საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას იმყოფება აქციასთან ახლოს. როგორც „ბათუმელებს“ თვითმხილველებმა უთხრეს, …

შსს-ს 45,5 ტონა შოკოლადი და სხვა ტკბილეული შეუძლია იყიდოს 5 თვეში – დაიხარჯება 1 მილიონი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომდევნო 5 თვეში 45,4 ტონა ტკბილეულის შეძენის უფლება ექნება. აქედან 43,5 ტონა – შოკოლადი გულსართით – ბატონის ტიპის, 1,1 ტონა – გულსართიანი ტკბილეული [სამარხვო], 0,7 ტონა – გულსართიანი ტკბილეული [არასამარხვო] და 188 კილოგრამი – კარამელის კანფეტი[სხვადასხვა]. ტკბილეულის შეძენაზე კონსოლიდირებული ტენდერია გამოცხადებული. შსს სწორედ ამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიისგან შეისყიდის ტკბილეულს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 …

ბათუმში ავტოავარიას ქვეითი ემსხვერპლა

ერთი ადამიანი დაიღუპა ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, გვიან ღამით მომხდარი ავტოავარიისას. თვითმხილველი, რომელიც გამოცემა “აჭარა თაიმსს” ესაუბრა, ჰყვება, რომ მოძრავი ავტომობილი ჯავახიშვილის ქუჩაზე გაჩერებულ 6 ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ტროტუარზე მდგარი ერთი პირი მძიმედ დაშავდა და სასწრაფო დახმარების სამსახურმა იგი კლინიკაში გადაიყვანა. შსს-ს ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაში მიყვანიდან მალევე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე …

აიძულებდა მტვირთავად მუშაობას და მოწყალების თხოვნას – ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, ტრეფიკინგის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული ნ.გ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.გ.-მ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, მატერიალურ გაჭირვებაში მყოფი 1981 წელს დაბადებული ი.შ. გადაიბირა, რომელსაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდა მის კუთვნილ ხილ-ბოსტნის მაღაზიაში მტვირთავად ემუშავა, რის სანაცვლოდაც თანხას არ უხდიდა. „ასევე დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც ი.შ. მაღაზიაში მუშაობას დაასრულებდა, …

შსს 241 ათას ევროს იხდის 15 ძაღლში, ისინი ადამიანის სუნსა და ნარკოტიკის ძებნაზე არიან გაწვრთნილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 241 ათას 272 ევროდ ამერიკული კომპანიისგან გეგმავს ადამიანის სუნის კვალზე მომუშავე 5 და ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენაზე წინასწარ გაწვრთნილი 10 ძაღლის, ასევე მათი აღჭურვილობის შეძენას. ამ თანხაში შედის ასევე ამავე კომპანიის მიერ შს სამინისტროს თანამშრომლებისთვის კინოლოგის 10-დღიანი სასწავლო კურსის ჩატარება. ძაღლებს და შესაბამის მომსახურებას შსს ტენდერის გარეშე შეისყიდის. ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად …

ბათუმში მოპედი და მოტოციკლი შეეჯახა ერთმანეთს – 3 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოპედი და მოტოციკლი შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად სამი დაშავებული პირი გადაიყვანეს კლინიკაში. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 21 სექტემბერს მოხდა. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად.

ბათუმში ბინების ყალბი გირავნობით თაღლითურად ნახევარ მილიონამდე ლარი მიითვისეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციამ ბათუმში ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით 4 პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ბათუმში თაღლითური სქემით თითქმის ნახევარი მილიონი ლარი იშოვეს. „დაკავებულები, ბათუმში, უძრავი ქონების გირავნობით დაინტერესებულ პირებს არწმუნებდნენ, რომ კონკრეტული ფართების სესხის სანაცვლოდ გირავნობით დატვირთვის და მათთვის დროებით სარგებლობაში გადაცემის უფლება გააჩნდათ, რის შემდეგაც მოტყუები ეუფლებოდნენ მოქალაქეების კუთვნილ …

მდინარე ჭოროხიდან მგზავრები მაშველებმა გამოიყვანეს, მანქანა სავარაუდოდ წაიღო

დღეს, 20 სექტემბერს, ხელვაჩაურში, მდინარე ჭოროხმა მსუბუქი ავტომანქანა სავარაუდოდ წაიღო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრში გვითხრეს, რომ მაშველებმა ავტომანქანიდან მგზავრების ნაპირზე უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პრესცენტრში არ გვითხრეს, გამოიტანეს თუ არა მაშველებმა მდინარიდან ავტომანქანა. „ბათუმელები“ ელოდება შსს-ს ინფორმაციას. მდინარე ჭოროხი წუხელ, ხანგრძლივი წვიმის შემდეგ კალაპოტიდან გადმოვიდა.

ძვირადღირებული ქონება, საჩუქრად მიღებული ფული – ვინ არიან პოლიციის შეუცვლელი უფროსები?

მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვაზე საუბრობენ და ენმ-ს პოლიციურ რეჟიმზე, როცა, მათი მტკიცებით, ადამიანებს სასტიკად ეპყრობოდნენ და აწამებდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის შსს-ს მაღალჩინოსნები ახლაც შსს-ს მაღალჩინოსნები ხდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო საკადრო ცვლილებებზე 2025 წლის 10 ივნისს ისაუბრა შს ახალმა მინისტრმა გელა გელაძემ, რომელიც თავად „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სოდის …

ბათუმში დააკავეს ისრაელის მოქალაქე, რომელსაც „ტინდერის თაღლითს“ უწოდებენ

ბათუმის აეროპორტში დააკავეს ისრაელის მოქალაქე სიმონ ლევიევი – ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. ისრაელის მედია წერს, რომ 35 წლის სიმონ ლევიევი, რომელსაც „ტინდერის თაღლითს“ უწოდებენ, 14 სექტემბერს, დილით დააკავეს ბათუმის აეროპორტში. ტინდერი ონლაინგაცნობის აპლიკაციაა, რომელსაც მილიონობით ადამიანი იყენებს მსოფლიოში. გამოცემა „იერუსალიმი პოსტი“ წერს, რომ მისი დაკავების საფუძველი უცნობია, თუმცა „ბათუმელებს“ შს სამინისტროში უთხრეს, რომ აღნიშნული პირი …

Exit mobile version