„ბათუმის ბულვარს“ ახალი ბულვარის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილი აქვს სკეიტპარკის მოედნის მოწყობა. გეგმის მიხედვით, „სკეიტპარკი უნდა მოეწყოს მიწის დონის ქვემოთ, ჩაღრმავებაში და ფეხით სასიარულო ცენტრალური ბილიკი უნდა დარჩეს არსებულ ნიშნულზე; სკეიტპარკის ტერიტორიის შემოღობვა დაუშვებელია“.
სკეიტპარკის მშენებლობისთვის საჭირო პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადებაზე ბულვარის ადმინისტრაციამ კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო წინადადებების მიღება 2022 წლის 28 აგვისტოს დაიწყება და 2 სექტემბერს დასრულდება.
საკონკურსო თანხა 90 660 ლარია.
საკონკურსო განაცხადიდან:
- „საპროექტო ტერიტორიის სავარაუდო ფართობი არანაკლენ 4 800 კვ.მეტრია. აღნიშნული ფართობზე უნდა მოეწყოს [სკეიტბორდის და ფამფ ტრეკი] მოედნები;
- პროექტი ასევე უნდა ითვალისწინებდეს საპროექტო ტერიტორიის გეოლოგიურ კვლევას.
- პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს მსოფლიო სკეიტბორდის ფედერაციის სტანდარტები, რაც საჭიროა შეთანხმების დოკუმენტის მისაღებად.
- გარემო პირობებიდან გამომდინარე, შერჩეულ იქნას შესაბამისი გამოსაყენებელი მასალები, რომლებიც ტექნიკურად უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილ ნორმებსა და უსაფრთხოების წესებს.
საპროექტო მოედნები გათვლილი უნდა იყოს ამ სახეობის სხვადასხვა დონის ადგილობრივი და საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების ჩასატარებლად და ატარებდეს მულტიფუნქციურ ხასიათს.
- საპროექტო მოედნები თავისი ფუნქციური დატვირთვით გათვლილი უნდა იყოს ყველა ასაკობრივ ჯგუფზე, როგორც პროფესიონალებისთვის, ისე მოყვარულთათვის.
- საპროექტო მოედნები ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირთათვის გადასაადგილებლად.
- პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ტერიტორიაზე არსებული ნარგავების და ხე-მცენარეების შენარჩუნების შესაძლებლობას.“
—
ბათუმში დღეს მხოლოდ ერთი მოქმედი სკეიტპარკია, რომელიც არდაგანის ტბის მიმდებარედაა მოწყობილი:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/346481/