მოიალაღეებს ტრანსპორტი უფასოდ შუახევშიც მოემსახურება

სამთო იალაღებზე მგზავრთა უფასოდ გადაყვანისთვის შუახევის ბიუჯეტში 33 890 ლარია გათვალისწინებული. მომსახურების შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 8 ივლისს დაიწყება და 10 ივლისს დასრულდება. მგზავრებს ტრანსპორტი უფასოდ (გადაყვანა-გადმოყვანა) მოემსახურება შემდეგ სამთო იალაღებზე: კატრიანი, გრძელგორი, ყავრიანი, ჩირუხი, ღომა, თაგინური, ჯანჯღნარი, მერიაყელი, შედრეკილი და თეთრობი. ტენდერის პირობის მიხედვით, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საკუთრებაში ან ხელშეკრულებით მინიმუმ …

მთა ჩირუხში საპიკნიკე ადგილს მოაწყობენ

შუახევის მუნიციპალიტეტში, საზაფხულო იაილაზე – ჩირუხში, რომელიც ზღვის დონიდან 2148 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს „წინასწარ შერჩეულ ადგილზე (არანაკლებ 100-150 კვ.მ) უნდა მოეწყოს ეკოსტანდარტების გათვალისწინებით ავთენტური და ეკოლოგიური მასალით დამზადებული საპიკნიკე ინფრასტრუქტურა, რომელიც შექმნის რეკრეაციულ გარემოს, სადაც იქნება როგორც კოცონის და პიკნიკის, ისე მოსასვენებელი სივრცე საქანელებით და ჰამაკებით“. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე …

საპარტნიორო ფონდი და კერძო კომპანია სახელმწიფოს 4,6 მილიონ პირბადეს სთავაზობს

საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის პირბადეებს ყიდულობენ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ 4 680 000 სამედიცინო პირბადეს შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ სახელმწიფოს 1 146 600 ლარად სთავაზობს, ხოლო ამავე რაოდენობის არასამედიცინო პირბადეს – 950 ათას 40 ლარად. სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში არ არის მითითებული, ნიღბები სამედიცინო უნდა იყოს თუ არასამედიცინო. დოკუმენტების მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კონსოლიდირებული ტენდერი, ზოგადად, ნიღბების …

დიდაჭარაში ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად 384 ათასი ლარია გამოყოფილი

ხულოს მუნიციპალიტეტმა სოფელ დიდაჭარაში ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 384 232 ლარია გამოყოფილი. ახალი ადმინისტრაციული შენობა ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 168 კალენდარულ დღეში უნდა ააშენოს. თუმცა არასამუშაო დღეებია: 2020 წელს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 56 დღის შემდგომი პერიოდი 2020 წლის ბოლომდე და 2021 წლის იანვარი, თებერვალი და მარტი. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2020 …

ქობულეთი ქუჩებისა და პარკების კეთილმოწყობის პროექტებში 150 ათას ლარს გადაიხდის

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ქუჩების, ეზოების, სკვერების, პარკების, მოედნებისა და სხვადასხვა ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 150 000 ლარია. შედგენილი პროექტების მიხედვით შემდგომში სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 12 მილიონ ლარს. პირობის მიხედვით, „კონკრეტულ საპროექტო ობიექტის დასახელებას, მისამართს, დეტალურ საპროექტო დავალებას და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის ვადას [კონკრეტული ვადა განისაზღვრება საპროექტო …

მოიალაღეების უფასო მგზავრობისთვის ხულოს მერია ხელშეკრულებას 22 500 ლარზე გააფორმებს

მთებზე მოიალაღეთა ტრანსპორტირებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად ხულოს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ ინდმეწარმე ლევან საგინაძე გამოავლინა. კომისიამ ის ხელშეკრულების გასაფორმებლად უკვე მიიწვია. სატენდერო თანხა 24 972 ლარი იყო, ლევან საგინაძე კი მომსახურებას ხულოს მერიას 22 500 ლარად სთავაზობს. ტრანსპორტი მოიალაღეებს, 2020 წლის პირველი ივლისიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, უფასოდ უნდა მოემსახუროს. ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტებით: ხულო-ბეშუმი-ხულო [ყოველდღიურად] …

გაჯანსაღება რუსული ტრენაჟორებით – 5 წელში ბიუჯეტიდან 13,3 მილიონი დაიხარჯა

თბილისის სამგორის, გლდანისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობები, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, ფოთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტები, ქუთაისის მერია – ეს ის უწყებებია, რომლებმაც 2020 წელს, ხელშეკრულებები რუსული წარმოების სპორტული საქონლის შესყიდვაზე გააფორმეს. რუსული წარმოების ტრენაჟორებსა და ატრაქციონების შეძენა-მონტაჟისთვის ხელშეკრულებები მიმდინარე წელს, 2 ქართულ კომპანიასთან, ჯამში 1 379 003 ლარზეა გაფორმებული. „ჯეო პარკი“ და „გეო-გრინი“ ის კომპანიებია, რომლებიც …

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2,7 მილიონად სამედიცინო საშუალებებს იმარაგებს

სხვადასხვა სამედიცინო საშუალებების შესაძენად აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ორი ტენდერი გამოაცხადა, საერთო ღირებულებით – 2 796 830 ლარი. 1 045 330 ლარია გათვალისწინებული სხვადასხვა რაოდენობის ქირურგიული ერთჯერადი ნიღბის, ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანის, ქუდის, ბახილის, რესპირატორის, ფარის, სამედიცინო დამცავი სათვალის; ასევე გვამის ჩანთის, დისტანციური თერმომეტრისა და პორტატული პულსოქსიმეტრის შესაძენად. 1 751 500 ლარი კი, ერთჯერადი სამედიცინო წყალგაუმტარი ხალათებისა …

ხულოში ზამლეთი-ხიხაძირის გზის 7კმ-ის გასაკეთებლად 10,2 მილიონი დაიხარჯება

ხულოში ზამლეთი-ხიხაძირის გზის დაახლოებით 7-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 10 264 247 ლარია გამოყოფილი. სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება სოფელ ფუშრუკაულთან და სრულდება სოფელ ხიხაძირში. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2 ივლისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება. პირობის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ დეპარტამენტის წერილობითი დავალების გაცემიდან 16 თვეში. მიმწოდებელს …

ხულოში მოიალაღეებს ივლისიდან ოქტომბრამდე ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება

მთებზე მოიალაღეთა ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვის მიზნით ხულოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 24 972 ლარია. ტრანსპორტი მოიალაღეებს 2020 წლის პირველი ივლისიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში უნდა მოემსახუროს. მოიალაღეებისთვის მგზავრობა უფასო იქნება. მგზავრობისას აუცილებელი იქნება პირბადის ქონაც. ამ პერიოდში ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: [checklist] ხულო-ბეშუმი-ხულო [ყოველდღიურად], ღორჯომი-ზორტიყელი-ღორჯომი, ღორჯომი-ლეკნარი-ღორჯომი, ვაშლოვანი-ვაშლოვანის მთა-ვაშლოვანი, დიდაჭარა-დიდაჭარის მთა-დიდაჭარა, სხალთა-სარიჩარის მთა-სხალთა, სხალთა-ხულო-თეთრობი-სხალთა, ხიხაძირი-სარიჩარის …

ახალი ტურისტული ნიშნულების მოსაწყობად აჭარაში 80 ათასი ლარი დაიხარჯება

აჭარის მუნიციპალიტეტებში ტურისტული ნიშნულების დაფების დამზადებასა და დამონტაჟებაში 80 ათასი ლარი დაიხარჯება. დაფები დამონტაჟდება ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში; ასევე, სოფელი ჭახათი- კინტრიშის დაცული ტერიტორიები-ხინოწმინდის მონასტერი-სოფელი ცხემლისი-კურორტი გომისმთა-სოფელი ხაბელაშვილების საფეხმავლო მარშრუტზე. აღნიშნული ბილიკის მონიშვნა უნდა განხორციელდეს „საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის ტექნიკური რეგლამენტის“ შესაბამისად. საოჯახო სასტუმრო სახლების მანიშნებლები კი განთავსდება გზებსა და სახლებზე …

ბათუმის მერიის ინსპექცია 42 560 ლარად სპეცტანსაცმელს იყიდის

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციისთვის სპეციალური ტანსაცმლის შესაძენად 42 560 ლარია გათვალისწინებული ქალაქის ბიუჯეტიდან. ინსპექციამ სპეცტანსაცმლის შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. ინსპექცია ყიდულობს 133  ქურთუკს, ამდენივე ჟილეტს, 266-266 მაისურს მოკლე და გრძელი სახელოთი, 133 კეპს და 133 საწვიმარ ლაბადას. ტენდერის პირობის მიხედვით, ტანსაცმელი იკერება ინდივიდუალური, თითოეულ თანამშრომელზე ზომის აღებით [ყოველ თანამშრომელზე ზუსტი ზომის მორგებით]. არაზუსტი ზომების შემთხვევაში, შესყიდვის …

ნებისმიერ პრეტენდენტს დავების განხილვის საბჭოსთვის შეეძლო მიემართა – ქობულეთის მერი

ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ჩატარებულ კვლევას გამოეხმარა, სადაც  საუბარია იმაზე, რომ ქობულეთის მერიის სახელმწიფო შესყიდვებში კორუფციის რისკები იკვეთება.  აღნიშნულ კვლევაზე დღეს 23 აპრილს, წერდა „ბათუმელებიც“. მირიან ქათამაძე წერს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო პირობების ჩამოყალიბება ხდება მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. „იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სატენდერო დოკუმენტაციის ჩანაწერი …

ხელვაჩაურის მერი: უფლებამოსილებას გადავაჭარბეთ, მაგრამ ინვესტიციის მოზიდვა გვინდოდა

„ეს არის თვალსაჩინო მაგალითი, როგორ ხდება კორუფციული გარიგება,“ – აცხადებს რეზო ხარაზი „ნაციონალური მოძრაობიდან“. მან დღეს, 31 იანვარს, ხელვაჩაურში, აჭარისწყალზე ბრიფინგი გამართა და ნაპირგამაგრებისთვის ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან 218 ათასი ლარის დახარჯვა გააპროტესტა. „რეალურად ნაპირგამაგრება უნდა განეხორციელებინა ინვესტორს, რომელიც აქ აკეთებს რესტორანს და სასტუმროს. საქმე იმაშია, რომ ეს ბიზნესი თენგიზ ქოქოლაძეს ეკუთვნის, რომელიც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, …

აჭარის წყლის ალიანსი 205 ათას ლარად 2 პიკაპს იყიდის

„აჭარის წყლის ალიანსი“ ორ ავტომობილს იყიდის. ახალ [არანაკლებ 2019 წლის გამოშვება], ექსპლუატაციაში არმყოფ, განბაჟებულ, ორ სპეციალიზებულ ავტომობილში [პიკაპში] ალიანსი 205 400-მდე ლარს გადაიხდის. სწორედ ამ თანხით არის გამოცხადებული ტენდერი ავტომობილების შესყიდვაზე. „აჭარის წყლის ალიანსი“ სახელმწიფო კომპანიაა და ის ახორციელებს პროგრამას, რომელიც აჭარაში დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობების მოწყობას ითვალისწინებს. პროგრამა 50 მილიონი …

როდის მიიღებენ პარკინსონით დაავადებულები საჭირო მედიკამენტებს? – მინისტრის პასუხი

„ტენდერი გამოცხადებულია და მიმდინარეობს კონსულტაციები ფარმამომწოდებლებთან. ეს ნაკლი, რომელიც იყო ახალი პროგრამიდან გამოწვეული, იქნება აღმოფხვრილი,“ – გვითხრა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ მედიკამენტ „ნაკომის“ შეძენის გაჭიანურებასთან დაკავშირებით. ეს მედიკამენტი პარკინსონით დაავადებულ ადამიანებს სჭირდებათ და მას პროგრამის ფარგლებში იღებდნენ. უკვე მესამე თვეა აჭარაში ეს მედიკამენტი აღარ გაიცემა. რა იყო „ნაკლი“? – ჩვენ ამის დაზუსტებაც ვთხოვეთ მინისტრს, …

მოწმე: „ერმაკოვის მეგობარი კომპანიას იაფი სახლის ტენდერის მოგებაში დაეხმარა, ასე მითხრეს“

“ანარ ალაკბაროვს ტენდერის მოგებაში გიორგი ერმაკოვის მეგობარი, ირაკლი ხარაძე დაეხმარა… მისი და ერმაკოვის მამებიც მეგობრები იყვნენ, ასე ვიცი, ასე მითხრეს…” – უთხრა მოსამართლეს მოწმის სახით დაბარებულმა ვახტანგ ჩიქოვანმა. ის კომპანია “კონვენტ ჯორჯიას” მრჩეველი იყო, შემდეგ – თბილისის ფილიალის დირექტორი. “კონვენტ ჯორჯია” აზერბაიჯანში რეგისტრირებული ის კომპანიაა, რომელსაც “იაფი სახლის” პროექტი უნდა გაეკეთებინა და მას ბათუმის მერიამ …

„250 მილიონი დაიხარჯა განუხორციელებელ პროექტებში“ – ენმ-ს გამოფენა აჭარის მთავრობასთან

„ეს არის პროექტები, რომლებზეც ბიუჯეტიდან ჯამში 250 მილიონი დაიხარჯა და არ განხორციელებულა, ეს არის კორუფცია,“ – ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რეზო ხარაზი. ამ პარტიამ დღეს, 15 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის სახლთან „განუხროციელებელი პროექტების“ გამოფენა მოაწყო პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კლიპის ფონზე. „მაგალითად, ეს არის ბათუმის 27-ე ბაღი, სადაც ფული დაიხარჯა, მაგრამ აქ ბავშვები დღემდე არ …

ხელვაჩაურის მერიას 2,4-მილიონიანი ტენდერის გამო დავების საბჭოში უჩივლეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას სოფელ ახალშენში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის გამო კომპანია „არგუსი“ დავების საბჭოში უჩივის. კომპანია მიიჩნევს, რომ კონკრეტული ტიპის მშენებლობის გამოცდილების მითითება, რაც ტენდერის პირობაშია ასახული, ზღუდავს ჯანსაღ კონკურენციას და ახდენს პრეტენდენტთა დისკრიმინაციას. კომპანიას არ ეთანხმება ხელვაჩაურის მერია, შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს გადაწყვეტილება კი ჯერ გამოქვეყნებული არ არის. ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში ახალი …

„მერე გვეტყვიან რიჟვაძეს მოსთხოვეთ პასუხიო“ – საპროტესტო აქცია „ოცნების ქალაქში“

„ოცნების ქალაქში“ საპროტესტო აქციაა. შეკრებილები საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დროულად დაწყებას ითხოვენ. „იმ ადგილას შევიკრიბეთ, სადაც მთავრობამ ტერიტორია მოასწორა. არ გვინდა, მოტყუებული დავრჩეთ. დღეს აქ მშენებლობის ლენტი უნდა გაჭრილიყო. მერე მთავრობაც შეიცვლება და გვეტყვიან, რიჟვაძეს მოსთხოვეთ პასუხიო,“ – გვითხრა აქციაზე მყოფმა ცისანა აფხაიძემ. მისივე თქმით, ისინი პერმანენტულ აქციებს გამართავენ, თუკი მთავრობა დაპირებული სახლების მშენებლობას არ დაიწყებს. …

ეროვნული ბანკი 865 000-მდე ლარს სასადილოს მოსაწყობად დახარჯავს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სასადილოს მოწყობის მიზნით, სათაო ოფისის შენობის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 865 000 ლარია. ტენდერი არ ითვალისწინებს ავეჯის, ინტერიერის დეკორატიული ელემენტების და სამზარეულოს ტექნოლოგიური აღჭურვილობის შესყიდვას. სამზარეულო, როგორც ეროვნულ ბანკში გვითხრეს, თბილისში, სანაპიროს ქუჩა N2-ში მდებარე იუსტიციის სახლის შენობაში მოეწყობა, სადაც დღეს, ეროვნული ბანკია განთავსებული. დაგეგმილია შენობის მეოთხე სართულზე ერთ სივრცეში არსებული სამი ოფისის …

მამუკა ბახტაძე რუსული კომპანიების მიერ სახელმწიფო ტენდერების მოგებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ბათუმელების“ კითხვას, ხედავს თუ არა ხელისუფლება საფრთხეს იმაში, რომ ბევრი რუსული კომპანია იღებს საქართველოს ხელისუფლებისგან დაკვეთებს, ასე უპასუხა: „საქართველო ღიაა ინვესტიციებისთვის, მაგრამ მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ეგრეთ წოდებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და, ბუნებრივია, ჩემი პოზიცია ისევე როგორც ჩვენი გუნდის პოზიცია, არის ძალიან პრინციპული, რომ ჩვენ აუცილებლად ძალიან დეტალურად …

რა ზიანი მიაყენა აჭარის გზების დეპარტამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტს – ენმ-ს განცხადება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა, დღეს, 30 ივლისს, აჭარის მთავრობის სახლის წინ აუდიტის სამსახურის დოკუმენტი მიიტანა, სადაც, მისივე თქმით, საუბარია აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. „აღნიშნული დოკუმენტი აუდიტის სამსახურს ჯერ ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია, თუმცა, ჩვენ ის  მოვიპოვეთ,“- აცხადებს ხარაზი. აუდიტის პირველად ანგარიშში [ასეა აღნიშნული წარმოდგენილ დოკუმენტზე], რომელიც 2016-2017 წლებს მოიცავს, საუბარია ხელვაჩაურში, …

აჭარის მოდის კვირეულზე 5 სტუმრის მგზავრობას და სასტუმროს განათლების სამინისტრო აფინანსებს

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აჭარის მოდის კვირეულზე, Adjara Fashion Week-ზე მოწვეული 5 სტუმრისათვის თვითმფრინავის ბილეთებს შეიძენს და ასევე, ხუთი სტუმრის VIP კლასის სასტუმროში განთავსებისთვის გადაიხდის ფულს.  ამისათვის  სამინისტრო ჯამში 15 ათასამდე ლარის დახარჯვას აპირებს. ამ მომსახურების შესასყიდად სამინისტრომ ტენდერები უკვე გამოაცხადა. ტენდერის თანახმად, აჭარის მოდის კვირეულზე ორი სტუმარი მილანიდან ჩამოფრინდება, სამი კი – პარიზიდან. სამინისტრო მათ …

ბათუმის მერია 225 ტელევიზორს ყიდულობს

ბათუმის მერია სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში 225 ტელევიზორს შეიძენს. ტენდერი შესყიდვაზე მერიამ უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 61 875 ლარია. ტელევიზორები სოციალურად დაუცველ იმ პირებს გადაეცემათ, რომლებიც მერიის პროგრამის – მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისთვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნა – პირობებს აკმაყოფილებენ. ამ პროგრამით გათვალისწინებულია: პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთების, ავეჯის, ტექნიკის, სოციალური დანიშნულების საქონლისა და სარემონტო მასალის შეძენა, ასევე,  საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართობის რემონტი სოციალურად დაუცველი შშმ  …

მოქალაქე ხელვაჩაურის მერს სასამართლოში უჩივის

ხელვაჩაურში მცხოვრები ირაკლი მესხი ხელვაჩაურის მერს სასამართლოში უჩივის. ირაკლი სოფელ მნათობში ცხოვრობს, სადაც მერიას შიდა სასოფლო გზა გაჰყავს. მოქალაქე ამბობს, რომ ხელვაჩაურის მერი გეოლოგის დასკვნას არ ითვალისწინებს და მისი სახლის დამეწყვრის საფრთხე არსებობს. „ჩემს სახლთან არაერთხელ ჩამოწვა მეწყერი, პირველად 1989 წელს იყო ეს…“ – გვიყვება ირაკლი მესხი და სხვადასხვა დროს სახლთან ჩამოწოლილი მეწყრის ფოტოებს გვაჩვენებს. …

თავდაცვის სამინისტროს მიერ თურქული ბათინკების შესყიდვის საეჭვო გზები

ავტორი: ნათია ჩეხერია, სტუდია „მონიტორი” თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცებისთვის ბათინკებს წელიწადში ორჯერ ყიდულობს და ამისთვის დაახლოებით 4 მილიონ ლარამდე ხარჯავს. 2017 წლის 17 აგვისტოს სამინისტრომ 44 000 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 505 084 ლარი იყო.

ჩხუბი ქუჩაში – მშენებელი ამბობს, რომ მერიის თანამშრომელი მანქანას და 10 000 ლარს სთხოვდა

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინ, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის მოადგილე ჯემალ დიასამიძე და ერთ-ერთი მშენებელი – მუხრან ელიაძე ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი  ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მუხრან ელიაძის კომპანია მერიის ერთ-ერთ ტენდერის ფარგლებში გონიო-კვარიათში ასფალტს აგებდა. მერიამ ამ ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა და არც შესრულებული სამუშაოების თანხა გადაიხადა სრულად. ამ …

რუსული კომპანიების ფილიალები, რომლებიც ტენდერებში იმარჯვებენ

საქართველოში 208 იურიდიული პირია რეგისტრირებული, რომელთა პარტნიორებიც [დამფუძნებელი ან მეწილე] რუსული კომპანიები არიან. ისინი საქართველოში საქმიანობენ, როგორც უცხო ქვეყნის [ამ შემთხვევაში რუსეთის] საწარმოთა ფილიალები, წარმომადგენლობები ან უბრალოდ შპს-ები თუ სააქციო საზოგადოებები. „ბათუმელების“ მიერ გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ამ 208 რუსული კომპანიიდან 70-მდე კომპანია, როგორც მიმწოდებელი, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაშია რეგისტრირებული. აქედან 31-მა ტენდერშიც კი [ზოგიერთმა რამდენიმე ტენდერში] …

სამინისტრო: წელს არაქართულენოვანი სკოლები ახალ სახელმძღვანელოებს მიიღებენ

განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე ტენდერი გამოაცხადა. 7 მილიონ 790 239 ათასი ლარი დაიხარჯება  I-VI კლასის  1 817 800  წიგნსა და რვეულზე, ასევე, VIII-XII კლასის 355 160 წიგნსა და სასკოლო რვეულზე. სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის განახლებული სახელმძღვანელოები დაიბეჭდება მეშვიდეკლასელებისთვისაც, VIII-XII კლასელები კი ისევ ძველი სახელმძღვანელოებით ისწავლიან. როგორც საქართველოს განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, 2019 წელს ახალი …

„ზამთარმა არ იზამთრა, ჩვენ ხომ პენტაგონის ბიუჯეტი არ გვაქვს?“ – ახალშენის რწმუნებული უწყლობაზე

ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში საპროტესტო აქცია იმართება. მოსახლეობა წყალს ითხოვს. „დღეს საბავშვო ბაღიდან წამოვიყვანე შვილიშვილი მეც და და სხვებმაც, წყალი საერთოდ არ იქნებაო. უწყლოდ რა უნდა ქნა ბავშვებთან?… აქამდე ბაღში მაინც იყო გრაფიკით წყალი, ახლა ისიც აღარ არის… აქციაზე გამოვედით დღეს და ჩართეს ახლა უცებ მარტო ბაღში. თუ არ არის წყალი, ახლა საიდან მოვიდა? გამოვალთ აქციაზე, …

ბათუმში დაკავებულ მაღალჩინოსნებს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ

ბათუმის მერიის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ – საუბარია კიდევ ერთ ტენდერზე, რომელიც ასევე 2015 წელს ჩატარდა. ამ ტენდერში გამარჯვებული “აჭარგანათებაა” და ბიუჯეტიდან 470 ათასი ლარი დაიხარჯა. “აჭარგანეთება” პროკურორმა რამაზ შავაძემ დღეს ახსენა, როცა ის დაკავებული მაღალჩინოსნებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების აუცილებლობას ასაბუთებდა. პროკურორმა აღნიშნა, რომ დამატებით ახალი საქმე მიმალვის რისკს ზრდის. “დეტალებს ვერ …

სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მშენებლობაზე სამინისტრომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი, რომელშიც ოთხი კომპანია მონაწილეობდა, სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. ხელახალი ტენდერი უკვე გამოცხადებულია, სადაც წინადადებების მიღება 2019 წლის პირველ ივნისს დაიწყება და 6 ივნისს დასრულდება. ფერიაში ახალი სკოლის მშენებლობისთვის თავდაპირველად 3 794 100 ლარი იყო გათვალისწინებული, შემდეგ ეს თანხა კომისიამ 3 742 470 ლარამდე შეამცირა, „ვინაიდან ხარჯთაღრიცხვაში იყო უზუსტობები“. …

„ბათუმობას“ 190 895 ლარად „მარკა“ ჩაატარებს – ტენდერი ერთი მონაწილით შედგა

„ბათუმობას“ წელს შპს „მარკა“ ჩაატარებს. სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. ტენდერის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 219 300 ლარი იყო, „მარკამ“ კი 190 895 ლარად შესთავაზა კულტურის ცენტრს „ბათუმობის“ ჩატარება. შპს „მარკა“ ერთადერთი იყო, რომელმაც ტენდერში მონაწილეობა მიიღო, მას კონკურენტი არ ჰყოლია. „მარკამ“ გაიმარჯვა „ბათუმობის“ ჩასატარებლად გამოცხადებულ ტენდერში შარშანაც. „მარკას“ მესაკუთრე და დირექტორი …

ენმ: ქობულეთის საკრებულოს წევრის ძმისშვილი მილიონიან ტენდერში ქვეკონტრაქტორია

დღეს, 18 მარტს, ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის წევრმა, რეზო ხარაზმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ქობულეთის მერიის მიერ გამოცხადებული მილიონიანი ტენდერის სამუშაოებს ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის „ქართული ოცნებიდან“  ვაჟა შავიშვილის ძმისშვილის კომპანია ასრულებს.  2018 წელს ქობულეთის მერიამ გამოაცხადა ტენდერი 1 მილიონ 077 995 ლარზე, სადაც გაიმარჯვა შპს „შარაგზამშენი პირველმა“. მან, თავის მხრივ, ქვეკონტრაქტორად აიყვანა კომპანია შპს „ჯორჯტრანსი“, რომელიც …

4 მლნ ლარი ბათუმის 23-ე სკოლის ასაშენებლად – კომპანია აჭარის განათლების სამინისტროს უჩივის 

შპს „ანანა“ აჭარის განათლების სამინისტროს შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივის. კომპანია, შესყიდვების კომისიას, სამინისტროს მიერ შედგენილი იმ ოქმის გაუქმებას სთხოვს, რომელიც კომპანიისთვის დისკვალიფიკაციის მინიჭებას ითვალისწინებს. შპს „ანანა“ მონაწილეობს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც #23 [ მახვილაურის დასახლება] სკოლის მშენებლობას ითვალისწინებს. მახვილაურის სკოლა ე.წ. ავტობანის მშენებლობის გამო ბუფერულ ზონაში მოხვდა, რის გამოც მისი დემონტაჟი იგეგმება. ახალი …

Exit mobile version