Batumelebi | ნახევარი მილიონი ლარი სოფელ ოქტომბრის სკოლისთვის ნახევარი მილიონი ლარი სოფელ ოქტომბრის სკოლისთვის – Batumelebi
RU | GE  

ნახევარი მილიონი ლარი სოფელ ოქტომბრის სკოლისთვის

 

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციაზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ნახევარმილიონიანი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში უნდა დასრულდეს.

 

ტენდერის პირობების თანახმად, სკოლის შენობა უნდა ჩაბარდეს 120 დღის ვადაში. ვადის ათვლა დაიწყება შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის შესაბამისი შეტყობინებიდან მე-5 დღეს.

 

ტენდერში გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები განახორციელოს გეგმა-გრაფიკის ფარგლებში, კერძოდ:

– პირველი 30 დღის ვადაში – ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის შესრულება;

– მეორე 30 დღის ვადაში – ხელშეკრულების ღირებულების 20%-ის შესრულება (ანუ 60 დღეში 30%);

– მესამე 30 დღის ვადაში – ხელშეკრულების ღირებულების 30%-ის შესრულება (ანუ 90 დღეში 60%);

 

შესრულებად ითვლება ტექნიკური ზედამხდეველის მიერ დადასტურებული ინფორმაცია.

 

წინადადებების მიღება 26 მარტს დაიწყება და 31 მარტს შეწყდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 550 ათასი ლარი.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"