ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ ამ დროისთვის დენი არ მიეწოდება სოფლებს: რიყეთსა და დანისპარაულს. როგორც კომპანიაში გვითხრეს, ამ სოფლებში დენი ავარიულად გაითიშა და ტექნიკური სამსახური მის აღდგენას ცდილობს. ხულოს სოფლებში დღეს გადაუღებლად თოვს.
Tag Archives: ხულო
როგორ ხვდება 42 წლის ქალი 7 შვილთან ერთად ახალ წელს ხულოში
როგორია მრავალშვილიანი ოჯახის წინასაახალწლო მზადება, რა სურვილები აქვთ ბავშვებს და ამ სურვილების ახდენას თუ ახერხებენ მათთვის მშობლები? – ამის შესახებ 7 შვილის დედას, 42 წლის გუგული მახარაძეს ვკითხეთ. გუგულის ყველაზე უფროსი შვილი 22 წლისაა, ყველაზე უმცროსი კი – 6 წლის. გუგული გვიყვება, რომ სამმა უფროსმა შვილმა უკვე დაასრულა სკოლა და ახლა ბათუმში ქირით ცხოვრობენ და …
Continue reading “როგორ ხვდება 42 წლის ქალი 7 შვილთან ერთად ახალ წელს ხულოში”
მინდა ბავშვები ქვეყნიდან წასვლაზე არ ოცნებობდნენ – კონკურსში გამარჯვებული მოსწავლე ხულოდან
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლების საჯარო სკოლის მოსწავლე, 16 წლის ლანა ჯორბენაძე საქართველოს განათლების სამინისტროს სასკოლო კონკურსის – „ჩემი გალაკტიონი“ – ერთ-ერთი გამარჯვებულია. ლანამ კონკურსისთვის გალაკტიონის ლექსზე – „რომელი საათია?“, ვიდეოკოლაჟი მოამზადა. კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში კრიტიკული, შემოქმედებითი და ციფრული უნარების გამოვლენა-განვითარება იყო. „როცა ამ ლექსს ვუსმენ, ასე მგონია, მარტო არ ვარ. კოლაჟი ფოტოებით, მუსიკის ავაწყვე და …
ხულოში თოვს | ფოტოამბავი
ხულოს მუნიციპალიტეტში დილიდან თოვს. ხულოს სოფლებში თოვლის სიმაღლე დაახლოებით 10 სანტიმეტრია. ხულოს მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის გზებზე მოძრაობა შეზღუდული არ არის და მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება.
გოდერძიზე სეზონის გასახსნელად თოვლს ელოდებიან
აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ გოდერძიზე სეზონის გასახსნელად თოვლის მოსვლას ელოდებიან. როგორც „ბათუმელებს“ მთის ტრასების სააგენტოში განუცხადეს, სამთო კურორტი სეზონის გასახსნელად მზადაა, მთავარია თოვლი მოვიდეს. „კურორტი აღჭურვილია ყველა იმ ინვენტარით, რაც მთას სჭირდება – ბურანით, კვადროციკლით, თოვლსატკეპნით თუ სხვა დამატებითი ტექნიკით“, – უთხრეს „ბათუმელებს“ სააგენტოში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კურორტ „გოდერძიზე“ მდებარე ყველა სასტუმრო და კოტეჯი წინასაახალწლოდ …
Continue reading “გოდერძიზე სეზონის გასახსნელად თოვლს ელოდებიან”
რატომ არის ხულოში 49 სკოლის დირექტორიდან 43 კაცი
ხულოს მუნიციპალიტეტში სულ 49 საჯარო სკოლაა. 43 სკოლაში დირექტორობის მოვალეობას კაცი ასრულებს, დარჩენილ 6 საჯარო სკოლაში კი – ქალი. ასევე, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დირექტორის მოადგილის ანაზღაურებადი 16 პოზიციაა, სადაც 14 კაცი მუშაობს. ხულოს საჯარო სკოლის დირექტორებს შორის გენდერული უთანასწორობა ცხადად ჩანს ოფიციალური სტატისტიკით. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ ამაზე თავად სკოლის დირექტორები. დაბა ხულოს საჯარო სკოლის …
Continue reading “რატომ არის ხულოში 49 სკოლის დირექტორიდან 43 კაცი”
ხულოში წუხელ ღამით გათოვდა – ფოტო
ხულოს რამდენიმე სოფელში წუხელ ღამით გათოვდა. „ღამის 2 საათიდან დაიწყო თოვა. ეს პირველი თოვაა წელს ჩვენ სოფელში“, – გვითხრა გულნარა გელაძემ, ხულოს სოფელ ბეღლეთიდან. „ძლიერი თოვა არ ყოფილა და შეფერხებებიც არ გამოუწვევია“, – ამბობს ის. დღეს დილიდან თოვა შეწყდა.
გუშინ 10 ლარი გამოვიმუშავე, საკვებში არ მეყო და საღამოს უჭმელი დავწექი – 54 წლის მეურიკე ბათუმში
„მარშუტკებს“, მსუბუქ ავტომობილებსა და ავტობუსებს შორის გაძრომას ცდილობს. მძღოლები ჩამოწეული საქარე მინებიდან ერთხმად უყვირიან: „გაიწიე!“, „გამოიწიე“, „მალე წადი“, „დროზე“… დეკემბრის მზიანი ბათუმური დღე 54 წლის ნუგზარ მუშარბაძისთვის დილის 5 საათზე დაიწყო. ნუგზარი უკვე 4 თვეა, რაც ყოველ დღე, მათ შორის ცივ და წვიმიან ამინდებში ურიკით ტვირთს ხან ბაზრიდან ბაზარში და ხანაც საბითუმო მაღაზიებიდან სხვადასხვა ქუჩის …
ხულოში, სოფელ იაკობაძეებში სახლი დაიწვა
ხულოში, დიოკნისის თემის სოფელ იაკობაძეებში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარი წუხელ, 15 დეკემბერს გაუჩნდა სახლს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ოჯახის წევრები არ დაშავებულან. აღნიშნული ოჯახი მეორედ გახდა ხანძრის მსხვერპლი, მათ სახლი 2014 წელსაც დაეწვათ. „ბათუმელები“ ესაუბრა ხულოს მერის წარმომადგენელს დიოკნისის ადმინისტრაციულ ერთეულში, გურამ კახაძეს. მისი თქმით, ამჟამად აგვარებენ ადმინისტრაციულ საკითხებს ოჯახის დროებით გადასაყვანად და ასევე, ოჯახს დაეხმარება მთავრობა. …
ხულო-ზარზმის გზა – მესაკუთრეებს მიწის ნაკვეთს ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულში პაქსაძეების ოჯახს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან 432 კვადრატულ მეტრს ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებაზე შესაბამისი ბრძანება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გამოსცა. პაქსაძეების ნაკვეთი ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის გასწვრივ მდებარეობს. ავტომაგისტრალის ამ ნაწილში ხულო-ზარზმის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. „უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ დეპარტამენტის მიერ …
Continue reading “ხულო-ზარზმის გზა – მესაკუთრეებს მიწის ნაკვეთს ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ”
3 შვილის დედა ხულოდან: სკოლაში სწავლის შეწყვეტა მომიწია, ახლა ვაპირებ გაგრძელებას
„რეგიონებში მსოფლმხედველობის პრობლემა გვაქვს. ქალებს ჰგონიათ, რომ არ აქვთ უფლება განათლება მიიღონ, იმუშაონ და ა.შ. თუ მე და კიდევ რამდენიმე ჩემნაირი [ქალი] ნაბიჯების გადადგმას დავიწყებთ საკუთარი თავის აღმოსაჩენად, საზოგადოებაში ადგილის დასაკავებლად, მიმაჩნია, რომ ეს ძალიან დიდი სტიმული, წახალისება იქნება სხვა ქალებისთვის, რომლებიც სახლში სხედან, შვილები ჰყავთ და ჰგონიათ, რომ შვილებზე ზრუნვის იქეთ აღარაფერი ევალებათ, აღარაფერი …
Continue reading “3 შვილის დედა ხულოდან: სკოლაში სწავლის შეწყვეტა მომიწია, ახლა ვაპირებ გაგრძელებას”
რატომ აღარ ჰყავთ ხულოს სოფლებში ბევრი ძროხა – „პირუტყვის გამრავლებამ აზრი დაკარგა“
45 წლის რუსლან კოჩალიძე ხულოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან სოფელში, რიყეთში ცხოვრობს. მის ოჯახს ყოველთვის ჰყავდა მსხვილფეხა პირუტყვი. წინა წლებში უფრო მეტს, წელს კი 10 სულ საქონელს უვლის. რუსლანი ფიქრობს, რომ მომავალ წლებში პირუტყვის რაოდენობას კიდევ უფრო შეამცირებს. იგი იმ სირთულეებზე გვიყვება, რაც მას და ხულოს სხვა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს – პირუტყვის შენახვასა და გამოზამთრებაზე, …
ჩოგბურთელები ხულოს სოფლიდან ფორმის, ხარისხიანი მაგიდისა და ბურთების გარეშე
ხულოელი სამი ახალგაზრდა წელს პირველად ასპარეზობდა მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო ჩემპიონატში. სამივე მათგანი ხულოს სოფელ ვაშლოვანიდანაა. მათგან ორი – თაკო და მარი რიჟვაძეები დები არიან. 19 წლის თაკო რიჟვაძე გვიყვება, როდის დაიწყო მაგიდის ჩოგბურთის თამაში, რა მიღწევები ჰქონია აქამდე და რა გეგმები აქვს სამომავლოდ. ის საუბრობს იმ საჭიროებებსა და პრობლემებზეც, რაც სპორტის ამ სახეობაში კიდევ უფრო …
Continue reading “ჩოგბურთელები ხულოს სოფლიდან ფორმის, ხარისხიანი მაგიდისა და ბურთების გარეშე”
ხულოში, შუახევსა და ოჩხამურში ხელოვნურ ჭაობებს ააშენებენ საკანალიზაციო წყლების გასაწმენდად
ხულოში, შუახევსა და ოჩხამურში საკანალიზაციო წყლების გასაწმენდად ხელოვნურ ჭაობებს ააშენებენ. საკანალიზაციო წყლების დამაბინძურებლებისგან გაწმენდა ასეთ „ჭაობებში“ ძირითადად სპეციალურად შერჩეულ მცენარეებზე იქნება დამოკიდებული. თუმცა დაბინძურებული წყალი „ჭაობში“ ჩაშვებამდე წინასწარ მექანიკურადაც გაიწმინდება. პროექტის მიხედვით: ასეთი ტიპის ჭაობებში ყველაზე მეტად გამოიყენება მაკროფიტები [წყლის მცენარეები]: ლელი, ლაქაში და სამგვერდა წყლის წაბლი. ასევე ძალიან პატარა ზომის მრავალწლოვანი მცენარეები, მაგალითად, წყლის …
რა ისტორია აქვს და რა ელის დიდაჭარის ჭადრაკის სახლს ხულოში
ხულოში, სოფელ დიდაჭარაში, ჭადრაკის სახლი 1985 წელს აშენდა. ეს შემთხვევითი არ ყოფილა, ამ სოფელში ჭადრაკს გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან თამაშობდნენ. როგორ გადაწყდა სოფელში ჭადრაკის სახლის აშენება, ვინ შეაყვარა ჭადრაკის თამაში დიდაჭარლებს და რა მდგომარეობაშია დიდაჭარის ჭადრაკის სახლი ახლა – ამ და სხვა ამბებს 82 წლის დიდაჭარელი, როსტომ წულუკიძე გვიყვება. ის თავადაც მონაწილეობდა ჭადრაკის სახლის მშენებლობაში. …
Continue reading “რა ისტორია აქვს და რა ელის დიდაჭარის ჭადრაკის სახლს ხულოში”
ბათუმის დრამატულმა თეატრმა თამარ მაყაშვილი „რეპერტუარიდან მოხსნა“
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის განცხადებით, სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნუკრი ქანთარიამ მსახიობი თამარ მაყაშვილი მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა და მის მიმართ გაატარა „შესაბამისი ზომები“. „ბათუმელებმა“ სცადა თეატრის ხელმძღვანელისთვის ეკითხა, თუნდაც შეურაცხმყოფელი აზრის გამოთქმისთვის თანამშრომლის „მოხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან“, ფაქტობრივად სამსახურიდან გათავისუფლება, რამდენად კანონიერია? თეატრში გვითხრეს, რომ ნუკრი ქანთარია რეპეტიციაზეა და მოგვიანებით გვიპასუხებს. „ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული …
Continue reading “ბათუმის დრამატულმა თეატრმა თამარ მაყაშვილი „რეპერტუარიდან მოხსნა“”
ხულოს სოფლებში გათოვდა | ფოტო
ხულოს რამდენიმე სოფელში წუხელ გათოვდა. „წუხელ ღამით დაიწყო თოვა, ეს პირველი თოვლია ჩემს სოფელში,“ – გვიყვება თეიმურაზ ქამადაძე, ის ხულოში, სოფელ ქვედა თხილვანაში ცხოვრობს, – „ხეხილი დაამტვრია, ხეები ჯერ კიდევ დაფოთლილი იყო და ვერ გაუძლო…“ – ამბობს ის. მოქალაქის თქმით, თოვას შეფერხება არ გამოუწვევია, თუმცა რამდენიმე ოჯახს მის სოფელში შეშის მარაგი ჯერ კიდევ არ აქვს. …
აჭარის ნაკრებში ძირითადად ხულოელი მოთხილამურეები ვართ – ახალი ინვეტარი გვჭირდება
ოთხგზის საქართველოს ჩემპიონი სათხილამურო სპორტში, 18 წლის მარი ჩოგაძე ხულოს სოფელ ქედლებიდანაა. სათხილამურო სპორტში საქართველოს ჩემპიონობისთვის მარიმ ბოლოს 2022 წელს იასპარეზა. მარი გვიყვება, რომ 6 წლის იყო, როცა თხილამურებზე პირველად დადგა. ის ამ სპორტით მამამ დააინტერესა, რომელიც მაშინ სათხილამურო სპორტის ტრენერი იყო. მარიმ თხილამურებზე სრიალი სოფლის მცირე სათხილამურო ტრასაზე ისწავლა მამის და სხვა ტრენერების დახმარებით. …
Continue reading “აჭარის ნაკრებში ძირითადად ხულოელი მოთხილამურეები ვართ – ახალი ინვეტარი გვჭირდება “
დამცინოდნენ სოფლელი ხარო, ხელს მიშლიდნენ სწავლაში – 15 წლის გოგო ხულოდან
15 წლის ნინო [სახელი შეცვლილია] ხულოში, ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში ცხოვრობს. ის მეათე კლასშია. როცა სოფელი და სკოლა დაიმეწყრა, ოჯახი საცხოვრებლად ქალაქში გადმოვიდა. „მეწყრის გამო სკოლაში ვეღარ დავდიოდი, რაღაც პერიოდი ონლაინ ვსწავლობდით, მაგრამ რადგან კარგად ვსწავლობ და ჩემი კონკრეტული მიზნებიც მაქვს, არ მინდოდა რაიმეს ხელი შეეშალა სწავლაში, ამიტომ გადავწყვიტე, ქალაქში გადმოვსულიყავი,“ – გვიყვება ნინო. მისი თქმით, …
Continue reading “დამცინოდნენ სოფლელი ხარო, ხელს მიშლიდნენ სწავლაში – 15 წლის გოგო ხულოდან”
ხულოში, სოფელ ღურტაში, 42 წლის კაცი ხის დაცემისგან დაიღუპა
ხულოში, სოფელ ღურტაში, კაცს ხე დაეცა და დაიღუპა, ის 42 წლის იყო. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, ექიმებს ადგილზე კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. დიოკნისის თემში ხულოს რწმუნებულის, გურამ კახაძის ინფორმაციით, კაცი ხეს სოფლის ტერიტორიაზე ჭრიდა ბენზოხერხით. შსს-ს ამ შემთხვევაზე გამოძიება ჯერ არ დაუწყია.
ესმა, ნანული, ნათელა, სურიე და მემთეური ქალები ღორჯომის ყიშლიდან
ღორჯომამდე დილის 8 საათია, წვიმს. ბათუმის ავტოსადგურში ვარ და მობილურზე ვრეკავ. ხულოს სოფელ ღორჯომის სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა მიპასუხა: „კი, წაგიყვან ბიძია, მაგრამ არ გავხარ ხულოელს. ცუდი გზებია იქ და მაინც გინდა წამოსვლა?“ რამდენიმე წუთში რუხი ფერის „სპრინტერში“ შავთავსაფრიანი ქალის გვერდით ვჯდები. ისევ გადაუღებლად წვიმს. ხელვაჩაურში დიდ საცობში ვიჭედებით. „ყოველთვის ასეა, ამხელა გზა გაქვს გასავლელი და …
Continue reading “ესმა, ნანული, ნათელა, სურიე და მემთეური ქალები ღორჯომის ყიშლიდან”
30 წუთი, სანამ ყველაფერი გაქრება, რასაც მთელი ცხოვრება ქმნიდი
30 წუთი – დაახლოებით ამ დროში იწვის და ფერფლად იქცევა აჭარაში ხის სახლები. ხულოდან რომელიმე მაღალმთიან სოფელში სახანძრო-სამაშველო სამსახურის მისვლას კი საშუალოდ 38-42 წუთი სჭირდება. 30 წუთში, სანამ სახანძრო გზაშია, ადამიანები კარგავენ ყველაფერს. „იმ მომენტში, როცა სახლში შევვარდი, მარტო ერთ რამეზე ვფიქრობდი – შვილი გადამერჩინა. მარტო შვილზე ვფიქრობდი, შიშის გრძნობა არ მქონია. ბავშვი ოთახში იყო, …
Continue reading “30 წუთი, სანამ ყველაფერი გაქრება, რასაც მთელი ცხოვრება ქმნიდი”
„არავის არ სჭირდება ჩვენი თამბაქო“ – კაცი ხულოდან
ხულოში მცხოვრებმა არაერთმა ოჯახმა, რომელთაც აქამდე ძირითადად კარტოფილი მოჰყავდათ, ბოლო წლებია თამბაქოს მოყვანა არჩიეს, თუმცა ახლა არ არიან დარწმუნებული, რომ სწორი არჩევანი გააკეთეს. 53 წლის რესან ხმალაძე ხულოს სოფელ ბეღლეთში ცხოვრობს. მის ოჯახს ბოლო სამი წელია თამბაქო მოჰყავს. რესანის თქმით, კარტოფილიდან თამბაქოს წარმოებაზე გადასვლა 2019 წელს თამბაქოს ფასის ზრდამ გადააწყვეტინა, რადგან კარტოფილს არასტაბილური, დაბალი ფასი …
Continue reading “„არავის არ სჭირდება ჩვენი თამბაქო“ – კაცი ხულოდან”
ვინ იმგზავრებს ხულო-თაგოს საბაგიროთი უფასოდ – საკრებულოს ახალი დადგენილება
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ხულო-თაგოს საბაგიროთი მგზავრობის ტარიფებთან დაკავშირებით ახალი დადგენილება დაამტკიცა, რომელიც ოფიციალურად ხვალ, 4 ოქტომბერს, შევა ძალაში. ერთი მგზავრისთვის საბაგიროთი გასვლა-გამოსვლა 5 ლარი ეღირება. შესაბამისი დადგენილება ტარიფების გაზრდაზე საკრებულომ 2022 წლის 30 აგვისტოს დაამტკიცა და ის 2022 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა, თუმცა ეს დადგენილება გაუქმდა. ახალი დადგენილებით გაიზარდა იმ მგზავრების კატეგორია, რომლებიც საბაგიროთი უფასოდ …
Continue reading “ვინ იმგზავრებს ხულო-თაგოს საბაგიროთი უფასოდ – საკრებულოს ახალი დადგენილება”
რა აქვთ და რა სჭირდებათ ხულოში ახალგაზრდებს
თითქმის ყველა ხულოელი მოჭიდავის ამბავი, რომლებმაც უკვე მიაღწიეს პატარა თუ დიდ წარმატებას, ხულოს სასპორტო სკოლაში დაიწყო. ამ სკოლის აღზრდილია 23 წლის ლერი აბულაძეც, რომელიც 12 სექტემბერს ვიცე-მსოფლიო ჩემპიონი გახდა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 63 წონით კატეგორიაში. ლერიმ წელს ევროპის ჩემპიონობაც მოიპოვა. ახლა კიდევ უფრო მეტი მონდომებით აპირებს მომზადებას ჯერ ევროპის და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატებისთვის. ლერი კიდევ …
Continue reading “რა აქვთ და რა სჭირდებათ ხულოში ახალგაზრდებს”
„გოგოს რა უნდა მთაში“… ამ სტერეოტიპს ნელ-ნელა ვანგრევ“ – 17 წლის მთამსვლელი ხულოდან
17 წლის მარი კოჩალიძე ხულოში, სოფელ რიყეთში ცხოვრობს. მარი ახალგაზრდა მთამსვლელია. ცდილობს, რომ მისი გატაცების შესახებ ბევრ თანატოლს მოუყვეს, გამოცდილება გაუზიაროს და მათთან ერთად შეეწინააღმდეგოს სტერეოტიპს, რომ თითქოს ალპინიზმი ქალის საქმე არ არის. საიდან დაიწყო მთამსვლელობის გზა თქვენთვის? 16 წლის ვიყავი, როცა ჩემმა დამ აჭარის მეკლდეურთა კლუბზე მითხრა. გავწევრიანდი, ზაფხულში ლაშქრობებზე დავდიოდი და ყველაფერი აქედან …
„რომ შეიძლებოდეს, ქალაქში არ წავიდოდი მოსამზადებლად“ – აბიტურიენტი ხულოდან
17 წლის აბიტურიენტი, ჯანეტ კოჩალიძე ხულოში, სოფელ რიყეთში ცხოვრობს. ჯანეტი უმაღლესი განათლების მიღებას და ფარმაციის შესწავლას გეგმავს. იგი ამბობს, რომ მას, ისევე როგორც სოფლებში მცხოვრებ ბევრ აბიტურიენტს, სწავლის ხარისხი სკოლაში არ აკმაყოფილებს. ჯანეტი ქალაქში წასვლას და რეპეტიტორებთან მომზადებას გეგმავს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად. იგი სოფლიდან აბიტურიენტების ქალაქში წასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ინგლისური ენის სპეციალისტების ნაკლებობას …
Continue reading “„რომ შეიძლებოდეს, ქალაქში არ წავიდოდი მოსამზადებლად“ – აბიტურიენტი ხულოდან”
ინგლისურში მოსამზადებელი პირველი სასწავლო ცენტრი ხულოში – ესმა ანანიძის იდეა
27 წლის ესმა ანანიძემ ხულოდან დაახლოებით 10 000 ლარის თანადაფინანსება მოიპოვა „აწარმოე საქართველოსგან“ და ნოემბრის ბოლოს, მუნიციპალიტეტში ინგლისური ენის მოსამზადებელ პირველ სასწავლო ცენტრს გახსნის. ესმას ცენტრს „ABC ROOM“ ჰქვია. როგორც ინგლისური ენის მასწავლებელი გვიყვება, ცენტრის გახსნას მასთან ერთად ამ იდეის ბევრი გულშემატკივარი ელის, განსაკუთრებით კი მოსწავლეები. ესმა მოსწავლეებს სასწავლო ცენტრში გასაუბრების და ტესტირების შემდეგ მიიღებს …
Continue reading “ინგლისურში მოსამზადებელი პირველი სასწავლო ცენტრი ხულოში – ესმა ანანიძის იდეა”
სახლში რვეულების და კალმების გარეშე დავბრუნდი, ტანსაცმელი ნისიად ავიღე – 6 შვილის მამა ხულოდან
6 შვილის მამა, 44 წლის ავთანდილ შაინიძე ხულოს სოფელ წაბლანაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ავთანდილის უფროსი შვილი – სალომე 18 წლისაა. შემდეგი შვილები კი – 17 წლის მარადი, 15 წლის ლუკა, 11 წლის ირინა, 9 წლის ელენე და 1 წლის დავით შაინიძეები არიან. ოჯახი სოციალურად დაუცველია. ბავშვებს არც ინტერნეტი აქვთ და არც ტელეფონები. ავთანდილის 4 შვილი …
ხულოს სოფელ მეხალაშვილებში ხანძრის შედეგად 2 სახლი დაიწვა
ხულოს სოფელ მეხალაშვილებში, წუხელ ღამით, ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. უსახლკაროდ დარჩენილ ორ, 6-6 სულიან ოჯახს, დღეიდან ხულოს მერია საცხოვრებლად დროებით, ქირით გადაიყვანს. „თითოეული ოჯახი ბიუჯეტიდან 20-20 ათას ლარს მიიღებს დახმარების სახით. ასევე, მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა დამატებით თანხა და ამ ოჯახებს, თითოს 20 კუბური მეტრი ხის …
Continue reading “ხულოს სოფელ მეხალაშვილებში ხანძრის შედეგად 2 სახლი დაიწვა”
11 მილიონი აჭარის სოფლების გაზიფიცირებისთვის – ტენდერები 9 მილიონით არ შედგა
დაბა ხულოს, შუახევისა და კიდევ 11 სოფლის გაზიფიცირებაზე გამოცხადებული ტენდერები არ შედგა. ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არავინ მიიღო. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 9,3 მილიონი ლარი იყო. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ იგივე მომსახურებაზე ტენდერები დღეს, 16 სექტემბერს ხელახლა გამოაცხადა, თუმცა, მომსახურების სავარაუდო ღირებულება ჯამში 2,3 მილიონი ლარითაა გაზრდილი და მთლიანობაში 11,6 მილიონი ლარია. შესყიდვის ხელახლა გამოცხადებით გადაიწია …
Continue reading “11 მილიონი აჭარის სოფლების გაზიფიცირებისთვის – ტენდერები 9 მილიონით არ შედგა”
წელს გასაოცარი მოსავალი მქონდა – კიდევ რა სჭირდებათ 16 წლის ლიას და მის მეგობრებს სოფელში
ლია ხოზრევანიძე 16 წლისაა. ის ხულოს სოფელ ბოძაურში ცხოვრობს და მისი და მისი თანატოლების ყოველდღიურობაზე გვიყვება. ბოძაურელები, ძირითადად, კარტოფილის მეურნეობას და მესაქონლეობას ეწევიან, რაშიც ახალგაზრდებიც ყოველდღიურად მონაწილეობენ. ლიამ საუბრის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ მაღალმთიან აჭარაში, მით უფრო იმ სოფლებში, რომლებიც მუნიციპალიტეტის ცენტრისგან მოშორებულია, ახალგაზრდები სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას ვერ ახერხებენ. არადა ეს გაამრავალფეროვნებდა, როგორც მათ ყოველდღიურობას, ისე …
ხულოსა და ქედაში რამდენიმე ობიექტს ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე რამდენიმე ობიექტს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს ობიექტებია: „თამარ მეფის წყარო“ – ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი პირველი მაისი – XI-XIII საუკუნეები; სახეობა – არქიტექტურის / არქეოლოგიური: შუა საუკუნეების წყარო – ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი კოლოტაური (ჯინისის უბანი) – განვითარებული შუა საუკუნეები; სახეობა …
Continue reading “ხულოსა და ქედაში რამდენიმე ობიექტს ძეგლის სტატუსი მიენიჭა”
აჭარის მთიან სოფლებში 20 სკოლას წელს პირველკლასელი არ ჰყავს
აჭარის მაღალმთიანი სოფლების 20 სკოლას 2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელი არ ჰყავს. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს ხულოს მუნიციპალიტეტში 7 საჯარო სკოლაში პირველკლასელები არ იქნებიან. ხულოში ესაა გელაურის, კორტოხის, პარტნარის, პაქსაძეების, სკვანის, ტაბახმელის და ფუშრუკაულის საჯარო სკოლები. ამ სკოლებიდან, მაგალითად სკვანის და გელაურის სკოლებს პირველკლასელი არც 2019-2020 სასწავლო წელს ჰყოლია. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სოფლებიდან …
Continue reading “აჭარის მთიან სოფლებში 20 სკოლას წელს პირველკლასელი არ ჰყავს”
აჭარის მთავრობა გოდერძიზე მიწას სასტუმროს აშენების პირობით ყიდის – აუქციონი
გოდერძის უღელტეხილზე, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალთან, აჭარის მთავრობა 3 151 კვ.მ მიწის ნაკვეთს, სასტუმროს აშენების პირობით, აუქციონზე ყიდის. აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა. ნაკვეთი ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ დანისპარაულის ადმინისტრაციულ საზღვრებშია და საწყისი გასაყიდი ფასი, 600 ათასი ლარია. აქ 50-ნომრიანი სასტუმრო უნდა აშენდეს. აუქციონის პირობა ასეთია: საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადახდა აუქციონის დასრულებიდან 2 ეტაპად, კერძოდ: 2022 …
Continue reading “აჭარის მთავრობა გოდერძიზე მიწას სასტუმროს აშენების პირობით ყიდის – აუქციონი”
„სოფლის ექიმის 6 დღე“ – მომავალი ექიმების ფოტოპროექტი ხულოში
„სოფლის ექიმის 6 დღე“ – ასე ეწოდება ექსპედიციას და ფოტოპროექტს, რომელიც პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ განახორციელა ხულოში. პროექტის ფარგლებში სამედიცინო აკადემიის 6 სტუდენტი სხალთაში, დაბა ხულოსა და ღორჯომში სოფლის ექიმების ცხოვრებას აკვირდებოდა და ფოტოკამერით იღებდა. პროექტის მიზანია მომავალმა ექიმებმა ფოტოგრაფიით უამბონ ადამიანებს სოფლის ექიმების ცხოვრებაზე. სტუდენტმა ირინკა ისიანმა პროექტში მონაწილეობა ფოტოგრაფიის სიყვარულის გამო …
Continue reading “„სოფლის ექიმის 6 დღე“ – მომავალი ექიმების ფოტოპროექტი ხულოში”