ნეტგაზეთი • RU

ბათუმელი მოსწავლეების გამარჯვება კონკურსში “მე – ომბუდსმენი“

 

ბათუმელი მოსწავლეები:თათია ბოლქვაძე და ნინო ბერიძე კონკურსის – „მე – ომბუდსმენი“ გამარჯვებულები გახდნენ, მათ პირველი ადგილი დაიკავეს. გამარჯვებულები დღეს, 4 იანვარს, თბილისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების კოორდინატორმა საქართველოში ევა პასტრანამ დააჯილდოეს. 

 

ნინო ბერიძე და თათია ბოლქვაძე
ნინო ბერიძე და თათია ბოლქვაძე

თათია და ნინო მე-11 კლასელები არიან, ბათუმის #1 საჯარო სკოლაში, ერთ კლასში სწავლობენ. ისინი კონკურსში ერთად მონაწილეობდნენ, გუნდ „ხოჭოების“ სახელით. თათია ამბობს, რომ გუნდს სახელი „ბიტლზების“ გავლენით უწოდეს. თათია და ნინო  „თავისუფალ ჟურნალისტთა“ სახლის წევრები და აქტივისტები არიან. 


განათლების სამინისტროს ცნობით, კონკურსი – „მე-ომბუდსმენი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის – „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ – დაფინანსებით წელს მეხუთედ გაიმართა.   პირველ ტურში რეგისტრაცია 500–მდე გუნდმა გაიარა. მეორე რაუნდში 35 გუნდი – 70 მოსწავლე გადავიდა, ხოლო მესამე, საფინალო რაუნდში 17 გუნდი, 34 მოსწავლე გავიდა. ფინალური რაუნდის ნაშრომები სამი დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.   

 

კონკურსში – „მე-ომბუდსმენი 2014“ პირველი ადგილი  თათია ბოლქვაძემ და ნინო ბერიძემ დაიკავეს (გუნდი „ხოჭოები“); მეორე ადგილზე გავიდნენ ლუკა აშხატოევი და მარიამ გოგიჩაიშვილი, თბილისის #36 საჯარო სკოლის მოსწავლეები (გუნდი „Libertasi“); ხოლო მესამე ადგილი ხაშურის #9 საჯარო სკოლის მოსწავლეს მარიამ ნოზაძესა და ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მოსწავლეს თამარ კახოიძეს ერგოთ (გუდი „Mex.“).  


პირველ ადგილზე გასულმა მოსწავლეებმა საჩუქრად მიიღეს ლეპტოპები, მეორე ადგილზე გასულებმა -პლანშეტური კომპიუტერები და მესამე ადგილზე გასულებმა – მინიპლანშეტური კომპიუტერები. საჩუქარი გადაეცა ფინალში მონაწილე ყველა მოსწავლეს.  

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.