ნეტგაზეთი • RU

დღეს საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება

 

 

2015 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება. მაგისტრანტობის კანდიდატებმა რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge უნდა გაიარონ. ინტერნეტით რეგისტრაციისათვის მათ უნდა ჰქონდეთ პირადობის მოწმობა და უნდა გადაიხადონ გამოცდაში მონაწილეობის საფასური.

 

 

გამოცდები 11 საგანმათლებლო მიმართულებაში ჩატარდება და წელს პირველად  A, B და C ტიპის ტესტებად იქნება დაყოფილი. მაგისტრანტობის თითოეულმა მსურველმა ამ სამიდან გამოცდაზე უნდა შეასრულოს მხოლოდ ერთი ტიპის ტესტი, შესაბამისად რეგისტრაციის დროს მისთვის სასურველი A, B ან C ტიპის ტესტი უნდა აირჩიოს.

 

როგორც გასულ წლებში, ისევე წელსაც ტესტები ოთხი ნაწილისგან შედგება: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

 

11 საგანმანათლებლო მიმართულება A, B და C ტიპის ტესტების მიხედვით:

1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა) A

2. ჯანდაცვა A

3. ჰუმანიტარული A

4. ხელოვნება A

5. აგრარული A

6. განათლება A

7. სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა) A

8. საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა) B

9. მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფიზიკა B

10. ბიზნესი და ეკონომიკა B

11. სამართალი C

 

 

საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების მიხედვით გაიცემა სახელმწიფო გრანტი. მაგისტრანტობის მსურველები სახელმწიფოსგან სრულ დაფინანსებას მხოლოდ აკრედიტებულ სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის შემთხვევაში მიიღებენ.

 

საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 17 მარტს 18:00 საათზე დასრულდება.

 

იხილეთ:  გზამკვლევი 2015 წელს მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველთათვის

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.