სიმონ ჯანაშია: მრავალმხრივობა ჩვენი საგანმანათლებლო სივრცის ღირებულება არ არის

პასუხობს თუ არა თანამედროვე ქართული სკოლა იმ ღირებულებათა სტანდარტებს, რაც აღიარებულია ევროპული სახელმწიფოების და ასევე ოფიციალურად დეკლარირებულია საქართველოს მიერ; რა ფასეულობებს სთავაზობს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია განათლების სისტემას, რას იზიარებს და რა პროლემებს ვერ ძლევს სკოლა? ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების ექსპერტ სიმონ ჯანაშიას ესაუბრა.  ბატონო სიმონ, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით, განათლება მიმართული უნდა იყოს …

შარაბიძეების სკოლის პედაგოგი ბავშვის ცემის გამო დაითხოვეს

ბათუმის #22-ე სკოლის (შარაბიძეების დასახლება) პედაგოგი ბავშვის ცემის გამო სამსახურიდან დაითხოვეს. აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის სულიკო თებიძის ინფორმაციით, პედაგოგი რომლის წინააღმდეგაც მეოთხეკლასელი ბავშვის მშობელმა  ადმნისტრაციას საჩივრით მიმართა, სამსახურიდან დაითხოვეს: „ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩავერიოთ, გადაწყვეტილებას სკოლის დისციპლინარული საბჭო იღებს, თუმცა მე მაქვს ინფორმაცია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მართლაც მიიღეს და პედაგოგი დაითხოვეს“. სკოლის დირექტორის გიორგი რუხაძის …

თერაპიული სტომატოლოგიის რეზიდენტურა ბათუმში

სტომატოლოგიური კლინიკა “ინდიგო” ასრულლებს საბუთების მიღებას “თერაპიული სტომატოლოგიის” სარეზიდენტო პროგრამაზე, რომელიც განკუთვნილია დიპლომირებული სტომატოლოგებისა და სტომატოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. სახელმწიფო სარეზიდენტო პროგრამა “თერაპიული სტომატოლოგია” გაწერილია 11 თვეზე და შედგება პროფესიული მზადებისაგან მოზრდილთა და ბავშვთა თერაპიულ სტომატოლოგიაში. პროგრამის მიზანი სამედიცინო განათლების მქონე დიპლომირებული სტომატოლოგის კონკურენტუნარიან სპეციალისტად ჩამოყალიბება და მომავალი დამოკიდებელი საექიმო და სამედიცინო საქმიანობისთვის სათანადო გამოცდილების შეძენაა. …

ლიტერატურული მარათონის გამარჯვებული

ლიტერატურული მარათონი აჭარის მასშტაბით 8 ნოემბერს ჩატარდა. კონკურსზე საჯარო და კერძო სკოლის ათასზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა. პირველი ეტაპი მეშვიდე-მეცხრე კლასის ჩათვლით 34-მა მოსწავლემ გადალახა, მეათე-მეთორმეტე კლასის ჩათვლით კი – 32-მა მონაწილემ. უფროსკლასელებში პირველი ადგილი პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასელმა თათია ბოლქვაძემ დაიკავა, მეორე ადგილზე ჩაქვის საჯარო სკოლის მოსწავლე გავიდა, მესამე ადგილი კი თათიას თანაკლასელმა ნინო …

ბათუმში ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ფილიალი გაიხსნება

2016 წელს, ბათუმში,  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ფილიალი გაიხსნება – “ახალ ცენტრში,რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ფილიალის სახით დაიწყებს ფუნქციონირებას დაინტერესებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებას ქართველი და უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები უზრუნველყოფენ. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტენტებისთვის გადამზადების სხვადასხვა პროგრამა შეიქმნება და სტუდენტები საჯარო სექტორში დასაქმებისთვის საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კურსს გაივლიან” – განაცხადა აჭარის ფინანსთა და …

როგორ აისახება სიღარიბე განათლებაზე

დღეს საქართველოში 2 ათასზე მეტ ბავშვს სრულყოფილ განათლებაზე ხელი არ მიუწვდება. არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებსაც სკოლაში საერთოდ არ უვლიათ. გაეროს ბავშვთა ფონდის 2013 წლის კვლევების მიხედვით, ბოლო წლებში ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი ორი პროცენტით გაიზარდა. როგორ აისახება ბავშვთა სიღარიბე მათ განათლებაზე და რატომ ვერ გახდა სახელმწიფო სოციალური პოლიტიკა ბავშვზე ორიენტირებული?     არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო საზოგადოების …

რას და როგორ კითხულობენ მოზარდები

 

ლიტერატურული კლუბი ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში 2008 წლიდან არსებობს. კლუბის კურატორია ორგანიზაცია „კავკასიონი“, რომელიც კლუბის წევრებს სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში ეხმარება. 2012 წელს კლუბმა სასკოლო კლუბების შეჯიბრში გაიმარჯვა და პრიზად აღებული სამი ათასი ლარით ისტორიული ტაო-კლარჯეთი მოინახულა. ცოტა ხნის წინ კი კონკურსის „წიგნი ხე“-ს გამარჯვებულები გახდნენ და კახეთში ლიტერატურულ ფორუმზე გაემგზავრნენ. რა შეცვალა მოზარდებში ლიტკლუბმა და როგორ ყალიბდება მათი ლიტერატურული გემოვნება? 

რას და როგორ კითხულობენ მოზარდები

 

ლიტერატურული კლუბი ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში 2008 წლიდან არსებობს. კლუბის კურატორია ორგანიზაცია „კავკასიონი“, რომელიც კლუბის წევრებს სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში ეხმარება. 2012 წელს კლუბმა სასკოლო კლუბების შეჯიბრში გაიმარჯვა და პრიზად აღებული სამი ათასი ლარით ისტორიული ტაო-კლარჯეთი მოინახულა. ცოტა ხნის წინ კი კონკურსის „წიგნი ხე“-ს გამარჯვებულები გახდნენ და კახეთში ლიტერატურულ ფორუმზე გაემგზავრნენ. რა შეცვალა მოზარდებში ლიტკლუბმა და როგორ ყალიბდება მათი ლიტერატურული გემოვნება?

„კრიტიკული მეგობარი“ – რა ევალება ფასილიტატორს სკოლაში?

 

ფასილიტატორი სკოლებში არსებული მასწავლებელთა პროფესიული შეფასების ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი წევრია. მისი ვალდებულებების ჩამონათვალი ვრცელი და შრომატევადია. კონკრეტულად რა ევალება ფასილიტატორს და რა არის მისი მთავარი მოტივაცია კოლეგების პროფესიული განვითარებისთვის ზრუნვის პროცესში? „ბათუმელები“ ამ თემაზე მე-16 საჯარო სკოლის ფასილიტატორს, მასწავლებელთა სახლის ტრენერს, ია კუპრაძეს ესაუბრა. 

რატომ გაიზარდა კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა

 

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა 259 მოსწავლით გაიზარდა. გასულ წელს ბათუმის 19 კერძო სკოლაში 5 656 ბავშვი სწავლობდა, მიმდინარე წელს კი 5 915 სწავლობს. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით კერძო სკოლებში 53 777 მოსწავლე სწავლობდა, 2015 წელს კი ეს ციფრი 1 201 მოსწავლით გაიზარდა. რამ განაპირობა კერძო სკოლებში მოსწავლეთა მატება მაშინ, როცა ზოგიერთ სკოლაში სწავლის საფასური გაიზარდა, ქვეყანაში კი ლარის ინფლაციამ იმატა?

კონკურსი ბრიტანეთში უფასოდ სწავლის გრანტის მოსაპოვებლად

 

საგანმანათლებლო ცენტრი ითიაი ორიათასი, ბრიტანეთში უფასოდ სწავლის გრანტის მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს.

ბრიტანეთის საგრანტო კონკურსში რეგისტრაციისთვის კონკურსანტი უნდა იყოს 15-16 წლის.

 

გრანტის მოპოვების შემთხვევაში მოსწავლეები ინგლისში პრესტიჟულ სკოლაში 1 ან 2 წლით უფასოდ ისწავლიან.

როგორ უნდა შეავსონ თვითშეფასების კითხვარი მასწავლებლებმა

 

ახალი სქემის მიხედვით, პედაგოგები ვალდებულნი არიან, ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში თვითშეფასების კითხვარი შეავსონ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, თვითშეფასების კითხვარი პედაგოგის პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელია. რატომ არის კითხვარის ყოველწლიური შევსება მნიშვნელოვანი და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგი თვითშეფასების კითხვარს არ ავსებს ან ვერ პასუხობს კითხვარით გათვალისწინებულ სტანდარტებს? „ბათუმელებთან“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტმა სოფო ლობჟანიძემ ისაუბრა.  

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია პრემიერს მიმართავს

 

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს და არაავტორიზებული უცხოური უნივერსიტეტების ფილიალებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ბაზის დახვეწას ითხოვს. ასოციაციის წევრები მიიჩნევენ, რომ ამ საკითხთან მიმართებაში, საჭიროა უფრო დაზუსტებული და კონკრეტული რეგულაციების დაწესება – “რათა ახალგაზრდები დავიცვათ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებით წაქეზებული უკანონო სასწავლებლებისგან… დავიცვათ ავტორიზებული სასწავლებლები არაჯანსაღი კომკურენციისგან” – წერია მიმართვაში. 

რექტორი და სტუდენტები ახალი ვალდებულებების შესახებ

 

ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სტუდენტები ვალდებული არიან ლექციების 50 პროცენტს დაესწრონ. ახალი რეგულაციის მიხედვით, სტუდენტებისთვის სავალდებულო გახდა სასემინარო მუშაობაში ჩართვა და შეფასების მიღება. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას სტუდენტების არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. რაში ხედავენ სტუდენტები პრობლემას და რატომ მიიღო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება? გთავაზობთ რექტორისა და სტუდენტების მოსაზრებებს.  

დაწყებითის 2 191 -მა პედაგოგმა საგნობრივი გამოცდები ვერ ჩააბარა

 

ზაფხულში ჩატარებული საგნობრივი გამოცდების შედეგების მიხედვით, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ბევრმა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა ვერ გადალახა. დაწყებითი საფეხურის (I-IVკლასი) მასწავლებლებიდან უფროსი მასწავლებლის კატეგორიაში 2 191 მასწავლებელი ვერ გადავიდა. მეორე კატეგორიის მასწავლებლის სტატუსის მიღება მხოლოდ 90-მა პედაგოგმა შეძლო. რამ განაპირობა დაწყებითი საფეხურის პრაქტიკოსი პედაგოგების ეს შედეგი და რაში ხედავენ სპეციალისტები გამოსავალს? თემაზე „ბათუმელებთან“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტებმა – მანანა რატიანმა და ნინო ლაბარტყავამ ისაუბრეს.

გათბობის პრობლემების გამო აგრარული მიმართულების სტუდენტები სხვა შენობაში ისწავლიან

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების  189 სტუდენტი ზამთრის განმავლობაში ლექციებს  სხვა შენობაში მოისმენს. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მერაბ ხალვაში ამბობს, რომ  სტუდენტების სხვაგან გადაყვანის მიზეზი  სარემონტო შენობააა, სადაც არ ფუნქციონირებს გათბობის სისტემა.  გარდა ამისა,  სტუდენტებს აქვთ ტრანსპორტის პრობლემაც, რადგან  სასწავლებლის შენობა მწვანე კონცხზე მდებარეობს. 

საერთაშორისო ოლიმპიადა მკვლევარი და გამომგონებელი მოსწავლეებისთვის

 

VII-XII კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც უყვართ ქიმია, ბიოლოგია-ეკოლოგია, ინჟინერია, ფიზიკა, ინფორმატიკა და მათემატიკა, აქვთ საკუთარი გამოგონება  ან ინოვაციური პროექტი, წელსაც შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადაში.  მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო ვებგვერდზე www.iyipo.ge

სალიბაურში შშმ პირთათავის ადაპტირებული სკოლა გაიხსნება

 

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები მალე დასრულდება. პროექტის მიხედვით სკოლის შენობა სამსართულიანია, დაკავშირებული ცალკე არსებულ სპორტულ დარბაზთან. შენობას სრული რემონტი ჩაუტარდა და ადაპტირებულია შშმ პირთათვისაც. სამინისტროს ინფორმაციით, მოეწყო პანდუსი და შესაბამისი სველი წერტილები.

ვინ და როგორ შეაჩერებს ბულინგს სკოლაში

 

საფუძვლიანი კვლევა იმის შესახებ თუ, რამდენად მაღალია ძალადობის მაჩვენებელი, საქართველოს სკოლებში არ ჩატარებულა. თუმცა ფაქტია, რომ ბულინგი, იგივე შარიანობა, მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. დიდ ბრიტანეთში გამოკითხული  5000 მოსწავლიდან  50%-მა აღნიშნა, რომ დაუმცირებია თანატოლი, მათგან 30 პროცენტი კი ამას სულ ცოტა კვირაში ერთხელ მაინც აკეთებს – აღნიშნულია ბულინგის საწინააღმდეგო საქველმოქმედო ფონდის Ditch The Label-ის 2015 წლის კვლევაში.  

ვისთვის არის მიუღებელი ტერმინები: ლიბერალიზმი და გენდერი

 

საქართველოს საპატრიარქოს განათლების საბჭოს წარმომადგენლების განცხადებით, განათლების სამინისტრომ მათი რეკომენდაციით ახალი სახელმძღვანელოს „მე და საზოგადოებას“ სასწავლო გეგმიდან ტერმინები – „ლიბერალიზმი“, „დემოკრატიული ღირებულებები“ და „გენდერული იდენტობა“ ამოიღო. საპატრიარქოს ინფორმაციით, მათივე ჩარევის შედეგად შეიცვალა თავად სახელმძღვანელოს სათაურიც და მას „მე და ოჯახი“ ერქმევა. ხოლო ერთ-ერთი თემის სათაურს –  „რისი მჯერა, რისი მწამს“, „რელიგია და რწმენა“ ჩაენაცვლება. რაზე მეტყველებს სასწავლო გეგმაში რელიგიური ინსტიტუციის ამ დოზით ჩარევა და პასუხობს თუ არა განათლების სამინისტრო კონსტიტუციით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს? 

ფსიქოლოგიის დოქტორი თამარ გაგოშიძე საჯარო ლექციებს გამართავს

 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის 29 – 31 ოქტომბერს  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის თამარ გაგოშიძის საჯარო ლექციები გაიმართება. 

ვიდეოგაკვეთილი – მასწავლებლის ახალი ვალდებულება

 

საკლასო დაკვირვება – ასე ჰქვია მასწავლებლის შეფასების ახალ ინსტრუმენტს, რომელზეც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მუშაობს. პროექტის მიზანია ვიდეოგაკვეთილების მეშვეობით მეორე კატეგორიის მასწავლებელთა შეფასება. პედაგოგები მომავალი სასწავლო წლიდან ვალდებულები იქნებიან ორი ვიდეოგაკვეთილი ჩაატარონ, რომელსაც სპეციალური კომისია შეაფასებს. დადებითი შეფასების შემთხვევაში, მასწავლებელი ხუთ კრედიტს მიიღებს. კატეგორიის შესანარჩუნებლად პედაგოგებს სამი წლის განმავლობაში გარკვეული რაოდენობის კრედიტების დაგროვება მოუწევთ. ვიდეოგაკვეთილების ჩატარების ვალდებულება მხოლოდ უფროსი კატეგორიის მასწავლებლებს აქვთ. 

მერაბ ხალვაში: „უნივერსიტეტის დაარსებას ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა“

 

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 80 წლის იუბილე აღნიშნა. ამ უნივერსიტეტის როლი რეგიონის საგანმანათლებლო ცხოვრებაში უდიდესია. სწორედ აქედან გამომდინარე რეგიონის მცხოვრებ ბევრ ადამიანს უნივერსიტეტთან დადებითი ემოცია აკავშირებს. ძირითადად უყვართ ეს უნივერსიტეტი და ზოგჯერ აკრიტიკებენ კიდეც. ბოლო წლებში უნივერსიტეტი არ ზოგავს ძალისხმევას, თავი დაიმკვიდროს როგორც თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრმა.

ორგანიზაცია „მოქალაქე“ კონკურსის „სტუდენტები თვითმმართველობებისთვის“ ახალ ეტაპს იწყებს

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ორგანიზაცია „მოქალაქეს“ პროექტის „სტუდენტები თვითმმართველობებისთვის“ მეორე ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განახორციელებს. კონკურსისათვის რეგისტრაციის პროცესი 28 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს დასრულდება.

რატომ სჭირდება კერძო სკოლის მოსწავლეს რეპეტიტორი?

 

პედაგოგების სერტიფიცირებისა და სასკოლო რეფორმების მიუხედავად, საჯარო სკოლა დღემდე ვერ ახერხებს მოსწავლეს სრულფასოვანი ცოდნა მისცეს. სწორედ ამიტომ არჩევს ზოგიერთი მშობელი შვილი კერძო სკოლაში შეიყვანოს, თუმცა, ტენდენცია აჩვენებს, რომ რეპეტიტორებს არა მარტო საჯარო, კერძო სკოლის მოსწავლეებიც მიმართავენ.  მიზეზებზე ბათუმის კერძო სკოლების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს. 

სტაჟირება მასწავლებლებისთვის ავსტრიაში

 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გერმანული ენის მასწავლებლებისთვის აცხადებს კონკურსს.   უცხო ენის მასწავლებლები, რომლებსაც კონკურსის ფარგლებში შეარჩევენ, კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაემგზავრებიან ავსტრიაში, ქალაქ ვენაში მდებარე სასწავლო ცენტრში.

ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მომავალი ბათუმში

 

ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სკოლა ბათუმის #6 საჯარო სკოლაში მესამე წელია ფუნქციონირებს. ამავე სკოლაში გახსნილია ფიზიკა-მათემატიკის დამოუკიდებელი ცენტრიც, სადაც 300-მდე ბავშვი სწავლობს. რა პერსპექტივა აქვს ამ სკოლას ბათუმში და რატომ ისწავლება ფიზიკური სიდიდეების აღმნიშვნელი ნიშნები განსხვავებულად სხვადასხვა სკოლაში.

რამდენით გაიზარდა მასწავლებლის ხელფასი

 

საქართველოში საჯარო სკოლაში დასაქმებული მასწავლებლის მინიმალური ხელფასი, სრული დატვირთვის შემთხვევაში, 337 ლარითა და 25 თეთრით განისაზღვრა. მინიმალურ ხელფასს დაემატება ახალი სქემის ფარგლებში გადანაწილებულ პედაგოგთა სახელფასო დანამატები, რომელიც ასე განსაზღვრეს: უფროსი მასწავლებლისათვის – 160 ლარი; წამყვანი მასწავლებლისათვის – 250 ლარი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის – 300 ლარი. ბრძანებას, რომელიც პედაგოგთა საბაზო ხელფასის 34%-ით გაზრდას ითვალისწინებს, განათლების მინისტრმა ხელი 28 სექტემბერს მოაწერა. მასწავლებლის ხელფასის ზრდაზე „ბათუმელების“ შეკითხვებს ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა დავითაძემ უპასუხა.
 

აშშ-ს მშვიდობის კორპუსის მოხალისეები ბათუმში

 

აშშ-ს მშვიდობის კორპუსი სამშაბათს, 6 ოქტომბერს, 12:00 სთ-ზე ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  საინფორმაციო შეხვედრას გამართავს იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც შესაძლოა დაინტერესდნენ მშვიდობის კორპუსის მოხალისეების მიღებითა და თანამშრომლობით.

 

 

კონკურსი ახალგაზრდებისთვის – ”არჩევანი ჩემი უფლებაა”

 

 

 „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ (GRMA) ახალგაზრდებისათვის აცხადებს ესსეს, სლოგანისა და ფოტო კონკურსს „არჩევანი ჩემი უფლებაა.“ 

სტუდენტთა დაფინანსების კონკურსი

 

სამ დღეში, ანუ 2015 წლის 2 ოქტომბერს დასრულდება კონკრსში მონაწილეობის შესაძლებლობა, რომელიც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქვს გამოცხადებული აჭარაში რეგისტრირებული სტუდენტებისთვის. 

„უპრობლემო“ განათლების სისტემა

 

კარგად მახსოვს ჩემთვის ახალი რეალობა, სტუდენტობა, რომელიც სკოლის რელობიდან ძალიან შორს აღმოჩნდა. კარგად მახსოვს სხავადასხვა სტუდენტური საპროტესტო აქციები, ვიყავი თუ არა ამ მოვლენების მონაწილე, მაგრამ ყველაზე მეტად ყურადღებას გავამახვილებ პროტესტზე, რომელიც ერთ-ერთი სასწავლო წლის დასაწყისს  ვიხილე, ეს იყო სტუდენტების პროტესტი, რომლებიც სწავლის პირველივე დღეს აპროტესტებდნე უნივერსიტეტის დონეზე თუ განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს და ითხოვდნენ ამ ყოველივეზე დროულ რეაგირებას. ერთი შეხედვით ეს ჩემთვის ამოუხსნელი მოვლენა იყო, რადგან მეც იმ სისტემის ნაწილი ვიყავი რომელსაც სასკოლო სისტემა ქმნიდა და სადაც არ არსებობდა გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება.. გარკვეული დროის განმავლობაში მქონდა წარმოდგენა რომ სტუდენტები რომლებიც ადმინისტრაციის წინ იდგნენ ტრანსფარანტებით და ჰქონდათ კონკრეტული მოთხოვნები, აუცილებლად დაისჯებოდნენ..

ბათუმის უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო

 

სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს. 

აჟიოტაჟი არარსებული სახელმძღვანელოს გამო

 

ადამიანის უფლებები, საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერება, პასუხისმგებლობა გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, კონფლიქტების არაძალადობრივი გზით გადაჭრა, განსხვავებულობის მიღება და შემწყნარებლობა – ეს ის ღირებულებებია, რაზეც უნდა აიგოს ახალი სასკოლო საგანი „მე და საზოგადოება“. ახალი საგნის სწავლება 2015 წელს არ იგეგმება, რადგან, როგორც სამინისტროში თქვეს, სახელმძღვანელო ჯერ შედგენილი არ არის, მხოლოდ სამუშაო გეგმა არსებობს. ვინ შექმნა აჟიოტაჟი არარსებული სახელმძღვანელოს გამო და რატომ აშინებთ სასულიერო პირებს ტერმინი –  „გენდერული იდენტობა“?

ერთკვირიანი სწავლება ახალგაზრდების ლიდერული უნარების განვითარებისთვის

 

ასოციაცია „სტარტაპ აკადემია“ 17-26 სექტემბერს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ჩაატარებს ტრენინგს „სამეწარმეო აზროვნებისა და ლიდერული უნარების განვითარება ახალგაზრდებში“, რომლის მიზანია მომავალ თაობაში სამეწარმეო აზროვნებისა და ლიდერული უნარების განვითარება და სამომავლოდ მათი ჩართულობა სამეწარმეო პროცესებში.

აჭარის სამ სკოლაში სწავლა დაგვიანებით დაიწყება

 

რა პრობლემები მოაგვარა აჭარის განათლების სამინისტრომ ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ და რატომ ვერ ახერხებს მუნიციპალიტეტებში არსებული რამდენიმე სკოლა ახალი სასწავლო წლის სექტემბერში დაწყებას? ამ და სხვა საკითხებზე  „ბათუმელები“  აჭარის განათლების მინისტრის პირველ მოადგილეს სულიკო თებიძეს ესაუბრა. 

Exit mobile version