ხულო-ზარზმის 14 მლნ ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომლის სხვა ტენდერს პროკურატურა იძიებს

ხულოში, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „მამისონს“ შორის დღეს, 9 ივნისს, გაფორმდა. სახელშეკრულებო თანხა 14 581 880 ლარია. ტენდერი გზების დეპარტამენტს 18 227 349 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. აღნიშნული მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება და გოდერძის მიმართულებით 5 კილომეტრში მთავრდება. ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია სამუშაოების დაწყებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს. ტენდერში „მამისონის“ გარდა …

ხულო-ზარზმის გზის 18-მილიონიან ტენდერში „ოცნების“ შემწირველი მონაწილეობს

ხულოში, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 11 მაისს, დასრულდა. ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს 18 227 349 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციას დეპარტამენტს ტენდერში მონაწილე შპს „მამისონი“ 14 581 880 ლარად სთავაზობს. ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშეა გამოცხადებული, ამიტომ, ამ ეტაპზე [შერჩევა-შეფასება] უცნობია, მონაწილეობენ თუ არა ტენდერში სხვა კომპანიები …

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერის მოგებას 7 კომპანია ცდილობს

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე ხელახლა გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში 7 კომპანია მონაწილეობს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში დაინტერესებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინადადებები უკვე გაიხსნა და შემდეგ ეტაპზე ამ წინადადებების შერჩევა-შეფასება მოხდება. ახალი ტენდერი 2 ნაწილად გამოცხადდა. პროექტის დიდი ნაწილი კვლავ ქუვეითის ფონდის მიერ დაფინანსდება, ხოლო  5 …

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე დეპარტამენტმა ხელახალი ტენდერები გამოაცხადა

ხულო-გოდერძის უღელტეხილი-ზარზმის გზის სარეაბილიტაციოდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელახალი ტენდერები გამოაცხადა. წინა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ტოდინთან“ კი დეპარტამენტმა 110-მილიონიანი ხელშეკრულება 2020 წლის თებერვალში შეწყვიტა. პროექტს ქუვეითის ფონდი აფინანსებდა. დეპარტამენტმა ხელახალი ტენდერი ორ ნაწილად გამოაცხადა. პროექტის დიდ ნაწილს კვლავ ქუვეითის ფონდი, ხოლო დაახლოებით 5-კილომეტრიან მონაკვეთს, სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს. ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 18 227 349 …

ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან 110-მილიონიანი ხელშეკრულება შეწყდა – დეპარტამენტი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტმა TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-სთან [„ტოდინთან“]  გაფორმებული ხელშეკრულებების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. „მიუხედავად იმისა, რომ კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს ყველა პირობა ჰქონდა პროექტის განსახორციელებლად, კონტრაქტორმა ვერ მოახერხა მობილიზება და შესაბამისი სამუშაოების წარმოება ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-სთან …

ენმ ხულო-ზარზმის გზის მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროებას ითხოვს

„ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ დროულად მოხდეს ყველა იმ დოკუმენტაციის გასაჯაროება, რომელიც ხულო-ზარზმის გზის მშენებლობას უკავშირდება“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“, რეზო ხარაზმა, დღეს, 10 იანვარს, ბათუმში გამართულ ბრიფინგზე. ენმ-მ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან, წერილობით გამოითხოვა ხულო-ზარზმის გზის პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები, სამუშაოებზე ზედამხედველი კომისიის სხდომის ოქმების, ასევე კომპანიასთან მიმოწერის [კორესპონდენციების] ასლები. …

გოდერძის სათხილამურო ტრასაზე მაგისტრალური გაზსადენი გაივლის – რატომ შეიცვალა პროექტი  

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის დაწყების გაჭიანურებამ პრობლემა შეუქმნა ხიჭაური-გოდერძის გაზსადენის პროექტის განხორციელებას ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. გაზსადენის ასაშენებლად აჭარის ბიუჯეტიდან 27 037 601 ლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტის მიხედვით, გაზსადენის საპროექტო ტრასა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზას მიუყვება. დაგეგმილი იყო გაზსადენის მშენებლობა გზის რეაბილიტაციასთან ერთად დაწყებულიყო, თუმცა, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა, სულ ცოტა, მომავალი წლის გაზაფხულამდე ვერ დაიწყება. შესაბამისად, გაზსადენის მშენებლობაზე …

„მცდელობა არის, მზაობა სუსტია“ – როგორ ხსნის 110-მილიონიანი პროექტის შეჩერებას დეპარტამენტი

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, „კონტრაქტორი [კომპანია „ტოდინი“] ცდილობს, დაიწყოს პირველი ეტაპის – მიწის სამუშაოები, თუმცა სუსტია მისი მზაობა, სამუშაოების განხორციელების კუთხით“, – მოგვწერეს გუშინ, 3 დეკემბერს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან. კომპანია მზად რომც იყოს, „მიწის სამუშაოებს“ ხულოს ტერიტორიაზე მაინც ვეღარ შეასრულებს – აქ უკვე გათოვდა. გზის მშენებლობის „პირველი ეტაპის“ დაწყებას კი მორიგ გაზაფხულზე უნდა ველოდოთ: …

ხულო-ზარზმის გზის მშენებელ „ტოდინს“ დეპარტამენტი ასეულ მილიონს ედავება

„ასეული მილიონის ოდენობით თანხას“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ედავება კომპანია „ტოდინს“, რომელმაც ხულო-ზარზმის ახალი გზა უნდა ააშენოს. დავა ეხება კომპანია „ტოდინთან“ იმ ხელშეკრულების შეწყვეტას, რომელიც სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობაზე იყო გაფორმებული. დეპარტამენტმა შესყიდვების სააგენტოს 21 ნოემბერს მიმართა და ითხოვა მისცეს უფლება ამ და სხვა დავის წარმოებისთვის დაიქირავოს საერთშორისო იურიდიული კომპანია. დეპარტამენტის ინფორმაციით, იურიდიული კომპანიის მომსახურების შესყიდვისთვის …

მთავრობა მე-3 წელია აცხადებს, რომ ხულო-ზარზმის გზას „მომავალი წლის გაზაფხულიდან“ გააკეთებს

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტოდინი“ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საბოლოოდ გააფრთხილა. დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია აქტიურ სამუშაოებს 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს. ამ გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის ინტენსიური სამუშაოები „ტოდინს“ 2019 წლის გაზაფხულიდან უნდა დაეწყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ მიმდინარეობს. „ხულო-ზარზმის გზის ორივე ლოტზე სამუშაოების პროგრესი არის ძალიან სუსტი“, – აცხადებს დეპარტამენტი. „რაც შეეხება ხულო-ზარზმის გზას, ბოლო ინფორმაცია …

ხულო-ზარზმის გზის სამუშაოების პროგრესი არის ძალიან სუსტი – გზების დეპარტამენტი

„ხულო-ზარზმის გზის ორივე ლოტზე სამუშაოების პროგრესი არის ძალიან სუსტი. შესაბამისად, კონტრაქტორის მიმართ ორივე ლოტზე გამოცემულია გამოსწორების შეტყობინებები ზედამხედველი ინჟინრების მიერ და კონტრაქტორმა უნდა გამოასწოროს ვალდებულებები. ზედამხედველი ინჟინრები და დეპარტამენტი ყოველდღიურად აკონტროლებენ კონტრაქტორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და მონიტორინგს უწევენ მას“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც „ბათუმელებმა“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მიიღო. ჩვენ გვაინტერესებდა დეპარტამენტის პოზიცია კომპანიის უმოქმედობასთან …

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა შეჩერდა – დეპარტამენტი გარანტორად ქართულ ბანკს ითხოვს

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის 110-მილიონიანი პროექტი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტოდინის“ ქვეკონტრაქტორმა რამდენიმე დღეა შეაჩერა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აქ სამუშაოები მაისის ბოლოდან ინტენსიურად უნდა დაწყებულიყო.  გზების დეპარტამენტი კომპანიას გარანტიის წარდგენას ქართული ბანკისგან სთხოვდა. „ტოდინს“ კი, ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთი წლის თავზე, ქართული ბანკის მიერ გაცემული საგარანტიო  დამკვეთისთვის არ წარუდგენია. „ტოდინს“ სხვა პროექტში ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სახელმწიფო ზიანის ანაზღაურებას სთხოვს …

ხულოში, დანისპარაულში, დიაკონიძეებში, დიოკნისში – მესაკუთრეებს მიწას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია

ხულო-ზარზმის ახალი გზის მშენებლობის გამო დაბა ხულოში, ასევე ხულოს სოფლებში: დანისპარაულში, დიაკონიძეებში და დიოკნისში მესაკუთრეებს მიწას ექსპროპრიაციის გზით ჩამოართმევენ. საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი, რომლებიც პროექტის არეალში მოექცა, ჯამში 1 133 კვ.მ-ია. აქედან: 168 კვ.მ იწის ნაკვეთი და მასზე არსებული უძრავი ქონება დაბა ხულოში, მ. აბაშიძის ქ. № 31-ში მდებარეობს. მესაკუთრე გოჩა პაქსაძე; 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე …

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა ინტენსიურად მაისიდან დაიწყება

„ჩვენ უკვე დავიწყეთ სამობილიზაციო სამუშაოები ხულო-ზარზმის გზის აღსადგენად“, – განაცხადა დღეს, 10 აპრილს, ხულოში ყოფნისას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთი 47 კილომეტრია [გოდერძის უღელტეხილის ჩათვლით] და მის ასაშენებლად 110 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ახალი გზა ბათუმიდან ახალციხემდე მანძილის დაფარვას დროში დაახლოებით 1,5 საათით შეამცირებს. „დღეს უკვე დაიწყო სამუშაოები, აყვანილი არის …

110-მილიონიანი ტენდერი კომპანიას, რომელმაც 30-მილიონიანი სამუშაო ვერ შეასრულა

ხულო-გოდერძი-ზარზმის ახალ საავტომობილო მაგისტრალს, საქართველოს გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული იტალიური კომპანია „ტოდინი“ ააშენებს, რომელმაც მშენებლობის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან უკვე დაიწყო“. ირკვევა, რომ „ტოდინი“, რომელიც სახელმწიფოსგან 2016 წელს მიღებულ დაკვეთებს არაჯეროვნად ასრულებს, 2018 წელს კიდევ ერთი – 110 მილიონიანი ტენდერის გამარჯვებულად დაასახელა სახელმწიფო გზების დეპარტამენტმა, ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთის მშენებლობაზე. გარდა ამისა, …

Exit mobile version