2015-2016 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 2 250 ლარისა.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის გასანაწილებელი გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვრა 2 მილიონი ლარით;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსება განისაზღვრა 205 ათასი ლარით;
ხოლო, უცხო ქვეყნის მოქალაქე მაგისტრანტებზე (გარდა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა), დაფინანსება განისაზღვრა 45 ათასი ლარით.
2015-2016 სასწავლო წლისათვის განისაზღვრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებები:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა); ჯანდაცვა; ჰუმანიტარული; ხელოვნება; აგრარული; განათლება; სოციალური მეცნიერებები; საინჟინრო; სამართალი; მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფიზიკა; ბიზნესი და ეკონომიკა. ამ თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე თანაბრად უნდა განაწილდეს 800 ათასი ლარი.
1 200 000 ლარი კი უნდა განაწილდეს მაგისტრატურის პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებზე პროცენტული მაჩვენებლების შემდეგნაირი განაწილებით:
ა) მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფიზიკა – 9,5%;
ბ) საინჟინრო – 9,5%;
გ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა) – 9%;
დ) სოციალური მეცნიერებები – 8,5%;
ე) განათლება – 6%;
ვ) ჰუმანიტარული – 6%;
ზ) ბიზნესი და ეკონომიკა – 5%;
თ) სამართალი – 3%;
ი) აგრარული – 2%;
კ) ჯანდაცვა – 1%;
ლ) ხელოვნება – 0,5%.