„რაც დღეს განახორციელეს საგამოძიებო უწყებებმა, არის გადახვევა და ხაზის გადასმა როგორც კანონმდებლობისთვის, ასევე პრაქტიკისთვის,“ – კატეგორიულია საიას იურისტის და „მზია ამაღლობელის საქმის“ ადვოკატის, ჯუბა ქათამაძის პოზიცია „ოცნების“ აქტივისტების გათავისუფლებაზე. თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე დაპირისპირების შემდეგ დაკავებული „ქართული ოცნების“ აქტივისტები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბუაჩიძე პასუხისმგებლობის გარეშე გაათავისუფლეს. გამოძიებამ ისინი ჯგუფური ძალადობის საქმეზე დააკავა, თუმცა ბრალი არ …
Tag Archives: შსს
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა ჩელებაძე დაინიშნა
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა ჩელებაძე დაინიშნა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით ახალი პოლიციის უფროსი რამდენიმე დღეა რაც თავის მოვალეობას ასრულებს. მამუკა ჩელებაძე ბათუმის პოლიციის უფროსად დანიშვნამდე შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს დეტექტივების [ოპერატიული] სამმართველოს უფროსი იყო. ბათუმის პოლიციის უფროსის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მოძალადე პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე …
Continue reading “ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა ჩელებაძე დაინიშნა”
კალაძის საარჩევნო ოფისთან ძალადობისა და საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე 3 პირი დავაკავეთ – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავეს. შს სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულები არიან 1965 წელს დაბადებული ზ.მ. და 2003 წელს დაბადებული ი.ბ., ხოლო, ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დაკავებულია 2002 წელს დაბადებული ი.დ. „გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ …
ვინ არის პოლიციის მაღალჩინოსანი ხუტა პაჭკორია, რომელმაც „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს აგინა
8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, კახა კალაძის შტაბთან პოლიციამ „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, ქეთევან ხუციშვილს აგინა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. ჟურნალისტი ქეთევან ხუციშვილი ამ დროს „ნეტგაზეთის“ ფეისბუქის გვერდზე, პირდაპირი ჩართვით აშუქებდა „ოცნების“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე პროცესებს. პოლიციელებს შორის იყო სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციის მაღალჩინოსანი, ხუტა პაჭკორია. მან შეაგინა და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა …
ბათუმში კაცი მაღალი სართულიდან გადმოვარდა
დღეს, 5 სექტემბერს, ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე კაცი საცხოვრებელი კორპუსიდან, სავარაუდოდ, გადმოვარდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ვარდნის შედეგად დაზარალებული 46 წლის თურქეთის მოქალაქეა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. კაცი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მრავლობით ტრავმებით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. „ბათუმელები“ ინფორმაციას შს სამინისტროში აზუსტებს. _______________ ფოტო შემთხვევის ადგილიდან.
ქურდული გარჩევების საქმეზე დააკავეს 30 პირი, „ჭინკას“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 4 სექტემბერს, ღამით, თბილისში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს” წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 30 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. კერძოდ, შსს-ს ცნობით, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტზე დაკავებულია 19, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე – 7, ხოლო …
ბათუმში 4 მოზარდი დააკავეს ძალადობის ბრალდებით – ჩხუბი სკვერში
შს სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ბათუმში მომხდარ ჯგუფური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა. დაკავებულები 17, 16 და 14 წლის მოზარდები არიან. შემთხვევა გუშინ, 28 აგვისტოს მოხდა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, მერიის წინ მდებარე სკვერში. დაკავებულნი არიან 2008 წელს დაბადებული ნ.ვ., 2011 წელს დაბადებული უ.ჩ., 2009 წელს დაბადებული ს.კ. და 2008 წელს დაბადებული დ.გ., ორი პირის მიმართ …
Continue reading “ბათუმში 4 მოზარდი დააკავეს ძალადობის ბრალდებით – ჩხუბი სკვერში”
ჩხუბი ახალგაზრდებს შორის ბათუმში – გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიწყო გამოძიება ბათუმში მომხდარი ჯგუფურად ცემის ფაქტზე. შემთხვევა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, მერიის წინ მდებარე ვარდების სკვერში მოხდა 28 აგვისტოს. ჯგუფური დაპირისპირების და ცემის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ფიზიკური დაპირისპირება ახალგაზრდებს, დიდი ალბათობით თინეიჯერებს შორის მოხდა. კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს რამდენიმე ახალგაზრდა ფეხს წაქცეულს, ასევე, …
Continue reading “ჩხუბი ახალგაზრდებს შორის ბათუმში – გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო”
1 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, დაიმტვრა 4 მანქანა – ავარია ბათუმში
ავარია მოხდა დღეს, 24 აგვისტოს, ბათუმში, ჯავახიშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში. „ბათუმელების“ ინფორმაციით შემთხვევის გამო დაშავებული 1 პირი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის შედეგად კი 4 მსუბუქი ავტომანქანა დაიმტვრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ოზურგეთში კაცი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოზურგეთში კაცმა ცოლი მოკლა. გურიის პოლიციამ ოჯახის წევრის, მეუღლის, 1969 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს. მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1956 წელს დაბადებული ზ.რ. დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დღეს, 22 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენა მეუღლეს, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. სამართალდამცველებმა …
Continue reading “ოზურგეთში კაცი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს”
წელს ავტოავარიის შედეგად 216 ადამიანი დაიღუპა – ექვსი თვის მონაცემები
2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში 216 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად. ამავე პერიოდში ავტოავარიაში დაშავდა 3816 ადამიანი. ასეთია შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემები 2025 წლის პირველ ორ კვარტალში. დაღუპულთაგან სამი 6 წლამდე ბავშვი იყო, 11 კი 17 წლამდე ასაკის მოზარდი. ავტოავარიაში დაღუპული 216 ადამიანიდან 79 ქვეითი იყო, ისინი ავტომანქანით არ გადაადგილდებოდნენ. ყველაზე მეტი ადამიანი წელს ავტოავარიის …
Continue reading “წელს ავტოავარიის შედეგად 216 ადამიანი დაიღუპა – ექვსი თვის მონაცემები”
ქედაში გზიდან მანქანა გადავარდა – დაიღუპა ერთი ადამიანი
ავტოავარია მოხდა ქედის მუნიციპალიტეტში, დღეს, 21 აგვისტოს. სავალი გზიდან მსუბუქი ავტომანქანა გადავარდა, რის შედეგადაც ერთი კაცი დაიღუპა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სამი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ს 276-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.
ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაიღუპა 4 ადამიანი
ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად დაშავებული 3 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 20 აგვისტოს მოხდა. ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას. ამ თემაზე: „დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო …
Continue reading “ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაიღუპა 4 ადამიანი”
შსს იუწყება, რომ დააკავეს თურქეთის მიერ ძებნილი 12 პირი
შს სამინისტროს ცნობით, საქართველოს და თურქეთის პოლიციის თანამშრომლობით, გასულ 24 საათში საქართველოში თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 12 პირი, თურქეთის მოქალაქეები დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდნენ. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული 12 პირიდან 8 პირი საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მაშინ შემოვიდა, …
Continue reading “შსს იუწყება, რომ დააკავეს თურქეთის მიერ ძებნილი 12 პირი”
ბათუმში პოლიციის მანქანა ავარიაში მოყვა და მაღაზიაში შევარდა
ბათუმში კრიმინალური პოლიციის მანქანა ავარიაში მოყვა: “ბათუმელებს” თვითმხილველმა უთხრა, რომ კრიმინალური პოლიციის ავტომანქანა გრიბოედოვის და გორგილაძის ქუჩების კვეთაში ჯერ მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა, შემდეგ კი, მაღაზიაში შევარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 10 აგვისტოს მოხდა. ავტომანქანა სავარაუდოდ ბათუმის პოლიციის პირველ განყოფილებას ეკუთვნის. უცნობია, ავარიის შედეგად დაშავდა თუ არა ვინმე. “ბათუმელები” ელოდება ინფორმაციას შსს-დან. განახლება: შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, ავარიის …
Continue reading “ბათუმში პოლიციის მანქანა ავარიაში მოყვა და მაღაზიაში შევარდა”
ხულოში მანქანა ხევში გადავარდა, დაიღუპა ქალი
ხულოში, მთა ზორტიყელისკენ მიმავალ გზაზე ავტომანქანა ხევში გადავარდა. ადგილზე დაიღუპა ქალი, დაშავებული მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს. დაღუპული ქალი დაახლოებით 40 წლისაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ხელვაჩაურში კაცი დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი
შსს-ს ინფორმაციით, ხელვაჩაურში ერთი პირი დააკავეს, ადამიანის დაჭრის ფაქტზე. „გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2004 წელს დაბადებულ პირს ცივი იარაღის გამოყენებით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს“ – აცხადებს შსს. უწყების ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებულია და ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა. გამოძიება საქართველოს …
Continue reading “ხელვაჩაურში კაცი დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი”
„დარიალზე“ არავალიდური დოკუმენტების მქონე უცხოელების განთავსების სივრცეს მოაწყობენ
საქართველო-რუსეთის საზღვარზე, კერძოდ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირების განთავსებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. სამუშაოებისთვის 300 ათასამდე ლარია გამოყოფილი, რაც „გადაუდებელი აუცილებლობით“ ტენდერის გარეშე დაიხარჯება. შესაბამისი თანხმობის მისაღებად შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. სასაზღვრო პოლიციის განმარტებით, ასეთი ინფრასტრუქტურის შექმნას 2025 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ …
ქობულეთში ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს ლუკა კურტანიძე
დღეს, 27 ივლისს, ქობულეთში დააკავეს სპორტსმენი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ლუკა კურტანიძე. ლუკა კურტანიძის ყოფილი ცოლი, ხათუნა მიქაცაძე ამბობს, რომ კურტანიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა პოლიციელების თვალწინ. კადრებში, რომელსაც TV პირველი ავრცელებს, ჩანს, როგორც ცდილობს კურტანიძე ფიზიკურ თავდასხმას ქალზე. მის შეჩერებას რამდენიმე კაცი ცდილობს. კადრებშივე ჩანს, რომ ადგილზეა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. აქვე ისმის მიქაცაძის ხმა, რომელიც …
Continue reading “ქობულეთში ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს ლუკა კურტანიძე”
აქციების დროს პატრულის კვებაში 71 500 ლარი დაიხარჯა 7 თვეში
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა ტენდერის გარეშე 20 000 ლარზე გააფორმა ხელშეკრულება თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების დროს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების კვებით მომსახურებაზე. ხელშეკრულება 2025 წლის 24 ივლისიდან შევიდა ძალაში და ის სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს. დეპარტამენტი ტენდერის გარეშე ხელშეკრულების გაფორმებას „გადაუდებელი აუცილებლობით“ ხსნის, ვინაიდან 2024 წლის დეკემბერში ანალოგიურ მომსახურებაზე ტენდერში გამარჯვებულთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა …
Continue reading “აქციების დროს პატრულის კვებაში 71 500 ლარი დაიხარჯა 7 თვეში”
ოქროს ნივთის ქურდობის ბრალდებით დაცვის პოლიციის ინსპექტორი დააკავეს
ქურდობის ბრალდებით დააკავეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორი. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიების თანახმად, 1990 წელს დაბადებული მ.ბ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფარულად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ოქროს ნივთს. ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლევან ხორავას შსს-ს წარმომადგენელი თეა ლაღაძე სასამართლოში უჩივის
„განყოფილებიდან დამიკავშირდნენ, თეა ლაღაძეს მიაყენეთ შეურაცხყოფა სასამართლო სხდომაზეო და მიჩივლა მე,“ – აცხადებს ლევან ხორავა, რომელიც პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. თეა ლაღაძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის იურისტია და აქციაზე დაკავებულების საქმეზე ის წარმოადგენს შსს-ს სასამართლო სხდომებზე. მაგალითად, თეა ლაღაძემ მარიამ კერესელიძესთან ერთად წარმოადგინა სასამართლოში მზია ამაღლობელის გაყალბებული საქმე. ლევან ხორავა 12 იანვარს საპროტესტო აქციაზეც დააკავეს. …
Continue reading “ლევან ხორავას შსს-ს წარმომადგენელი თეა ლაღაძე სასამართლოში უჩივის”
„ქალის დამცირების მიზნით სოციალურ ქსელში ვებგვერდი შექმნა“ -პოლიციამ აჭარაში 1 პირი დააკავა
პოლიციამ აჭარაში ადევნების, პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების, ასევე, მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ხ. ადევნების, პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების, ასევე, მუქარის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულები 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ქალისა და …
ბათუმში განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციამ ბათუმში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა. დღეს, 18 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ბათუმში, ბულვარში, კაფეში კაცი ჩაცხრილეს. ვიდეოკადრების მიხედვით, კაცს ზურგის არეში 5 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, თურქეთის ორი მოქალაქე: 2003 წელს დაბადებული …
Continue reading “ბათუმში განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს – შსს”
აჭარაში გდდ-ის პირადი შემადგენლობა გაზარდეს – შსს სამუშაო ოთახებს აწყობს
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის [გდდ] აჭარის სამმართველოში საშტატო ცვლილებების გამო, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, „დღის წესრიგში დადგა პირადი შემადგენლობისთვის შესაბამისი სამუშაო სივრცეების მოწყობა“. გდდ-ს აჭარის სამმართველო დაბა ჩაქვში, ზღვის პირას, სასტუმრო „ოაზისთან“ ახლოს არის განთავსებული. პირადი შემადგენლობისთვის „სამუშაო სივრცეების მოწყობა“ კი, შსს-მ იმ შენობებში გადაწყვიტა, რომლებსაც აქადე აჭარაში დამატებითი ძალების მობილიზებისას დროებით საცხოვრებლად იყენებდნენ. ახალი …
Continue reading “აჭარაში გდდ-ის პირადი შემადგენლობა გაზარდეს – შსს სამუშაო ოთახებს აწყობს”
ქურდული გარჩევები საქართველოსა და თურქეთში – შსს-ს ცნობით დაკავებულია 20 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, შიდა ქართლში, აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და კახეთში 20 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა – მათ შორის ორი „კანონიერი ქურდია“. „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „კანონიერი ქურდისთვის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ბრალდებით დაკავებულნი არიან: 1984 წელს დაბადებული გ.დ. მეტსახელად „კოკოშკა“; 1984 წელს დაბადებული გ.მ. მეტსახელად …
Continue reading “ქურდული გარჩევები საქართველოსა და თურქეთში – შსს-ს ცნობით დაკავებულია 20 პირი”
ევაკუაცია სავაჭრო ცენტრ „ბათუმი მოლში“ – მიმდინარეობს შემოწმება
სავაჭრო ცენტრ „ბათუმი მოლში“ მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა და ობიექტს შესაბამისი სამსახურები ამოწმებენ. „დღეს, 13 ივლისს, შემოვიდა სავარაუდოდ ცრუ შეტყობინება და ჩავთვალეთ საჭიროდ ობიექტის დაცლა. დაწყებულია შესაბამისი სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ „ბათუმი მოლი“ გაიხსნება“, – უთხრეს „ბათუმელებს“ სავაჭრო ცენტრში. განახლება: მოგვიანებით დაგვიკავშირდა სავაჭრო ცენტრის მენეჯერი, რომელმაც გვითხრა, რომ „მოხდა სასწავლო ევაკუაცია და სწავლების ფარგლებში ხორციელდება შენობა-ნაგებობის …
Continue reading “ევაკუაცია სავაჭრო ცენტრ „ბათუმი მოლში“ – მიმდინარეობს შემოწმება”
ბათუმში კაცი დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი
შს სამინისტროს ცნობით, აჭარაში 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დაჭრის შემთხვევა ბათუმში 6 ივლისს მოხდა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 2001 წელს დაბადებული ლ.ჩ ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადა, რა დროსაც ის სამართალდამცველებმა შეაჩერეს და ბრალდებულის სახით დააკავეს. დაჭრილი ლ.ჩ. საავადმყოფოში …
Continue reading “ბათუმში კაცი დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი”
ბათუმში, რუსთაველზე ავტომანქანა 2 ქალს დაეჯახა
ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა ორ ქვეითს დაეჯახა. დაშავებული ქალები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. შემთხვევა 8 ივლისს მოხდა. შსს-ს პრესცენტის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც ავტოსატრანპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფება პოლიცია.
შსს-ს ინფორმაციით, გიორგი რამიშვილი (ზარალა) თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს
შს სამინისტრომ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის (ზარალა) დაკავებაზე განცხადება გაავრცელა. შსს-ს განცხადებით, გიორგი რამიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ. სამართალდამცველებმა, მიმდინარე წლის 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, გ.რ.-ს ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს. დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი …
შს მინისტრის მამამ 18 წლის ბიჭს ესროლა და საპროცესოთი გაუშვეს – სილის გაწვნის გამო ამაღლობელს 7 წლამდე სჯიან?
შინაგან საქმეთა მინისტრის გელა გელაძის პოლიციელმა მამამ 18 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პროკურატურამ დავით გელაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და პირობითი მსჯავრი დააკისრა. სამაგიეროდ 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება ჟურნალისტს და მედიამენეჯერს – მზია ამაღლობელს სილის გაწვნისთვის. ორი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც აჩვენებს მართლმსაჯულების სისტემის უსამართლობას: შს მინისტრის მამა, როცა მან …
დაჭრა ძველ ბათუმში – სასამართლომ ორ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმში, 25 ივნისს, სასტუმრო „ლონდონთან“ კაცის დაჭრაში ბრალდებულსა და კიდევ ერთ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საუბარია 25 ივნისს, ძველ ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე, როცა ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულა თურქეთის ორი მოქალაქე: 2004 წელს დაბადებული ა.ა. და 2001 წელს დაბადებული ბ.ი. „გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ა.-მ, მიმდინარე წლის 25 ივნისს, ბათუმში, …
Continue reading “დაჭრა ძველ ბათუმში – სასამართლომ ორ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა”
ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალის მხრიდან სავარაუდო მუქარაზე გამოძიება არ დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში „ბათუმელებს“ ვერ უთხრეს, დაიწყო თუ არა გამოძიება ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალის მხრიდან სავარაუდო მუქარის ფაქტზე. შსს-ს პრესცენტრის წარმომადგენლმა ,,ბათუმელებს” უთხრა, რომ აღნიშნულ ამბავზე სამართლებრივი რეაგირების დაწყების შემთხვევაში ინფორმაციას მოგვაწვდის. საუბარია შემდეგ ფაქტზე – „ბათუმელებმა“ 29 ივნისს გამოაქვეყნა მოქალაქე ნინო კაჭკაჭიშვილის მიერ გადაღებული ვიდეო – ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალის, …
Continue reading “ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალის მხრიდან სავარაუდო მუქარაზე გამოძიება არ დაიწყო”
ბათუმში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ბრალდებული, რომელმაც ძველ ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოქალაქე დაჭრა. კიდევ ერთ ბრალდებულს გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ბრალდებულები 21 და 24 წლის არიან. ორივე ბრალდებული თურქეთის მოქალაქეა. გამოძიების ვერსიით, „მ ა.ა. – მ, მიმდინარე წლის 25 ივნისს, ბათუმში, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 2000 წელს დაბადებული ე.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან …
Continue reading “ბათუმში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს”
კაცი დაჭრა პოლიციელმა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო
პროკურატურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში კაცის დაჭრის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაკავებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ბ.გ. ამ ეტაპზე გამოძიებისთვის ცნობილია,რომ პატრულ-ინსპექტორმა დანაშაული არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პირად საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა და იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. პროკურატურის ცნობით დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება …
Continue reading “კაცი დაჭრა პოლიციელმა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო”
საბერძნეთში გამოცდის გარეშეა შესაძლებელი ქართული მართვის მოწმობის გადაცვლა
საქართველოსა და საბერძნეთს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის თაობაზე შეთანხმება ამოქმედდა. შს სამინისტროს ცნობით, შეთანხმება მიმდინარე წლის 21 ივნისიდან ამოქმედდა. შესაბამისად, მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ, თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს. შეთანხმებით განსაზღვრულია, რომ …
Continue reading “საბერძნეთში გამოცდის გარეშეა შესაძლებელი ქართული მართვის მოწმობის გადაცვლა”