კობახიძეს სტუდენტებმა დაფაზე წარწერა დაუტოვეს – „არა რუსულ კანონს!“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ირაკლი კობახიძეს დაფაზე დაუტოვეს წარწერა – „არა რუსულ კანონს!“. ერთ-ერთი სტუდენტი, რომელმაც კობახიძეს წარწერა დაუტოვა, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი დათო ჩხობაძეა. „ირაკლი კობახიძე ლექციებს ატარებს ყოველ შაბათ დღეს, დილით. სავარაუდოდ, წაშლიან ამ წარწერებს შაბათამდე, მაგრამ სამართლის სტუდენტები, ვისაც კობახიძე უკითხავს ლექციას, ხვალიდან აპირებენ პეტიციის შედგენას და ხელმოწერების შეგროვებას, რომ კობახიძემ აღარ …

ბათუმელი სტუდენტი: „აქციებს ვიწყებთ, ახალგაზრდების მოტყუება რთულია“

„ვერ უნდა შეგვიზღუდონ ევროპული მომავალი. ევროპულ მომავალს იმსახურებს არამხოლოდ ჩემი თაობა, არამედ თაობები, ვისი სიცოცხლეც ემსხვერპლა თავისუფლებას, საქართველოს ევროპულ მომავალს. ჩვენი ვალია 9 აპრილს მებრძოლი ადამიანების გზაზე დავდგეთ. ახალგაზრდები ამას იაზრებენ. მჯერა, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ევროპული მომავლისთვის,“ – ამბობს ბათუმელი სტუდენტი მათე ცენტერაძე. მათე ბსუ-ს სტუდენტია და ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ დაანონსებული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი …

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე ვიქნებით ბსუ-ს, აკადემიის, ნავიგაციის, რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები 

რა არის მთავარი საფრთხე, რაც შეიძლება მივიღოთ რუსული კანონით ქვეყანაში? – ვკითხეთ ბსუ-ს სტუდენტს ქეთი პაქსაძეს, რომელიც ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ დაანონსებული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია. „ეს უკვე იქნება არა ქვეყანა, არამედ რუსეთის პატარა ოლქი, რომელიც მთლიანად დაექვემდებარება რუსეთს. ამ ქვეყანაში აღარაფერი არ იქნება ევროპული. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ევროპიდან, რომ შესაძლოა, კანდიდატის სტატუსიც ჩამოგვართვან,“ – გვითხრა …

„ამ გზას თაობები სიცოცხლის ფასად იცავდნენ – არა რუსეთს! კი ევროპას!“ – სტუდენტების აქცია ბათუმში

ბათუმელი სტუდენტების ჯგუფი 15 აპრილს, 14:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქციას აანონსებს. „ბათუმელი სტუდენტები ისევ უნდა გავერთიანდეთ. ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენი აქციებით შეშინებულმა ხელისუფლებამ უკან დაიხია, რუსული კანონი გაიწვია და პირობა დადო, რომ აღარასდროს აღარ შემოიტანდა. ოცნებამ სიტყვა გატეხა, გადაგვაგდო. ეროვნული ნაკრების წარმატებით გაერთიანებული ერი, ივანიშვილმა კვლავ გაგვყო. ოცნება გვართმევს უკეთესი განათლების …

„ეს კანონი შეეხება ნებისმიერი პროფესიის და ასაკის ადამიანს“ – ბსუ-ს სტუდენტი რუსულ კანონზე

20 წლის ილია აბულაძე სტუდენტია. ის ბსუ-ში ევროპისმცოდნეობის მიმართულებით სწავლობს. მან და რამდენიმე სტუდენტმა რუსული კანონის მიღების პირველი მცდელობისას, გასულ წელს, დისკუსია გამართეს უნივერსიტეტში თემაზე – „რას ნიშნავს უცხოური გავლენის აგენტი”. ილია ბსუ-ს სხვა სტუდენტებთან ერთად აპროტესტებდა რუსული კანონის მიღებას 2023 წელს და ახლაც იმავეს აპირებს. „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. რუსული კანონი ხელახლა შეიტანა პარლამენტში განსახილველად. …

„ჩვენ მოტყუებას ცდილობენ, მაგრამ ტყუილად“ – ბათუმელი სტუდენტი რუსულ კანონზე

21 წლის ლინდა ცინცაძე სტუდენტია. ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტზე ფარმაციას სწავლობს. ლინდა 2023 წელს ბსუ-ს სხვა სტუდენტებთან ერთად საქართველოში რუსული კანონის მიღების პირველ მცდელობას აპროტესტებდა. „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. რუსული კანონი ხელახლა შეიტანა პარლამენტში განსახილველად. ლინდა ისევ აპირებს ამ კანონის გაპროტესტებას. იგი ფიქრობს, რომ ბსუ-ს სტუდენტები ისევ მოაწყობენ აქციას და რუსული კანონის …

ბსუ-ს სტატუსის აღდგენაზე 1000 სტუდენტიდან მხოლოდ 108-მ მიმართა

1000 სტატუსშეჩერებული სტუდენტიდან, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტატუსის აღდგენაზე ჯერჯერობით მხოლოდ 108 სტუდენტმა მიმართა. როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, არც ჰქონდათ იმის მოლოდინი, რომ სტატუსის აღდგენას ყველა სტუდენტი მოინდომებდა. რაზე შეთანხმდა ბსუ სახელმწიფოსთან? – ამ თემაზე უნივერსიტეტის კანცლერს, მერაბ დიასამიძეს ვესაუბრეთ. ბატონო მერაბ, როგორც ვიცით, მთავრობამ უმაღლეს სასწავლებლებს დაგავალათ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის განულება. რაზე …

სამინისტრო სტუდენტების ვალების განულებას კერძო უნივერსიტეტებს ავალებს

დღეს, 21 სექტემბერს, განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხზე ბრიფინგი გამართა. ამილახვრის თქმით, სამინისტრომ სტუდენტების სწავლის დავალიანების განულება კერძო უნივერსიტეტებს მოსთხოვა. ამ ეტაპზე უცნობია, რა პირობებს წაუყენებს სამინისტრო სახელმწიფო უნივერსიტეტებს. „ბათუმელები“ ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს ესაუბრა, სადაც ვერ გვითხრეს, როგორ დაიფარება სტუდენტების დავალიანება – სახელმწიფო გადაიხდის, თუ, უბრალოდ, უნივერსიტეტი გაუნულებს მათ ამ …

უნივერსიტეტები 30 000 სტატუსაღდგენილ სტუდენტს ვერ მიიღებენ – რა მიზანი აქვს ღარიბაშვილს

მთავრობის ბოლო სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილებით, 30 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს დავალიანება გაუნულდება. საუბარია 40 მილიონამდე ლარზე. თუმცა ღარიბაშვილს სხდომაზე არც კვლევა, არც დაზუსტებული მონაცემები არ წარმოუდგენია, თუ რაზე დაყრდნობით მიიღო ეს გადაწყვეტილება. იმავე დღეს განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კი განაცხადა, რომ ღარიბაშვილის ამ ინიციატივის შესახებ ახლა შეიტყო და აღდგენილი სტუდენტების სანაცვლოდ …

სტუდენტების სტიპენდია გაორმაგდება – მთავრობა

დღეს 11 სექტემბერს, მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სტუდენტების სტიპენდიები გაიზრდება. „დღეიდან ყოველ სასწავლო წელს 2 500-ის ნაცვლად 5 000 წარმატებული, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, ნიჭიერი სტუდენტი მიიღებს, 150 ლარის მაგივრად 300 ლარიან სტიპენდიას“- თქვა ღარიბაშვილმა. მან ამავე სხდომაზე ახსენა წინა ხელისუფლება და აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, „მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი“, შვილებს ბიუჯეტიდან …

აჭარაში მცხოვრები მაღალქულიანი აბიტურიენტები ფულად ჯილდოს მიიღებენ

აბიტურიენტებს, რომლებიც აჭარის რეგიონში არსებულ სკოლებში სწავლობდნენ და უმაღლეს სასწავლებლებში 100%, ასევე 70 % გრანტი მოიპოვეს, აჭარის მთავრობა ფულადი თანხით აჯილდოებს. სტუდენტები 2000 და 1000 ლარს მიიღებენ ჯილდოს სახით. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 10 სექტემბერს ბათუმში, პირველკურსელებთან შეხვედრის დროს განაცხადა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2023 წელს აჭარის რეგიონიდან 3300-ზე მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა …

აშშ-ის სავაჭრო პალატა საქართველოში სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სტიპენდიას სთავაზობს

„ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში“ (AmCham) სოციალურად დაუცველ 30-მდე სტუდენტს ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის საფასურსა და ცხოვრების ხარჯებს დაუფინანსებს ოთხი წლის განმავლობაში. 2250 ლარი წელიწადში სწავლის საფასურისთვის, ხოლო – 2 100 ლარი საცხოვრებლის ხარჯებისთვის. ორგანიზაციის განცხადებით, პროგრამა წელს პირველად ხორციელდება და სტიპენდია იმ სტუდენტებისთვის იქნება განკუთვნილი, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლეს ქულებს მიიღებენ. „ჩვენი სტიპენდია უზრუნველყოფს უნივერსიტეტში სწავლის …

რამდენჯერმე დამჭირდა გადაუდებელი დახმარება საკვების ნაკლებობის გამო – ქართველი სტუდენტი

23 წლის ელენე თაბაგარი ნიუ-იორკის ჯულიარდის სახელობის სკოლაში მუსიკის ავთენტური შესრულების ფაკულტეტზე სწავლობს, სამაგისტრო საფეხურის მეორე კურსზე. ჯულიარდში ამ ფაკულტეტზე სწავლა ყოველწლიურად 60 ათასი დოლარი ღირს. ელენემ მუსიკის ამ უმაღლესი სკოლის სრული დაფინანსება მოიპოვა სტეტსონის უნივერსიტეტის ბაკალავრიატში წარმატებული სტუდენტობის შემდეგ. ჯულიარდი ლინკოლნის ცენტრში მდებარე საშემსრულებლო ხელოვნების კონსერვატორიაა, სადაც ისეთმა დიდმა მუსიკოსებმა მიიღეს განათლება, როგორებიც არიან …

„ქართული ოცნება“ გვთავაზობს რუსეთს, მასკარადულ ჩოხაში – რატომ ვირჩევთ ევროპას

„ჩვენ ვართ ევროპა“, „შინ, ევროპისკენ“ – ეს სიტყვები ბოლო დროა ყველა ასაკის ადამიანისგან გვესმის საქართველოში. რატომ მიაჩნიათ მოქალაქეებს, რომ ჩვენი ეროვნული იდენტობა და ევროპული ღირებულებები თანხვედრაშია, რატომ ვამბობთ – „შინ, ევროპისკენ“? „ბათუმელები“ ამ თემაზე იმ ახალგაზრდებს ესაუბრა, რომლებიც ბოლო დროა აქციებზე იცავენ ამ იდეას და ამბობენ, რომ არ მისცემენ რუსეთს უფლებას, კალაპოტი შეუცვალოს ქვეყნის ევროპულ …

სტუდენტები რომ არ ჩარეულიყვნენ პოლიტიკაში, დღეს რუსული იქნებოდა სახელმწიფო ენა – ჯანაშია

20-მდე პირი ფიზიკურად გაუსწორდა სტუდენტებს, რომლებმაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო პლაკატის გაშლა სცადეს. სტუდენტებს სცემეს, დააგორეს კიბეებზე, მოგვიანებით კი ერთ-ერთ დაშავებულ სტუდენტს შეიარაღებულმა პირმა საავადმყოფოშიც მიაკითხა. დღეს, 19 ივნისს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თსუ-ში პოლიტიკური აქტიურობის ადგილი არ არის და არავის მისცემენ პოლიტიკური აქტიურობის შესაძლებლობას. არის თუ არა …

ვინ სთავაზობს ბსუ-ს სტუდენტებს დასაქმებას და რა იქნება მათი ხელფასი

2 ივნისს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში „ბსუ-ს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ფორუმი“ გაიმართა. სტუდენტებსა და დამსაქმებლებთან გასაუბრებით ირკვევა, რომ ფორუმში მონაწილე 40-მდე კომპანია ბსუ-ში იაფ მუშახელს ეძებს. დერეფანში ჩამწკრივებული, კომპანიის ლოგოებთან ისხდნენ წარმომადგენლები და სამსახურის მაძიებელ, მონდომებულ სტუდენტებს ელოდნენ. სტუდენტები რეგისტრაციას გავდიოდით, სანამ რომელიმე კომპანიის წარმომადგენელს მივაშურებდით. სულ ბოლოს ვიკითხე და დამიზუსტეს, რომ 350-ზე მეტი სტუდენტი …

ბათუმში გაუჩინარებულ სტუდენტს ეძებენ

ბათუმში გაუჩინარებულ სტუდენტს ეძებენ. მეგობრები 22 აპრილის შემდეგ ვეღარ ახერხებენ სტუდენტთან კავშირის დამყარებას. სტუდენტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობდა, ინგლისურენოვან პროგრამაზე. გაუჩინარებული სტუდენტი ინდოეთის მოქალაქეა. „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს სტუდენტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

სტუდენტების აქცია ბათუმში, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად

ბათუმში სტუდენტებმა აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლების მხარდასაჭერად აქცია გამართეს. სტუდენტების თქმით, მთავრობამ დროულად უნდა მიიღოს ამ ბავშვებისთვის წამლის შემოტანის გადაწყვეტილება. სტუდენტებისთვის გაუგებარი დარჩა საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განმარტება იმის თაობაზე, რომ პრემიერი წამალთან დაკავშირებით მეტ სამედიცინო მტკიცებულებას ითხოვს: „თუ რაიმე არგუმენტები აქვს, დადოს“.   მშობლების მოთხოვნის საპასუხოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა 24 აპრილს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ …

„მე მაქვს თხოვნა: არ დანებდეთ“ – კიდევ რა სთხოვა აშშ-ის ელჩმა ბათუმელ სტუდენტებს

„გამარჯობა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ თქვენთან…“- ქართულ ენაზე ამ სიტყვებით დაიწყო სტუდენტებისადმი მიმართვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. დღეს, 18 აპრილს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ დარბაზში ბათუმელ სტუდენტებს კელი დეგნანი შეხვდა. „ჩვენ ქართველებს და ამერიკელებს ბევრი რამ გვაქვს საერთო: პატივისცემა ოჯახის მიმართ, თავისუფლება, პატივისცემა განათლების მიმართ…“- აღნიშნა კელი დეგნანმა, ვიდრე სტუდენტები კითხვების დასმას დაიწყებდნენ. …

ცხრილი, ინგლისური, ბუფეტი – რა პრობლემებზე საუბრობს ბსუ-ს სტუდენტი

20 წლის გვანცა დიასამიძე ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე მედიცინის სპეციალობას სწავლობს. ის მეორე კურსის სტუდენტია. გვანცა გვიყვება, რა პრობლემებს ხედავს უნივერსიტეტში, რატომ გადაწყვიტა სწავლის პარალელურად მუშაობის დაწყება და რა შეიძლება იყოს სტუდენტების ნაკლები აქტიურობის მიზეზები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. გვანცა, ჩვეულებრივ, აბიტურიენტობიდან აქვთ კონკრეტული მოლოდინები ადამიანებს, როგორი იქნება მათ მიერ შერჩეულ …

ჯარში რომ არ წავიდე, ვცდილობ, სტუდენტობა გავიხანგრძლივო – ინტერვიუ

„იმისთვის, რომ არ წავიდე ჯარში, ვცდილობ შევინარჩუნო სტუდენტის სტატუსი და ამისთვის საგნებსაც კი ვიტოვებ“ – ამბობს მაგისტრატურის სტუდენტი სანდრო გიგაური, რომელიც უმაღლესი განათლების ადმინისტრირებას სწავლობს. რატომ არიდებენ ახალგაზრდები თავს ჯარს და რას ფიქრობენ ~ცვლილებებზე, რაც ახალი კოდექსით იგეგმება? – „ბათუმელები“ სწორედ ამ თემაზე ესაუბრა სტუდენტს. სანდრო, როგორც ვიცით, თავდაცვის ახალი კოდექსის მიხედვით, 18-იდან 27 წლამდე …

ბსუ-ს სტუდენტი – „გეპეის კორპუსში 2003 წელია“

19 წლის ილია აბულაძე ევროპისმცოდნეობას სწავლობს ბსუ-ში, ის მეორეკურსელია. როგორც ილიამ გვითხრა, გასულ სემესტრებშიც და ახლაც, ლექცია-სემინარების ნაწილი იმ კორპუსში უტარდება, სადაც ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები სწავლობენ და სადაც, ასევე, სტუდენტებს შუალედური და დასკვნითი გამოცდები უტარდებათ ელექტრონულად. ამ კორპუსს სტუდენტები მოიხსენიებენ როგორც „გეპეის“ [წლების განმავლობაში ამ შენობაში ტექნიკური უნივერსიტეტი მდებარეობდა, რომელსაც გეპეის უწოდებდნენ]. ილიამ ფეისბუქზე, …

„100 წერილი ბსუს“ – გამარჯვებული სტუდენტური პროექტი

ნინი კაკაბაძისა და ელენე კურტანიძის პროექტი – „100 წერილი ბსუს“, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების კონკურსის გამარჯვებულია. პროექტს უნივერსიტეტი 3 -4 ათასი ლარის ფარგლებში დააფინანსებს. ელენე კურტანიძე 23 წლისაა. მან ბსუ-ში გასულ წელს დაამთავრა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე სწავლა. ფიქრობს, რომ „100 წერილი ბსუს“ წიგნად იქცევა, რომელშიც ბსუ-სთან დაკავშირებული, სხვადასხვა თაობისა და პროფესიის …

„ლექტორებსაც ეშინიათ სტუდენტებთან ერთად გასვლის“ – ბსუ-ს სტუდენტი

ალეკო ბერიძე ბსუ-ს სტუდენტია. ის მეორეკურსელია, უნივერსიტეტში ტურიზმს სწავლობს. ალეკო ქობულეთის სოფელ ზედა აჭყვაში ცხოვრობს და ლექცია-სემინარებზე ყოველდღე სოფლიდან დადის უნივერსიტეტში. ალეკო გვიზიარებს თავის ხედვას უნივერსიტეტზე, სტუდენტურ თვითმმართველობასა და იმაზე, თუ რას ნიშნავს მისთვის საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ კანონის მიღების მცდელობა. ალეკო, რამდენად რთულია სოფლიდან სიარული უნივერსიტეტში ყოველდღე? მარტივი ნამდვილად არ არის, რადგან ტრანსპორტი …

ეს პირველი ტალღა იყო, ისინი კვლავ ეცდებიან მსგავსი კანონის მიღებას – ბსუ-ს სტუდენტი

ბსუ-ს სტუდენტი, 21 წლის საბა ოსანაძე ფილოსოფიის მე-4 კურსის სტუდენტია. მან  თავისი მოსაზრება გაგვიზიარა უნივერსიტეტსა და თვითმმართველობაზე, რა მოსწონს და რისი შეცვლის საჭიროებას ხედავს უნივერსიტეტში. ასევე, რას ნიშნავდა მისთვის საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტობის“ შესახებ კანონპროექტის მიღების მცდელობა და საით მიაქანებს ქვეყანას მმართველი გუნდი. საბა, ბათუმში აქციას – „არა რუსულ კანონს“ ძალიან ბევრი სტუდენტი შეუერთდა. ისინი …

სტუდენტებმა პრორუსი პოლიტიკოსების საგანზე უარი თქვეს, რატომ არ არის ეს დევნა – ინტერვიუ

მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ და ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტში, საზოგადოების პროტესტის ფონზე, რუსულ კანონს მისცეს ხმა, თსუ-ს სტუდენტების დიდმა ნაწილმა მათი საგანი გააუქმეს და განაცხადეს, რომ არ აქვთ პრორუსი პოლიტიკოსების ლექციების მოსმენის სურვილი. სტუდენტები საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ ერთ-ერთ ლექტორს, ელიზბარ ელიზბარაშვილსაც, რომელიც ასევე პრორუსულ „ალტ-ინფოზე“ ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწეოდა. რამდენად ლეგიტიმურია სტუდენტების პროტესტი? – ამ თემაზე …

თვითმმართველობა არ გამოხატავს ჩვენ ინტერესებს – ბსუ-ს სტუდენტი

ბსუ-ს სტუდენტი, ლინდა ცინცაძე ფარმაციის მესამე კურსის სტუდენტია. ის ამბობს, რომ მისთვის კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტობის შესახებ“ შემაშფოთებელი იყო. ლინდას ვკითხეთ, როგორ ფიქრობს, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ბსუ-ს არაერთ ლექტორ-მასწავლებელსა თუ სტუდენტს გაუჭირდა აზრის გამოთქმა რუსულ კანონზე. მიიჩნევს, რომ 8 მარტს სტუდენტების მიერ გამართულ აქციას მოჰყვა ბსუ-ს რექტორის, მერაბ ხალვაშის ისედაც დაგვიანებული ფეისბუქპოსტიც, …

მივმართავ ბსუ-ს რექტორს, ღიად გამოხატოს თავისი პოციზია რუსულ კანონზე – სტუდენტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მეორე კურსის სტუდენტი ნიკა თურმანიძე უნივერსიტეტის რექტორს, მერაბ ხალვაშს და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს მიმართავს. სტუდენტი რექტორს და ლექტორებს მოუწოდებს, ღიად და მკაფიოდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია რუსულ კანონთა დაკავშირებით, მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნივერსიტეტის მცდელობა, ასწავლოს სტუდენტებს რა არის ევროპული დემოკრატია, ევროპული ღირებულებები და სამართლიანობა, აზრს კარგავს. „ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში აუცილებელია …

სტუდენტი: სამხარაძის ლექციებს აღარ დავესწრებით რუსული კანონის მხარდაჭერის გამო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ამბობენ, რომ„ქართული ოცნების“ წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის საგანს აღარ გაივლიან პროტესტის ნიშნად, რადგან სამხარაძე რუსული კანონის მხარდამჭერია. „ბათუმელები“ ერთ-ერთ სტუდენტს, გიორგი ფაჩუაშვილს ესაუბრა, რომელიც სტუდენტური მოძრაობის – „არა რუსულ კანონს“ აქტიური წევრია. მისი თქმით, საგანი – „ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა“, რომელსაც ნიკოლოზ სამხარაძე კითხულობს, 21 სტუდენტს ჰქონდა არჩეული ამ სემესტრში და აქედან 18 …

თუ ჩვენ არ ვთქვით, სხვა ვინ იტყვის?! – ბათუმელი სტუდენტები რუსულ კანონზე

„შესაძლოა, სტუდენტების დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებდეს იმას, რომ სამომავლოდ არანაირი პერსპექტივა არ ექნება არც სწავლას და არც ამ დიპლომებს, თუ ქვეყანა არ წავა დემოკრატიისკენ, არ წავა ევროპისკენ და თუ არ ვიმოქმედებთ იმის შესაცვლელად, რაც ხდება დღეს ქვეყანაში. რუსული კანონი არა მარტო დაანგრევს ჩვენს მომავალს, სერიოზულ რისკებს შეგვიქმნის ფიზიკური უსაფრთხოების მხრივაც“, – ამბობს მარიამ პაქსაძე, ბათუმის …

ხელვაჩაურის „დაუსრულებელ“ საცობში დაკარგული საათები – სტუდენტები ქედიდან

სტუდენტები – მარიამ დვალიძე და ირმა მელაძე ბათუმში თითქმის ყოველდღე ქედიდან დადიან. ისინი ბსუ-ს ქართული ფილოლოგიის მეოთხე კურსის სტუდენტები არიან და როგორც ამბობენ, ადრე თუ გზაში 30-40 წუთი სჭირდებოდათ, ახლა ქედის მუნიციპალიტეტიდან ბათუმში ჩამოსვლას რამდენიმე საათს უნდებიან. ამის მთავარ მიზეზად ისინი ხელვაჩაურში „დაუსრულებელ“ საცობებს ასახელებენ. „ხშირად მგზავრობისას ფიზიკურ ტკივილში გადამდის ხერხემლის ტკივილი. დაღლილობის შედეგად მტკივა …

5 სტუდენტი ბათუმში უფასო საკვებისა და ტანსაცმლის კარადების განთავსებას გეგმავს

„გაიღე“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის განხორციელებასაც 5 ბათუმელი სტუდენტი – როენა კახიძე, მარიამ მორთულაძე, იანა აბაშიძე, ანა ვაშაყმაძე და ნინო გაბაიძე აპირებენ.  პროექტის მიზანია დაეხმარონ იმ ადამიანებს, რომელთაც საკვები ან ტანსაცმელი სჭირდებათ. პროექტის ავტორები ბსუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელები არიან. „თანაკურსელები ვართ. დემოკრატიის ლექტორმა დაგვავალა პროექტის გაკეთება და ჩვენ არჩევანი სოციალურ თემაზე შევაჩერეთ. მედიაში იყო …

ბსუ-ს სტუდენტების ნაწილი სწავლის საფასურს ვერ იხდის – რას აპირებს უნივერსიტეტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი გამოცდები დაეწყოთ. ბსუ-ში სულ 7 000-მდე სტუდენტი სწავლობს და მათგან, როგორც ბსუ-ში გვეუბნებიან, 450 სტუდენტი მიმდინარე დასკვნით გამოცდებზე გასვლას, სწავლის საფასურის გადაუხდელობის მიზეზით ვერ ახერხებს. საგამოცდო აუდიტორიებში გამოცდის დაწყებამდე დამკვირვებლები ხმამაღლა აცხადებენ, რომ სტუდენტების ნამუშევრები გადაუხდელობის შემთხვევაში არ შეფასდება. უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ სტუდენტებს სემესტრის დასკვნით …

მინისტრმა მიმართა სტუდენტებს, თუმცა ერთი სიტყვითაც არ ახსენა მათი პრობლემები

17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღეა. სტუდენტებს საერთაშორისო დღე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმაც მიულოცა. „გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს აშენებს და თქვენი თითოეული გამარჯვებით მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ საქართველოს განვითარებისა და წინსვლის საქმეში“, – ამბობს მინისტრი. საქართველოში მცხოვრები სტუდენტები ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა სტუდენტური საცხოვრებელია, რომელიც …

Exit mobile version