აჭარის საპატრულოს უფროსი გიორგი ხურცია აღარ არის. ამ ეტაპზე ეს თანამდებობა ვაკანტურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გიორგი ხურცია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.
გიორგი ხურცია ბათუმის საპატრულოს უფროსად 2023 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა.
გიორგი ხურცია აქტიურად მონაწილეობდა ბათუმის პროევროპული აქციების მონაწილეების დაჯარიმება-დასჯის პროცესში.






