„ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ. რა აღარ გამოვიარე და ასეთი საშიშროება ჯერ არ მიგრძნია, რასაც დღეს ვგრძნობ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ვაჟა ზოიძე. ის ხულოში, სოფელ დეკანაშვილებში ცხოვრობს. 1989 წელს, საბჭოთა კავშირის წლებში, ვაჟა ზოიძემ ხულოს ცენტრში ღამის საათებში ლენინის ძეგლი ჩამოაგდო – ამაყობს, ბათუმს დავასწარით ხულომო. დღეს ვაჟა ზოიძე სამოქალაქო წინააღმდეგობის წევრია და 26 მაისის დემონსტრაციაზეც ჩავიდა …
Tag Archives: ხულო
ხულოს მაგისტრატი მოსამართლე გარდაიცვალა
ხულოს მაგისტრატი მოსამართლე, ნუგზარ მგელაძე გარდაიცვალა. ნუგზარ მგელაძე თითქმის 30 წელი მუშაობდა მოსამართლედ. 1997-2000 წლებში ის იყო ხულოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2000 – 2005 წლებში ის იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე. 2005 -2010 წლებში კი – რეზერვის მოსამართლე. 2016 წლის იანვრიდან ნუგზარ მგელაძე იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგიტრატი მოსამართლე ხულოს მუნიციპალიტეტში. 2018 წლის …
დააკავეს ხულოს მერიის ყოფილი თანამშრომლები – სუსი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხულოს მერიის ყოფილი თანამშრომლები დააკავა. მათთან ერთად დაკავებულია სამუშაოების ზედამხედველი კომპანიის ორი ექსპერტი და სამუშაოების შემსრულებელი ორი კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი პირები. გამოძიება დაკავებულებს კურორტ ბეშუმში სასმელი წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების არასრულყოფილად ჩატარებას და ოფიციალური დოკუმენტაციის გაყალბებას ედავება. ინფორმაცია დღეს, 9 მარტს გახდა ცნობილი სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის ბრიფინგზე. „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ …
Continue reading “დააკავეს ხულოს მერიის ყოფილი თანამშრომლები – სუსი”
რა ხდება გზებზე აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში – დეპარტამენტის გაფრთხილება
აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში კვლავ თოვს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი საავტომობილო გზები. ამ დროისთვის მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეზღუდული არ არის. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით გადაადგილდნენ და საჭიროების …
Continue reading “რა ხდება გზებზე აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში – დეპარტამენტის გაფრთხილება”
ხულოს მერია საახალწლო მორთულობაზე 18 ათას ლარს დახარჯავს
ხულოს მერია დაბა ხულოს საახალწლო მორთულობაზე 18 042 ლარს დახარჯავს. ხულოს მერიამ გამარტივებული შესყიდვით გააფორმა ხელშეკრულება შპს „პაზლთან“. კომპანია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 18 042 ლარს მიიღებს. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას ევალება საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო საქონლის მიწოდება/მონტაჟი. კომპანია „პაზლმა“ დაბა ხულოში უნდა დაამონტაჟოს ილუმინაციები, მანათობელი LED დეკორაციები, ლედ ნათურები. ამავე კომპანიამ უნდა შეიძინოს ნაძვის ხის სათამაშოები, ახალი …
Continue reading “ხულოს მერია საახალწლო მორთულობაზე 18 ათას ლარს დახარჯავს”
ხულოში სოფლების ნაწილი ისევ შუქის გარეშეა
ხულოში, ყინჩაურისა და ხიხაძირის ადმინისტრაციული თემების რამდენიმე სოფელი, ასევე დაახლოებით 100 აბონენტი შუახევში, შუქის გარეშეა. ხულოს სოფლების დიდ ნაწილში შუქი გუშინ, 13 დეკემბერს გამოირთო, როცა ინტენსიური თოვა დაიწყო. სოფლების ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება დღეს აღდგა. „ენერგო პრო ჯორჯიას“ პრესცენტრის ინფორმაციით, სოფლებში, სადაც შუქი ამ დრომდე არ აქვთ, ელექტროენერგიის მიწოდება სავარაუდოდ დღის ბოლომდე აღდგება. ხულოს მერიის ინფორმაციით, …
Continue reading “ხულოში სოფლების ნაწილი ისევ შუქის გარეშეა”
თოვის დაწყების შემდეგ ხულოსა და შუახევის რამდენიმე სოფელში შუქი გამოირთო
დღეს, 13 დეკემბერს, ხულოსა და შუახევის რამდენიმე სოფელში მოსახლეობა უშუქოდ დარჩა. „ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება შუახევში ჭვანის ხეობის ნაწილს, ხოლო ხულოში – სოფელ ძირკვაძეებსა და დიდაჭარას. „ბათუმელების“ ინფორმაციით, უშუქოდაა დარჩენილი სხვა სოფლებიც, მაგალითად, ბეღლეთი და კორტოხი. ამ სოფლებში მცხოვრები ადამიანების თქმით, შუქი დილიდან გამოირთო, როცა თოვა დაიწყო. „ენერგო პრო ჯორჯიაში“ ვერ ამბობენ, …
Continue reading “თოვის დაწყების შემდეგ ხულოსა და შუახევის რამდენიმე სოფელში შუქი გამოირთო”
ხულოს მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტზე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი დააკავეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სამსახურებრივად ევალებოდა ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული საქონლის ჩაბარება და სათანადო დოკუმენტაციის გაფორმება, სახელმწიფო ტენდერში მონაწილე კომპანიის წარმომადგენლისგან ნაკლებობით ჩაიბარა საქონელი, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა სრულ მოცულობაზე და უზრუნველყო მიმწოდებელი კომპანიისთვის სრული სატენდერო ღირებულების გადარიცხვა. აღნიშნული ქმედების სანაცვლოდ, …
Continue reading “ხულოს მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს”
ხულო-თაგოს საბაგირო ისევ გაჩერებულია – 2026 წელს წინასაპროექტო კვლევაა დაგეგმილი
ხულო-თაგოს საბაგირო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის წინასაპროექტო კვლევას აჭარის მთავრობა მომავალ წელს შეისყიდის. პროექტის დასაფინანსებლად 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში 200 000 ლარი გაითვალისწინეს. ხულო-თაგოს საბაგირო ერთი წელია გაჩერებულია. როგორც მმართველი კომპანიის დირექტორმა, ემზარ აბულაძემ გვითხრა, საბაგირო აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა, არ იყო უსაფრთხო, ამიტომაც ახლის შესყიდვა გადაწყვიტეს. არსებული საბაგირო 1985 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ფუნქციონირება არ შეუწყვეტია. …
Continue reading “ხულო-თაგოს საბაგირო ისევ გაჩერებულია – 2026 წელს წინასაპროექტო კვლევაა დაგეგმილი”
საქონელს მთაში ახალი ვირუსი გაუჩნდა: „ჩლიქები ულპება, ვერ დადიან, არავინ გვეხმარება“
„ერთი პირუტყვი უკვე დავმარხე, სხვებს – ჩემი ძალებით ვმკურნალობ… ყველა თავისი ძალით ცდილობს, გადაარჩინოს პირუტყვი, იმიტომ, რომ არავინაა მომხმარე“, – უთხრა „ბათუმელებს“ ხულოში, სოფელ ქედლებში მცხოვრებმა ბეგლარ შანთაძემ. მისი საქონელიც ჯერ კიდევ გაურკვეველი და მასობრივად გავრცელებული ვირუსით დაავადდა. უკვე მეორე თვეა აჭარის მთაში პირუტყვი ავადდება. არალეგიტიმური მთავრობა მესაქონლეებს არათუ არ ეხმარება – განმარტებასაც კი არ …
ხულოში, გოდერძის უღელტეხილზე თოვს – 21 სექტემბერია
ხულოში, გოდერძის უღელტეხილზე თოვს. „კოჭებამდე თოვლია, იალაღებზე უფრო დიდი თოვლი იქნება… აქამდე არავის ახსოვს აქ თოვა სექტემბერში,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თამარ გუნდაძე, რომელიც კურორტ „გოდერძზე“ ცხოვრობს. ხულოს მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ოჯახების ნაწილი ისევ იალაღებზე არიან, თუმცა გზებზე გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შუქი აღარ მიეწოდება კურორტ „ბეშუმს“.
ხულოში მანქანა ხევში გადავარდა, დაიღუპა ქალი
ხულოში, მთა ზორტიყელისკენ მიმავალ გზაზე ავტომანქანა ხევში გადავარდა. ადგილზე დაიღუპა ქალი, დაშავებული მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს. დაღუპული ქალი დაახლოებით 40 წლისაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ხულოს საკრებულოში ოპოზიციონერებს ფრაქციის შექმნაზე უარი უთხრეს – რა გადაწყვიტა სასამართლომ
ხელვაჩაურის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი, რომელიც ხულოს საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციის შექმნას ეხებოდა. ხულოს საკრებულომ ოპოზიციონერ წევრებს ფრაქციის შექმნაზე უარი უთხრა. საკრებულოს წევრებს ფრაქციის შექმნის უფლებას კანონი აძლევს. როგორც „ბათუმელებს“ ბესიკ შაინიძემ უთხრა, ხულოს საკრებულოს წევრმა კოალიციიდან -„ძლიერი საქართველო“, ხელვაჩაურის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნუგზარ მგელაძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი. კერძოდ, მოთხოვნა დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რომ ხულოს საკრებულომ …
ხულოში დროშის აღსამართად 84 ათასი ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან
დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერში სახელმწიფო დროშის აღსამართავად კონსტრუქციის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 84 ათას 520 ლარია გამოყოფილი. ამ თანხაში შედის დროშის შეძენაც, თუმცა დამატებით ცალკე თანხაა გადახდილი პროექტში. კონსტრუქციის მოწყობაზე ხულოს მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. კონსტრუქცია აჭარის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში მოეწყობა. ტენდერს თან ახლავს 17-გვერდიანი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც ხულოს მერიის დაკვეთით …
Continue reading “ხულოში დროშის აღსამართად 84 ათასი ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან”
ღამით გადაიკეტება ხულო-გოდერძის გზა სოფელ რიყეთთან
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წლის 18 ივნისის 23:00 სთ-დან 19 ივნისის 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ხულო-გოდერძის გზაზე – ხულოს სოფელ რიყეთთან. გზის დროებით ჩაკეტვის მიზეზი, როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი[ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე [სოფ. რიყეთი] დაგეგმილი სამუშაოებია“. გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნული სამუშაოები ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ტარდება. …
Continue reading “ღამით გადაიკეტება ხულო-გოდერძის გზა სოფელ რიყეთთან”
როგორ გეგმავენ ხულო-თაგოს საბაგირო გზის აღდგენას
ხულო-თაგოს საბაგირო გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამ ეტაპზე ტენდერის გამოსაცხადებლად ბაზარს სწავლობს. დაგეგმილია არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი, ტექნიკის შეცვლა და სხვა სამუშაოები. ძირითადი მოთხოვნაა „შენარჩუნდეს ხულო-თაგოს უსაყრდენო საბაგირო ხაზის მოწყობის პრინციპი“. ხულო-თაგოს საბაგირო გზა „ტექნიკური შეუსაბამობების გამო“ თითქმის ერთი წელი გაჩერებულია. საბაგირო გზის აღსადგენად საჭირო სამუშაოებზე ტენდერი პროექტირება-მშენებლობის [Design-Build] …
Continue reading “როგორ გეგმავენ ხულო-თაგოს საბაგირო გზის აღდგენას”
ხულოს საკრებულოში ოპოზიციონერებს ფრაქციის შექმნაზე უარი უთხრეს – დავა სასამართლოში
ხულოს საკრებულომ ოპოზიციონერ წევრებს ფრაქციის შექმნაზე უარი უთხრა. საკრებულოს წევრებს ფრაქციის შექმნის უფლებას კანონი აძლევს. ხულოს მოქმედი საკრებულოს სამ წევრს: ბესიკ შაინიძეს პარტიიდან „ლელო“, ზაზა ვანაძეს „სტრატეგია აღმაშენებელი“ და მინდია რიჟვაძეს „გახარია საქართველოსთვის“ ფრაქციის შექმნა 2024 წლის ბოლოს გადაუწყვეტიათ, მას შემდეგ, როცა გახარიას თანაგუნდელი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდა და ოპოზიციური ფრაქცია დაიშალა. ხულოს საკრებულომ ახალი …
რატომ გაჩერდა და როდის დაიწყებს მუშაობას ხულო-თაგოს საბაგირო
ხულო-თაგოს საბაგირო თითქმის ერთი წელია გაჩერებულია. „ბათუმელები“ შეეცადა დაედგინა, როდის დაიწყებს მუშაობას საბაგირო, თუმცა, როგორც გაირკვა, ხულო-თაგოს საბაგირო იმ ფორმით, როგორითაც ის 1985 წლიდან ფუნქციონირებს, აღარ ამუშავდება. აქ ახალი საბაგირო უნდა ააშენონ. არსებული საბაგირო გზის გაჩერების მიზეზი, როგორც „ბათუმელებს“ ხულოს მერიის ა[ა]იპ „ხულო-თაგოს ბაგირგზაში“ უთხრეს, მზიდი ბაგირის/ტროსის დაზიანებაა – ბაგირი, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით, ვეღარ აკმაყოფილებს …
Continue reading “რატომ გაჩერდა და როდის დაიწყებს მუშაობას ხულო-თაგოს საბაგირო”
აპრილის თოვლი ხულოში – ფოტოამბავი
15 აპრილს, ხულოს სოფლებში დილიდან თოვს. ადგილობრივების თქმით, თოვლის საფარის სიმაღლე დაახლოებით 15 სანტიმეტრია. ფოტოები გადაღებულია სოფელ ქვედა თხილვანასა და ბეღლეთში.
ხულოში ნაპრალები გაჩნდა ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე
ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე, კერძოდ, დაბა ხულოდან გზის დაახლოებით მეხუთე კილომეტრზე, ნაპრალები გაჩნდა. ეს გზა ორი წლის წინ შეაკეთეს. ადგილობრივების დაკვირვებით, ნაპრალები გზაზე საკმაოდ ღრმაა და შესაძლოა ის მეწყრის საფრთხეებზე მიანიშნებდეს, იმის გათვალისწინებით, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთთან ახლოს მეწყერი 2023 წელს ჩამოწვა. „ბათუმელები“ შეეცადა ხულოს მერიის პრესსამსახურიდან ინფორმაციის მიღებას – ხომ არ მიუმართავს მუნიციპალიტეტს შესაბამისი სამსახურებისთვის და …
Continue reading “ხულოში ნაპრალები გაჩნდა ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე”
ხულოში, სოფელ დანისპარაულში ხის სახლი დაიწვა
ხულოში, სოფელ დანისპარაულში სახლი დაიწვა. ხანძრის დროს სახლში არავინ იყო. „ეს ჩემი ძმის სახლია, ეკომიგრანტი ოჯახია და ბათუმში ცხოვრობენ ნაქირავებში, სახანძრო მოვიდა, მაგრამ ხის სახლია და მალე დაიწვა,“ – გვითხრა რესან აბულაძემ. მისი თქმით, ხელისუფლება მათ დახმარებას დაჰყირდა. შემთხვევა დღეს, 5 მარტს მოხდა.
ხულოში დაიწვა მეჩეთი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში ხანძრის მეჩეთი დაიწვა. ხანძარი მეჩეთში დღეს, 3 მარტს, საღამოს გაჩნდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. საციხურის მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა. ეთნოლოგ რუსლან ბარამიძის ცნობით, „შენობის აგების თარიღი XVIII საუკუნის ბოლო – XIX საუკუნის დასაწყისია. თავდაპირველად მეჩეთი სოფელ პაქსაძეებში მდებარეობდა, შემდეგ დაუშლიათ და სამ სოფელზე – პაქსაძეები, ბეღლეთი და …
Continue reading “ხულოში დაიწვა მეჩეთი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო”
ნესტან ანანიძემ „ადამიანის უფლებათა ტიტა“ მიიღო – „სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო მზია ამაღლობელს“
ნესტან ანანიძემ, სამოქალაქო აქტივისტმა და „სოლიდარობის თემის“ თანადამფუძნებელმა, დღეს, 23 იანვარს, ნიდერლანდების საელჩოს ჯილდო – „ადამიანის უფლებათა ტიტა“ მიიღო. სიტყვით გამოსვლის დროს ნესტან ანანიძემ ისაუბრა იმ პრობლემებზე, რის წინაშეც წლებია დგანან ქალები ხულოში. მან გაიხსენა სამოქალაქო საპროტესტო აქციები ხულოში, რომელსაც სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისთვის მართავდნენ ახალგაზრდები. მან ასევე სოლიდარობა გამოუცხადა რეჟიმის ყველა პატიმარს, მათ შორის „ბათუმელების/ნეტგაზეთის“ …
ხულოს სოფელ ჩაოში მეწყერი ჩამოწვა – „4 ოჯახს პირდაპირ გვემუქრება საფრთხე“
დღეს, 19 დეკემბერს, საღამოს, მეწყერი ჩამოწვა ხულოს სოფელ ჩაოში. „მეწყერი ამ საღამოს ჩამოწვა. სოფელში ჩაიკეტა ცენტრალური გზები. გადაუდებელი დახმარება რომ დასჭირდეს ვინმეს, სასწრაფო დახმარება ვერ მოვა. მე ახლა მეზობელთან ვარ. სახლში ვერ გავჩერდი. არ გაიჩერება, მეშინია. სხვა ოჯახებიც არიან, ვინც გამოვიდნენ სახლებიდან და მეზობლებთან ან ნათესავებთან აფარებენ თავს. ოთხი ოჯახი ვართ, ვისაც პირდაპირ გვემუქრება საფრთხე. …
Continue reading “ხულოს სოფელ ჩაოში მეწყერი ჩამოწვა – „4 ოჯახს პირდაპირ გვემუქრება საფრთხე“”
ექთნები ხულოდან კლინიკის კარების გამოხურვით იმუქრებიან
ხულოს კლინიკაში დასაქმებული ექთნები საერთო მიმართვას ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, კლინიკის მენეჯმენტს სურს შეცვალოს ექთნების გრაფიკი. „15 დღის წინ გვითხრეს, რომ თქვენ ყოველ მეოთხე დღეს მორიგეობის ნაცვლად, უნდა გადახვიდეთ ყოველ მე-8 დღეს მორიგეობაზე. ჩვენ გვქონდა შეკითხვა, რატომ? ბევრი პაციენტი არ გვყავს და კომპანია ასე მუშაობაზე არ არის თანახმაო. აგიხსნით, როგორ უნდათ ყოველ მე-8 დღის მორიგეობაზე გადაგვიყვანონ. …
Continue reading “ექთნები ხულოდან კლინიკის კარების გამოხურვით იმუქრებიან”
„გზა არ არის, შუქი არ არის, მომკითხავი კაცი არ არის“ – ხულოსა და შუახევში ზოგ სოფელს დენი არ მიეწოდება
დღეს, 19 დეკემბერს, ხულოში სოფლების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. შუქი პრობლემურად მიეწოდება შუახევის რამდენიმე სოფელსაც. „თუ იცით, თოვლის მოსვლას როგორ ვიგებთ? შუქი რომ ქრება, ვხვდებით, რომ მოსალოდნელია ცუდი ამინდი. ან უნდა გათოვდეს, ან იწვიმოს… გზა არ არის გახსნილი, ჯერ გზა უნდა გაიხსნას, რომ ნახონ რა პრობლემის გამო არ მოგვეწოდება დენი. შიდა სასოფლო გზა არ არის …
ხულოს, ქედასა და შუახევს დენი არ მიეწოდება, სამუშაოებს დიდთოვლობა აფერხებს – „ენერგო-პრო“
კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობამ ელექტრო-ენერგიის მიწოდებაში შეზღუდვები გამოიწვია. „დაზიანებულია ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროგადამცემი ხაზები და კომპანიის ინფრასტრუქტურა, რის გამოც სამივე მუნიციპალიტეტში დროებით შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდება. აღდგენითი სამუშაოები დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში ჩართული არიან როგორც ადგილობრივი ტექნიკური ბრიგადები, ასევე სხვა რეგიონებიდან ჩამოყვანილი დამატებითი ჯგუფები. საგანგებო რეჟიმში მობილიზებული ტექნიკური პერსონალი მაქსიმალურად ცდილობს …
ხულოელი ახალგაზრდები ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სოლიდარობას უცხადებენ
დღეს, 8 დეკემბერს, ხულოში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა განცხადება გაავრცელეს და სოლიდარობა გამოუცხადეს საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და ჟურნალისტებს . ახალგაზრდები მიმართავენ პასუხისმგებელ ინსტიტუტებს, გაიაზრონ თითოეული ქმედების შედეგები და პატივი სცენ ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს. „ჩვენ, ხულოელი ახალგაზრდები, გულისტკივილით ვაკვირდებით საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, გამოვხატოთ ჩვენი პრინციპული პოზიცია და დავიცვათ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებები. საქართველოსთვის ევროპულ …
აჭარის მაღალ სოფლებში თოვლის სიმაღლე 1 მეტრს აღწევს, არ არის დენი, შეზღუდულია მოძრაობა
მეორე დღეა თოვს მაღალმთიან აჭარაში, ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრს აღწევს. შუახევსა და ხულოში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. მუნიციპალიტეტების განცხადებით, დაზიანებულია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ელექტროენერგია მოსახლეობას დღის ბოლომდე მიეწოდება. საავტომობილო გზებზე რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება, შეფერხებულია გადაადგილება შიდა სასოფლო გზებზე. თოვისა და …
„ბათუმელების“ მკითხველმა 97 742 ლარი შეუგროვა ნათიას – ქალი 30 სული პირუტყვით მთაში
ნათია აბულაძე, ქალი ხულოდან, რომელიც მარტო უვლის 30 სულ პირუტყვს და ოცნებობს ჰქონდეს პატარა მიწა, სადაც ცალკე სახლი და ბოსელი ექნება, „ბათუმელებმა“ მკითხველებს წელს, აგვისტოში გააცნო. „ბათუმელების“ სტატიას და ვიდეომასალას მკითხველების დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ნათიას დახმარების სურვილი ათასობით ადამიანმა გამოთქვა. ნათია აბულაძეს „ბათუმელების“ მკითხველმა, ჯამში, 97 742 ლარი შეუგროვა. ნათია იალაღიდან დაახლოებით 20 დღის …
რატომ გაქრნენ ქალები „ოცნების“ საარჩევნო კამპანიიდან
თუ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიას გადაავლებთ თვალს, მარტივად შენიშნავთ, რომ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოების უდიდეს ნაწილზე, რომლებიც „ოცნების“ ამომრჩევლებთან შეხვედრას ასახავს, ამომრჩევლები ძირითადად კაცები არიან. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია მაღალმთიან აჭარაში, სადაც „ოცნების“ კამპანია, მმართველი პარტიის მიერვე გამოქვეყნებული ფოტომასალის თანახმად, ფაქტობრივად, ქალების გარეშე მიმდინარეობს. მაგალითად, აი, ეს ფოტო, სწორედ ამ ტენდენციას ასახავს. ეს და სხვა ფოტოები, …
Continue reading “რატომ გაქრნენ ქალები „ოცნების“ საარჩევნო კამპანიიდან”
„ზოგს კარტოფილი არ აუღია, ზოგს შეშა არ აქვს“ – ხულოში ზამთარი ოქტომბერში დადგა
მაღალმთიან აჭარაში დღეს, 21 ოქტომბერს, თოვლის საფარი 50-55 სანტიმეტრს აღწევს. ხულოს ბევრ სოფელში ოჯახებმა ვერ მოასწრეს მოსავლის აღება და ზამთრისთვის მომზადება. „არის ოჯახები, რომლებმაც კარტოფილის ამოღება ვერ მოასწრეს. ყველასთვის მოულოდნელი იყო ეს ამინდი. მე პირადად შეშა ვერ მოვიმარაგე. ველოდებით გამოდარებას. იქნებ რამე მოვახერხოთ”, – გვეუბნება თეიმურაზ გაბაიძე, რომელიც ხულოს სოფელ ქვედა თხილვანაში ცხოვრობს. მისი თქმით, …
Continue reading “„ზოგს კარტოფილი არ აუღია, ზოგს შეშა არ აქვს“ – ხულოში ზამთარი ოქტომბერში დადგა”
ოქტომბრის თოვლი აჭარაში: სოფლების ნაწილს დენი არ მიეწოდება, ბევრგან ჩაკეტილია გზაც
დღეს, 21 ოქტომბერს, მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა 15-20 სანტიმეტრს მიაღწია. ხულოს სოფლების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ჩაკეტილია გზებიც. დაბა ხულოში, ადგილობრივების თქმით, მესამე დღეა არ მიეწოდებათ წყალი. მაღალმთიან აჭარაში ახლაც თოვს. ხულოს სოფლებში მოსახლეობის ნაწილს არ აუღია მთელი წლის მოსავალი. ბევრი მათგანის თქმით, ვერც თივის მომარაგება მოასწრეს პირუტყვის გამოსაზამთრებლად და ვერც შეშის. „ამ ეტაპზე ელექტროენერგია …
16-18 ოქტომბერს ხულოში, სოფელ ბოძაურთან ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 97-ე კმ-ზე (სოფ. ბოძაური), 2024 წლის 16 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღიურად, 10:30 საათიდან 13:00 საათამდე და 14:30 საათიდან 18:00 საათამდე იზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვის მიზეზი საგზაო სამუშაოებია. დეპარტამენტის ინფორმაციით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია იქნება.
ხელისუფლება დავიქირავეთ და აკეთებს საქმეს, არასამთავრობო რისთვის ხარ? – პედაგოგი ღორჯომიდან
„ბათუმელები“ ხულოში, სოფელ დიდაჭარაში ესაუბრა მოსახლეობას მიმდინარე პროცესებზე და არჩევნებზე, რომელიც წელს, 26 ოქტომბერს, გაიმართება. გვინდოდა მოგვესმინა მოსახლეობის აზრი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ „ბოდიშზე“, რუსულ კანონსა და ასევე იმ პრობლემებზე, რომლებიც მაღალმთიან სოფლებში აქვს მოსახლეობას. დიდაჭარაში ვესაუბრეთ თინათინ იაკობაძესაც, რომელმაც გვითხრა, რომ ის ღორჯომის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის. შესაბამისად, დავინტერესდით, თუ რას ფიქრობდა პედაგოგი …