„ეგ ვერ არჩევს ციფრებს“ – „სანდასუფთავების“ დირექტორს თანამშრომელი სასამართლოში უჩივის

„ჩემს სამსახურში აღმოჩენილ დარღვევებზე წერილი მივწერე მთავრობას. ამის საპასუხოდ უფროსმა ჩემი დევნა დაიწყო და სამსახურიდან გამიშვა,“ – ირწმუნება ნოდარ ბედინაძე. იგი 24 იანვრამდე ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავების“ მობილური ჯგუფის კოორდინატორად მუშაობდა. გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე, 18 იანვარს, ნოდარ ბედინაძემ წერილით მიმართა ბათუმის მერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს. წერილში იგი კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს და ხელისუფლებას …

4,9 მილიონი ჯავახიშვილის, „ჟილინის“ მიმდებარე ქუჩების მონაკვეთებისა და სკვერის მოსაწყობად

ბათუმში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩის [ოღონდ, ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან შ. ხიმშიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთის] ასევე, ე.წ. „ჟილინის არხის” მიმდებარე ქუჩების [მათ შორის ინასარიძის ქუჩის გაგრძელების] კეთილმოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. ამ თანხაში შედის სკვერის მოწყობა „ჟილინის არხის“ მიმდებარედ – ინასარიძისა და შ. ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის. ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა, სადაც, აღნიშნული …

ბონი-გოროდოკში ცხრა ქუჩის რეაბილიტაციისთვის 1,7 მილიონი დაიხარჯება – ტენდერი

ბათუმში, ბონი-გოროდოკის დასახლებაში, რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1,7 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 768 746 ლარია. ამ ტენდერის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება: ალ. ჩხაიძის ქუჩის (ფეხით სავალი ნაწილი ერთ მხარეს, ჯიბეები) და ქუჩის გაგრძელებას იაშვილის ქუჩიდან ერისთავის ქუჩამდე, იოსელიანის, ერისთვის შესახვევისა და II ჩიხის, …

კომპანია: „ბათუმის წყლის“ ტენდერი ქართველი მწარმოებლებისთვის დისკრიმინაციულია

კომპანია „ჯეოტურანი“ მიიჩნევს, რომ „ბათუმის წყლის“ მიერ ცივი წყლის პოლიეთილენის მილებისა და ფიტინგების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის მოთხოვნები ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველ პირობას, რითაც საქართველოში ოპერირებად მწარმოებელ თუ მიმწოდებელ კომპანიებს არ ეძლევათ აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღების უფლება. ცივი წყლის პოლიეთილენის მილებისა და ფიტინგების შესყიდვაზე შპს „ბათუმის წყალმა“, რომელიც ბათუმის მერიის მიერ არის დაფუძნებული, ტენდერი 2019 …

როგორ იქმნება არაკონკურენტული გარემო ტენდერებში 

„იმ ტიპის შეზღუდვა, რომელიც არ ემსახურება მიზანს და ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობას, არის უკანონო,“ – მიიჩნევს ორგანიზაცია „იურიდიული მრჩევლის“ ხელმძღვანელი, იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. იგი რამდენიმე ბიზნესკომპანიის ინტერესების დაცვას აპირებს, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებში ერთი მარტივი მიზეზის გამო ვერ მონაწილეობენ – მათ სამუშაო გამოცდილება არ აქვთ. სახელმწიფო შესყიდვებში შემსყიდველ ორგანიზაციებს კონკრეტული პირობების დაყენების უფლება აქვთ. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა …

ბათუმში 8 ქუჩის კეთილმოწყობა გადაიდო – სასამართლომ მერიის ტენდერი შეაჩერა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქალაქის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს ტენდერი შეაჩერა. სასამართლოს ამ მოთხოვნით კომპანიამ „ზიმო 7“ მიმართა, რომელიც მიიჩნევს, რომ ტენდერში გამარჯვებულად სხვა კომპანია უსამართლოდ გამოაცხადეს. 8 ქუჩის კეთილმოწყობაზე ტენდერი ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველომ ივლისში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 მილიონ 587 866 ლარი იყო. ამ ტენდერზეა დამოკიდებულია შემდეგი ქუჩების მოწესრიგება: ბაგრატიონის შესახვევი, გურამიშვილის ქუჩა, …

მერიამ საახალწლო ღონისძიებების ორგანიზატორი ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე შეარჩია

ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე ბათუმის მერიის კულტურის ცენტრმა გამარტივებული წესით ხელშეკრულება გაუფორმა კომპანიას, რომელმაც ბათუმში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზების ვალდებულება აიღო. ამჯერად 177 700 ლარის შეკვეთა მერიისგან შპს „ნიუ დიზაინმა“ მიიღო, შემცირებული მოთხოვნების ჩამონათვალით. თავდაპირველად, ტენდერით, მერია საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე 273 500 ლარის დახარჯვას გეგმავდა, მაგრამ ტენდერი შეწყდა. შპს „ნიუ დიზაინი“ 2015 წელს დაფუძნებული კომპანიაა. …

დაცული ტერიტორიების სააგენტო დრონებს შეიძენს

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო დისტანციურად მართვად სამ საფრენ აპარატს, დრონს შეიძენს. სააგენტომ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 15 500 ლარია. ტენდერის ტექნიკური დავალების თანახმად საფრენი მოწყობილობის წონა 907 გრამი უნდა იყოს, პიქსელების რაოდენობა – არანაკლებ 20 მილიონისა, მაქსიმალური სიჩქარე არანაკლებ 70 კმ საათში, მაქსიმალური მომსახურების ზღვარი – ზღვის დონიდან არანაკლებ 6000 მეტრი, მაქსიმალური ფრენის მანძილი (უქარო …

ეკომიგრანტებისთვის ორთაბათუმში სახლი აშენდება – ხელვაჩაურის მერია ტენდერს მეორედ აცხადებს

ხელვაჩაურის მერია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახებისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 335 145 ლარია. ტენდერის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ საპროექტო ტერიტორია, სადაც ეკომიგრანტებისთვის სახლი უნდა აშენდეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში მდებარეობს. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი უნდა მოიცავდეს 39 საცხოვრებელ ბინას (მათ შორის 10 ოროთახიანი უნდა იყოს – თითოეულის ფართობი …

როგორ გამოიყურება სახლი, რომლის შეკეთებაზე ბიუჯეტიდან 70 ათასამდე ლარი დაიხარჯა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, რეზო ხარაზის განცხადებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ჩაქვში მეშვიდე მიკრორაიონში მდებარე შენობის რეაბილიტაციისთვის 72 ათასი ლარი გამოყო, ჩატარდა გარკვეული სამუშაოები, თუმცა შენობა საცხოვრებლად მაინც გამოუსადეგარია. შენობაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს უნდა ეცხოვრათ. „საცხოვრებელ სახლში ძალიან დაბალი დონის სამუშაოები ჩატარდა, თუმცა დღეს პრაქტიკულად განადგურებულია. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან არაეფექტურად დაიხარჯა ბიუჯეტის თანხები. …

რატომ არავის აინტერესებს ბავშვთა თავშესაფრის მოწყობა ბათუმში

ბავშვებს, რომლებსაც ბათუმის ქუჩებში, ან ბულვარში უწევთ ღამის გათენება, სახელმწიფო ამ ეტაპზე ვერაფერს სთავაზობს – თავშესაფარი მათთვის არ არსებობს. სახელმწიფო ამბობს, რომ მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრისა და თავშესაფრის მოსაწყობად თანხას გამოყოფს, მაგრამ პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს. ჯანდაცვის სამინისტრომ „ინტერესის გამოხატვის“ მოთხოვნა უკვე მეორედ გამოაცხადა – მსურველი არ ჩანს. სოციალური მუშაკები პირად საუბრებში ყვებიან, რომ …

ვინ აგებს პასუხს „ჟილინის არხში“ დაკარგული 254 ათასისთვის

ოთხი დღის წინ მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უდანაშაულოდ მიიჩნია ლაშა ბოლქვაძე და არჩილ ვანაძე „ჟილინის არხის საქმეზე“. გამოძიების ვერსია, რომ ამ პირების სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად მიადგა ბათუმის ბიუჯეტს ზიანი, არ დადასტურდა. 2013 წლიდან დღემდე ამ საქმეზე არავინ დასჯილა. არც სადავო თანხა დაუბრუნებია კომპანიას, რომელსაც „ჟილინის არხის“ რეკონტრუქცია უნდა განეხორციელებია. ვინ არის პასუხისმგებელი, როცა ბათუმის ბიუჯეტიდან ფული …

ტენდერი ადაპტირებული ლიფტისა და სპორტული დარბაზის მშენებელობაზე

ბათუმის მე-26 საჯარო სკოლა, ადაპტირებული ლიფტისა და სპორტული დარბაზის მოწყობაზე ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 190 518 ათასი ლარია. სატენდერო პირობების მიხედვით, სკოლაში გარედან უნდა დამონტაჟდეს ადაპტირებული ლიფტი ეტლის მოსარგებლე ბავშვებისთვის, ასევე უნდა მოეწყოს თანამედროვე, ტექნიკურად აღჭურვილი სპორტული დრაბაზი. დარბაზი აღჭურვილი უნდა იყოს სახანძრო სიგნალიზაციით და გათბობით. სკოლის დირექტორის თამარ გოგიშვილის თქმით, სკოლა სპორტდარბაზისთვის ადაპტირებული …

„ბათუმის წყლის“ განმარტება მილიონიან ტენდერთან დაკავშირებით

11 მაისს batumelebi.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია – „ბათუმის წყალს“ უკანონობაში ადანაშაულებენ – მილიონიანი ტენდერის დეტალები“.  „ბათუმელები“ სტატიის მომზადების პროცესში „ბათუმის წყალს“ რამდენჯერმე დაუკავშირდა და მათი პოზიცია სადავო ტენდერთან დაკავშირებით სტატიაშიცაა დაფიქსირებული. „ბათუმის წყალს“ ამ ტენდერთან სურს დამატებით გააკეთოს განმარტება. კომპანიის წერილს უცვლელად გთავაზობთ: „კომპანია „ბათუმის წყალი“ შესყიდვების განხორციელების დროს ხელმძღვანელობს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის დადგენილი ნორმებით, ყოველთვის იცავს სამართლებრივ, …

„ბათუმის წყალს“ უკანონობაში ადანაშაულებენ – მილიონიანი ტენდერის დეტალები

ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალს“, ერთმილიონიანი ტენდერის გამო, დავების საბჭოში უკვე ხუთჯერ უჩივლეს. მომჩივანი მხარე აცხადებს, რომ „ბათუმის წყალი“ აფერხებს დავების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და არ დადგება შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, „ბათუმის წყალს“ პროკურატურაში უჩივლებს. ტენდერი „ბათუმის წყლის“ საკუთრებაში არსებული ავტომანქანების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზეა გამოცხადებული და …

სტადიონის მშენებლობა ტექნიკური ზედამხედველის გარეშე გრძელდება – ტენდერი შეჩერებულია

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოები მეოთხე თვეა ზედამხედველი კომპანიის გარეშე მიმდინარეობს. ტექნიკური ზედამხედველის გამოსავლენად გამოცხადებული მორიგი ტენდერი ამჯერად ერთდროულად გაასაჩივრა სამმა კომპანიამ, რომლებიც აცხადებენ, რომ სათანადო გამოცდილების მქონე ტექნიკური ზედამხედველის გარეშე აშენებული სტადიონი ექსპლუატაციისას სხვადასხვა პრობლემის გაჩენის რისკებს შეიცავს, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას კი ასეთი გამოცდილება არ აქვს. სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას შპს „სტადიონს“ 2 მილიონ 847 …

77 ათას ლარად ქედაში ორ კიბეს შეაკეთებენ

ქედის მერია 77 100 ლარს დაბაში არსებული ორი კიბის რეკონსტრუქციაზე დახარჯავს. 26 მაისისა და აღმაშენებლის ქუჩების დამაკავშირებელი კიბის რეკონსტრუქციისთვის მერიას  – 43 560 ლარი, ხოლო აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული კიბის შესაკეთებლად 30 636 ლარი აქვს გაწერილი. ქედის მერის მოადგილე, როლანდ ბერიძე განმარტავს, რომ მერია პირველ ეტაპზე დაბაში არსებულ იმ კიბეებს გამართავს, რომლებიც სასწრაფოდ შესაკეთებელია. კიბის შესაკეთებლად ქედის მერიის მიერ …

აჭარაში ქარსაფარი ზოლების შესწავლაზე 42 ათასი ლარი დაიხარჯება

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქარსაფარი ზოლების მდგომარეობის შესწავლაზე წელს 42 372 ლარს დახარჯავს. თანხა სამინისტრომ ქვეპროგრამის – „აგროსექტორის განვითარების საჭიროებათა კვლევები და სტრატეგიები“ ფარგლებში გამოყო და კვლევის განსახორციელებლად ტენდერი პირველ მარტს გამოაცხადა. შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კვლევა სამ კომპონენტს უნდა მოიცავდეს – აჭარის რეგიონის გეოგრაფიულ დახასიათებას, გავრცელებულ ქარებს, ქარსაფარი ზოლების მნიშვნელობას, მათ თავისებურებსა და აჭარის …

საზმაუს ბათუმის სტუდიის მშენებლობაზე მილიონიანი ტენდერი შესაძლოა ჩაიშალოს

„საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ბათუმის სტუდიის აშენებას ორი კომპანია სთავაზობდა: შპს „ალიგატორი 1“ – 800 ათას 228 ლარად და შპს „გზამშენი“ – 800 ათას ლარად. „გზამშენს“, რომელიც პრეტენდენტთან შედარებით ნაკლებ თანხას ითხოვდა სამუშაოების შესრულებაში, საზმაუს სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა. „ალიგატორი 1“-ს კი ხარჯთაღრიცხვა/დაზუსტებისთვის სამდღიანი ვადა განუსაზღვრა. სამდღიანი ვადა გუშინ, 20 თებერვალს ამოიწურა. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე კომპანიას დამატებით დოკუმენტები არ აუტვირთია. …

ბულვარში ახალი ველობილიკის მოსაწყობად 1 მილიონ 763 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმის ბულვარში ახალი ველობილიკის მოწყობის შესახებ გადაწყვეტილება ბულვარის ადმინისტრაციამ მიიღო. საუბარია არსებული ველობილიკების შეცვლაზე პანორამული ბორბლიდან ახალ ბულვარში მდებარე ხიდამდე. ველობილიკზე ფილების ნაცვლად ბეტონის ნარევის სხმული დაიგება [ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ველობილიკი ბეტონის ნარევის სხმულითაა მოწყობილი]. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ბილიკი ამორტიზებულია და მის ხელახლა მოწყობაზე ტენდერი უახლოეს ორ კვირაში გამოცხადდება. ჯამში 19 424 …

საბა კონსტრაქშენი ბათუმში სპორტსკოლას 61 977 777 ლარად ააშენებს

„შპს სტადიონმა“ ბათუმში სპორტსკოლის მშენებლობაზე დღეს, 8 იანვარს ხელშეკრულება გააფორმა. ტენდერში სამი კომპანია – „გენჩ ინშაათ”-ის საქართველოს ფილიალი, „დაგი“ და შპს „საბა კონსტრაქშენი“ მონაწილეობდა. ტენდერში სწორედ ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა. ტენდერის საწყისი ღირებულება იყო 66 574 430 ლარი. კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ ბათუმში სპორტსკოლის მშენებლობისთვის კონკურენტებთან შედარებით ნაკლები თანხა შესთავაზა შემსყიდველს. „გენჩ ინშაათ”-ის საქართველოს ფილიალი სპორტსკოლის მშენებლობას 66 …

ბსუ ბათუმში ახალ სასწავლო კორპუსს 2,9 მილიონ ლარად ააშენებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი [ბსუ] ბათუმში, ლეონიძის ქუჩა N15-ში ახალ სასწავლო კორპუსს ააშენებს. სამშენებლო სამუშაოებს, რისთვისაც 2 მილიონ 957 ათასი ლარია გამოყოფილი, ბსუ ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. მშენებლობა 2018 წლის 21 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. საპროექტო ტერიტორია კი 65 982 კვ/მ-ია. არსებული პროექტის მიხედვით, ახალი სასწავლო კორპუსი სამსართულიანი იქნება; შენობის ძირითადი სტრუქტურული სისტემა წარმოადგენს …

80 500 ლარად აჭარის მთავრობა პიკაპს იყიდის

აჭარის მთავრობის აპარატი „სპეციალიზებული კლასის – პიკაპის ტიპის ავტომობილს შეიძენს, ე.წ „კანოპით“ [ბორტის სახურავი] და საბარგულის ჩასაფენით“. ავტომობილის შესაძენად ბიუჯეტიდან 80 500 ლარია გამოყოფილი და შესაბამისი ელექტრონული ტენდერიც გამოცხადებულია. ავტომობილი, ტექნიკურ მახასიათებლებთან და სხვადასხვა პირობებთან ერთად, უნდა იყოს ახალი, 2017 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი; ამასთან, ავტომობილის ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონდმებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადს, მოსაკრებლის …

აჭარის მთავრობა 48 700 ლარად სედანს შეიძენს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა მსუბუქი გამავლობის ავტომობილის შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.  ერთი სედანის შესაძენად მთავრობის აპარატს მაქსიმუმ 48 700 ლარი აქვს გათვალისწინებული. ავტომობილი მთავრობას ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 28 დეკემბრისა, უნდა ჩაბარდეს. სატენდერო პირობების მიხედვით, „ავტომობილი უნდა იყოს ახალი, 2017 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი; ავტომობილის ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონდმებლობით …

პარლამენტი 855 ათას ლარად 19 სედანს შეიძენს

საქართველოს პარლამენტმა ავტომანქანების შეძენაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. 19 სედანის შესაძენად პარლამენტს 855 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ტენდერის პირობების თანახმად, ავტომანქანები უნდა იყოს ექსპლუატაციაში არმყოფი; გამოშვების წელი არანაკლებ – 2017; გარბენი – არაუმეტეს 30 კმ; კარების რაოდენობა არანაკლებ 4; საწვავის ტიპი – ბენზინი; ძრავის მოცულობა არანაკლებ 1.6, არაუმეტეს 2.0; ცხენის ძალა – არანაკლებ 120… საჭე – მარცხნივ; ავტომანქანების ძარის ფერი უნდა იყოს ვერცხლისფერი, …

ახალი სავარძელი ახალარჩეული მერისთვის შუახევში

შუახევის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული მერისთვის, ფრიდონ ფუტკარაძისთვის, სავარძლის შესაძენად ელექტრონული ტენდერი შუახევის გამგეობამ უკვე გამოაცხადა. შავი ფერის სავარძელთან ერთად შუახევის გამგეობა სახელმწიფო შესყიდვით ტანსაცმლის ერთ და წიგნების – ორ კარადას, 20 საოფისე სკამსა და სავარძლების სამეულს  ყიდულობს. შუახევის მერიაში განმარტავენ, რომ სამეულსა და ტანსაცმლის კარადას, მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებისთვის ყიდულობენ. რაც შეეხება სავარძელს, შუახევის მერიის …

341 ათასი ლარი აჭარის მთავრობის შენობის რემონტისთვის

აჭარის მთავრობა ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მდებარე შენობის კაპიტალურ რემონტსა და რეკონსტრუქციას გეგმავს, რითვისაც აჭარის ბიუჯეტში 341 ათასი ლარია გათვალისწინებული. სარემონტო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 4 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის პირობების მიხედვით გარემონტდება მთავრობის შენობის სახურავი, გარე ფასადი, კიბის უჯრედი, სველი წერტილები, წყალმომარაგება-კანალიზაცია, მოეწყობა არქივი, …

კომპანია, რომელმაც ბათუმის პორტთან ესტაკადა უნდა ააშენოს, გამოვლენილია

ბათუმის პორტთან, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადის მოწყობაზე გამოცხადებულ ტენდერში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამარჯვებული კომპანია გამოავლინა, რომელიც ესტაკადას 14 370 000 ლარად ააშენებს. სამინისტროს ესტაკადის მშენებლობას ორი კომპანია სთავაზობდა: „ბლექ სი გრუპი“ და „კავკასუს როუდ პროჯექტი“. ტენდერში გამარჯვებული „კავკასუს როუდ პროჯექტია“, რომელმაც ესტაკადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 320 დღეში უნდა ააშენოს. „კავკასუს როუდ პროჯექტს“, ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენის შემდეგ, აჭარის ფინანსთა და …

ესტაკადა ბათუმის პორტთან – 15 მილიონი ლარი და 2 პრეტენდენტი

ბათუმის პორტთან, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადის მოწყობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორი კომპანია სთავაზობს: „ბლექ სი გრუპი“ და „კავკასუს როუდ პროჯექტი“. პირველი კომპანია მზადაა გადასასვლელი საავტომობილო ხიდი 15 297 410 ლარად ააშენოს, ხოლო მეორე კომპანია იგივე სამუშაოს – 14 370 000 ლარად შეასრულებს. სამინისტროს სატენდერო თანხა 15 297 410 ლარი იყო. ტენდერში წინადადებების მიღება 17 ოქტომბერს დასრულდა. …

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნიორს ვერ ყიდულობს

„ლუბაშას“ ჯიშის ნიორის სათესლე მასალის ფერმერებისთვის გადასაცემად, „აგროპროექტების მართვის ცენტრს“ 48 ტონა ნიორის სათესლე მასალა უნდა შეესყიდა. ნიორი მთაში ოქტომბრის თვის ბოლომდე უნდა დაირგოს და სათესლე მასალას ამ დროისთვის 258 ბენეფიციარი ითხოვს. მათ ნიორი, 2017 წლის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსებით უნდა გადაეცეთ, თუმცა „აგროპროექტების მართვის ცენტრში“ პროგრამის ჩავარდნას არ გამორიცხავენ. როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს „აგროპროექტების მართვის ცენტრში“ …

ბათუმის პორტთან ესტაკადა აშენდება – 15 მილიონიანი ტენდერი შეზღუდულ ვადაში ჩატარდება

ბათუმის შემოსასვლელში, პორტის მიმდებარედ, სატრანსპორტო კვანძის [ესტაკადის] მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. მშენებლობისთვის 15 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული, თუმცა ტენდერი, შეზღუდულ ვადაში ჩატარდება – წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს დაიწყება და სამ დღეში, 17 ოქტომბერს დასრულდება. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ესტაკადა უნდა აშენდეს, შპს „აიდიემის“ მიერაა მომზადებული. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის …

ეკომიგრანტებისთვის ურეხში სოციალური სახლის დაპროექტებაზე ტენდერი არ შედგა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ურეხის დასახლებაში ეკომიგრანტთათვის სოციალური სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამგეობას 25 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული, თუმცა ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. ურეხის სოციალური სახლის პროექტირებაზე ტენდერი უკვე მეორედ არ შედგა. გამგეობის სატენდერო კომისიას ჯერ არ უმსჯელია ტენდერს მესამედ გამოაცხადებს, თუ, ვთქვათ სხვა გზით შეიძენენ პროექტს. მეორე …

რატომ შეწყვიტა 9 აპრილის მემორიალის ესკიზზე გამოცხადებული კონკურსი ბათუმის მერიამ

9 აპრილის გმირთა მემორიალის ესკიზისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადებული კონკურსი ბათუმის მერიამ შეწყვიტა და იმავე მომსახურებასა და იმავე სავარაუდო ღირებულებით კონკურსი ხელახლა გამოაცხადა. ტენდერი მერიამ მაშინ შეწყვიტა, როცა ორ პრეტენდენტს უკვე წარდგენილი ჰქონდა ესკიზები. საკონკურსო კომისიის ოქმში ვკითხულობთ, რომ შეწყვეტის მიზანი საკონკურსო დოკუმენტაციის დახვეწა იყო. სატენდერო დოკუმენტაციის შედარებით ჩანს, რომ შეწყვეტილ და მიმდინარე ტენდერებში ცვლილება, ძირითადად, ტექნიკურ დავალებაშია …

დავა 66 მილიონზე – დავების საბჭომ აჭარის მთავრობის შპს გაამტყუნა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ „საბა კონსტრაქშენის“ საჩივარი შპს „სტადიონის“ წინააღმდეგ წუხელ დააკმაყოფილა. „საბა კონსტრაქშენი“ ითხოვდა იმ დისკვალიფიკაციის გაუქმებას, რომელიც მას შპს „სტადიონის“ შესყიდვების კომისიამ მისცა [ოქმი #2]. საკითხი ეხება ბათუმში, ლეონიძის ქუჩის #15-ში, ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობას, რაშიც „სტადიონი“ 66 მილიონის დახარჯვას გეგმავს. ამ სპორტული კომპლექსის მშენებლობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ბათუმის სპორტსკოლის მარჯვენა და …

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბათუმში ოფისისთვის ფართობი იყიდა

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, საზოგადოებრივ მაუწყებელს რეგიონული ოფისი ექნება. აგვისტოს თვეში მაუწყებელმა ოფისისთვის ახალაშენებულ მრავალსართულიან კორპუსში 492,2 კვ/მ ფართობი შეიძინა. მშენებელი კომპანიის ინფორმაციით, ამ კორპუსში 1 კვ/მ ფართობი 500-დან 650 დოლარამდე ღირს. შესაბამისად, მაუწყებელს საოფისე ფართობში მინიმუმ 250 ათასი და მაქსიმუმ 320 ათასი დოლარი უნდა ჰქონდეს გადახდილი. იმის გარკვევა, თუ კონკრეტულად რამდენი თანხა გადაიხადა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბათუმის ოფისში, მაუწყებელშივე …

გონიო-კვარიათში ქუჩების შეკეთება-განათებისთვის 3,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

გონიო-კვარიათის დასახლებაში გარკვეული ქუჩების კაპიტალური შეკეთება და გარე განათების ბოძების დამონტაჟება იგეგმება. სამუშაოები, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს დაიწყება და 2018 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. აფსაროსის, ანდრია პირველწოდებულის, მატათა მოციქულის, მეფე მირიანის, სვიმონ კანანელის, წმინდა ნინოს ქუჩებისა და ჩიხების შეკეთებასა და გარე განათების მოწყობისთვის ბათუმის ბიუჯეტში 3 მილიონ 742 ათას 162 ლარია გამოყოფილი. მოწესრიგდება შემდეგი ქუჩები: მთლიანი თანხიდან 592 ათას 424 …

Exit mobile version