Tag Archives: ხულო
ხულოს იმამი ამბობს, რომ მთავრობამ მეჩეთის რესტავრაცია დაიწყო – ტენდერი არ იძებნება
საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ხულოს ცენტრალური მეჩეთის იმამი ნუგზარ ჯორბენაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნაცნობ-მეგობრებს ახალ ამბავს უზიარებს. იმამი წერს, რომ ხულოს ცენტრალური მეჩეთის რესტავრაცია იწყება და მეტი დამაჯერებლობისთვის ამ ინფორმაციას თან ურთავს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ მეჩეთში ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან, საქართველოს ექსპრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან და ხულოს მერთან, ვახტანგ …
„პრობლემებზე არ საუბრობენ, ცდილობენ შექმნან მტერი“ – რა ხდება ხულოში არჩევნების წინ
არჩევნებამდე ერთი თვით ადრე რა ხდება ხულოში? როგორია მოსახლეობის განწყობა? როგორ მუშაობს აქ მმართველი პარტია და ოპოზიცია? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ნესტან ანანიძეს ესაუბრა, იურისტს, აქტივისტსა და „სოლიდარობის თემის“ თანადამფუძნებელს. ნესტან, თქვენი დაკვირვებით, როგორ მუშაობს მმართველი პარტია ხულოში? ძირითადად, საჯარო კრიტიკას ერიდება ხალხი, თუმცა საზოგადოებაში აშკარაა, რომ მმართველი ხელისუფლების მიმართ დიდი უკმაყოფილება და იმედგაცრუებაა. აშკარაა …
„უფრო ბუნდოვანი გახდა, ინერტულ მასალებს რა კვალიფიკაციით მოიპოვებენ“ – აქტივისტები ხულოში
„ჩვენი მოთხოვნა რჩება უცვლელი – მასალის მოპოვების სამუშაოები ჩატარდეს გარემოს წინასწარ სრულფასოვანი კვლევების შემდგომ მაღალკვალიფიციური გეოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ და მოხდეს უკვე დაზიანებული არეალების კონსერვაცია!“ – აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის „ხულო და მისი პერსპექტივები“ გავრცელებულ განცხადებაში. აქტივისტების ჯგუფი საქართველოს მთავრობის 2024 წლის 2 სექტემბრის განკარგულებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც კერძო კომპანია New Road ხულოში, მწვანე ტბის მიმდებარე ადგილებში …
ზამლეთი-ხიხაძირის 7 კილომეტრიანი გზა, რომელიც ოთხმა პრემიერმა ვერ დაასრულა
ზამლეთი-ხიხაძირის გზის შესაკეთებლად დაწყებული სამუშაოები 2021 წელში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, გზის ეს მონაკვეთი ამ დრომდე გაუკეთებელია. ამჯერად, არჩევნებამდე ორი თვით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა მთავრობის განკარგულებას, რითაც ცვლილება შეიტანა 2019 წლის განკარგულებაში და გზების დეპარტამენტს სამუშაოების განახლება დაავალა. მთავრობის განკარგულებით, სამუშაოებს ზამლეთი-ხიხაძირის გზაზე შეასრულებს კომპანია „არალი“, რომელიც სულ სხვა გზის სამუშაოების ტენდერშია გამარჯვებული. …
Continue reading “ზამლეთი-ხიხაძირის 7 კილომეტრიანი გზა, რომელიც ოთხმა პრემიერმა ვერ დაასრულა”
მწვანე ტბასთან ინერტული მასალის მოპოვება განახლდება – მთავრობის განკარგულება
საქართველოს მთავრობამ კერძო კომპანია New Road ხულოში, მწვანე ტბის მიმდებარე ადგილებში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა. მთავრობის 2024 წლის 2 სექტემბრის განკარგულებით New Road-ს უფლება აქვს 2024 წლის 9 დეკემბრამდე რიყეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ჯამში 198 701 კუბური მეტრი წიაღისეული- ანდეზიტის ლოდნარი მოიპოვოს. წიაღისეულის/ინერტული მასალის მოპოვება კომპანიას 3 ადგილზე შეუძლია და ლიცენზიისგან გათავისუფლების სანაცვლოდ ბიუჯეტში 596 ათას …
Continue reading “მწვანე ტბასთან ინერტული მასალის მოპოვება განახლდება – მთავრობის განკარგულება “
ვერასდროს მივიღებდი ამ სტიპენდიას, რომ არა დასავლეთის მხარდაჭერა – სტუდენტი ხულოდან
გიორგი რიჟვაძემ ალექსანდროს პეტერსონის სტიპენდია მიიღო და დიდ ბრიტანეთში, კერძოდ King’s College London-ში კონფლიქტების, უსაფრთხოებისა და განვითარების სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის. გიორგი რიჟვაძე ხულოში ცხოვრობს. პრესტიჟულ კოლეჯში სასწავლო სტიპენდია 60 ათას გირვანქა სტერლინგია (200 000 ლარი) და ის ცხრა ქვეყნიდან მხოლოდ ერთ სტუდენტზე გაიცემა წელიწადში ერთხელ. გიორგი რიჟვაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სტიპენდიის მიღება საკმაოდ რთული იყო, …
ახალი ქართული კინო ღია ცის ქვეშ – დღეს ჩვენება გაიმართება თაგოში, ხვალ კი ხულოში
დღეს, 2 სექტემბერს, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ თაგოში ღია ცის ქვეშ კინოჩვენება გაიმართება. ნაჩვენები იქნება რეჟისორების: ანა ჯეგნარაძისა და მარიტა თევზაძის ფილმი „ჰეი, გუნეშ“. კინოჩვენება სოფელში საღამოს 20:00 საათზე დაიწყება, დასწრება უფასოა და ფილმის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ფილმის ჩვენებამდე დაგეგმილია ანიმაციის სეანსი ბავშვებისთვის და არამარტო მათთვის. კინოჩვენების იდეის ავტორი დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტთა ჯგუფია, რომელიც საქართველოს რეგიონებში …
Continue reading “ახალი ქართული კინო ღია ცის ქვეშ – დღეს ჩვენება გაიმართება თაგოში, ხვალ კი ხულოში”
მოძრაობა 7 საათით შეიზღუდება ბათუმი-ახალციხის გზის ხულოს მონაკვეთზე
2024 წლის 31 აგვისტოს 23:00 სთ-დან 1 სექტემბრის 06:00 სთ-მდე, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების პროცესში, საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. _____________ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ქალი 30 სული პირუტყვით მთაში – „გაყინვა მელის, არ მაქვს ბოსელი და არც სახლი“ | ვიდეო
„სიღარიბეში გავიზარდე და ვიცი, რომ ძალიან ძნელია სიღარიბე. როცა ბავშვები კანფეტს ჭამდნენ და ქაღალდს აგდებდნენ, ავიღებდი და ვყნოსავდი, რა კაი სუნი აქვს-მეთქი. ამის თავიდან აცილება მინდოდა. არ მინდოდა, რომ უბრალოდ მეარსება. მეც მინდოდა მქონოდა ის კანფეტი. სწორედ ამისთვის ვიბრძვი. ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ეს ყველაფერი მეთქვა. უბრალოდ, სხვა გზა არ მაქვს. წელს მე აქ …
ეს გამოუსწორებელი ზიანია და გაააქტიურებს მეწყერს – ექსპერტი მწვანე ტბასთან მთების დაშლაზე
„როცა ამ წონასწორობას ვარღვევთ, შესაძლებელია გრუნტის წყლების მიმართულების შეცვლა, იქ ფხვიერი გრუნტია შედარებით, შეიძლება ამან რომელიმე ნაკადის საერთოდ გაქრობა გამოიწვიოს,“ – ხულოში, მწვანე ტბასთან ახლოს ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების საფრთხეზე გვესაუბრება გეოლოგი, გიორგი ბერიძე. მას შემდეგ, რაც მრავალწლიან დაპირებას ხელისუფლება არ ასრულებდა და ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მშენებლობა საარჩევნო წელს გააქტიურდა, მწვანე ტბასთან ახლოს, ასევე დიდაჭარის …
როგორ დავემგზავრე მემთეურ ქალებს ექსკურსიაზე
სოფელში გამიგია სკოლის მოსწავლეების, კურსდამთავრებულების, ბაღის თუ სკოლის თანამშრომლების ექსკურსიები, მაგრამ არასდროს – მემთეური ქალების. მთელი ცხოვრებაა ვუყურებ, როგორი მძიმე, რუტინული და მხუთავი შრომა აქვთ მემთეურ ქალებს. საკუთარ თავზეც გამომიცდია ეს. მოგვიანებით, როგორც ჟურნალისტმა, მოვამზადე არაერთი მასალა მემთეურების ცხოვრებაზე. ჩემთვის იქამდე უცნობ, ბევრ მემთეურ ქალთან მქონია ხანგრძლივი საუბარი, რამაც კიდევ უფრო მძაფრად დამანახა წარმოუდგენელი ჯაფა, …
Continue reading “როგორ დავემგზავრე მემთეურ ქალებს ექსკურსიაზე”
“ძლიერი ქალი ძლიერი ქვეყნის საწინდარია” – ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა
შორენა სურმანიძე ხულოში, სოფელ ძმაგულაში ცხოვრობს. ის თანასოფლელ ქალებთან ერთად ხელსაქმით არის დაკავებული. რამდენიმე თვის წინ მეზობელმა ასწავლა სიმინდის ფუჩეჩისგან კალათების დამზადება და მას შემდეგ თავისუფალ დროს კალათებს ქსოვს. „სიმინდის ფუჩეჩს ვალბობ წყალში, რათა დარბილდეს და შემდეგ მისგან ვქსოვ კალათებს. ერთი საშუალო კალათის მოქსოვას დაახლოებით 1 დღე სჭირდება. დიასახლისი ვარ, მიყვარს ქსოვა, ქარგვა, რაც შემიძლია …
Continue reading ““ძლიერი ქალი ძლიერი ქვეყნის საწინდარია” – ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა”
4 აგვისტოს შუამთობის დღესასწაულია – როგორია პროგრამა
4 აგვისტოს, კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული, შუამთობა გაიმართება. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, შუამთობის აფიშა ასე გამოიყურება: 12:00 -17:00 ფრანების შოუ, საბავშვო აქტივობები და თეატრალური წარმოდგენები, სპეციალური ინსტალაციები და ფოტოზონები, კვების სივრცეები, საზაფხულო ატრაქციები და დეკორაციები; 12: 00 შუამთობის ოფიციალური …
Continue reading “4 აგვისტოს შუამთობის დღესასწაულია – როგორია პროგრამა”
რატომ ბლოკავენ ხულოს მერიის ფეისბუქის გვერდზე მოქალაქეებს? – რას ამბობენ მერიაში
მოქალაქეები საჯარო თუ პირად საუბარში ამბობენ, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ფეისბუქ გვერდებზე მათ ბლოკავენ. მათი თქმით, ზოგიერთმა მათგანმა იმის გასარკვევად, თუ რა გახდა დაბლოკვის მიზეზი და რამდენ ხანს გაგრძელდება მათთვის ინფორმაციის შეზღუდვა, ხულოს მერიის შესაბამის სამსახურს მიაკითხა. თუმცა, როგორც მოქალაქეები ამბობენ, მათ მცდელობას გაერკვიათ, რა ხდებოდა, შედეგი არ მოჰყოლია და ისინი დღემდე დაბლოკილები …
Continue reading “რატომ ბლოკავენ ხულოს მერიის ფეისბუქის გვერდზე მოქალაქეებს? – რას ამბობენ მერიაში”
2 სასტუმრო, აპარტოტელები – ხალხმა არ იცის, რის გაკეთებას გეგმავენ ბეშუმსა და შქერნალში
„ერთი კაციც კი არ იყო ინფორმირებული ჩემი იალაღიდან ეგრეთ წოდებულ საჯარო განხილვაზე, საჯარო მოხელეები მიიყვანეს მხოლოდ შეხვედრაზე… მერიის წარმომადგენელმაც კი არ იცოდა, რომ განიხილებოდა დოკუმენტი, რაც ჩვენთვის, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის ხვალ კანონი იქნება,“ – გვიყვება ჯემალ საგინაძე. ის ხულოში ცხოვრობს და გოდერძის უღელტეხილთან ახლოს, შქერნალის უბანში იალაღი აქვს. საუბარია გოდერძის უღელტეხილისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის …
ღორჯომში საცხენოსნო ტურიზმის განვითარების პროექტი გაძვირდა – ტენდერი 1,4 მილიონი ლარით
ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობაში, საცხენოსნო ტურიზმის ინფრასტრუქტურის, კერძოდ: ღია და პატარა მანეჟის, ტრიბუნისა და თავლის, დამხმარე შენობისა და ადმინისტრაციული ცენტრის, ასევე კომუნალური სისტემის მშენებლობისთვის ამჯერად 1,4 მილიონი ლარია გამოყოფილი. ტენდერი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უკვე გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ პირველად ტენდერი ღორჯომის ხეობაში თავლის, მანეჟისა და ტრიბუნის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით 2023 წლის თებერვალში გამოაცხადეს …
როგორ მუშაობს ოპოზიცია ხულოში არჩევნების წინ
როგორი ემზადება ოპოზიცია ხულოში არჩევნებისთვის და რას მოიცავს მათი აქტივობა? – „ბათუმელები” ხულოს მუნიციპალიტეტში იმ ოპოზიციურ პარტიებს ესაუბრა, რომელთაც წარმომადგენლები ჰყავთ საკრებულოში. „ლელოს“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ვკითხეთ, დაიწყეს თუ არა ამომრჩევლებთან შეხვედრები ხულოში, რაზე აკეთებენ აქცენტს ამ შეხვედრებისას, ყველაზე მეტად რა ტიპის პრობლემები იკვეთება და როგორ აპირებენ მუშაობას არჩევნების წინ. წინასაარჩევნო …
Continue reading “როგორ მუშაობს ოპოზიცია ხულოში არჩევნების წინ”
ხულოში, შუახევსა და ქედაში აცხადებენ, რომ ახალმა ავტობუსებმა მოძრაობა დაიწყო
10 ივლისს, ანუ 2 დღის წინ, „ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ არ ემსახურებოდა მგზავრებს ახალი ავტობუსები ხულოში, შუახევსა და ქედაში. მას შემდეგ, რაც ამ კითხვით მუნიციპალიტეტის პრესსამსახურებში დავრეკეთ, რამდენიმე საათის შემდეგ სამივე მუნიციპალიტეტის ფეისბუქგვერდზე ერთმანეთის მიყოლებით გაჩნდა ჯერ ქარდები, სადაც მუნიციპალიტეტი ახალი ავტობუსების ხაზზე გასვლას აანონსებდა, შემდეგ კი მგზავრებით სავსე ავტობუსის ფოტოები გამოაქვეყნეს. დღეს, 12 ივლისს, მუნიციპალიტეტის …
Continue reading “ხულოში, შუახევსა და ქედაში აცხადებენ, რომ ახალმა ავტობუსებმა მოძრაობა დაიწყო”
რატომ არ ემსახურება მგზავრებს ახალი ავტობუსები ხულოში, შუახევსა და ქედაში
2024 წლის თებერვალში ხულოსთვის 2, შუახევსა და ქედისთვის კი თითო ახალი EURO 5-ი სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები შეისყიდეს, თუმცა ახალი ავტობუსები ხუთი თვის შემდეგაც არ ემსახურება ადგილობრივებს. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ არის ახალი ავტობუსები გაჩერებული. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტარიფზე მსჯელობა, რის შემდეგაც საკითხი მარშრუტის და ტარიფის დასამტკიცებლად გავა საკრებულოს სხდომაზე. მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უახლოეს პერიოდში, როცა შესაბამისი …
Continue reading “რატომ არ ემსახურება მგზავრებს ახალი ავტობუსები ხულოში, შუახევსა და ქედაში”
ხულოში ავარიას მოზარდი ემსხვერპლა – ავტომანქანა ხევში გადავარდა
ხულოში, ხიხაძირი – კალოთას დამაკავშირებელ გზაზე ავტოავარიას მოზარდი ემსხვერპლა. ავარიის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 5 ივლისს მოხდა. “ბათუმელების” ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.
მთავრობა რთულ სიტუაციაში გვაგდებს ემიგრანტებს – ხულოდან ემიგრაციაში წასული მასწავლებელი
„საქართველოს მთავრობა საკმაოდ რთულ სიტუაციაში გვაგდებს ათასობით ემიგრანტს საზღვარგარეთ“, – ამბობს 47 წლის დარო ბოლქვაძე, მასწავლებელი, გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტი ქალი ხულოს სოფელ დეკანაშვილებიდან. „როგორც მე ვხედავ, საქართველოს მთავრობა დარჩენილ ქართველებზე კი არა, წამოსულ ქართველებზეც არ ფიქრობს. რასაც ამბობს ჩვენი მთავრობა, რომ ევროპა გვიქმნის საფრთხეს დავკარგოთ ენა, მამული და სარწმუნოება, მე ამის ძალიან მრცხვენია“ – ამბობს …
ხულო-გოდერძის გზაზე დღეს ტრანსპორტის მოძრაობა 8 საათით შეიზღუდება
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ახალციხისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ პაქსაძეები-კორტოხის მონაკვეთში, 2024 წლის 19 ივნისის 23:00 საათიდან 20 ივნისის 07:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე [პაქსაძეები-კორტოხის მონაკვეთი] მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდება. განახლება: დეპარტამენტის 20 ივნისის განცხადებით ხულო-ზარზმის გზის დარჩენილ 26 კილომეტრიან მონაკვეთზე …
Continue reading “ხულო-გოდერძის გზაზე დღეს ტრანსპორტის მოძრაობა 8 საათით შეიზღუდება”
აჭარის იალაღების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
რამდენიმე კვირაა მაღალმთიანი აჭარის იალაღებზე მესაქონლეები ავიდნენ, თუმცა ბევრ მათგანს ელექტროენერგია ამ დრომდე არ აქვს. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, როდის მიეწოდება ელექტროენერგია მოიალაღეებს. „საზაფხულო იალაღების უდიდეს ნაწილს ელექტროენერგია უკვე მიეწოდება: სამსმელოს მთა, კუნჭულეთი, ნათელათი, ქვაბიჯვარი, ჩიბუხნარი, ვერნების მთა, ბოძაურის მთა, დიდი იაილა, ვერხვნალი, უჩხოს იაილა, ბეშუმის იაილა, საკამბეჩო, ლოდიძირი, ქვედა ყორანას იაილა, შქერნალი, ძველი იეილა და …
Continue reading “აჭარის იალაღების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება”
„არ მინდა გარუსებულ საქართველოში იცხოვრონ ჩემმა შვილებმა“ – შშმ შვილების დედა ხულოდან
„რუსული კანონის მიღების მცდელობა საქართველოში, მე ვფიქრობ, რომ ჩემი და ამ ქვეყნის სხვა მოქალაქეების შეურაცხყოფაა. ვერ ვხვდები, რატომ უნდა მიიღონ რუსული კანონი საქართველოში? მე, მაგალითად, ამას არ დავუშვებ”, – ამბობს “ბათუმელებთან” საუბრისას 34 წლის მარტოხელა დედა, ნათია მელაძე ხულოდან. ნათიას ორი შშმ პირი შვილი ჰყავს: „უკვე 11 წელია, რაც მარტოხელა დედა ვარ, თუმცა სტატუსის გარეშე, …
ხულოში ხის სახლი დაიწვა
ხულოში, სოფელ ძირკვაძეებში სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევა 22 აპრილს, ღამით მოხდა. „ბათუმელებს“ ხულოს მერის წარმომადგენელმა დეკანაშვილების თემში უთხრა, რომ ხანძარი ღამის საათებში სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობის გამო გაჩნდა. სხვა დეტალებზე ინფორმაცია მერის წარმომადგენელმა ვერ მოგვაწოდა. ხულოს მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოჯახი გაყვანილია ქირით უსაფრთხო ადგილას, რომელსაც ოჯახს მუნიციპალიტეტის მერია დაუფინანსებს და ასევე, დაზარალებულ ოჯახს გაეწევა …
„მე აუცილებლად ვიქნები საპროტესტო აქციებზე“ – ხულოელი მეწარმე ქალი რუსულ კანონზე
„მე აუცილებლად ვიქნები საპროტესტო აქციებზე, რადგან ერთადერთი, ვინც მე განვითარებაში მეხმარება, არასამთავრობო ორგანიზაციები და თავისუფალი მედიაა“ – ამბობს მაია სურმანიძე, მეწარმე ხულოს სოფელი წაბლიანიდან. „ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის სხვა სახელწოდებით დაბრუნებას ცდილობს. ანალოგიური კანონპროექტი, რომელიც დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ამჯერად „უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციებად“ მონიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დააინიციირა, თუმცა …
Continue reading “„მე აუცილებლად ვიქნები საპროტესტო აქციებზე“ – ხულოელი მეწარმე ქალი რუსულ კანონზე”
ხულოს მერია ცენტრალური მეჩეთის სარეკონსტრუქციო პროექტს იყიდის
„უკეთესი ვიზუალური გარემოს შექმნის თვალსაზრისით შესაძლებელია განხილულ იქნას შენობის რელიგიური საკულტო არქიტექტურის და ატრიბუტიკის ელემენტებთან ერთად ქართული კულტურის, ისტორიული მემკვიდრეობის და არქიტექტურული ელემენტებით გამდიდრების საკითხი.“ – აღნიშნულია ხულოს ცენტრალურ მეჩეთთან დაკავშირებით ტენდერში, რომელიც ხულოს მერიამ გამოაცხადა. ხულოს ცენტრალური მეჩეთის სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების პროექტის შესასყიდად მუნიციპალიტეტმა ტენდერი 23 728 ლარით გამოაცხადა. პირობის მიხედვით, პროექტი ისე უნდა შედგეს, …
Continue reading “ხულოს მერია ცენტრალური მეჩეთის სარეკონსტრუქციო პროექტს იყიდის”
სოფელში დავიბადე, სოფელში გავიზარდე, სოფელი მინდა – რატომ არ ტოვებს ქალი საშიშ გარემოს
სხვაგან სასახლეც რომ მომცენ, არ მინდა მე სოფლის გარეშე – ქალი დამეწყრილი სოფლიდან
„ახალგაზრდებს და შვილიშვილებს აქ ვერ დავტოვებ, ვერ ჩავხოცავ აქ…“ – ამბობს ნაზი გელაძე, დამეწყრილ სოფელ გელაძეებში მცხოვრები. იქვე ამატებს, რომ საფრთხის მიუხედავად თავად სოფლიდან ვერ წავა. ნაზი სოფელ გელაძეებიდანაა. გელაძეებში დაიბადა, ამავე სოფელში დაქორწინდა და მისთვის მშობლიური გარემოს დატოვება წარმოუდგენელია. მთელი მისი ცხოვრება იმ მიწასთანაა დაკავშირებული, რომელ მიწაზეც სარჩო-საბადებელი მოჰყავს და რომელზეც მისი წინაპრები განისვენებენ. …
Continue reading “სხვაგან სასახლეც რომ მომცენ, არ მინდა მე სოფლის გარეშე – ქალი დამეწყრილი სოფლიდან”
100 ათასი ლარი გამოვუყოთ ხულოში მეწყრით დაზარალებულ ოჯახებს – ენმ
დღეს, 2 მარტს, ხულოში, სოფელ გელაძეებში იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. გელაძეები ერთ-ერთი სოფელია, რომელიც მეწყრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა. განსაკუთრებით დაზიანებულია გელაძეებისა და პაქსაძეებს შორის დამაკავშირებელი გზა. „ურთულესი და საგანგაშო მდგომარეობაა მაღალმთიან აჭარაში, სტიქიამ უსახლკაროდ დატოვა ასობით ოჯახი, დაზიანებულია გზები, ინფრასტრუქტურა. დღემდე მოსახლეობის ნაწილი ცხოვრობს სტიქიის ზონებში, არ გააჩნიათ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ინფორმაცია, ბინის ქირისათვის ბიუჯეტიდან …
Continue reading “100 ათასი ლარი გამოვუყოთ ხულოში მეწყრით დაზარალებულ ოჯახებს – ენმ”
„ჩვენ შველა გვჭირდება“ – სოფელ კვატიაში ხელისუფლების დახმარებას ითხოვენ
„ჩემს სოფელში ბევრად უფრო დიდია მთა, ვიდრე წაბლანაში იყო,“ – ამბობს ხულოში, სოფელ კვატიაში მცხოვრები შადიმან ხოზრევანიძე. ის ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვს და გეოლოგებს, რომელიც მის სოფელს შეისწავლიან: „ნაპრალები, რაც ჯერ კიდევ 1989 წელს გაჩნდა ჩემს სოფელში, წაბლანას ცნობილი ტრაგედიის დროს, ახლა კიდევ უფრო გაფართოვდა. რამდენიმე ადგილზე მეწყერიც ჩამოწვა. ჩვენ შველა გვჭირდება, მაგრამ არავინ არ გვაქცევს …
Continue reading “„ჩვენ შველა გვჭირდება“ – სოფელ კვატიაში ხელისუფლების დახმარებას ითხოვენ”
როცა მეწყერი შიშის ზარს გვცემს – გარესამყაროს მოწყვეტილ ხულოს სოფელში დახმარებას ითხოვენ
„10 დღის წინ რიჟვაძესთან [აჭარის მტავრობის თავმჯდომარე] განცხადება შევიტანეთ, პასუხი მივიღე, განიხილოს ხულოს მუნიციპალიტეტმაო. როდის უნდა განიხილონ, რომ მოვემწყრევი, მერე? იმის მერე დახმარება რაღათ მინდა, თუ ამომიყვანეს მიწიდან და ქვიდან?“ – კითხულობს მარინა გელაძე, მას სოფელ გელაძეების გზაზე შევხდით, მარინას სიტყვებით რომ ვთქვათ – გზა ბაწარზე. ხულოს ცენტრალური გზიდან სოფელ გელაძეებამდე მისვლა მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი, …
ხულოს სოფელ გელაძეებთან დასაკავშირებლად ალტერნატიულ გზას აღადგენენ – დეპარტამენტი
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამეტის განცხადებით ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაძეებში „გადაუდებელი საჭიროებისათვის“ ალტერნატიული გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ გელაძეებთან მისასვლელი მთავარი გზა ერთი თვეა მეწყრის გამო დაზიანებული და ჩაკეტილია. ალტერნატიული გზა, დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ კორტოხიდან უკავშირდება გელაძეებს. „რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესია, ამავდროულად სავალ ნაწილზე არის თოვლის საფარი. აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. რთული გეოგრაფიული პირობების მიუხედავად, დეპარტამენტი …
Continue reading “ხულოს სოფელ გელაძეებთან დასაკავშირებლად ალტერნატიულ გზას აღადგენენ – დეპარტამენტი”
ღამე ავდექი და ჩავიცვი, ტალახმა თუ წამიღო ხალხმა ტიტველი არ მნახოს-მეთქი – მოხუცი დამეწყრილი სოფლიდან
რიყეთი-კურორტ გოდერძის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია – დეპარტამენტი
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 21 თებერვალს, ხულოს მუნიციპალიტეტში, რიყეთი-კურორტ გოდერძის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. „თოვლის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ90-კმ106 (რიყეთი-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა; დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.“ – აცხადებს გზების …
Continue reading “რიყეთი-კურორტ გოდერძის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია – დეპარტამენტი”