ახალი სკვერი და სარეკრეაციო ზონა – 1,3 მილიონი ბათუმის ბიუჯეტიდან

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე სკვერი, ხოლო გონიოს დასახლებაში რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. დაგეგმილია ასევე ქალაქის სხვადასხვა ადგილზე 6 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია. სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 1,3 მილიონი ლარია გამოყოფილი. აღსანიშნავია, რომ ბათუმის ტერიტორიაზე უკვე არსებული რეკრეაციული სივრცეების 80%-ზე მეტს არ აქვს მინიჭებული შესაბამისი სტატუსი. გამწვანებულ ადგილებს თუ მის გარკვეულ ნაწილს კი, მერია ან ასხვისებს, ან იჯარით გასცემს. …

10-მილიონიან ტენდერში გაურკვეველია გზა ხელვაჩაურში კეთდება თუ ქედაში

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 8-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი 10 350 158 ლარით გამოაცხადა, თუმცა ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, გაუგებარია ეს მონაკვეთი კონკრეტულად სად მდებარეობს. ტექნიკურ დავალებაში, ასევე გარემოსდაცვით მართვის გეგმაში, აღნიშნულია, რომ „სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე“. აღნიშნულია ისიც, რომ დასახლებულ მონაკვეთებში, მაგალითად [სოფ. აჭარისწყალი] გზა გაგანიერებულია 8-9 მ-მდე. სოფელი აჭარისწყალი ხელვაჩაურის …

TI: საქართველოს რკინიგზის 52-მილიონიანი ტენდერი კონკურენციას ზღუდავს

საქართველოს რკინიგზის მიერ მაგისტრალური რელსების შესასყიდად გამოცხადებული 52.8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი კონკურენციას ზღუდავს – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ [TI]. ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს რკინიგზა მომწოდებლებისგან მხოლოდ რუსეთის მიერ დაარსებული ევრაზიის საბაჟო კავშირის მიერ განსაზღვრულ სერტიფიკატებს ითხოვს: „საქართველოს რკინიგზის“ მიერ 2021 წლის 10 ივნისს გამოცხადებული ტენდერი პირდაპირ არღვევს შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომას, რადგან …

ქობულეთის მერია კერძო ყანებში სადარაჯო ფარდულებს მოაწყობს

ქობულეთის სოფლებში, მუხაესტატესა და წყავროკაში, კერძო საყანე ფართობებში სადარაჯო ფარდულების მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 521 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტმა სადარაჯო ფარდულების მოწყობაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. წინა ტენდერი არ შედგა, ვინაიდან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. „სადარაჯო ფარდულების მოსაწყობად თანხა ბიუჯეტში მოსახლეობის მომართვის საფუძველზე გამოიყო. მოსახლეობა ამბობს, რომ ხშირია მოსავლის მოპარვის მცდელობა, ამიტომ გადაწყდა, რომ ფარდულებს მუნიციპალიტეტი დააფინანსებს, …

ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება

ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე, მდინარე ჩაქვისწყალზე მდებარე ხიდის სარეაბილიტაციოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 807 ათას 951 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადებულია. ხიდის რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულმა, სამუშაოების დაწყების შესახებ გზების დეპარტამენტის მიერ წერილობითი დავალების გაცემიდან 6 თვეში უნდა დაასრულოს. პირობის მიხედვით, მიმწოდებელს არ აქვს უფლება სამუშაოები ამ დავალების მიღებამდე დაიწყოს. საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხიდზე სამუშაოების მიმდინარეობისას …

ძეგლის რეაბილიტაცია ისევ იგეგმება – ბიუჯეტიდან 172 400 ლარია გამოყოფილი

ბათუმში, 26 მაისის N19-ში მდებარე სახლის, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 172 400 ლარია გამოყოფილი. ამ სახლის რეაბილიტაცია გასულ წელს იგეგმებოდა, თუმცა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულება პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო შეწყდა. საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 14 აგვისტოს დაიწყება და 19 აგვისტოს დასრულდება. სახლის სარეაბილიტაციო …

კობალაძის ქუჩის შესაკეთებლად ტენდერია გამოცხადებული

ბათუმში წელს კობალაძის ქუჩის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადებულია. ამ ქუჩის რეაბილიტაციასთან ერთად აღმაშენებლის ქუჩაზე უსაფრთხოების კუნძულები მოეწყობა. კობალაძის ქუჩა ბათუმში აკვაპარკთან [შ.ხიმშიაშვილის ქუჩა] იწყება და „ვოქსამდე“ [აღმაშენებლის წრიულამდე] გრძელდება. ქუჩის სიგრძე დაახლოებით ნახევარი კილომეტრია. ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 1 807 491 ლარით აქვს გამოცხადებული. აღნიშნული ტენდერის …

ბათუმში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება – ბიუჯეტიდან 4 მილიონია გამოყოფილი

ბათუმში ახალი საბავშვო ბაღი ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე, მდინარე ჩაქვისწყლის მიმდებარედ უნდა აშენდეს. ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტში 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მშენებლობა, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2022 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს. ტენდერი ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით საბავშვო ბაღის შენობის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა …

195 ათასი ლარი ბათუმის მეჩეთის რეაბილიტაციისთვის

ბათუმის ცენტრალური მეჩეთის სარეაბილიტაციოდ აჭარის ბიუჯეტიდან 195 ათასი ლარია გამოყოფილი. ძველ ბათუმში, ქუთაისის ქუჩის N19-ში მდებარე მეჩეთის რეაბილიტაცია 2021 წლის დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გამოაცხადა. ტენდერის პირობის მიხედვით, სარეაბილიტაციო „სამუშაოები უნდა განხორციელდეს პროექტის შესაბამისად“, თუმცა, პროექტი სატენდერო დოკუმენტაციას თან არ ახლავს. „პროექტი გამარჯვებულ მიმწოდებელს გადაეცემა შემსყიდველის მხრიდან …

ურეხის ღამის თავშესაფარი შესაძლოა საპატრიარქოს გადაეცეს, შენობის რემონტზე 2,7 მლნ გამოიყო

ბათუმში, ურეხის ყოფილი ინტერნატის შენობის „ხანდაზმულთა ცენტრად რეკონსტრუქცია-ადაპტაცია“ იგეგმება, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტში 2,7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. შენობაში დღეს ბათუმის ღამის თავშესაფარია განთავსებული. რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც სამსართულიან შენობაზე ერთი სართულის დამატებას ითვალისწინებს, რამდენიმე წელია მზადაა. 4 წლის წინ კი, საუბარი იყო შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემაზეც და იქ სათნოების სავანეში მყოფი ხანდაზმულების გადაყვანაზე. „ურეხის ყოფილი ინტერნატის მზრუნველობამოკლებულ ხანდაზმულთა …

ბათუმის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 408 ათასი ლარია გამოყოფილი

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 408 ათასი ლარია. სამუშაოები აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსდება –  კონკრეტულად: 200 ათასი ლარი 2021 წლის ბიუჯეტიდან და 208 000 ლარი 2022 წლის ბიუჯეტიდან. რეაბილიტაცია ჩაუტარდება: ტაძრის ღობეს [ბზარების კონსოლიდაცია მიკროარხული ინექტირებით, განშრევებული ნალესობის მოხსნა მექანიკურად და აღდგენა კირის დუღაბით; …

ბათუმში 4 სოციალურ სახლს ააშენებენ – 8,3 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან

ბათუმის ბიუჯეტიდან 8 371 976 ლარია გათვალისწინებული ჯავახიშვილის ქუჩაზე 4 სოციალური სახლის მშენებლობისთვის. ხუთსართულიანი კორპუსები ჯავახიშვილის N82-ში [ორბელიანის ქუჩის კვეთაში] უნდა აშენდეს. ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ე.წ. „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში მერიამ 4 სახლი უკვე ააშენა. ეს პროგრამა მერიამ 2013 წელს დაიწყო, თუმცა ბინები ბენეფიციარებისთვის დღემდე არ გადაუცია. როდის დაიწყება ბინების გაცემა? – „ტექნიკური დეტალების დაზუსტება …

9,7 მილიონი ლარი ჩაქვში ძაღლების თავშესაფარისა და იპოდრომის მოსაწყობად

9 723 999 ლარია გათვალისწინებული ბათუმის ბიუჯეტიდან ჩაქვის დასახლებაში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის, იპოდრომისა და სხვადასხვა სახელმწიფო კომპანიის ოფისების ასაშენებლად. აქვე მოეწყობა სარეკრეაციო სივრცეც. მთლიანი ტერიტორიის ფართობი 12 000 კვადრატული მეტრია. მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, შენობების დეტალური პროექტის მომზადებასა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამუშაოები, მშენებლობის ჩათვლით, …

პეტრას ციხეში საფეხმავლო ხიდს ააშენებენ

პეტრას ციხეში, შიდაციხის ტერიტორიაზე მსუბუქი კონსტრუქციის ლითონის საფეხმავლო ხიდი აშენდება. ხიდზე გადაადგილებას ეტლით მოსარგებლეებიც შეძლებენ. პროექტის მიხედვით, „ლითონის კონსტრუქცია თავისი სიმყარიდან გამომდინარე არ უნდა აზიანებდეს არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსის ისტორიულ ნაწილს. ამასთან, ხიდი არ უნდა აკნინებდეს ძეგლის ვიზუალს და თავისი მასშტაბით შესაბამისობაში უნდა იყოს ძეგლის გაბარიტებთან.“ პეტრას ციხეში საფეხმავლო ხიდის მოწყობაზე ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ …

აჭარაში მოტობლოკებს დაარიგებენ უკვე წარდგენილი განაცხადების მიხედვით

აჭარაში 1000 ფერმერს წელს თანადაფინანსებით მოტობლოკებს გადასცემენ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოტობლოკები იმ განაცხადების/პროექტების მიხედვით გაიცემა, რაც ფერმერებმა 2021 წელს უკვე წარადგინეს „საოჯახო მეურნეობების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში. წელს 2 953 ფერმერიდან, ვინც სამინისტროს აღნიშნული პროექტის ფარგლებში განაცხადით მიმართა, უმრავლესობა – 2 231 ითხოვდა მცირე მექანიზაციის საშუალებებს, მათ შორის, ძირითადად მოტობლოკებს. სამინისტრომ მოტობლოკების დაფინანსება …

მტირალასა და კინტრიშის პარკებს შორის ბილიკებს აწყობენ – ტურისტული ინფრასტრუქტურა

დაცული ტერიტორიების სააგენტო კინტრიშის დაცული ტერიტორიებისა და მტირალას ეროვნული პარკის შიდა და ერთმანეთთან დამაკავშირებელი მინიმუმ 150 კილომეტრი სიგრძის სხვადასხვა ტიპის (საფეხმავლო, ველო და საცხენოსნო) ბილიკებისა და მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და შემდგომ მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოებისთვის 7 მილიონ 30 ათასი ლარია გამოყოფილი. დაცული ტერიტორიების სააგენტომ ამ თანხით ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების …

სულაბერიძის ქუჩაზე ფილების ნაცვლად ასფალტს დააგებენ, რაშიც 5 მილიონი დაიხარჯება

ბათუმში სულაბერიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტი ქუჩის სავალი ნაწილის, გამყოფი ზოლისა და ტროტუარების კეთილმოწყობას ითვალისწინებს. აქ არსებული რკინა-ბეტონის ფილების ნაცვლად ასფალტის საფარს დააგებენ. სამუშაოებისთვის კი ქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი. ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპის სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. მეორე ტენდერში კი წინადადებების მიღება ჯერ …

„მედეას“ ძეგლის რესტავრაციისთვის ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმში, ევროპის მოედანზე, „მედეას“ ძეგლის კვარცხლბეკის ადრე მოპირკეთებული ფილების ანალოგიური ფილებით მოპირკეთებასა და ქანდაკების [მეტალის ელემენტების] რესტავრაციაში ქალაქის ბიუჯეტიდან 592 332 ლარი დაიხარჯება. ტენდერის პირობის მიხედვით, ძეგლის რესტავრაცია 2021 წლის 11 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. ტენდერი ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2021 წლის 16 ივლისს დაიწყება და 21 ივლისს დასრულდება. …

აჭარაში კულინარიული გზამკვლევი მომზადდება – ნახეთ რამდენიმე აჭარული კერძის რეცეპტი

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში გასტრონომიული პოტენციალის კვლევას იწყებს, კვლევის ფარგლებში აღმოჩენილი კერძები კი ერთ კულინარიულ გზამკვლევში გაერთიანდება. შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 42 ათასი ლარია. კვლევა 2021 წლის 1-ელ ოქტომბრადე უნდა დასრულდეს. „აჭარის, როგორც მაღალმთიან (ხულო, შუახევი, ქედა), ისე ზღვისპირა (ქობულეთი და ხელვაჩაური) მუნიციპალიტეტებს მრავალფეროვანი, განსხვავებული კულინარიული ნაწარმი …

შუახევში, ჭვანის ხეობაში, ტურისტული თავშესაფარი მოეწყობა – „კემპინგსოფელი“ ჯვარიმინდორზე

შუახევის მუნიციპალიტეტში, ჭვანის ხეობაში, [ჯვარიმინდორზე] ტურისტული თავშესაფარი მოეწყობა თავისი ინფრასტრუქტურით. „კემპინგსოფელში“ განთავსდება ოთხი კოტეჯი, ასევე მოეწყობა კოცონის სივრცე, ბუხარი, საშხაპე და საპირფარეშო. სივრცე გათვლილი იქნება როგორც მოლაშქრეებისთვის, ისე მთაში მოგზაურობის მოყვარული ვიზიტორებისთვის. „ჯვარიმინდორი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისის მოსახლეობის საზაფხულო იაილებია და ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ეს არის ერთ-ერთი უნიკალური გზაგასაყარი, რომელიც კინტრიშის …

შუახევის კულტურის ცენტრის რეაბილიტაციისთვის 1 მილიონი დაიხარჯება

შუახევის კულტურის ცენტრის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის 1 200 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი ამ თანხით შუახევის მუნიციპალიტეტმა უკვე გამოაცხადა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან „განახლებული რეგიონების“ პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. ამ პროგრამის ფარგლებში აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში [ბათუმისა და შუახევის ჩათვლით] სარეაბილიტაციო ობიექტების დაპროექტება-მშენებლობაზე ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსაც აქვს გამოცხადებული. როგორც შუახევის მერიაში გვითხრეს, ფონდის …

შსს 400 ავტომანქანას – პიკაპსა და ჰეჩბეკს ყიდულობს, ტენდერი 39 მილიონი ლარით

შესყიდვების სააგენტომ 100 ჰეჩბეკისა და 300 პიკაპის ტიპის ავტომანქანის შესაძენად ორი კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ჯამური ღირებულება 39 923 734 ლარია. სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალიზებული მანქანები განკუთვნილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. სხვა მოთხოვნებთან ერთად, „ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2021 წლის გამოშვების, მარცხენასაჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი [გარბენი არაუმეტეს 200 კმ], ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. …

გოდერძის წყალმომარაგებისთვის თანხა 1 მილიონით გაიზარდა – ტენდერი 4,5 მილიონით

კურორტ გოდერძის წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობაზე აჭარის წყლის ალიანსმა ტენდერი ამჯერად 4 548 589 ლარით გამოაცხადა. წინა ტენდერი, თანხით 3 530 760 ლარი, არ შედგა. შესყიდვების პორტალის მიხედვით მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე [სამთო-სათხილამურო კურორტი „ზანკა“] წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობაზე [მე-2 ეტაპი] ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2021 …

შუახევის იალაღებზე მგზავრობა წელსაც უფასო იქნება

კატრიანის, გრძელგორის, ყავრიანის, ჩირუხის, ღომას, საყენდრიას, თაგინურის, ჯანჯღნარის, მერიაყელის, შედრეკილის, თეთრობის მაწყვალთის მთის, საბერწიის, სანალიას და ძველი მთის სამთო იალაღების მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა-გადმოყვანას ზაფხულის სეზონზე შუახევის მუნიციპალიტეტი წელსაც უფასოდ უზრუნველყოფს. სამთო იალაღებზე მგზავრთა უფასოდ გადაყვანის მომსახურების შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2021 წლის 6 ივნისს დაიწყება და 8 ივნისს დასრულდება. სატენდერო თანხა …

395 946 ლარი საზაფხულო თეატრის რემონტისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან

ბათუმის საზაფხულო თეატრის შენობის რემონტისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 395 946 ლარია გამოყოფილი. 2013 წელს ძველი თეატრის შენობის მიხედვით აგებული ახალი შენობა 1100 მაყურებელზეა გათვლილი. მშენებლობაზე 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ბათუმის ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ბათუმის კულტურის ცენტრს ამჯერად ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული: საზაფხულო თეატრის შენობის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებზე – 387 546 ლარით და …

ფოთთან, მდინარე რიონზე, 436 მეტრი სიგრძის ახალი ხიდი აშენდება

ქალაქ ფოთთან, მდინარე რიონზე, ახალი, 8-მალიანი, 436 მეტრი სიგრძის საავტომობილო ხიდი აშენდება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ასევე აშენდება მისასვლელი გზებიც და ხიდისა და მისასვლელი გზების სიგრძე ჯამში 2 კმ-მდე იქნება. სამუშაოების შესყიდვაზე დეპარტამენტმა საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ახალი ხიდის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან 2 წელიწადში უნდა დასრულდეს. „ამჟამად არსებული გზა  ჰიდროკვანძზე გადის, რომლის ტექნიკური პარამეტრები ვერ …

ექსტრემალური ტურიზმი უჩხოს ხეობაში – სააგენტო კანიონინგის აღჭურვილობას ყიდულობს

„აჭარაში კანიონინგის განვითარებასა და მასთან დაკავშირებული სერვისების შექმნა-გამართვის მიზნით“, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო კანიონინგის სპეციალურ აღჭურვილობას ყიდულობს. „სოფელ უჩხოში [ხულოს მუნიციპალიტეტი] არსებულ კასკადოვან ჩანჩქერებს გააჩნია კანიონინგის პოტენციალი. კანიონინგი სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა და მსგავსი ტურისტული პროდუქტის შექმნა ხეობაში ტურიზმის დარგის განვითარებას და ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს, რაც თავისთავად დადებითად აისახება ადგილობრივების ეკონომიურ კეთილდღეობაზე“ – …

კავიანის ციხიდან დანდალოს ხიდამდე საფეხმავლო და ველობილიკს მოაწყობენ

შუახევისა [კლდისუბანი, კავიანი] და ქედის [დანდალო, ჯალაბაშვილები] მუნიციპალიტეტებში საფეხმავლო-საველოსიპედე ბილიკი მოეწყობა. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტენდერი 300 ათასი ლარით გამოაცხადა. ტენდერის პირობის მიხედვით, ბილიკის მშენებლობა, რომელიც ზღვის დონიდან 350-550 მ სიმაღლეებს შორის მოეწყობა, 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს. პროექტი ითვალისწინებს ბილიკთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობასაც, კერძოდ, საფეხმავლო-საველოსიპედე ბილიკისთვის მოაჯირების, ველოპარკინგისა და ავტოპარკინგის …

რა ბედი ეწია „ყინულის სასახლის“ 20-მილიონიან პროექტს

ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, ყინულის ახალი არენითა და საცურაო აუზით 2019 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო, ხოლო არსებული მოქმედი სასახლე უნდა დაეშალათ. პროექტის ღირებულება 19 990 002 აშშ დოლარია. მშენებლობის პროცესი ჯერ დროში გაიწელა, შემდეგ კი ტენდერში გამარჯვებულ მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეირჩევა …

ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მოსაწყობად 865 ათასი ლარი დაიხარჯება

ხულოში, ხიხაძირის ხეობაში მდებარე ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკი მოეწყობა. სამუშაოებისთვის 865 ათასი ლარია გამოყოფილი. ტენდერი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2021 წლის 27 მაისს დაიწყება და პირველ ივნისს დასრულდება. „კეთილმოწყობილი ასასვლელი ბილიკი, რომელიც ასვლას არ ამარტივებს, მაგრამ ქმნის უსაფრთხო გარემოს, ციხე-სიმაგრეს კიდევ უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის უკვე არამხოლოდ მოლაშქრეებისთვის, არამედ ვიზიტორებისთვის,“ – …

ბათუმის მე-15 სკოლას ახალ კორპუსს მიაშენებენ – ბიუჯეტიდან 2,9 მილიონია გამოყოფილი

ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის არსებულ შენობაზე მიშენება-რეკონსტრუქციის სამუშაოებზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 986 577 ლარია. სკოლის შენობა ბათუმში, გორგასლისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში მდებარეობს. სამინისტროს ინფორმაციით, განხორციელდება არსებული შენობის სრული რეაბილიტაცია და მასზე მიშენდება ახალი, 3-სართულიანი კორპუსი. რეკონსტრუქციის შემდეგ სკოლას დაემატება 12 საკლასო ოთახი, სპორტული და სააქტო დარბაზები, მოეწყობა ლიფტი და …

კომერციული მოსყიდვის ფაქტზე 2 პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ორი თანამშრომელი ამხილეს. „ბრალდებულებმა, რომელთა მართვის ქვეშ მყოფი კომპანიაც მონაწილეობას იღებდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით გამოცხადებულ ერთ-ერთ ტენდერში, საკუთარი კომპანიისათვის  გამარჯვების მოპოვების უზრუნველსაყოფად, ტენდერში მონაწილე სხვა პრეტენდენტი კომპანიის თანამშრომელს შესთავაზეს 10 000 აშშ დოლარის გადაცემა იმ შემთხვევაში, თუკი იგი წინასწარ გაანდობდა …

რაში დახარჯავს აჭარა 20 მილიონ ლარს, პროგრამა – „განახლებული რეგიონები“

ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებში სარეაბილიტაციო ობიექტებისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასა და სამშენებლო სამუშაოებზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება 20 მილიონი ლარი იქნება. სამუშაოები კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 31 დეკემბრის პერიოდში უნდა დასრულდეს. ფონდმა ელექტრონული ტენდერი „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, აუქციონის გარეშე, პრეისკურანტით გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ განსაზღვრულია …

რა მისამართებზე დაამონტაჟებენ საბავშვო ატრაქციონებს ბათუმში

ბათუმში 15 ადგილზე საბავშვო ატრაქციონებს დაამონტაჟებენ. ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მრავალსართულიანი სახლების ეზოებისთვის ატრაქციონების შეძენა-მონტაჟისა და რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტენდერი 392 149 ლარით აქვს გამოცხადებული. წინადადებების მიღება 19 აპრილს დასრულდება. ატრაქციონების მონტაჟი/რეაბილიტაცია დაგეგმილია შემდეგ მისამართებზე: ბაგრატიონის 138 გოგებაშვილის 2 გუდიაშვილის 18-20 თაყაიშვილის 62 პუშკინის 124 პუშკინის 13 აფსაროსის III შეს. 2-4-8 აღმაშენებლის 34 აღმაშენებლის …

რა კავშირშია ჭოროხის დელტას მართვის გეგმა ბათუმის ბულვარის გაგრძელებასთან

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „ზურმუხტის ქსელის“ ტერიტორიის [ჭოროხი დელტას] მართვის გეგმის შედგენაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 40 ათასი ლარია. მიმწოდებელი ვალდებულია ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული ანგარიში სამინისტროს 2021 წლის 1-ელ დეკემბრამდე წარუდგინოს. ტენდერში გამარჯვებულმა უნდა მიმოიხილოს ტერიტორიაზე არსებული კვლევები და ლიტერატურა; ტერიტორიის მახლობლად მცხოვრებ მოსახლეობასთან კომუნიკაცია და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობა; სხვა შესაბამისი …

მე-16 სკოლის ტერიტორიას ამ ეტაპზე გეოლოგები შეისწავლიან

აჭარის განათლების სამინისტრომ 4 საჯარო სკოლის მშენებლობის/რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ეს სკოლებია ბათუმის N16, N22, ასევე საჩინოსა და ოჩხამურის საჯარო სკოლები. ტენდერი 58 ათასი ლარითაა გამოცხადებული, საიდანაც 20 ათასი ლარი მე-16 საშუალო სკოლას უნდა მოხმარდეს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მე-16 სკოლის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ჩატარდება დეტალური გეოლოგიური კვლევა, ასევე  ჩატარდება განაშენიანების კვლევა და შეადგენენ …

Exit mobile version