საგნობრივი ოლიმპიადის, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის კონკურსისა და ესეების კონკურსის ჩატარებაზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. ოლიმპიადა და კონკურსები ეტაპობრივად, 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება. ტენდერი 26 250 ლარზეა გამოცხადებული და გამარჯვებულმა კონკურსების ჩატარება უნდა უზრუნველყოს. ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 8 აპრილს დასრულდება. საგნობრივი ოლიმპიადა ჩატარდება აჭარის ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო …
Tag Archives: ტენდერი
7 თვეში სტადიონის დაგვა-დასუფთავებაზე 48 200 ლარი დაიხარჯება
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გარე და შიდა პერიმეტრის დაგვა-დასუფთავების მომსახურებაზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ [ყოფილი შპს „სტადიონი“] ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სტადიონის 7 თვით [2021 წლის 1-ლი ივნისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში] ყოველდღიურად დაგვა-დასუფთავებაში კომპანია აჭარის ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 48 200 ლარს გადაიხდის [დღგ-ს ჩათვლით]. ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 4 აპრილს დაიწყება და 6 აპრილს …
Continue reading “7 თვეში სტადიონის დაგვა-დასუფთავებაზე 48 200 ლარი დაიხარჯება”
ბაგრატიონის ქუჩის სარეაბილიტაციოდ 8,6-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულებას, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო, კომპანია „ზიმო 7“-თან 8 646 623 ლარზე გააფორმებს. კომპანია ხელშეკრულების დასადებად სატენდერო კომისიამ უკვე მიიწვია. ხელშეკრულების გასაფორმებლად კი აუცილებელია „ზიმო 7“-მა საბანკო გარანტია 2021 წლის 27 მარტამდე წარადგინოს. ბაგრატიონის ქუჩის (შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე) რეაბილიტაციის სამუშაოებზე მერიის სამმართველოს ტენდერი 11 867 002 ლარით ჰქონდა …
Continue reading “ბაგრატიონის ქუჩის სარეაბილიტაციოდ 8,6-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება”
ქუჩების მონაკვეთები ბათუმში, სადაც ბეტონს დააგებენ – ბიუჯეტიდან 1 მილიონია გამოყოფილი
ბათუმში 20-ზე მეტი ქუჩისა და ჩიხების პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის დაგების სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარია გამოყოფილი. მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ დღეს, 23 მარტს, გამოაცხადა. სამუშაოები 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2021 წლის 8 აპრილს დაიწყება და 13 აპრილს დასრულდება. ტენდერის პირობის მიხედვით „თითოეულ ობიექტზე …
რა სარგებელი მიიღო ბიუჯეტიდან კომპანიამ, რომელიც ბათუმის საკრებულოს წევრმა სიძეს აჩუქა – TI
„მოვუწოდებთ საგამოძიებო სტრუქტურებს, დაიწყონ მოკვლევა ბათუმის მუნიციპალური იურიდიული პირების მიერ წარმოებულ იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომლებიც „ტრეიდინგ სერვისის“ გამარჯვებით დასრულდა… “ – აღნიშნულია კვლევაში, რომელიც ბათუმის საკრებულოს წევრის ირაკლი პატარიძის შესახებ დღეს, 19 მარტს, გაავრცელა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“. „ტრეიდინგ სერვისი“ საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის – ირაკლი პატარიძის ყოფილი კომპანიაა. მან ამ კომპანიის წილები 2019 …
პეტრას ციხე ვიზიტორებისთვის აპრილში გაიხსნება – ღონისძიებაში კმდს 19 000 ლარს დახარჯავს
ქობულეთში პეტრას ციხის გახსნა ვიზიტორებისთვის 2021 წლის 18 აპრილს იგეგმება, თუმცა ნალექიანი ამინდის შემთხვევაში გახსნის ღონისძიების ჩატარების თარიღი შეიძლება შეიცვალოს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] „განახლებული პეტრას ციხის გახსნის ღონისძიების ორგანიზებაზე“ ტენდერი გამოაცხადა. მომსახურებას სააგენტო მაქსიმუმ 19 ათას ლარად შეისყიდის. ტენდერის პირობით, მომსახურებაში შედის: „ორი ვიდეორგოლის გადაღება და მონტაჟი; ფოლკლორული, ქალაქური და კლასიკური სიმღერების …
როდის დასრულდება შსს-ს კორპუსების მშენებლობა ბათუმში, სადაც ბინებს პოლიციელებს გადასცემენ
ბათუმში, ადლიის ქუჩა N112-ში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთათვის ორი 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა შეჩერებულია. სამინისტროს ინფორმაციით, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეწყდა ხელშეკრულება მშენებელ კომპანია „აიდურგეოსთან“. ხელშეკრულება 6 599 000 ლარზე იყო გაფორმებული და მშენებლობა 2020 წლის 9 ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო. ამ თემაზე: ბათუმში შს სამინისტროს 88 თანამშრომლისთვის 2 კორპუსი შენდება „არაერთი სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, …
შსს 425 ათასი ლარის მოტოციკლებს ყიდულობს მართვის მოწმობის გამოცდისთვის
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო A1 და A2 ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღები გამოცდისათვის მოტოციკლებს ყიდულობს. სხვადასხვა ტიპის 16 მოტოციკლის შესაძენად სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 425 ათას 539 ლარია. წინადადებების მიღება 2021 წლის 20 მარტს დაიწყება და 23 მარტს დასრულდება. გამარჯვებულმა მსუბუქი მოტოციკლები ეტლის გარეშე [A1; ძრავის მოცულობა: 110 – 125 კუბ.სმ; 7 …
Continue reading “შსს 425 ათასი ლარის მოტოციკლებს ყიდულობს მართვის მოწმობის გამოცდისთვის “
ბათუმის მერია 1 მილიონი ლარით ვიდეოკამერებს იყიდის და ქუჩებში დაამონტაჟებს
ბათუმში ვიდეოსათვალთვალო კამერების შეძენა-მონტაჟისთვის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 1 199 160 ათასი ლარით გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში, ხოლო მონტაჟი-ინსტალაცია უნდა დასრულდეს 2021 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით. ამჯერად მერია სხვადასხვა ტიპის 210 სამეთვალყურეო კამერას იყიდის, რომლებსაც 81 ადგილზე დაამონტაჟებს [მერია ასევე შეისყიდის კამერის ავტოსატრანსპორტო საშუალების …
Continue reading “ბათუმის მერია 1 მილიონი ლარით ვიდეოკამერებს იყიდის და ქუჩებში დაამონტაჟებს”
მერიამ „იაფ სახლში“ განაცხადების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო, აშენებული ბინები კი ჯერ არ გაუცია
„იაფ სახლში“ 40 ბინის გადაცემას ბათუმის მერია უახლოეს პერიოდში გეგმავს. დარჩენილი კიდევ 40 ბინის ბენეფიციარების შესარჩევად კი, განაცხადების მიღების მეორე ეტაპი გამოცხადებულია. განაცხადების მიღება 2021 წლის მაისის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე ეტაპზე შესული განაცხადებიდან ბენეფიციარებს მერია 2021 წლის დეკემბრამდე შეარჩევს, რისთვისაც 10 მარტს ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული შეისწავლის ასევე პირველ ეტაპზე შესული განაცხადებიდან შერჩეულ ბენეფიციარებსაც. ბინები …
ბარცხანაში გადასასვლელი გზისა და ხიდის რეაბილიტაციაში 2,7 მილიონი დაიხარჯება
ბათუმში, გოგოლის ქუჩის მონაკვეთის [მაიაკოვსკის ქუჩიდან ნონეშვილის ქუჩამდე], აქვე არსებული ხიდისა და ე.წ. „ბარცხანის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 2 718 690 ლარით ტენდერია გამოცხადებული. პროექტის მიხედვით, გოგოლის ქუჩის ამ მონაკვეთში არსებული ფილების ნაცვლად დააგებენ ასფალტის საფარს, მოაწყობენ ბორდიურებსა და ტროტუარრბს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდინარე ბარცხანაზე არსებულ ხიდს. კონკრეტულად ქუჩის ამ მონაკვეთისთვის ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტში 1 475 …
Continue reading “ბარცხანაში გადასასვლელი გზისა და ხიდის რეაბილიტაციაში 2,7 მილიონი დაიხარჯება”
კურორტ გოდერძიზე წყალმომარაგების სისტემის მოწყობაში 3,5 მილიონი დაიხარჯება
კურორტ გოდერძიზე წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოსაწყობად აჭარის წყლის ალიანსმა ტენდერი 3 530 760 ლარზე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2021 წლის 14 მარტს დაიწყება და 19 მარტს დასრულდება. სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დამთავრდეს. მიმწოდებელი ვალდებულია ერთდროულად იმუშაოს ყველა ლოკაციაზე, აუცილებლობის შემთხვევაში კი უნდა შეძლოს სამუშაოები 24-საათის განმავლობაში აწარმოოს. …
Continue reading “კურორტ გოდერძიზე წყალმომარაგების სისტემის მოწყობაში 3,5 მილიონი დაიხარჯება”
ბლექსის ადგილზე ახალი სკოლის პროექტს სამინისტრო კონკურსით შეისყიდის
ბათუმში, კოლეჯ „ბლექსის“ ადგილზე ახალი სკოლის ასაშენებლად საჭირო საპროექტო დოკუმენტაციას აჭარის განათლების სამინისტრო კონკურსის წესით შეისყიდის, თუმცა, როდის გამოცხადდება კონკურსი, კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია. მანამდე, ჩატარდება ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა, განაშენიანების კვლევა და ტექნიკური დავალების შედგენა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ახალი შენობის მშენებლობას [სავარაუდო მოცულობის განსაზღვრას]. ამ სამუშაოებისთვის კი, სამინისტრო მაქსიმუმ 6 000 ლარს გადაიხდის. ანალოგიურ და …
Continue reading “ბლექსის ადგილზე ახალი სკოლის პროექტს სამინისტრო კონკურსით შეისყიდის”
ოცნების ქალაქში მშენებარე ბინებში გაზისა და წყლის სისტემები ოქტომბრამდე უნდა მოეწყოს
ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების გაზმომარაგების, შიდა წყალმომარაგებისა და შიდა კანალიზაციის ქსელის მოწყობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 592 098 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 4 მარტს დაიწყება და 9 მარტს დასრულდება. ბინებში ქსელის მოწყობის სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე …
ბსუ-ს წინ შადრევნის შეკეთებისთვის ბულვარი 160 ათას ლარს გადაიხდის
ბათუმის უნივერსიტეტის წინ არსებული შადრევნის რეაბილიტაციისთვის ბულვარის ადმინისტრაცია ბიუჯეტიდან 159 999 ლარს დახარჯავს. ამ თანხით მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადებულია. დაგეგმილია აუზის მოცულობის შემცირება არმირებითა და დასხმით, განათების მოწყობა, ფსკერის მოპირკეთება, გამავალი მილის შეცვლა. ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 22 თებერვალს დასრულდება. სამუშაოები კი გამარჯვებულთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა დასრულდეს. ტენდერს თან ახლავს …
Continue reading “ბსუ-ს წინ შადრევნის შეკეთებისთვის ბულვარი 160 ათას ლარს გადაიხდის”
აჭარაში მთავრობა წელს 2 100 ჰექტარს დახნავს – ნახევარმილიონიანი ტენდერი
აჭარაში წელს 2 100 ჰექტარი ფართობის დახვნა იგეგმება, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 574 ათასი ლარია გამოყოფილი. აგროსერვის ცენტრმა მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2021 წლის 12 მარტს დასრულდება. დახვნა-დადისკვა-დაფარცხვა კი, 31 მაისის ჩათვლით უნდა დასრულდეს. ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ჯამში 1 350 ჰექტარი დაიხვნება, დაიდისკება და დაიფარცხება. ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში კი …
Continue reading “აჭარაში მთავრობა წელს 2 100 ჰექტარს დახნავს – ნახევარმილიონიანი ტენდერი”
ვინ შეაკეთებს წელს ბათუმის ქუჩებს – დავა 300-ათასიანი ტენდერის მოსაგებად
ბათუმში გზების მოვლაზე ქალაქის მერიას ამ დრომდე კონკრეტული კომპანია შერჩეული არ ჰყავს. გზების სავალი ნაწილი კი მისახედია, განსაკუთრებით ქვაფენილიანი [რუსთაველის, გოგებაშვილის, მემედ აბაშიძის და სხვა] ქუჩები, სადაც ამოცვენილი ქვები ქვეითებისთვის აღარ არის უსაფრთხო. „ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენამდე შეძლებისდაგვარად, საკუთარი თანამშრომლების ძალებით, ვუვლით ქუჩებს“, – გვითხრეს ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში. სააგენტოს ქუჩების მოვლა-შენახვისთვის გამოცხადებული ტენდერის გამო …
Continue reading “ვინ შეაკეთებს წელს ბათუმის ქუჩებს – დავა 300-ათასიანი ტენდერის მოსაგებად”
ბათუმის ქუჩებს 420 ვიდეოკამერა გააკონტროლებს, მათგან 150 ავტომანქანის ნომრის ამომცნობია
ბათუმში ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების [სისტემების] მოვლა-პატრონობისთვის ქალაქის მერიას, 2021 წლისთვის, 437 400 ლარი აქვს გათვალისწინებული. შესაბამისი ტენდერი გამოცხადებულია და წინადადებების მიღება 18 იანვარს დასრულდება. დოკუმენტების მიხედვით, ბათუმში სულ 420 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერა იქნება ჩართული, რომელთა გამართულად მუშაობაზე ფული ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯება. აქედან 150 კამერა ავტომანქანის ნომრის ამომცნობია. ტენდერის პირობით, 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან 2021 წლის 31 დეკემბრის …
როგორ გაანათებენ ბათუმის ცენტრალურ პარკს, რისთვისაც 789 ათასი ლარი დაიხარჯება
ბათუმის ცენტრალურ პარკში გარეგანათების მოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ამჯერად 789 809 ლარია გამოყოფილი. წინა ტენდერი, რომელიც 250 137 ლარით იყო გამოცხადებული, კომისიამ შეწყვიტა. ოქმში ამის მიზეზად მითითებულია, რომ იცვლებოდა პარკის განათების გეგმა. ახალი ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, ცენტრალურ პარკში დამატებით ნეონის განათება მოეწყობა – ნეონის მანათობელ ლენტებს ბილიკების გასწვრივ დაამომტაჟებენ. ტბის გარშემო მოეწყობა ასევე დეკორატიული სანათები. ახალ …
Continue reading “როგორ გაანათებენ ბათუმის ცენტრალურ პარკს, რისთვისაც 789 ათასი ლარი დაიხარჯება”
რატომ უთხრა უარი ოზურგეთელ ინდმეწარმეს ბათუმის მერიამ ქუჩის ძაღლების მოვლაზე
„რა მნიშვნელობა აქვს ბათუმის მერიისთვის ცხოველთა ლეში ბათუმიდან მანქანით ოზურგეთის გავლით გაივლის თუ სხვა გზით, ეს ჩვენთვის გაუგებარია“, – წერს ინდმეწარმე გელა ნაცვლიშვილი დავების საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში. გელა ნაცვლიშვილი ბათუმის მერიას ქუჩის ცხოველების მოვლაზე გამოცხადებული ტენდერის გამო უჩივის დავების საბჭოში. სატენდერო თანხა 351 680 ლარია. „ჩვენ სრულყოფილად წარვადგინეთ ის დოკუმენტაცია, რაც იქნა მოთხოვნილი და სრულად …
Continue reading “რატომ უთხრა უარი ოზურგეთელ ინდმეწარმეს ბათუმის მერიამ ქუჩის ძაღლების მოვლაზე”
რომელ გადათხრილ ქუჩებს გააკეთებენ ბათუმში 2021 წელს – ტენდერი
ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსების [მე-4 ფაზის] ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შემდეგ დაზიანებული ქუჩების აღდგენაზე მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 999 996 ლარით აქვს გამოცხადებული. მერიის ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილის აღდგენითი სამუშაოები მიწისქვეშა კომუნიკაციების დაერთების დასრულების შემდეგ დაიწყება. ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 31 იანვარს დაიწყება და ამავე წლის 5 თებერვალს დასრულდება. აღდგენითი სამუშაოები ტენდერში …
Continue reading “რომელ გადათხრილ ქუჩებს გააკეთებენ ბათუმში 2021 წელს – ტენდერი”
4 მილიონ ლარად 121 საჯარო სკოლაში Wi-Fi ქსელები მოეწყობა
საქართველოს განათლების სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით 121 საჯარო სკოლაში Wi-Fi ქსელების მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვა განხორციელდება დონორის – მსოფლიო ბანკის დაფინანსებით. სატენდერო თანხა 4 023 000 ლარია. შერჩეული სკოლებიდან 63 სკოლა აღმოსავლეთ საქართველოშია, ხოლო 58 სკოლა დასავლეთ საქართველოში. მათ შორის 23 სკოლა აჭარაში: ბათუმში: მე-2, მე-14, მე-15, 25-ე და 27-ე საჯარო სკოლები; ქობულეთში: მე-6 და მე-3 …
Continue reading “4 მილიონ ლარად 121 საჯარო სკოლაში Wi-Fi ქსელები მოეწყობა”
როდის ააშენებს ბათუმის მერია 4 სოციალურ სახლს ჯავახიშვილის ქუჩაზე
ბათუმში, ჯავახიშვილის N82-ში, ქალაქის მერია ხუთსართულიანი 4 კორპუსის აშენებას გეგმავს. აქედან 1 კორპუსის პროექტი, როგორც მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, უკვე შესყიდულია. 3 კორპუსის პროექტის შესყიდვაზე კი ტენდერი ჯერ არ დასრულებულა. „სოციალური სახლების“ მშენებლობისთვის საჭირო თანხა ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. „თუ გამოინახება შესაბამისი ფინანსები, ეკონომიის ხარჯზე, ან სხვა კუთხით, …
Continue reading “როდის ააშენებს ბათუმის მერია 4 სოციალურ სახლს ჯავახიშვილის ქუჩაზე”
რატომ აწყობენ სახანძრო სისტემას სპორტსკოლაში მეორედ, რაშიც დამატებით 3.6 მლნ ლარი დაიხარჯება
ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე მშენებარე სპორტკომპლექსში „კვამლგამწოვის, სახანძრო სიგნალიზაციის, გახმოვანებისა და მეხამრიდის მოწყობისთვის, ასევე სხვა დამატებითი სამუშაოებისთვის“ აჭარის ბიუჯეტიდან დამატებით 3 683 146 ლარია გამოყოფილი. ცალკე კომპლექსის მშენებლობისთვის კი, ბიუჯეტიდან 62,8 მილიონი ლარი იხარჯება. სამშენებლო პროექტი თავიდანვე ითვალისწინებდა სახანძრო სიგნალიზაციის მოწყობას და როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ის უკვე მოწყობილია. იმ პროექტით, რომლითაც სპორტკომპლექსი შენდება, ხარჯთაღრიცხვაში მითითებულია, რომ …
351 000 ლარი უპატრონო შინაური ცხოველების მოსავლელად ბათუმში – მერიის ტენდერი
ბათუმის მერიამ „უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებების მომსახურებაზე“ ტენდერი გამოაცხადა. 2021 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში აღნიშნული მომსახურების შესყიდვის სავარაუდო /სატენდერო ღირებულება 351 ათას 680 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 21 დეკემბერს დასრულდება. პირობის მიხედვით, გამარჯვებულს ძირითადად ევალება: [checklist] „ქალაქის ტერიტორიიდან უმეთვალყურეო, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) დაჭერა და ტრანსპორტირება, სტერილიზაცია, …
Continue reading “351 000 ლარი უპატრონო შინაური ცხოველების მოსავლელად ბათუმში – მერიის ტენდერი”
ბათუმში 3 სოციალურ სახლს ააშენებენ – მერია ამჯერად კორპუსების პროექტებს შეისყიდის
ბათუმის მერია ჯავახიშვილისა და ორბელიანის ქუჩების კვეთაში სამი ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. სამომავლოდ ამ „სოციალურ სახლებში“ ბინები „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში გაიცემა თუ არა, ჯერ-ჯერობით მერიიდან პასუხი არ გვაქვს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ კორპუსების დაპროექტებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. 3 კორპუსის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის 50 ათასი ლარია გამოყოფილი. დოკუმენტაცია, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების …
Continue reading “ბათუმში 3 სოციალურ სახლს ააშენებენ – მერია ამჯერად კორპუსების პროექტებს შეისყიდის”
ბულვარის დალაგება-დასუფთავებისთვის მომავალ წელს 760 ათასამდე ლარი დაიხარჯება
ბათუმის ბულვარის ტერიტორიისა და სანაპირო ზოლის დალეგება-დასუფთავებაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი გამოაცხადა. მომსახურების შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 760 942 ლარია. ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ბათუმის ბულვარის სარგებლობაში არსებული ტერიტორიისა და სანაპირო ზოლის დალაგება-დასუფთავება 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მომსახურება მოიცავს: ბულვარის ტერიტორიის [283 110 კვ.მ] დაგვა-დასუფთავებას დღეში ერთხელ თორმეტი თვის განმავლობაში; დაგვა-დასუფთავება დამატებით …
Continue reading “ბულვარის დალაგება-დასუფთავებისთვის მომავალ წელს 760 ათასამდე ლარი დაიხარჯება”
გონიოს ქუჩებში პირუტყვის მოძრაობა დილის 9-დან საღამოს 7 საათამდე აკრძალულია
ბათუმის მერიამ ქალაქის ქუჩების, პარკების, მოედნების დასუფთავება, მორწყვა-მორეცხვა, ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდის, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშოებისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქალაქში მოძრაობის აღკვეთის მომსახურებაზე 6-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. შესასრულებელი მომსახურების მოცულობები და გრაფიკი ტექნიკურ დავალებაშია მოცემული. ამ დავალებით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქალაქში მოძრაობის აღკვეთის ტექნიკური პირობა ასეთია: „პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გადაადგილების სრულად აღკვეთა ქალაქ ბათუმის …
Continue reading “გონიოს ქუჩებში პირუტყვის მოძრაობა დილის 9-დან საღამოს 7 საათამდე აკრძალულია”
20 000 ლარი შვიდწუთიანი ანიმაციური ფილმისთვის – აჭარის სამინისტროს ტენდერი
აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ქართული ხალხური ზღაპრის მიხედვით ანიმაციური ფილმის გადასაღებად ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 20 ათასი ლარი დაიხარჯება. ტენდერის პირობის მიხედვით, ფილმის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 7 წუთს და არ უნდა იყოს 5 წუთზე ნაკლები. ამასთან, „ანიმაციური ფლიმის გადაღების პროცესში სავალდებულოა ხულოსა და ბათუმში არსებული ანიმაციური სტუდიების აღსაზრდელების ჩართულობა [თითოეული მუნიციპალიტეტიდან …
Continue reading “20 000 ლარი შვიდწუთიანი ანიმაციური ფილმისთვის – აჭარის სამინისტროს ტენდერი”
20 ათასი ლარი რესპუბლიკურზე საინფორმაციო წარწერის მონტაჟისთვის
ბათუმის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ კლინიკის ახალ შენობაზე საინფორმაციო წარწერების დასამონტაჟებლად ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 20 ათასი ლარია, რომლითაც შენობაზე 2 წარწერა [საინფორმაციო დაფა] უნდა განთავსდეს. შენობაზე წარწერები: „გადაუდებელი მიმღები-EMERGENCY“ და „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო BATUMI REPUBLICAN CLINICAL HOSPITAL“, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დამონტაჟდეს. საინფორმაციო დაფებზე უნდა მოეწყოს ელექტროგანათება. შრიფტის ზომები, ფერები, …
Continue reading “20 ათასი ლარი რესპუბლიკურზე საინფორმაციო წარწერის მონტაჟისთვის”
ბათუმის თოჯინების თეატრის შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 127 947 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები შენობის ადაპტირებას ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. „შენობა ორსართულიანია, სართულები ერთმანეთს უკავშირდება შიდა კიბის საშუალებით. მთავარ შესასვლელში არსებული კარის დემონტაჟი უნდა მოხდეს კიბის საფეხურთან ერთად …
Continue reading “ბათუმის თოჯინების თეატრის შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება”
საჯარო მოხელეების ჩხუბი ტენდერისთვის ხულოში ვიდეოკამერების წინ
„ტენდერის დათმობას ხულოში დავით რიჟვაძესთან დაკავშირებული ჯგუფი მთხოვდა, ამის გამო იყო შეხლა-შემოხლაც… პროკურატურა არ რეაგირებს, სამაგიეროდ, მე მიშვებენ სამსახურიდან. გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როცა კორონავირუსი მქონდა და სამსახურში ვერ დავდიოდი,“ – ამბობს თემურ ბერიძე, რომელიც 2010 წლიდან ხულოს არქივის უფროსია და პარალელურად ორ საწარმოს ფლობს. „თემურ ბერიძის საქმეში“ ხულოს მერი ფიგურირებს და საკრებულოს წევრი – მინდია …
Continue reading “საჯარო მოხელეების ჩხუბი ტენდერისთვის ხულოში ვიდეოკამერების წინ”
მერია ტენდერში ერთ კომპანიას ამარჯვებინებს, გარანტიას კი სხვა კომპანიას სთხოვს
ბათუმის მერიის ა[ა]იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ლერმონტოვის ქუჩა N96-ის მიმდებარედ სკვერის და იქვე საბავშვო ბაღის ეზოს მოწყობას გეგმავს, რაზედაც ტენდერი 806 684 ლარით აქვს გამოცხადებული. სამმართველოს სატენდერო კომისიამ, 2020 წლის 13 ოქტომბრის ოქმის მიხედვით, ერთ-ერთი პრეტენდენტი, შპს „მონოლითი-2005“ ხელშეკრულების დასადებად მიიწვია, თუმცა, ამავე ოქმით, საბანკო გარანტიის წარმოდგენა სულ სხვა კომპანიას – შპს „იბერია ჯ“-ს …
Continue reading “მერია ტენდერში ერთ კომპანიას ამარჯვებინებს, გარანტიას კი სხვა კომპანიას სთხოვს”
მასწავლებლებისთვის სამინისტრო 12,5 მილიონის ლეპტოპებს და პროექტორებს იყიდის
საქართველოს განათლების სამინისტრომ 6 350 ცალი ლეპტოპისა და 898 პროექტორის შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 12 მილიონ 537 ათასი ლარია. სამინისტრო აღნიშნულ ტექნიკას დონორის – მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შეიძენს. განათლების სამინისტროს შესყიდვების სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ლეპტოპები და პროექტორები გათვალისწინებულია პედაგოგებისთვის და ისინი გადანაწილდება საჯარო სკოლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით: „სკოლების სია არის, …
Continue reading “მასწავლებლებისთვის სამინისტრო 12,5 მილიონის ლეპტოპებს და პროექტორებს იყიდის”
1 მილიონად გაარემონტებენ ხიდს ბარცხანაში, რომლის სიგრძე 366 მეტრია
ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 მილიონ 69 ათას 100 ლარამდეა გაზრდილი. სამუშაოების დასრულების ვადად კი, 2021 წლის 1-ლი ნოემბერია განსაზღვრული. ამ ხიდის რეაბილიტაციაზე ტენდერი სამმართველომ 2019 წელს ორჯერ გამოაცხადა – საწყისი თანხა 778 140 ლარი იყო, თუმცა მონაწილეობა არავინ მიიღო. ამჯერად ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ …
Continue reading “1 მილიონად გაარემონტებენ ხიდს ბარცხანაში, რომლის სიგრძე 366 მეტრია”
სახელმწიფო 7,8 მილიონ ლარად 87 თეთრ პიკაპს იყიდის
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 87 პიკაპის შესაძენად კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ავტომანქანების შესყიდვის სავარაუდო თანხა ჯამში 7 899 600 ლარია. ტენდერის პირობის მიხედვით: [checklist] 50 პიკაპი განკუთვნილია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 25 პიკაპი – შპს „საქართველოს მელიორაციისთვის“ 10 პიკაპი კი – სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის [/checklist] „წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 …
Continue reading “სახელმწიფო 7,8 მილიონ ლარად 87 თეთრ პიკაპს იყიდის”