ხულო-გოდერძის გზა დილის 6 საათამდე ჩაიკეტება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი[ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 2025 წლის 7 ოქტომბრის 22:00 საათიდან 8 ოქტომბრის 06:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. როგორც „ბათუმელებმა“ დეპარტამენტში დააზუსტა, ამ გზის 94-ე კილომეტრი ხულოში, რიყეთის თემში მდებარეობს. აქ ლითონის მილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა …

ღამით გადაიკეტება ხულო-გოდერძის გზა სოფელ რიყეთთან

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წლის 18 ივნისის 23:00 სთ-დან 19 ივნისის 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ხულო-გოდერძის გზაზე – ხულოს სოფელ რიყეთთან. გზის დროებით ჩაკეტვის მიზეზი, როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი[ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე [სოფ. რიყეთი] დაგეგმილი სამუშაოებია“. გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნული სამუშაოები ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ტარდება. …

ხულოში ნაპრალები გაჩნდა ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე, კერძოდ, დაბა ხულოდან გზის დაახლოებით მეხუთე კილომეტრზე, ნაპრალები გაჩნდა. ეს გზა ორი წლის წინ შეაკეთეს. ადგილობრივების დაკვირვებით, ნაპრალები გზაზე საკმაოდ ღრმაა და შესაძლოა ის მეწყრის საფრთხეებზე მიანიშნებდეს, იმის გათვალისწინებით, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთთან ახლოს მეწყერი 2023 წელს ჩამოწვა. „ბათუმელები“ შეეცადა ხულოს მერიის პრესსამსახურიდან ინფორმაციის მიღებას – ხომ არ მიუმართავს მუნიციპალიტეტს შესაბამისი სამსახურებისთვის და …

ზამლეთი-ხიხაძირის 7 კილომეტრიანი გზა, რომელიც ოთხმა პრემიერმა ვერ დაასრულა

ზამლეთი-ხიხაძირის გზის შესაკეთებლად დაწყებული სამუშაოები 2021 წელში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, გზის ეს მონაკვეთი ამ დრომდე გაუკეთებელია. ამჯერად, არჩევნებამდე ორი თვით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა მთავრობის განკარგულებას, რითაც ცვლილება შეიტანა 2019 წლის განკარგულებაში და გზების დეპარტამენტს სამუშაოების განახლება დაავალა. მთავრობის განკარგულებით, სამუშაოებს ზამლეთი-ხიხაძირის გზაზე შეასრულებს კომპანია „არალი“, რომელიც სულ სხვა გზის სამუშაოების ტენდერშია გამარჯვებული. …

მწვანე ტბასთან ინერტული მასალის მოპოვება განახლდება – მთავრობის განკარგულება 

საქართველოს მთავრობამ კერძო კომპანია New Road ხულოში, მწვანე ტბის მიმდებარე ადგილებში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა. მთავრობის 2024 წლის 2 სექტემბრის განკარგულებით New Road-ს უფლება აქვს 2024 წლის 9 დეკემბრამდე რიყეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ჯამში 198 701 კუბური მეტრი წიაღისეული- ანდეზიტის ლოდნარი მოიპოვოს. წიაღისეულის/ინერტული მასალის მოპოვება კომპანიას 3 ადგილზე შეუძლია და ლიცენზიისგან გათავისუფლების სანაცვლოდ ბიუჯეტში 596 ათას …

რა ვითარებაა ბათუმის შემოვლით გზაზე, რომელიც „რამდენიმე კვირაში“ უნდა გახსნან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ბათუმის შემოვლითი გზა „რამდენიმე კვირაში“ გაიხსნება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი, ვისი დაკვეთითაც ეს გზა შენდება, ვერ დაგვიკონკრეტეს ამ „რამდენიმე კვირის“ ბოლო დაახლოებით რომელ თვეში დადგება. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულების კონკრეტული თარიღი ადრე ვერც ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაასახელა. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, ხელისუფლების თავდაპირველი გათვლებით, 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. ამის შემდეგ …

ხულო-გოდერძის გზაზე დღეს ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ხულო-გოდერძის გზაზე დღეს ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)- ახალციხის საავტომობილო გზის მე-100 კილომეტრზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო, 2024 წლის 15 ივლისის 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება. „შეზღუდვის პერიოდში ავტომობილების გატარება მოხდება ეტაპობრივად“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი. ხულო-გოდერძის გზაზე ასფალტის საფარს აგებენ. ამავე თემაზე ვრცლად: „დასრულდება ავტობანის …

რატომ გამოაცხადეს მეორე 80-მილიონიანი ტენდერი აჭარაში და კიდევ 3 რეგიონში გზების მოვლაზე

აჭარაში, ასევე გურიის, სამეგრელოს და ზემო სვანეთის რეგიონებში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე საქართველოს გზების დეპარტამენტმა წელს მეორე ტენდერი გამოაცხადა. სახელშეკრულებო თანხა ამ შემთხვევაშიც 80 მილიონი ლარია. ანალოგიური ტენდერი დეპარტამენტს 3 თვის წინაც ჰქონდა გამოცხადებული, სადაც გამარჯვებულად კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ გამოავლინა და მასთან ხელშეკრულება 80 მილიონ ლარზე აქვს გაფორმებული – …

რა ხდება ხულო-გოდერძის გზაზე – პროექტი, რომელიც 4 წლის წინ უნდა დასრულებულიყო 

ხულო-გოდერძის გზაზე ასფალტს აგებს კომპანია, რომელმაც 80 მილიონიანი ტენდერი მოიგო. ეს თანხა 2027 წლის ჩათვლით უნდა მოხმარებოდა გზების შეკეთებას, აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. გზების დეპარტამენტმა კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება შეცვალა და 80 მილიონი მთლიანად 2024 წელში გადმოიტანა. შესაბამისად, ამ რეგიონებში 2025-27 წლებში საგზაო სამუშაოები ამ ტენდერი ფარგლებში აღარ ჩატარდება. კომპანიას 16 მილიონი ლარი ავანსად უკვე …

ხულო-გოდერძის გზაზე დღეს ტრანსპორტის მოძრაობა 8 საათით შეიზღუდება

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ახალციხისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ პაქსაძეები-კორტოხის მონაკვეთში, 2024 წლის 19 ივნისის 23:00 საათიდან 20 ივნისის 07:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე [პაქსაძეები-კორტოხის მონაკვეთი] მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდება. განახლება: დეპარტამენტის 20 ივნისის განცხადებით ხულო-ზარზმის გზის დარჩენილ 26 კილომეტრიან მონაკვეთზე …

ხულო-ზარზმის გზა, რომელიც არ მთავრდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სამუშაოები 2024 წელს „ძირითადად“ დასრულდება, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ „წლის ბოლოსთვის უკვე სრულად იქნება დასრულებული ეს გზა“. „ბათუმელების“ მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ხულო-ზარზმის გზაზე სამუშაოები 2024 წელს ბოლომდე ვერ დასრულდება. არადა,  სამუშაოები აქ 2018 წელს დაიწყო და ამ გზის სრული რეკონსტრუქციაც 2020 წელს უნდა …

ხულო-გოდერძის გზის მშენებლობა დასრულდება 2024 წელს – გზების დეპარტამენტი

ხულო-ზარზმის გზის გოდერძი-ზარზმის მონაკვეთზე, როგორც „ბათუმელებს“ გზების დეპარტამენტიდან მოგვწერეს, სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და ამ ეტაპზე „მიმდინარეობს სამუშაოების მიღების პროცედურები“. რაც შეეხება ხულო-გოდერძის მონაკვეთს, დეპარტამენტის ინფორმაციით, „სამშენებლო სამუშაოები განახლდება და გაგრძელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში“. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ირწმუნებიან, რომ ხულო-გოდერძის გზის მშენებლობის „დასრულება დაგეგმილია ეტაპობრივად, 2024 წელს“. ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანია „სინოჰიდროსთან“ …

ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა

ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანია „სინოჰიდროსთან“ კონტრაქტის შეწყვეტას მთავრობამ მხარი დაუჭირა. ამის შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. „ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა შეუსრულებელი ვალდებულებების გამო. უფრო დეტალურ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტრო გააკეთებს, თუმცა ლოგიკურია, თუ კონტრაქტორი არ ასრულებს თავის ვალდებულებას, შესაბამისი იურიდიული პროცედურები უნდა განხორციელდეს, რისი ინიციატივაც ჰქონდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მთავრობამ მხარი დაუჭირა“ …

ხულო-ზარზმის გზაზე მთავრობა კონტრაქტის შეწყვეტას გეგმავს – რას წერს აუდიტი

„ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების შესრულების დაბალი ტემპისა და სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო, იგეგმება კონტრაქტის შეწყვეტა და სამუშაოების ბიუჯეტიდან დაფინანსება.“ – აღნიშნულია აუდიტის დასკვნეში, რომელიც 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს ეხება. სახელმწიფო ბიუჯეტის პირველ ვარიანტთან დაკავშირებით კი, აუდიტი წერდა, რომ ხულო-ზარზმის გზის პროექტი ერთ-ერთი იყო იმ პროექტებიდან, სადაც …

წელს არც ბათუმის შემოვლითი გზა დასრულდება და არც ხულო-ზარზმის 

ბათუმის შემოვლითი და ხულო-ზარზმის გზების მშენებლობის დასრულებას მთავრობა საარჩევნო, 2024 წელს გვპირდება. არადა, ეს მშენებლობები, სულ ცოტა, 2023 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო. აღნიშნული გზების მომავალ წელს დასრულება საქართველოს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტშია გაწერილი, თუმცა ამავე პროექტში ისიც აღნიშნულია, რომ „დაიწყება ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალის მშენებლობა“. მიუხედავად ასეთი ჩანაწერისა, ბათუმი-სარფის გზის მშენებლობისთვის ბიუჯეტის პროექტში ამ ეტაპზე დაფინანსება გათვალისწინებული …

ხულო-ზარზმის გზა დღეს – ფოტორეპორტაჟი

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის გასწვრივ დამეწყრილი ადგილების გამაგრების სამუშაოები დაწყებულია. კომპანია „არალმა“, რომელთანაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხელშეკრულება 15,2 მილიონ ლარზე აქვს გაფორმებული, ფერდსამაგრი სამუშაოები 8 ადგილზე უნდა ჩაატაროს. კომპანიას 1,5 მილიონი ლარი ავანსად ორი დღის წინ გადაურიცხეს. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასევე მუშაობს ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“, რომელთანაც ხელშეკრულება ჯამში 95,6 მილიონ ლარზეა გაფორმებული [ხულო-ზარზმის …

„დღეში მხოლოდ 2 ლარს დაგიმატებთო“ – გაფიცვა ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე

„კომპანიამ თითქოს ორ-ორ ლარს დავამატებთ დღეშიო, მაგრამ ეს როგორი თემაა იცით, 2 ლარი რომ დაგვიმატონ, თვეში 60 ლარია და 60-80 ლარს მეორად ტანსაცმელში ვხარჯავთ, რომ ვიმუშაოთ,“ – გვითხრა როინ შავაძემ, რომელიც ერთ-ერთია იმ ორმოცამდე მუშიდან, რომლებიც პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ. გაფიცულები კომპანია „სინოჰიდროში“ არიან დასაქმებულები, რომელიც ხულო-ზარზმის გზას აკეთებს. ამ ჩინურ კომპანიასთან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს …

ხულო-ზარზმის პროექტი გაძვირდა – მეწყერი გზის გაფართოების სამუშაოების შედეგია

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები რამდენიმე მილიონი ლარით ძვირდება. გარდა ამისა, სათუოა სამუშაოების მიმდინარე წელს მთლიანად დასრულებაც. ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციაზე [ორ ლოტად] ხელშეკრულებები ჯამში 95,6 მილიონ ლარზეა გაფორმებული. სამუშაოები დაწყებულია, თუმცა გზის გასწვრივ არაერთ ადგილზე გააქტიურდა მეწყერი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი მილიონები სწორედ დამეწყრილი ფერდობების გამაგრებას დასჭირდება. გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, ხულო-ზარზმის მონაკვეთზე მეწყრის განვითარების ერთ-ერთი …

ხულოში, სოფელ დიოკნისთან, გზაზე ფერდი ჩამოიშალა – რას გეგმავს დეპარტამენტი

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში, საავტომობილო გზაზე, ფერდი ჩამოიშალა. ადგილზე [2 ივნისის მდგომარეობით], ავტოტრანსპორტი გზის ერთ სავალ ზოლში მოძრაობს. შესაბამისად, გადაადგილება ჭირს, თუმცა გზა ჩაკეტილი არ არის. თვითმხილველის თქმით, „მეწყერი, როგორც ასეთი, არ ყოფილა და არც დიდი მასა ჩამოწოლილა გზაზე, თუმცა ფერდის ჩამოშლით გზის სავალი ნაწილი დავიწროვდა და მანქანები ერთმანეთს გვერდს ვერ უვლიან. ეს ადგილი ადრე …

გოდერძის უღელტეხილი ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის გახსნილია – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზაზე (გოდერძის უღელტეხილი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“. ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის ხულო-ზარზმის მონაკვეთზე [მათ შორის გოდერძის უღელტეხილზე] სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხულო-ზარზმის მონაკვეთი, რომელიც თავის დროზე კომპანია „ტოდინს“ უნდა გაეკეთებინა, ორ ლოტად იყო დაყოფილი [დაბა ხულო-გოდერძი და გოდერძი-ზარზმა]. მთლიანი გზის რეაბილიტაცია „ტოდინს“ 2020 წლის …

ხულო-ზარზმის გზა – მესაკუთრეებს მიწის ნაკვეთს ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულში პაქსაძეების ოჯახს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან 432 კვადრატულ მეტრს ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებაზე შესაბამისი ბრძანება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გამოსცა. პაქსაძეების ნაკვეთი ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის გასწვრივ მდებარეობს. ავტომაგისტრალის ამ ნაწილში ხულო-ზარზმის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. „უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ დეპარტამენტის მიერ …

წელს ხულო-ზარზმის გზაზე 10 კმ-მდე ასფალტს დააგებენ – მინისტრის დაპირება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, წელს ხულო-ზარზმის გზაზე 10 კმ-მდე ასფალტის საფარს დააგებენ. „მიუხედავად მთელი რიგი, მათ შორის, მეწყრებთან დაკავშირებული გამოწვევებისა, წელს ვახერხებთ როგორც ხულოს, ისე ზარზმის მხრიდან, 10 კმ-მდე გზაზე ასფალტის საფარის მოწყობას. კარგი პროგრესი გვაქვს ხელოვნურ ნაგებობებთან დაკავშირებით, რაც ქმნის პირობებს იმისათვის, რომ უკვე მომდევნო წელს პროექტი დასრულდეს და …

როდის დასრულდება ხულო-გოდერძის გზაზე 4 კილომეტრის შეკეთება

დაბა ხულოდან გოდერძის მიმართულებით, ბათუმი-ახალციხის გზის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები თავდაპირველად შეჩერდა, შემდეგ კი ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „მამისონს“ გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება შეუწყვიტა. სამუშაოებს ამჯერად სხვა კომპანია „ნიუ როუდი“ აგრძელებს. კომპანია „მამისონში“ კი აცხადებენ, რომ დეპარტამენტის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს კომპანია „მამისონთან“ 14,5 …

ხულო-ზარზმის გზაზე ასფალტის დაგება დაიწყეს

ხულო-ზარზმის გზაზე, სოფელ ზარზმიდან გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით ასფალტის დაგება დაიწყეს. გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებული ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, გუშინ, 28 სექტემბერს, ასფალტის საფარი გზის 500 მეტრ სიგრძეზე დაიგო. ასფალტის დაგება გრძელდება. სამუშაოები ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ტარდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო გზა [ხულოდან ზარზმამდე] ჯამში 42 კილომეტრია და ის ორ მონაკვეთადაა დაყოფილი. პირველი მონაკვეთი არის …

იქნება თუ არა გარეგანათება ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე – გზების დეპარტამენტის პასუხი

„ბათუმიდან ხულომდე მაგისტრალი, გარდა იმისა, რომ გზა ბევრ ადგილზე ავარიულია, განათებაც არ არის. აქ ღამით ხილვადობა ძალიან ცუდია და გარეგანათებაა საჭირო“, – ამბობენ „ბათუმელებთან“ მძღოლები, რომლებიც ამ გზით ხშირად სარგებლობენ. საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ გარეგანათება „სავალდებულო არ არის“. ბათუმიდან ხულომდე გზის მონაკვეთი, ბათუმი-ახალციხის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ავტომაგისტრალის ნაწილია და ის აღნიშნული დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. ამ …

ხულო-გოდერძის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა 7 ოქტომბრის ჩათვლით შეზღუდული იქნება

ხულო-გოდერძის სავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა 23 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით შეიზღუდება. მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის შეიზღუდება გზის კმ86+440-კმ86+640 მონაკვეთზე დროის შემდეგ მონაკვეთებში: ყოველდღე, 11:00სთ-დან 13:00სთ-მდე და 14:00სთ-დან 19:00სთ-მდე. „მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს დროებით მოწყობილი საავტომობილო გზის გავლით. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.“ აცხადებს გზების დეპარტამენტი. შეზღუდვის მიზეზი, როგორც დეპარტამენტი აცხადებს, ხულო-გოდერძის გზის I ლოტის რეაბილიტაციის …

ხულო-გოდერძის გზაზე დღეს პერიოდულად შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86+440-კმ86+600 მონაკვეთზე [ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია], ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 2022 წლის 21 სექტემბერს 10:00სთ-დან 14:00სთ-მდე და 13:00სთ-დან 19:00სთ-მდე. დროის აღნიშნულ მონაკვეთებში მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს დროებით მოწყობილი საავტომობილო გზის გავლით. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. დეპარტამენტის განცხადებით, მოძრაობის შეზღუდვა …

ბათუმი-ახალციხის გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. ამ დროისთვის [18 აგვისტო] გრძელდება დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები.“ „ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში, მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროების გამო, 16 აგვისტოს საღამოს პერიოდიდან აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.“ – აღნიშნულია დეპარტამენტის …

ბათუმი-ახალციხის გზა გოდერძიზე გადაკეტილია – არის კლდის ჩამოშლის საშიშროება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი [ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე არის მიწა-კლდის მასის ჩამოშლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზების დეპარტამენტში დღეს, 17 აგვისტოს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გზა [ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის არეალში] სოფელ უტყისუბანთან [ზარზმის თემი] არის გადაკეტილი. …

როდის იქნება ხულო-ზარზმის გზა – გზების დეპარტამენტის განმარტება

ხულოდან კურორტ გოდერძამდე გზა ისევ მოუწყობელია და ისევ მაღალი გამავლობის მანქანებით შეიძლება გადაადგილება. ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში არაერთხელ გაცემული დაპირება, რომ ხულო-ზარზმის გზას გააკეთებდნენ, ამ დრომდე არ შესრულებულა. როგორც ირკვევა, პირობა ვერც ახლა სრულდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრის ინფორმაციით, გზა კურორტ გოდერძიმდე 2023 წელს იქნება. ამ უწყების ოფიციალური გვერდის ინფორმაციით კი, სამუშაოები 2022 წელს ანუ …

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დაფინანსება მცირდება, ხულო-ზარზმის კი, იზრდება

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარე წელს 64 მილიონი ლარის ნაცვლად 60 მილიონი ლარით დაფინანსდება, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსება კი, 10 მილიონის ნაცვლად 14 მილიონ ლარამდე გაიზრდება. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობისთვის 2021 წლის 6 თვეში 4,5 მილიონი ლარის სამუშაოები უნდა შესრულებულიყო, თუმცა 5 თვის მონაცემებით შესრულდა 199 ათასი ლარის …

როდის დასრულდება ხულო-ზარზმის გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა

ხულო-ზარზმის გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთი დაბა ხულოში იწყება და გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით, დიდაჭარის კაშხალთან მისვლამდე მთავრდება. ამ გზის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება კომპანია „მამისონთან“ 14,6 მილიონ ლარზეა გაფორმებული. დოკუმენტების მიხედვით, მშენებლობა, 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს. ამ თემაზე: ხულო-ზარზმის 14 მლნ ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომლის სხვა ტენდერს პროკურატურა იძიებს დასრულდება თუ არა მიმდინარე წლის დეკემბერში გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის …

„ვითხოვთ ხელფასის მომატებას და ადამიანურ პირობებს“ – ხულო-ზარზმის გზის მშენებლები გაიფიცნენ

„ვითხოვთ ხელფასის მომატებას და ადამიანურ პირობებს. შეიძლება არმატურის ქსოვაზე მუშაობდე და ხუთ დღეში ერთხელ გიცვლიდნენ ხელთათმანს?“ – ამბობს ხულოში, სოფელ დანისპარაულში მცხოვრები არჩილ ანთაძე. ის ხულოში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეა. კომპანია „სინოჰიდროში“ დასაქმებული 100-მდე ადამიანი დღეს, 21 აპრილს, გაიფიცა. ეს კომპანია ხულო-ზარზმის საავტომობილო გზას აკეთებს. „კომპანიაში მივედით ამ დილით და გვითხრეს, თუ არ გინდათ, წადითო, …

ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის დეტალური პროექტირება დაწყებულია

ბათუმი [ჭოროხი]-სარფის ახალი ავტომაგისტრალის დეტალურ პროექტზე უკვე მუშაობენ და ის, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. ამის შემდეგ გამოაცხადებენ ტენდერს მაგისტრალის მშენებლობაზე. რომელიც 2021 წელს უნდა დაწყებულიყო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში გასული წლის ბოლოს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დეტალური პროექტირება ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო გადავადდა. შესაბამისად, გადაიწია გზის მშენებლობის დაწყების თარიღიც. „2017 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულების ფარგლებში …

ავტობანი – როდის დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2022 წელში დასრულდება. საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აღნიშნული გზის მშენებლობისთვის 2021 წელს – 80 მილიონი ლარი, ხოლო 2022 წელს – 55 მილიონი ლარია გამოყოფილი. ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულებულიყო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ 6 თვის წინ უთხრეს, რომ „გზის მშენებლობის პროცესში გარკვეული …

ხულო-ზარზმის გზის ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომელმაც ქობულეთში ავტობანი ააშენა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 კმ-იან მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შესრულების მიზნით ჩატარებულ საერთაშორისო ტენდერში კომპანია „სინოჰიდრომ“ გაიმარჯვა და ამ ეტაპზე ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს. ჩინურმა კომპანია – „სინოჰიდრომ“ აჭარაში ქობულეთის შემოვლითი გზაც ააშენა. ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთი დაყოფილია 2 ნაწილად (ლოტად) და დეპარტამენტის ინფორმაციით, არაბთა ეკონომიკური …

Exit mobile version