„ვფიქრობ, ხალხსა და ხელისუფლებას შორის საერთოდ აღარ არსებობს ხიდი. ტიპური დისკრიმინაციაა სოფლად მცხოვრები ადამიანების და ჩემი აზრით, ფიქრის დონეზეც კი არ არის ნაფიქრი განათლების ამ რეფორმაზე“ – ამბობს დაბა შუახევის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია ქამადაძე „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზე. მისი შეფასებით, საჯარო სკოლებში მე-12 კლასების გაუქმება გამოიწვევს იმას, რომ …
Tag Archives: ქართული ოცნება
რატომ აფარებენ „დიფსთეიტთან“ მებრძოლები თავს „დიფსთეიტს“ – რა მოუვიდა რიჟვაძეს
„იგლ ჰილსის“ პროექტი ხორციელდება ქართული კანონმდებლობის ქვეშ, საქართველოში. თუ წარმოიშვა დავა ორ მხარეს შორის – საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია „იგლ ჰილსს“ შორის, ამ შემთხვევაში მოქმედებს ბრიტანული სამართალი. კონკრეტულად ციურიხის არბიტრაჟის მიერ განიხილება შესაძლო ნებისმიერი დავა. ეს არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით“, – თქვა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას 26 ნოემბერს. ირაკლი კობახიძე, …
Continue reading “რატომ აფარებენ „დიფსთეიტთან“ მებრძოლები თავს „დიფსთეიტს“ – რა მოუვიდა რიჟვაძეს”
„იმდენს ნუ იზამენ, რომ შევწყვიტოთ გადარიცხვები“- ემიგრანტები „ოცნების“ წინააღმდეგ
„ქართული ოცნება“ აპირებს, ქართველ ემიგრანტებს არ გაუხსნას საარჩევნო უბნები უცხოეთში და ამით მათ წაართვას საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა. გარდა საკანონმდებლო რეპრესიებისა, „ქართული ოცნება“ პროპაგანდისტული მედიებით ცდილობს ემიგრანტების ღირსებისშემლახავი კამპანია აწარმოოს. მათი ეთერიდან ისმის, რომ თურმე „ემიგრანტებს აღარაფერი აკავშირებთ სამშობლოსთან“, რომ „მათ საქართველო მხოლოდ იმიტომ უნდათ, რომ გარდაცვალების შემდეგ აქ დაიკრძალონ“ და რომ მათგან „ამ …
Continue reading “„იმდენს ნუ იზამენ, რომ შევწყვიტოთ გადარიცხვები“- ემიგრანტები „ოცნების“ წინააღმდეგ”
გამოკითხა ბათუმში არაბულ ინვესტიციებზე – „რატომ არ ასაჯაროვებენ ხელშეკრულებას, ეს სამხედრო საკითხია?“
„რატომ არ ასაჯაროვებენ ხელშეკრულებას, ეს ხომ სამხედრო საკითხი არ არის?“ – ეს ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვეაა „ოცნების“ მთავრობასთან, რომელიც არაბულ კომპანიასთან გაფორმებულ კონტრაქტს არა ასაჯაროვებს. რას ფიქრობს ხალხი არაბულ ინვეტსუციებზე საქართველოში – ნახეთ ქუჩის გამოკითხვა ბათუმში:
„ოცნების მხარდამჭერი ვარ და არ ვეთანხმები“ – გამოკითხვა ბათუმში ემიგრანტებისთვის ხმის შეზღუდვაზე
„ოცნებას“ ეშინია ემიგრანტების – გვითხრეს ბათუმის ქუჩებში გამოკითხვის დროს „ოცნების“ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ემიგრანტებს არჩევნებში ხმის მისაცემად შეზღუდვები დაუწესდებათ. ნახეთ „ბათუმელების“ ახალი გამოკითხვა – რას ამბობს ხალხი ბათუმში „ოცნების“ ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში უცხოეთში ხმის მიცემა არ შეეძლებათ.
„არ გამოვრიცხავ, კონტროლი რაღაც ოდენობის თანხის გადმორიცხვაზე დაწესდეს“ – ემიგრანტი ბელგიიდან
„ქართული ოცნება“ გეგმავს ემიგრანტებს არჩევნებში ხმის მიცემა აუკრძალოს. საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს, 17 ნოემბერს დააანონსა. „ბათუმელები“ დავით ძიძიშვილს ესაუბრა, რომელიც ამჟამად ბელგიაშია ემიგრაციაში. დავით ძიძიშვილი არის სამოქალაქო პლატფორმა 2025-ის წარმომადგენელი, ჰიბრიდული ომების მკვლევარი. ბატონო დავით, დღეს გავიგეთ, რომ „ოცნება“ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს. როგორი იყო თქვენი, …
გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო – პროკურატურა
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 20 ივნისის და ჩორჩანას საქმეებზე. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ დღეს, 12 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საქმე ეხება საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებს, კერძოდ, პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების …
Continue reading “გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო – პროკურატურა”
პროკურატურამ დაარღვია კანონი, დასავლეთს მიანიჭა მტრული ქვეყნების სტატუსი – კომენტარი
ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ 6 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ ფაქტობრივად დაარღვია კანონი ოპოზიციური ლიდერებისათვის ახალი ბრალის წარდგენისას. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ. პროკურატურის სწორედ ამ განცხადებას ეხმიანება ირაკლი მელაშვილი და განმარტავს, რატომ დაარღვია კანონი …
„ოცნება ამით ევროკავშირს ეუბნება: მე მყავს მძევლები, უარესად ვიმოქმედებ“ – ინტერვიუ
„ის, რაც დღეს გააკეთა „ოცნებამ “ პროკურატურის გადაწყვეტილების სახით, პრაქტიკულად არის ევროკავშირის პროვოცირება, ევროკავშირმა თქვას, რომ ხურავს ნებისმიერ ურთიერთობას საქართველოსთან, მაგრამ ეს სურს რუსეთსაც, მოახდინოს პროვოცირება და გეოპოლიტიკურადაც კი ჩაკეტოს საქართველო,“ – მიიჩნევს პოლიტიკის ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი. მას ვესაუბრეთ „ოცნების“ პროკურატურის მორიგ გადაწყვეტილებაზე – ოპოზიციონერ ლიდერებს ახალი ბრალი წარუდგინეს. „ეს არის გზავნილი, რომ მე მყავს მძევლები …
8 ოპოზიციური ლიდერის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ – ამის შესახებ დღეს, 6 ნოემბერს განაცხადა გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე. „სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, კერძოდ საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ …
Continue reading “8 ოპოზიციური ლიდერის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო”
ოპოზიციის აკრძალვის სარჩელში „ოცნება“ ახსენებს „ბათუმელების“ ჟურნალისტს, გამოცემას – არა
სარჩელში, რომლითაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითხოვს, საუბარია ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზეც, თუმცა სარჩელში „ოცნებამ“ გამოტოვა რამდენიმე მედიასაშუალება და სარჩელის ავტორებმა მედიაგამოცემების დასახელებას, მხოლოდ ჟურნალისტის მითითება ამჯობინეს. „ოცნების“ მიერ მომზადებული სარჩელის მიხედვით, ენმ-ს აკრძალვის მოთხოვნის ერთ-ერთი საფუძველია ისიც, რომ ეს პარტია ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჟურნალისტებს არასათანადოდ ეპყრობოდა. „ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ცალკე …
„მოსწავლეები კითხვებს სვამენ და ძალიან განიცდიან“ – მასწავლებელი მე-12 კლასის გაუქმებაზე
„საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების უმეტესობას ისე მოაქცევენ, რომ გახდიან თავიანთ გულშემატკივრებად. სკოლები გამოუშვებენ არა განათლებულ ახალგაზრდობას, არამედ გვეყოლება პროპაგანდით ნაკვები თაობა, რომელსაც რასაც ეტყვიან, იმას დაიჯერებენ. ფიქრის საშუალებას წაართმევენ და უნარი აღარ ექნებათ კრიტიკულად განსაჯონ“ – ამბობს ინგლისურის მასწავლებელი გიორგი კვიკვინია „ბათუმელებთან“. მასწავლებელს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ სასკოლო რეფორმაზე ვესაუბრეთ, რომელიც მე-12 კლასის გაუქმებას ითვალისწინებს. …
„რეპეტიტორობაც არ შეიძლება უფროსის თანხმობის გარეშე“ – კონტროლის ახალი მექანიზმი კანონში
რა საფრთხეს უქმნის საჯარო სექტორს კორუფციის შესახებ კანონში ცვლილება, რომელიც საჯარო მოხელეებს პარალელურად სხვა სამსახურში დასაქმებას უზღუდავს ან უფროსის წერილობით თანხმობას ითხოვს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ იურისტს ნიკა სიმონიშვილს ესაუბრა. ბატონო ნიკა, როგორც ვიცით, კორუფციის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს იმასაც, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ პირს სჭირდება ხელმძღვანელის თანხმობა იმისათვის, რომ სხვა სამსახურშიც დასაქმდეს. …
რა იცვლება კობახიძის ჩინეთში ვიზიტით? – ინტერვიუ
რა იცვლება „ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ჩინეთში ვიზიტით? – თანამედროვე ჩინეთის სპეციალისტი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე უცნობია, რეალურად რამდენად გაღრმავდება სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან, თუმცა „ამის პოტენცილი არის“. „საფრთხე არის სხვა რამ: თუკი ქართული ინფრასტრუქტურის მოდერნიზება ვერ მოხერხდა ისე, რომ მართლაც შეუძლებელი იყოს ამხელა რაოდენობის ტვირთის გატარება, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩაგვანაცვლებს ზანგეზური. …
Continue reading “რა იცვლება კობახიძის ჩინეთში ვიზიტით? – ინტერვიუ”
„ერთი კლანი ებრძვის მეორეს“ – რას ამბობენ ბათუმში „ოცნების“ კორუფციასთან ბრძოლაზე
გჯერათ, რომ „ოცნების“ მთავრობა კორუფციას ებრძვის? – ნახეთ „ბათუმელების“ გამოკითხვა ბათუმის ქუჩებში.
რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ერთობას და რა შემთხვევაში შეძლებს? – ინტერვიუ
„ოპოზიცია ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რა საფრთხის წინაშე დგას თვითონ კი არა, ეს ქვეყანა მთლიანად. ამ დროს ყველა საკუთარი თავის გადარჩენის პერსპექტივაზე ფიქრობს,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლელა ჯეჯელავა. მას ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებზე ვესაუბრეთ: რა მეთოდებით ებრძვის ივანიშვილის რეჟიმი ოპოზიციას და რა რესურსია ერთობისთვის? „მე მგონი, ჩვენი საზოგადოება ძალიან დიდ დროს და რესურსს უთმობს ნაცი-ქოცის დეფინიციას და …
Continue reading “რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ერთობას და რა შემთხვევაში შეძლებს? – ინტერვიუ”
„თავისუფლების მოედნის“ 10 ნაბიჯი რეჟიმის დასამარცხებლად – „მოვიწვევთ სამოქალაქო ყრილობას“
დღეს, 27 ოქტომბერს, „თავისუფლების მოედანმა“ ბრიფინგი გამართა და წინააღმდეგობის გაგრძელების 10 კონკრეტული ნაბიჯი წარმოადგინა. მთელი საქართველოს და თბილისის სხვადასხვა უბნის შემოვლა, სამოქალაქო საბჭოების ჩამოყალიბება. „რაც შეიძლება მეტ ადამიანთან უნდა მივიტანოთ სიმართლე“, – აცხადებს „თავისუფლების მოედნის“ ლიდერი, ლევან ცუცქირიძე. რეალური და ძლიერი ალტერნატივის ფორმირება. „წლის ბოლოს თანამოქალაქეებთან და თანამებრძოლებთან ერთად მოვიწვევთ მასშტაბურ სამოქალაქო ყრილობას, სადაც ვიმსჯელებთ …
ღარიბაშვილისთვის პროკურატურა 1 მილიონის გირაოს შეფარდებას ითხოვს და არა მის დაპატიმრებას
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურამ დღეს, 24 ოქტომბერს, ბრალი წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას – ფულის გათეთრებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი სხვადასხვა უკანონო შემოსავლებს იღებდა, მისი სახლის ჩხრეკის შედეგად კი 6 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარი ამოიღეს. ირაკლი ღარიბაშვილს არ დააპატიმრებენ. პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით …
რა გათვლებით არჩევს ივანიშვილი პრემიერებს საქართველოში? – „ოცნების“ პრემიერები
რა გათვლებით არჩევს ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრებს საქართველოში? როგორ ახერხებს ივანიშვილი პრემიერების ისე შერჩევას, რომ შემდეგ ისინი ერთმანეთს ანადგურებენ? „მაგრამ ივანიშვილმა ვერ გათვალა, რომ მისივე შექმნილი ეს ფენომენი, სახელად კობახიძე, შეიძლება მასზე გამლაშქრებელი აღმოჩენილიყო,“ – ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი და პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, არმაზ ახვლედიანი. 2012 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული …
Continue reading “რა გათვლებით არჩევს ივანიშვილი პრემიერებს საქართველოში? – „ოცნების“ პრემიერები”
მე-12 კლასის გაუქმებაზე ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი – „ეს ცვლილება არ უნდა განხორციელდეს“
„ოცნების“ მთავრობა აპირებს საჯარო სკოლებში მე-12 კლასი გააუქმოს და სწავლა 11-წლიანი გახადოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული განათლების სისტემა ჩამოშორდება ბოლონიის პროცესს. ეს პროცესი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს სწავლა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელონ, „ოცნების“ რეფორმის შემდეგ კი ამის შესაძლებლობა თითქმის აღარ იარსებებს. რა ზიანი მიადგება მოსწავლეებს „ოცნების“ მიერ დაგეგმილი ცვლილებებით და რატომ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ …
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: „ადამიანურად ძალიან დასანანია“
„ადამიანურად ძალიან დასანანია, რა თქმა უნდა, ის, რაც ხდება. ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც, ყველანაირი კომენტარის გაკეთებას მოვერიდები,“ – უთხრა „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, რომლებმაც დღეს, 23 ოქტომბერს მას შეკითხვა ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე დაუსვეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და …
Continue reading “ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: „ადამიანურად ძალიან დასანანია“”
„სოლიდარობა იქნება დიდი მოძრაობის დასაწყისი“ – ინტერვიუ რეჟისორთან, რომელიც პოლიციაში მივიდა
რეჟისორი გიორგი თავართქილაძე 20 ოქტომბერს, ღამით, პოლიციაში თავისი ფეხით მივიდა, როცა თბილისში, რუსთაველის გამზირის „ხელოვნური გადაკეტვის“ საბაბით ადამიანები დააკავეს. მან პოლიციას უთხრა, რომ თვითონაც გადაკეტა რუსთაველი. ის პოლიციელებმა არ დააკავეს, თუმცა მისი სასამართლო პროცესი ხვალ, 22 ოქტომბერს, 12 საათზეა ჩანიშნული. „თუ არ გამოვალთ გამარჯვებულები ამ ბრძოლიდან, როგორც სოლიდარული საზოგადოება, ჩემი აზრით, არაფერს აზრი აღარ ექნება. …
„სტუდენტი ვეღარ მიიღებს დაფინანსებას. სახელმწიფო დაკვეთით დაფინანსდებიან უნივერსიტეტები“ – ინტერვიუ
„საერთოდ აღარ იქნება გრანტის სისტემა, იქნება სახელმწიფო დაკვეთის სისტემა და ამაზე საუბრობს კობახიძე. ეს გულისხმობს იმას, რომ განათლების სამინისტრომ და ეკონომიკის სამინისტრომ უნდა განსაზღვრონ პრიორიტეტული მიმართულებები, რომელსაც დააფინანსებენ“ – ამბობს სიმონ ჯანაშია, განათლების ექსპერტი. „ბათუმელები“ მას „ოცნების“ მიერ დაანონსებული განათლების რეფორმის რისკებზე ესაუბრა. ბატონო სიმონ, როგორც განათლების სპეციალისტმა, რა ტიპის საფრთხეები დაინახეთ „ოცნების“ განათლების რეფორმაში? …
“ტერორი,შიშის დანერგვა საკუთარ რიგებში, მტრის ხატის შექმნა” – რას ცდილობს ივანიშვილი და რატომ
„რასაც ივანიშვილი სჩადის ეს ნაცადი ხერხია, თუ ავტორიტარული რეჟიმების ფორმირების ისტორიას გადავავლებთ თვალს. ასე ხდებოდა ყველგან, როცა ერთპიროვნულ რეჟიმს აშენებ. ტერორი, საკადრო წმენდა, შიშის დანერგვა პირველად საკუთარ რიგებში, მტრის ხატის შექმნა ამ სისტემის დამახასიათებელი ნაწილია. „ხალხის მტრების“ და „უცხოელი აგენტების“ თემა ტერორის აუცილებელი ატრიბუტია. ეს კარგად მუშაობს მასებში, რაც რეპრესიებისადმი თანაგრძნობას აჩენს. პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება …
„პროტესტის უფლება გვერთმევა, მე ვეღარ ავიღებ აქციებზე პასუხისმგებლობას“ – თამაზ ბაკურიძე
„ესე იგი, პროტესტის უფლება გვერთმევა… რა ვუთხრა ამ ხალხს, არ ილაპარაკოთ, დაჯექით სახლში და კარები დახურეთ, ფანჯარაც მიიხურეთ, რადგან კანონი ისეთია გამოსული, შეიძლება, გარეთ რომ გამოიხედო, ამაზეც პასუხი მოგთხოვონ,“ – ამბობს უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თქვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე. მას „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური პარლამენტის ახალ საკანონმდებლო ცვლილებაზე ვესაუბრეთ, რომლის მიხედვითაც კიდევ უფრო შეიზღუდა პროტესტის გამოხატვა, …
ეუთოს თავმჯდომარე „ოცნებამ“ რუსთაველზე გზის გადაკეტვის საბაბით დააჯარიმა
ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის. ელინა ვალტონენი სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს 14 ოქტომბერს ეწვია. ის „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა, საღამოს კი, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მივიდა და ვიდეოც ჩაწერა. 15 ოქტომბერს, დილით, „ოცნების“ პრემიერმა …
Continue reading “ეუთოს თავმჯდომარე „ოცნებამ“ რუსთაველზე გზის გადაკეტვის საბაბით დააჯარიმა”
რას ნიშნავს სტრასბურგში საქმის მოგება, როცა ომის დაწყებას „ოცნება“ ისევ სააკაშვილს აბრალებს – ინტერვიუ
სტრასბურგის სასამართლომ განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. 14 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ომის დაწყება ისევ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დააბრალა და თქვა: „ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც დადგა. მადლობა ეკუთვნის იუსტიციის მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ საჯარო მოსამსახურეს. არაფერ შუაში არ …
„საქართველო არის ფაზაში, როდესაც ავტორიტარიზმის გამყარება ხდება სამართლებრივად“ – სოციოლოგი
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ საქართველო უკვე იმ ფაზაში იმყოფება, როცა ავტორიტარიზმის გამყარება კანონმდებლობით ხდება. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ მის ტექსტს: „საქართველო უკვე შესულია ისეთ ფაზაში, როდესაც ავტორიტარიზმის გამყარება ხდება სამართლებრივად, ანუ კანონების მეშვეობით. ის კანონები, რომლებიც „ოცნებამ“ ბოლო წლებში მიიღო (მაგ., აგენტების შესახებ კანონი) ან რომლის მიღებასაც ახლა აპირებს (მაგ., ოპოზიციური პარტიების აკრძალვის კანონი) …
თუ ახალი პოლიტიკური ძალები ვერ გამოჩნდება მალე, ეს შეიძლება დიდხანს ვეღარ მოხერხდეს – ინტერვიუ
„ოპოზიცია, როგორც ალტერნატივა, დღევანდელი რეჟიმისთვის, არის არა უბრალოდ სუსტი, არამედ უუნარო ცვლილებებისთვის. ეს არ მომხდარა ერთ დღესა და არც ერთ წელში. სამწუხაროდ, ივანიშვილის მზაკვრული გეგმა, რომ ოპოზიცია გაეხლიჩა, დაესუსტებინა და გაეხადა უუნარო, ასე თუ ისე, აღსრულდა,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი არმაზ ახვლედიანი. მას ოპოზიციაზე ვესაუბრეთ: დაპირისპირების პარალელურად არსებობს რესურსი, რომ ოპოზიციონერმა …
რას შეცვლის ოპოზიცია 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ
როგორ აპირებს 8 ოპოზიციური პარტიის გაერთიანება მუშაობას მუნიციპალური არჩევნების და 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ? „ბათუმელები“ ესაუბრა რვიანში შემავალი რამდენიმე პარტიის ლიდერს და მათ ჰკითხა, როგორ და რა სტრატეგიით აპირებენ ბრძოლას ახლა, ცალ-ცალკე თუ ვიხილავთ ახალ ოპოზიციურ გაერთიანებებს? პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ რვიანი ერთადერთი ამოცანით შეიქმნა – „ბოიკოტის პროცესში შესაძლებელი …
Continue reading “რას შეცვლის ოპოზიცია 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ”
მინისტრი, მინისტრის მოადგილე, სუს-ის უფროსის ნათლიმამა და გორული ვისკის საქმე
რა ვიცით „ოცნების“ მიერ დაანონსებულ კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში დაკავებულთა საქმეებზე? – „ბათუმელებმა“ ამ სტატიაში თავი მოუყარა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანთა კორუფციაში სავარაუდო მონაწილეობის ფაქტებს, რომელთაც თავად „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები იძიებენ. 21 ივნისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე გახდა პირველი მაღალჩინოსანი „ქართული ოცნების“ რიგებიდან, რომელიც „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებაში მყოფმა საგამოძიებო ორგანოებმა დააპატიმრეს. რას …
Continue reading “მინისტრი, მინისტრის მოადგილე, სუს-ის უფროსის ნათლიმამა და გორული ვისკის საქმე”
„კადაფიც ამბობდა, რომ თანაგრძნობა არ უნდა გქონდეს“ – ინტერვიუ
„ირაკლი კობახიძის ეს განცხადება არის მცდელობა, საზოგადოების აბსოლუტური დეჰუმანიზება მოხდეს, სადაც აგენტები არ იმსახურებენ არანაირ თანაგრძნობას. მეორე მხრივ, ეს არის დაშინების მცდელობა, რომ ჩვენ აი, ყველა მეთოდს გამოვიყენებთ და არაფერზე გავჩერდებით,“ – მიიჩნევს გოტა ჭანტურია. გოტა ჭანტურიას ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ვესაუბრეთ: „ნულოვანი თანაგრძნობა – ამას იმსახურებენ ეს ადამიანები“ – განაცხადა „ოცნების“ პრემიერმა პროევროპულ აქციებზე საუბრის …
Continue reading “„კადაფიც ამბობდა, რომ თანაგრძნობა არ უნდა გქონდეს“ – ინტერვიუ”
“0 თანაგრძნობა – მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი იყოს” | ალექს ჩიღვინაძის მოსაზრება
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ნულოვანი თამაგრძნობა“ დააანონსა იმ ადამიანების მიმართ, ვინც 300 დღეზე მეტია რუსთაველის გამზირზე საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის. კობახიძის განცხადებას ეხმაურება დრამატურგი ალექს ჩიღვინაძე. მის მოსაზრებას „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ. „0 თანაგრძნობა მაქვს ამ ადამიანების მიმართ. არ გამორიცხავ, რომ ამ ადამიანებს შორის, 10-15 კაცი შეიძლება იყოს გულწრფელი სულელი, მაგრამ მათ მიმართაც ჩვენი თანაგრძნობა …
„საბოლოოდ გავსწორდით წელში“ – ბიძინა ივანიშვილი
დღეს, 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ, ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე „ქართული ოცნების“ ლიდერმა და ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ 80% დაუწერა. ბიძინა ივანიშვილმა მხარდამჭერებს „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმართა. პარალელურად რუსთაველზე გრძელდება პროევროპული საპროტესტო აქცია. „აკეთებენ იმას, რომ როგორმე გაგვასულელონ, როგორმე გაგვაგიჟონ, როგორმე გამოვიდეთ ისეთი მასა, რომ ხელისუფლება ვეღარ …
Continue reading “„საბოლოოდ გავსწორდით წელში“ – ბიძინა ივანიშვილი”
„იქ, სადაც ხალხი ღატაკია, რეჟიმები ლაპარაკობენ მტრებზე“ – რას აჩვენებს ივანიშვილის წერილი
„ივანიშვილი თავისი რეჟიმის კონსოლიდირებას ახდენს და აქეთკენ ამზადებს მოსახლეობას,“ – მიიჩნევს პოლიტიკის ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი. მას ბიძინა ივანიშვილის ახალ წერილზე ვესაუბრეთ. დღეს, პირველ ოქტომბერს, „ოცნებამ“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომლითაც ივანიშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ოცნების“ გამარჯვების 13 წლისთავს ეხმიანება. დაპირებების შესრულების ნაცვლად ივანიშვილი წერილში „ქართული ოცნების“ შიგნით „მუხანათურ ღალატზე“, „აგენტებსა“ და „გარე …
„მუხანათური ღალატი“, „აგენტები“, „გარე მტრები“ – რაზე წერს ივანიშვილი
დღეს, პირველ ოქტომბერს, „ოცნებამ“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომლითაც ივანიშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ოცნების“ გამარჯვების 13 წლისთავს ეხმიანება. ამავე დროს ივანიშვილი წერს, რომ „ფეხი არ უნდა დაგვიცდეს“ და წერს გუნდში „ღალატზეც“: „კარგად უნდა გავიაზროთ, რომ დღეს კვლავ ბეწვის ხიდზე გავდივართ და არ გვაქვს უფლება, ფეხი დაგვიცდეს. უნდა გვესმოდეს, რომ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის …
Continue reading “„მუხანათური ღალატი“, „აგენტები“, „გარე მტრები“ – რაზე წერს ივანიშვილი”