დღეს, 2 სექტემბერს, ხულოში, სოფელ წაბლანაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა დილით მოხდა. სამსულიანი ოჯახის ხის სახლი დამხმარე ნაგებობებთან ერთად სრულად დაიწვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხულოს მერიაში გვითხრეს, რომ ხანძრის შესახებ მერია ინფორმირებულია. „ბათუმელები“ ჯამბულატ მელაძეს ესაუბრა, ხულოს მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის ხელმძღვანელს. მან გვითხრა, რომ ოჯახს მერია …
Tag Archives: ხულო
რატომ გადავწყვიტე სტუდენტობა 29 წლის ასაკში – 3 შვილის დედა ხულოდან
„ხშირად ქალები ჩრდილში ვდგავართ და ველოდებით, როდის დაგვანათებს მზე. მაგრამ მზე თავისით არ დაგვანათებს, თუ ჩვენ არ გადავდგამთ ნაბიჯებს საკუთარი თავის რეალიზაციისთვის და თავად არ გამოვალთ ამ ჩრდილიდან“, – ამბობს 29 წლის ლელა ვანაძე „ბათუმელებთან“. ლელა ვანაძე ხულოში ცხოვრობს. ის მეცხრე კლასში იყო, როცა სკოლა მიატოვა. რაღაც დროის შემდეგ ორი წელი სასულიერო სასწავლებელში ისწავლა, 18 …
Continue reading “რატომ გადავწყვიტე სტუდენტობა 29 წლის ასაკში – 3 შვილის დედა ხულოდან”
70-დან 70 ქულა ინგლისურში – გოგო ხულოს სოფელ დიდაჭარიდან რეპეტიტორების გარეშე
„ერთხელ, სკოლიდან როცა შინ ვბრუნდებოდი, მაშინ მომინდა პირველად ამის გაკეთება: რასაც ვფიქრობდი, იმაზე ხმამაღლა ლაპარაკი დავუწყე საკუთარ თავს ინგლისურად… მივეჩვიე ამას და შემთხვევით გზაზე გამვლელს რომ არ გასცინებოდა, ტელეფონს მივიდებდი ყურთან, თითქოს ვიღაცას ვესაუბრებოდი. მთავარი კომუნიკაციაა. ამიტომაც, თუ ვინმე ინგლისურენოვანთან კომუნიკაცია შეუძლებელია, შეიძლება საკუთარ თავსაც მოუყვე რამე,“ – თავის მეთოდს გვიზიარებს ქეთი შავაძე, როგორ ისწავლა …
Continue reading “70-დან 70 ქულა ინგლისურში – გოგო ხულოს სოფელ დიდაჭარიდან რეპეტიტორების გარეშე”
დიოკნისში და საციხურში მიწის უფასოდ აზომვითი სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა
საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ამჯერად საჯაროდ გამოქვეყნდა ხულოს მუნიციპალიტეტის დიოკნისისა და საციხურის ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები. მესაკუთრეებმა/დაინტერესებულმა პირებმა მონაცემები 17 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა გადაამოწმონ და შენიშვნების შემთხვევაში განცხადებით მიმართონ რეესტრს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი, რეესტრი აზომვის მონაცემებს მათ მიერ მოწონებულად ჩათვლის. რეესტრის ინფორმაციით, მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის …
ხულოში მცხოვრები არც ერთი ქალი არ იმსახურებს მშობიარობდეს ბათუმი-ახალციხის გზაზე – აქცია
აქტივისტები და ახალგაზრდები, რომლებიც ხულოში ცხოვრობენ, უკვე მეორე დღეა ითხოვენ ხულოში „გამართული და ხარისხიანი სამედიცინო სერვისების აღდგენას“. აქცია გაგრძელდება ხვალაც. პროტესტს იწვევს ხულოს დაბაში მოქმედ კლინიკაში არსებული მდგომარეობა და ასევე გინეკოლოგიური განყოფილების გაუქმება. აქციის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის თემი“. გასული თვის ბოლოს, სწორედ გინეკოლოგიური განყოფილების გაუქმების შემდეგ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ქალი ხულოდან გადაიყვანეს ბათუმში, …
მიწის უფასოდ აზომვა რიყეთშიც დასრულდა – შედეგები 28 აგვისტომდე უნდა გადაამოწმოთ
საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ამჯერად საჯაროდ გამოქვეყნდა ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები. მესაკუთრეებმა/დაინტერესებულმა პირებმა მონაცემები 28 აგვისტომდე უნდა გადაამოწმონ და შენიშვნების შემთხვევაში განცხადებით მიმართონ რეესტრს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი, რეესტრი აზომვის მონაცემებს მათ მიერ მოწონებულად ჩათვლის. რეესტრის ინფორმაციით, მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე რიყეთში …
Continue reading “მიწის უფასოდ აზომვა რიყეთშიც დასრულდა – შედეგები 28 აგვისტომდე უნდა გადაამოწმოთ”
მოვითხოვთ სამშობიარო განყოფილების გახსნას ხულოში – არასამთავრობოები
არასამთავრობო ორგანიზაციები: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „სოლიდარობის თემი“ მოუწოდებენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ხულოს მუნიციპალიტეტში უზრუნველყოს სამშობიარო განყოფილების გახსნა და სხვა საჭირო სერვისების მობილიზება. ორგანიზაციები ამ მოთხოვნით განცხადებას ავრცელებენ. „ბოლო რამდენიმე თვეა, მაღალმთიანი აჭარის, ხულოს მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის სერვისებზე წვდომასთან დაკავშირებით უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი. დღეს არსებული მდგომარეობით, ხულოში, სადაც 23 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არ არსებობს სამშობიარო …
Continue reading “მოვითხოვთ სამშობიარო განყოფილების გახსნას ხულოში – არასამთავრობოები”
დედისა და ბავშვის სიცოცხლეზეა საუბარი – „ლელოს“ ბრიფინგი ხულოში სამშობიაროს გახსნაზე
დღეს, 27 ივლისს, ბათუმში „ლელოს“ წარმომადგენლებმა მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სამშობიარო განყოფილებების გახსნის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ექიმი ვატო სურგულაძე მიიჩნევს, რომ მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სამშობიაროების დახურვა კიდევ უფრო შეამცირებს ისედაც შემცირებულ შობადობას და გაზრდის მიგრაციას სოფლებიდან. „ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანების სიცოცხლეზე, დედისა და ბავშვის სიცოცხლეზე. ჩემზე უკეთ იცნობთ მაღალმთიან აჭარას და იცით, თუ როგორი რთულია მაღალმთიანი სოფლებიდან ბათუმში ჩამოსვლა. ზოგჯერ …
„დედა და ჩვილი ძლივს გადავარჩინეთ“ – ექიმი ხულოში სამშობიარო სერვისის გაუქმებაზე
მაღალმთიან აჭარაში არ არის ხელმისაწვდომი გინეკოლოგიური სერვისები, რაც გართულებებისა და მძიმე შემთხვევების საფუძველი ხდება – ამბობს ბათუმელი მეან-გინეკოლოგი, რომელსაც ხულოდან ჩამოყვანილი ახალნამშობიარევი ქალისა და ჩვილის სიცოცხლისთვის მოუხდა ბრძოლა. ახალგაზრდა ქალი კლინიკა „მედინაში“ მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. როგორც კლინიკის ექიმი, ინდირა ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, კლინიკაში შეყვანისას ქალისა და ბავშვის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო. ბათუმში ხულოდან ჩამოყვანილი 20 …
Continue reading “„დედა და ჩვილი ძლივს გადავარჩინეთ“ – ექიმი ხულოში სამშობიარო სერვისის გაუქმებაზე”
ბაღი ხულოში 33 ბავშვით და 20 თანამშრომლით – როგორ ასაქმებს სოცდაუცველებს „ოცნება“ | VIDEO
„ქართული ოცნების“ კოორდინატორი ვიყავი,“ – გვითხრა თეონა შავაძემ, რომელიც როგორც სოციალურად დაუცველი, ხულოში, სოფელ დიდაჭარის საბავშვო ბაღში დაასაქმეს. თეონა სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს, საბავშვო ბაღში კი, სულ 33 ბავშვი და 20 თანამშრომელია – 15 მუდმივი, ხუთი კი, დამატებით დაასაქმეს სოცდაუცველების სახელმწიფო დასაქმების პროგრამის ფარგლებში. ივლისის დასაწყისში, როცა დიდაჭარის საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ადგილზე ვესაუბრეთ, ბაღის გამგეს „ბათუმელებისთვის“ …
ბაღი ხულოში 33 ბავშვით და 20 თანამშრომლით – როგორ ასაქმებს სოცდაუცველებს სახელმწიფო
დიდაჭარაში მიწის აზომვა დასრულდა – შედეგების გადამოწმება რეესტრში შეიძლება
საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის დიდაჭარის ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა. მესაკუთრეებმა/დაინტერესებულმა პირებმა მონაცემები 10 აგვისტომდე უნდა გადაამოწმონ და შენიშვნების შემთხვევაში მიმართონ რეესტრს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი, რეესტრი აზომვის მონაცემებს მათ მიერ მოწონებულად ჩათვლის. რეესტრის ინფორმაციით, მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს, 10 …
Continue reading “დიდაჭარაში მიწის აზომვა დასრულდა – შედეგების გადამოწმება რეესტრში შეიძლება”
ხულო-ზარზმის პროექტი გაძვირდა – მეწყერი გზის გაფართოების სამუშაოების შედეგია
ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები რამდენიმე მილიონი ლარით ძვირდება. გარდა ამისა, სათუოა სამუშაოების მიმდინარე წელს მთლიანად დასრულებაც. ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციაზე [ორ ლოტად] ხელშეკრულებები ჯამში 95,6 მილიონ ლარზეა გაფორმებული. სამუშაოები დაწყებულია, თუმცა გზის გასწვრივ არაერთ ადგილზე გააქტიურდა მეწყერი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი მილიონები სწორედ დამეწყრილი ფერდობების გამაგრებას დასჭირდება. გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, ხულო-ზარზმის მონაკვეთზე მეწყრის განვითარების ერთ-ერთი …
Continue reading “ხულო-ზარზმის პროექტი გაძვირდა – მეწყერი გზის გაფართოების სამუშაოების შედეგია”
პროექტში მოვიგეთ ინვენტარი, მაგრამ არ გვაქვს სივრცე – მოსწავლეები ხულოდან
ხულოს სოფელ ბოძაურში მცხოვრები ახალგაზრდები ამბობენ, რომ თავშეყრის ადგილი სჭირდებათ, რომელსაც სხვადასხვა აქტივობის განსახორციელებლად, ტრენინგის მოსასმენად, თავიანთი ხედვების გასაზიარებლად თუ თავისუფალი დროის საინტერესოდ გასატარებლად გამოიყენებენ. ბოძაურში ახალგაზრდები თავისუფალი სივრცის მოძიებასა და მოწყობას დიდი ხანია თავიანთი ძალებით ცდილობენ. ამის შესახებ თამთა შავაძე და სოფელს შემორჩენილი ერთადერთი აბიტურიენტი, ლია ხოზრევანიძე გვესაუბრა. 17 წლის თამთა შავაძე ბოძაურის სკოლის …
Continue reading “პროექტში მოვიგეთ ინვენტარი, მაგრამ არ გვაქვს სივრცე – მოსწავლეები ხულოდან”
რეპორტაჟი აგვისტოს ომში დაღუპული მერაბ ჭელიძის სახელობის სკოლიდან – ვიდეო
ხულოს რაიონის სოფელი ირემაძეების საშუალო სკოლა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მერაბ ჭელიძის სახელს ატარებს. სკოლაში 70-მდე მოსწავლეა. სკოლის დირექტორი, მასწავლებელი და ოჯახის ახლობელი იხსენებენ მერაბს, ჰყვებიან მასზე ამბებს. იხსენებენ ომის დღეებს, მძიმე დღეებს, როცა სოფელსა და გარესამყაროს შორის გაწყვეტილი იყო კავშირი. მერაბ ჭელიძის სახელობის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი შორენა გობაძე იხსენებს მერაბს …
Continue reading “რეპორტაჟი აგვისტოს ომში დაღუპული მერაბ ჭელიძის სახელობის სკოლიდან – ვიდეო”
103 წლის ქალი ხულოს სოფლიდან – „არაფერი მავიწყდება“
ხულოს სოფელ დიოკნისში, ტყესთან ახლოს 103 წლის ზულბიე ძირკვაძე ცხოვრობს, რომელიც თავს სოფელში ყველაზე დაფასებულ ქალს უწოდებს ასაკის გამო. „ჩემი ტოლი ამ სოფელში აღარავინაა. მთელი სოფელი მაფასებს და ყველა მემადლიერება“ – ამბობს ზულბიე. ზულბიე პოპულარული მზარეული იყო და ხშირად იწვევდნენ ქორწილისა თუ სხვა მნიშვნელოვანი დღესასწაულის მთავარი კერძების მოსამზადებლად. ასევე, იყო ექიმბაშიც. ამბობს, რომ წამლებს ამზადებდა დამწვრობისა …
Continue reading “103 წლის ქალი ხულოს სოფლიდან – „არაფერი მავიწყდება“”
რა სურთ პატარა სპორტსმენებს ხულოს სოფლის ძალოსნობის კლუბიდან
„გვინდა გვქონდეს სააბაზანო, რომ ვარჯიშის შემდეგ დავიბანოთ“, „დიდი ფართი და კარადებიც არ გვაქვს, რომ გამოვიცვალოთ და აქ დავტოვოთ ჩვენი სპორტულები“, „ახალი ლეიბები და შტანგებიც გვინდა“, – გვეუბნებიან ხულოს სოფელ ბოძაურის მოსწავლეები, რომლებიც გაკვეთილების შემდეგ, სკოლის პირველ სართულზე მოწყობილ, საკმაოდ შელახულ, მცირე დარბაზში ძალოსნობაში ვარჯიშობენ. ძალოსნობის კლუბს ბოძაურში 12 წევრი ჰყავს. კლუბის წევრები ერთად მიდიან დარბაზში …
Continue reading “რა სურთ პატარა სპორტსმენებს ხულოს სოფლის ძალოსნობის კლუბიდან”
ბეშუმის განვითარება და გაქვავებული ტყე – რა უნდა გაითვალისწინოს აჭარის ფინანსთა სამინისტრომ
ხულოში, კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვამდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] დოკუმენტის მომზადებაზე მუშაობს. სამინისტრომ სკოპინგის განცხადებით გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის მარტში მიმართა. სააგენტომ უკვე მოამზადა სკოპინგის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, სგშ-ს მომზადებისთვის სამინისტროს არაერთი საკითხი ექნება შესასწავლი და დასაზუსტებელი. „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, …
ხულოში, სოფელ დიოკნისთან, გზაზე ფერდი ჩამოიშალა – რას გეგმავს დეპარტამენტი
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში, საავტომობილო გზაზე, ფერდი ჩამოიშალა. ადგილზე [2 ივნისის მდგომარეობით], ავტოტრანსპორტი გზის ერთ სავალ ზოლში მოძრაობს. შესაბამისად, გადაადგილება ჭირს, თუმცა გზა ჩაკეტილი არ არის. თვითმხილველის თქმით, „მეწყერი, როგორც ასეთი, არ ყოფილა და არც დიდი მასა ჩამოწოლილა გზაზე, თუმცა ფერდის ჩამოშლით გზის სავალი ნაწილი დავიწროვდა და მანქანები ერთმანეთს გვერდს ვერ უვლიან. ეს ადგილი ადრე …
Continue reading “ხულოში, სოფელ დიოკნისთან, გზაზე ფერდი ჩამოიშალა – რას გეგმავს დეპარტამენტი”
მაჭახელას რკინის ხიდს და რიყეთის საგზაოს სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა მდინარე მაჭახელას რკინის ხიდსა და სოფელ რიყეთის საგზაოს სახლს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება 2023 წლის 24 მაისიდან ამოქმედდა. ბრძანების მიხედვით: მდინარე მაჭახელას რკინის ხიდი – მდებარეობა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი მაჭახლისპირი; სახეობა: საინჟინრო; თარიღი: XIX საუკუნის დასაწყისი სოფელ რიყეთის საგზაოს სახლი – მდებარეობა: ხულოს მუნიციპალიტი, სოფელი …
Continue reading “მაჭახელას რკინის ხიდს და რიყეთის საგზაოს სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა”
საჯარო რეესტრისთვის აჭარაში აღარ გამოიდარა – როდის დაიწყებენ მიწის უფასოდ აზომვას
ხულოში, სხალთის თემში და ქობულეთის სოფელ დაგვაში მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაციის პროცესი 2023 წლის თებერვალში უნდა დაწყებულიყო, თუმცა არჩატარების მიზეზად საჯარო რეესტრში „ცუდი კლიმატური პირობები“ დაასახელეს. ერთი თვის წინ „ბათუმელებს“ საჯარო რეესტრში უთხრეს, რომ სხალთასა და დაგვაში რეგისტრაცია [მიწის აზომვითი სამუშაოები] მიმდინარე წლის მაის-ივნისში ჩატარდებოდა, თუმცა 23 მაისის მდგომარეობით, ამ სოფლებში საველე სამუშაოები, ანუ მიწის ნაკვეთების აზომვა, …
Continue reading “საჯარო რეესტრისთვის აჭარაში აღარ გამოიდარა – როდის დაიწყებენ მიწის უფასოდ აზომვას”
ბეშუმი, 4-სეზონიანი კურორტი – კონცეფცია, რომლის რეალიზებაც სახელმწიფოს $47 მილიონი დაუჯდება
ხულოს მუნიციპალიტეტმა კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების გენერალური გეგმის კონცეფცია გამოაქვეყნა. გენგეგმის მთავარი გამოწვევა ბეშუმის 4-სეზონიან კურორტად გარდაქმნაა. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კი, კერძო ინვესტიციების გარდა, ახლანდელი გათვლებით, 47 მილიონი აშშ დოლარის გაღება სახელმწიფოსაც მოუწევს. დაგეგმილია ბეშუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სამთო-სათხილამურო ტრასებისა და საბაგიროების მშენებლობა-მოწყობა, კომუნალური ინფრასტრუქტურული პროექტები – კანალიზაცია, წყალი, გზები, საზოგადოებრივი სივრცეები და …
სასურველია, გოდერძის უბნის დაგეგმარება ჯვრის კომპოზიციიდან გამოვიდეს – კონცეფცია
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გოდერძის უღელტეხილის უბნის დაგეგმარება „სასურველია ჯვრის არქიტექტურული კომპოზიციიდან გამოვიდეს“. ამის შესახებ წერია კონცეფციაში, რომელიც კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ადგილების განვითარებას ეხება. იქვე აღნიშნულია, რომ არის საკმარისი მონაცემები „გოდერძის უღელტეხილი ეროვნული მნიშვნელობის ისტორიის ძეგლად იქნეს აღიარებული“. ბეშუმის გენერალური გეგმის კონცეფციის მიხედვით, „გოდერძის უღელტეხილის უბანი განსაკუთრებული ფუნქციისა და პროფილის არეალია, რომლის ფართობი 115,3 ჰექტარია, …
Continue reading “სასურველია, გოდერძის უბნის დაგეგმარება ჯვრის კომპოზიციიდან გამოვიდეს – კონცეფცია”
რა ღირს მიწის დამუშავება – „ხარჯი და შემოსავალი რომ შევაჯამო, გული გამისკდება ალბათ“
თუ მაღალმთიან აჭარაში მოხვდებით, ცენტრალური გზიდანაც მარტივად შენიშნავთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გაცილებით ნაკლებ მიწას ამუშავებს ახლა, ვიდრე გასულ წლებში. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა არის ამის მიზეზი, რა ღირს მიწის დამუშავება, სხვადასხვა კულტურის შეწამვლა, მოვლა და რამდენად შეესაბამება ეს ხარჯი მიღებულ შემოსავალს სოფელში მცხოვრები მოსახლეობისთვის. ამ თემაზე „ბათუმელები“ ხულოში, სოფელ კორტოხში მცხოვრებ დათო პაქსაძეს ესაუბრა. ბატონო დათო, …
გოდერძის უღელტეხილი ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის გახსნილია – დეპარტამენტი
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზაზე (გოდერძის უღელტეხილი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“. ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის ხულო-ზარზმის მონაკვეთზე [მათ შორის გოდერძის უღელტეხილზე] სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხულო-ზარზმის მონაკვეთი, რომელიც თავის დროზე კომპანია „ტოდინს“ უნდა გაეკეთებინა, ორ ლოტად იყო დაყოფილი [დაბა ხულო-გოდერძი და გოდერძი-ზარზმა]. მთლიანი გზის რეაბილიტაცია „ტოდინს“ 2020 წლის …
Continue reading “გოდერძის უღელტეხილი ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის გახსნილია – დეპარტამენტი”
ბაზრობა, ავტოსადგური და პარკინგი გოდერძიზე – სამინისტრომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა
კურორტ გოდერძიზე თემატური გამოფენა-ბაზრობის, ავტოსადგურისა და ავტოპარკინგის სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელახალი ტენდერი იმავე ოდენობის თანხით – 4 597 900 ლარით და იმავე პირობებით გამოაცხადა. სამინისტროს სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ იმის დასადგენად, თუ რა მიზეზით არ შედგა ელექტრონული ტენდერი, პოტენციური მიმწოდებლები ტელეფონით გამოკითხეს. „ტელეფონის საშუალებით განხორციელებული გამოკითხვისას, …
რა შთაბეჭდილებით დაბრუნდა ხულოელი მასწავლებელი ცერნიდან
ირმა თავართქილაძე ხულოში, სოფელ ქედლების საჯარო სკოლაში, ფიზიკა-მათემატიკას ასწავლის. ირმა იმ ოთხ პედაგოგს შორის იყო, რომლებიც შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) ერთკვირიან სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ მარტის ბოლოს. ირმასთვის, როგორც პედაგოგისთვის, ეს პირველი გასვლა იყო ევროპაში პროფესიული განვითარების მიზნით და როგორც „ბათუმელებთან“ ამბობს, ეს გამოცდილება მისთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო. მასთან ერთად იმყოფებოდა კიდევ სამი …
Continue reading “რა შთაბეჭდილებით დაბრუნდა ხულოელი მასწავლებელი ცერნიდან “
95 წლის კაცი ხულოდან მთავრობას – „ლარიც თუ ამართვი, მე რაღა დამრჩა, არაფერი“ I ვიდეო
ხელში რკინის ჯოხი უჭირავს, თავზე თხელი, შავი ქუდი ახურავს, ტანზე მუქი პიჯაკი და კუბოკრული შარვალი აცვია. 95 წლისაა, თუმცა აჩქარებით მოაბიჯებს ჩვენთან შესახვედრად. გვიღიმის – „გახარებული ვარ, თქვენი დანახვით“. ნუსრედინ შავაძე მთელ მუნიციპალიტეტში ცნობილი დურგალია. სოფელსა და მის შემოგარენში 156 ხის სახლი აქვს აგებული. ნუსრედინი სახლის წინ, პატარა ხის სკამზე ჯდება და გვესაუბრება: „მოწყენილი ვიყავი …
კიბედ ხის ფიცარი, ფანჯრების ნაცვლად კი ცელოფანი – ადმინისტრაციული შენობა გელაძეებში
ხულოში, სოფელ გელაძეების ცენტრში ერთ უცნაურ შენობას ნახავთ. კარგად თუ შეათვალიერებთ მიხვდებით, რომ მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის. პირველი სართული დაკეტილია, მეორე სართულზე შესვლას კი დაქანებული ხის ფიცრით შეძლებთ. ეს შესასვლელი დაახლოებით ისეთივეა სოფლებში საქათმეებს რომ უკეთებენ, ოღონდ ცოტა დიდი ზომის, ადამიანებზეა გათვლილი. ფანჯრების ნაცვლად ცელოფანი გაუკრავთ, ასე შენობას წვიმისგან იცავენ. ერთ-ერთ ოთახში მაგიდა დაუდგამთ, …
ამბავი ზღაპრულ სოფელზე, სადაც ცხრათავიანი დევიც ცხოვრობს – გელაძეები ზღვის დონიდან 1200 მეტრზე
ხულოს ცენტრს რომ გაივლი, მალევე შეხვდები გადასახვევს, საიდანაც სოფელ გელაძეებში მიხვალ. უფრო სწორად ახვალ, რადგან გზა მკვეთრად დახრილ მაღლობზე ადის. თუ ბუნების სილამაზით ტკბობა გიყვარს, ამ გზის ნახევარი მაინც, სოფლის ცენტრამდე, ფეხით უნდა გაიარო. ზღაპარში მოხვდები, ისეთ ზღაპრულ სიუჟეტებს ნახავ წიგნებში ან ფილმებში რომ არის და რეალური არ გგონია. აპრილში აქ მინდვრის ყვავილები ხარობს, ერთ …
სკოლა 11 მოსწავლით – როგორ იცლება ხულოს სოფელი პაქსაძეები ბავშვებისგან
„ძალიან რთულია, როცა ერთი მოსწავლე გიზის კლასში და ასე გრძელდება წლები“, – გვეუბნება სოფელ პაქსაძეების ქართული ენის უფროსი მასწავლებელი, თეონა გელაძე. ის ამ სკოლაში 20 წელია ასწავლის. ამბობს, რომ სკოლა ბავშვებისგან ნელ-ნელა დაიცალა. ცარიელდება სოფელიც. ცხრაკლასიან სკოლაში ამჟამად მხოლოდ 11 ბავშვია შემორჩენილი. პირველკლასელი კი სკოლას მესამე წელია აღარ ჰყავს. „20 წელია ამ სკოლაში ვასწავლი. წლების …
Continue reading “სკოლა 11 მოსწავლით – როგორ იცლება ხულოს სოფელი პაქსაძეები ბავშვებისგან”
სოფლებში ამბობენ, რომ მიწის უფასო რეგისტრაცია აჭარაში დაპირების მიუხედავად არ დაიწყო
აჭარის სოფლებში მიწის სისტემური, უფასო რეგისტრაცია 2023 წლის საჯარო რეესტრის შეცვლილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით ხულოში, სხალთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებსა და ქობულეთში, სოფელ დაგვაში ამ წლის დასაწყისში, თებერვალში უნდა განხორციელებულიყო. სხალთის თემს ეკუთვნის სოფელი წაბლანა. როგორც წაბლანელები ამბობენ, მიწის უფასო რეგისტრაციით დაინტერესებულები არიან და შესაბამისად, ამ თემაზე კითხვებს ხშირად სვამენ ხულოს მერიაში, საკრებულოში თუ მერის წარმომადგენელთან სხალთაში, …
„ჩემს ნამუშევრებს უცებ ვცნობ. ვამბობ, აი, ჩემი სამზარეულო, ჩემი სკამები“ – დურგალი ხულოდან
ამჯერად ხულოს სოფელ აგარაში მცხოვრებ 42 წლის მალხაზ მარკოიძეზე გიყვებით, რომელიც 20 წელია დურგალია. მალხაზი 19 წლის იყო, როცა ქედაში, ავეჯის საწარმოში დამხმარე ხელოსნად დაიწყო მუშაობა. მისი დურგლობის ამბავიც სწორედ აქედან იწყება. „იქამდე ცულზე ტარიც კი არ მქონდა გაკეთებული. რომ მივდიოდი, მამაჩემმა თქვა – 1 კვირაში დაბრუნდება, ცულის ტარიც არ გაუკეთებია, ავეჯს ვინ მიაკარებსო. ამან …
ცეკვის მასწავლებელი ხულოდან – „ერთი ფორმა გვაქვს თითქმის 10 წელია”
„სამწუხაროდ, არ გვაქვს ნორმალური გარემო, სადაც ცეკვა უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ ვცდილობთ, საქმე ვაკეთოთ“, – გვეუბნება ცეკვის მასწავლებელი, 35 წლის სულხან ფასანიძე ხულოს სოფელ საციხურიდან. ის უკვე 12 წელია საციხურის, დიდაჭარისა და ღორჯომის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ტრადიციულ ქართულ ცეკვებს ასწავლის. „მე ვარ ქორეოგრაფიც, სტილისტიც, ხელმძღვანელიც და საერთოდ, ყველაფერი. რესურსი არ მაქვს, ვიღაც რომ დავიხმარო. დაინტერესებული და …
Continue reading “ცეკვის მასწავლებელი ხულოდან – „ერთი ფორმა გვაქვს თითქმის 10 წელია””
ხულოს სოფელ ზედა თხილვანაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა | ფოტო
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა თხილვანაში მეწყრული პროცესი ისევ გააქტიურდა. სოფელში მიწაზე ბზარები შეინიშნება, ალაგ-ალაგ ჩამოშლილია ფერდობები. ზედა თხილვანაში ხულოს მერის წარმომადგენლის, მამუკა ქამაშიძის თქმით, მერიამ 3 ოჯახი გაიყვანა მეწყერსაშიშ ზონიდან ქირით. ეს ის ოჯახებია, რომლებიც, მისივე თქმით, პირველ რიგში იყვნენ საფრთხის წინაშე. მერის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ სოფელში არსებული სიტუაციის შესასწავლად უკვე იმყოფებოდნენ გეოლოგები. ამჟამად მეწყრული …
Continue reading “ხულოს სოფელ ზედა თხილვანაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა | ფოტო”
15 წლის საქართველოს ჩემპიონი ხულოს სოფელ თაგოდან
ჯაბა ბოლქვაძე, ხულოს სოფელ თაგოდან, საქართველოს ჩემპიონი გახდა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 17-წლამდელთა შორის, 45 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ჩემპიონატი ზუგდიდში ჩატარდა 30-31 მარტს. ჯაბა 15 წლისაა, იგი 5 წელია, რაც დაბა ხულოს სასპორტო სკოლაში ვარჯიშობს. „დარბაზში რომ მივიდე, ყოველდღე ხულო-თაგოს საბაგიროს ვიყენებ. არის მომენტები, როდესაც საბაგირო არ მუშაობს, ან ძლიერი ქარია და ფეხით მიწევს დარბაზში გასვლა, …
Continue reading “15 წლის საქართველოს ჩემპიონი ხულოს სოფელ თაგოდან”