საგნობრივი ოლიმპიადა ჩატარდება ორ ტურად შემდეგ საგნებსა და კლასებში:
ქართული ენა და ლიტერატურა – VII, VIII, IX, X, XI-XII კლასები;
მათემატიკა – VII, VIII, IX, X, XI-XII კლასები;
ინგლისური ენა – VII, VIII, IX, X, XI-XII კლასები;
ფიზიკა – IX, X, XI-XII კლასები;
ქიმია – X, XI-XII კლასები;
ბიოლოგია – IX, X, XI, XII კლასები.
რუსული სექტორის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში, მათემატიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ოლიმპიადა ჩატარდება რუსულ ენაზე.