ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხულო-გოდერძის გზაზე დღეს პერიოდულად შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა

21.09.2022
ხულო-გოდერძის გზაზე დღეს პერიოდულად შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86+440-კმ86+600 მონაკვეთზე [ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია], ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 2022 წლის 21 სექტემბერს 10:00სთ-დან 14:00სთ-მდე და 13:00სთ-დან 19:00სთ-მდე.

დროის აღნიშნულ მონაკვეთებში მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს დროებით მოწყობილი საავტომობილო გზის გავლით. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

დეპარტამენტის განცხადებით, მოძრაობის შეზღუდვა ხულო-გოდერძის პირველი ლოტის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს უკავშირდება. ამჯერად, ზემოთ აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს ხელოვნურად მიწის ჩამოშლის სამუშაოები.

 

მთავარი ფოტო: ხულო ზარზმის გზის რეაბილიტაცია / გზების დეპარტამენტის ფოტო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: