მთავარი,სიახლეები

რუსთაველის ხელმეორედ გადაკეტვისთვის მოქალაქე სისხლის სამართლის წესით დააკავეს 

02.11.2025 •
რუსთაველის ხელმეორედ გადაკეტვისთვის მოქალაქე სისხლის სამართლის წესით დააკავეს 

თბილისში, რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საბაბით შსს-მ მოქალაქეების დაკავება უკვე სისხლის სამართლის წესით დაიწყო. „ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული ახალი, რესპრესიული კანონმდებლობით გზის გადაკეტვა ხელმეორედ უკვე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

რუსთაველის ქუჩის ხელმეორედ გადაკეტვის გამო  შსს-მ პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილე, ზურაბ მენთეშაშვილი დააკავა. მისთვის პოროკურატურას ბრალი ჯერ არ წარუდგენია.

შსს ზურაბ მენთეშაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, რომ გამოძიება სსკ-ის 347-ე მუხლით დაიწყო, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს. ეს მუხლი ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„2025 წლის 31 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა მოქალაქე ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც იმხილება საპროტესტო აქციის დროს გზის განმეორებით გადაკეტვაში. აღნიშნული პირი, 2025 წლის 24 ოქტომბერს ანალოგიური ქმედებისთვის დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით და სახდელის სახით შვიდდღიანი პატიმრობა შეეფარდა,“ – აღნიშნულია შსს-ს გაცხადებაში.

—————-

პირველ ნოემბერს კვლავ გადაიკეტა თბილისში რუსთაველის გამზირი, თუმცა შემდეგ პოლიციამ კვლავ აიძულა მოქალაქეები გადასულიყვნენ ტროტუარზე, პარლამენტის შენობასთან და საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

პოლიციამ ბოლო 5 დღეში 29 დემონსტრანტი დააკავა.

პოლიციამ ბოლო ხუთ დღეში 29 დემონსტრანტი დააკავა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: